მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 329 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ერთი ფილანტროპი გაზეთის მჯღაბნელი მარწმუნებდა, მარტოობა საზიანოაო ადამიანისათვის და როგორც ყოველ ურწმუნოს, საბუთად მოჰქონდა ეკლესიის მამათა სიტყვები.

მე ვიცი, რომ დემონებს უყვართ ხეტიალი უდაბურ ადგილებში, მკვლელობისა და სიძვის სული არნახულად მძვინვარებს მარტოობაში. მაგრამ, შესაძლოა მარტოობა საშიში იყოს მხოლოდ მცონარე და უნიათო სულთათვის, რომელთაც სჩვევიათ მისი დასახლება თავიანთი ვნებებითა და ქიმერებით.

ცხადია, რომელიმე ყბედი, რომლისთვისაც სიამოვნების მწვერვალია კათედრის ან ტრიბუნის სიმაღლიდან ლაყბობა, უეცრად რობინზონის კუნძულზე რომ აღმოჩნდეს, ჭკუაზე შეირყევა უთუოდ. მე იმ გაზეთის მჯღაბნელისაგან არც მოვითხოვ კრუზოს ვაჟკაცურ სიქველეს, მაგრამ სამაგიეროდ ნურც იგი გამოუტანს განაჩენს მარტოობისა და იდუმალების მეტრფე კაცს.

ჩვენს ენაჭარტალა მოდგმაში შესაძლოა ჰპოვოთ ისეთი ინდივიდებიც, რომელთაც არ შეაკრთობთ თვით სიკვდილით დასჯაც კი, ოღონდ მანამდე ნება მიეცით ეშაფოტის სიმაღლიდან ერთი ლაზათიანი სიტყვის წარმოთქმისა რომელსაც არ ჩაახშობენ სანტერისეული დოლები.

მე არ მებრალებიან ისინი, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ორატორული წიაღსვლები მათ ისეთსავე შვებას ჰგვრის, როგორსაც სხვებს - სიჩუმე და თვითჩაღრმავება. რა ვქნა, მძულს ასეთი ხალხი. ეს წყეული მეგაზეთე კი განა მაცლის, ჩემებურად ვპოვო განცხრომა ამ ცხოვრებაში.

„მაშასადამე, თქვენ არა გაქვთ მოთხოვნილება, სხვებს გაუზიაროთ თქვენი შვება, ჰა?“ - მეკითხება იგი აბოსტოლის ტონით, დახეთ ამ შურიან მელაკუდას! მან კარგად იცის, რომ მე მძულს მისი შვების წყარო და ცდილობს დამაცდენინოს, თუ რა მგვრის მე შვებას.

- აი, აუტანელი მეხვანჯე!

„რა უბედურია კაცი, რომელიც ვერ ეგუება მარტოობას!“ - ამბობს სადღაც ლა ბრუიერი და ამით თითქოს მათი შერცხვენა სურსო, ვინც საკუთარ თავს გაურბის და ბრბოში ეძებს თავდავიწყებას, - როგორც ჩანს, იმის შიმით, რომ აუტანელი არ გახდეს საკუთარი თავისათვის.

„თითქმის ყველა ჩვენი უბედურება იმის შედეგია, რომ ჩვენ ვერ გავძელით საკუთარ ოთახში“, - ამბობს მეორე ბრძენი, ვგონებ, პასკალი, და ამით დაფიქრების სენაკისაკენ მოუწოდებს იმ უგნურთ, რომელნიც აქეთ-იქით სირბილში ეძიებენ ბედნიერებას, რაც ერთგვარი გარყვნილებაა სულისა და რასაც მე ძმათაშორისს ვუწოდებდი, ჩვენი საუკუნის „ბრწყინვალე“, მოდური გამოთქმების ხმარება რომ მჩვეოდეს.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ