მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 258 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

დღე მიიწურა. დიდი სიმშვიდე მოემადლა დამაშვრალ სულებს, დღიური ჯაფით ქანცმილეულთა. აზრებს მიმწუხრის ბუნდოვანი ელფერი მოსავს.

მთიდან კი, გამჭვირვალე ღამეულ ნისლიდან, ჩემს აივნამდე აღწევს საშინელი ღრიანცელი. სიშორე რაღაც პირქუშ ჰარმონიად აქცევს მას და ზღვის მოქცევის თუ ახალგამოღვიძებული გრიგალის გრგვინვას ამსგავსებს.

ვინ არიან ეს ბედშავნი, რომელთაც ვერ ამშვიდებს საღამოს მწუხრი, მიკიოტებივით რომ ეგებებიან საღამოს დადგომას, ვით შაბაშისკენ მოწოდებას? ეს ავბედითი ღმუილი რომელიღაც ბნელი, მთაში შეყუჟული ბუნაგიდან აღწევს ჩემს სმენამდე: ყოველ. საღამოს პირში პაპიროსგაჩრილი ვუმზერ ფართო, მდუმარე ტრამალს, სადაც გაფანტულან პატარ-პატარა სახლები, რომელთა თვითეული ფანჯარა თითქოსდა ამბობს: „აქ მშვიდობაა“, „აქ ოჯახური მყუდროებაა“, მთიდან კი მოდის ეს ჯოჯოხეთური ღრიანცელი, ქარს მოაქვს იგი და იპყრობს ჩემს გონებას.

მწუხრი აღაგზნებს შეშლილებს. მახსენდება ჩემი ორი ნაცნობი, რომელთათვისაც ყოველი საღამოს დადგომა იწვევდა რაღაც აღგზნებულ, ავადმყოფურ მდგომარეობას. ერთი მათგანი ივიწყებდა მაშინ ზრდილობისა და კეთილმეგობრობის ყოველგვარ წესებს და თავს ესხმოდა პირველ შემხვედრს.

მახსოვს, ერთხელ როგორ ესროლა მან მეტრდოტელს თავში მშვენივრად შემწვარი წიწილა, რომელშიც დაინახა რაღაც თავისთვის შეურაცხმყოფელი სიმბოლო. საღამო, რომელიც მრავალთათვის მოასწავებს დადგომას იდუმალ შვებათა, მისთვის წამლავდა თვით უკიდურესად თვალწარმტაც საგნებსაც კი.

მეორე, უაღრესად პატივმოყვარე ადამიანი, საღამოობით სულ უფრო და უფრო პირგამეხებული და აღგზნებული ხდებოდა. დღისით თვინიერი და გულღია, საღამოობით ჭეშმარიტად აუტანელი იყო; და არათუ სხვებს, არამედ თავად მასაც ძვირად უჯდებოდა ხოლმე გამძაფრება ამ ღამეული მანიისა.

პირველი გარდაიცვალა სავსებით გონს გადასული, იგი ვეღარ სცნობდა ვეღარც ცოლსა და ვეღარც შვილს. მეორე კი ცხოვრობს ავადობის მუდმივ შიშში. და ერთ დღეს რომ მიანიჭონ მას ყოველგვარი პატივი და დიდება, რისი მინიჭებაც ძალუძთ რესპუბლიკებსა და მონარქებს - საღამოს მწუხრი მაინც აღაგზნებს მის სულში წყურვილს რაღაც სხვაგვარი, წარმოსახვითი, მიუღწეველი განდიდებისას. ღამე, რომელიც აბნელებდა მათ გონებას, ჩემს სულს ნათლით და შვებით აღავსებს.

და თუმცა ხმირად ერთი და იგივე მიზეზი სავსებით განსხვავებულ შედეგებს კი წარმოშობს, მაინც გაუგებარია ეს და შემამფოთებელი.

ჰოი, ღამევ განმაცხოვებელო ბნელო! შენით იწყება ჩემთვის შინაგანი ზეიმი სულისშემხუთველ მოწყენისაგან თავის დაღწევის ვარსკვლავთა ნათება, ფარნების ციმციმი უკაცურ ველზეც და დედაქალაქის ლაბირინთებშიც თავისუფლების ქალღმერთის ფოიერვერკად მეჩვენება.

ჰოი, მწუხრო! რა სინაზეა შენში, რა ნეტარება, ჰორიზონტზე ჯერაც ციმციმებს ვარდისფერი ნათელი, აგონია დღისა, ღამისაგან ძლეულის; კანდელაბრების ცეცხლი მუქ წითელ ლაქებად მოჩანს დაისის უკანასკნელ მკრთალ სხივთა ციმციმში; მძიმე ფარდა ჩამოუშვია უჩინო ხელს აღმოსავლიდან - ეს ყოველივე ხომ რთულ განცდებს ჰგავს, კაცის გულში აღძრულს, ცხოვრების საზეიმო წუთებში.

მახსენდება აგრეთვე მოცეკვავის უცნაური კაბა, სადაც მუქი, ჰაეროვანი ქსოვილი ვერ ფარავს სიჭრელეს ქვედა კაბისას, თითქოსდა აწმყოს ბნელეთშმი ანათებსო მოგონება სანუკვარი წარსულისა: ხოლო მისი ბრჭყვიალა ოქროსა და ვერცხლის ვარსკვლავები ფანტაზიის შუქურებია თითქოს, რომელნიც მხოლოდ ღამის ღრმა ტრაურში ინთებიან.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ