მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 229 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იგი თავისთას ეუბნებოდა დიდ უკაცრიელ პარკმი სეირნობისას: „რა მშვენიერი იქნებოდა ჩემი სატრფო მდიდრულ სამეჯლისო კაბაში, მყუდრო საღამოთი სასახლის მარმარილოს კიბეზე, მოლის გაზონებითა და აუზებით გარშემორტყმული! იგი ხომ ეგზომ ჰგავს პრინცესას“.

უფრო გვიან, ქუჩაზე მიმავალი შედგა იგი ვიტრინასთან, სადაც გამოფენილი იყო გრავიურები და შეხედა ესტამპს, რომელზედაც ტროპიკული პეიხაჟი იყო გამოსახული: „არა, სულაც არ მინდა სასახლეში ვეუფლო მის ძვირფას ცხოვრებას.

იქ ჩვენ ვერ ვიქნებით შინ. თუნდაც ის რად ღირს, რომ დარბაზების მოოქროვილ კედლებზე ვერ ვნახავ ადგილს, სადაც მისი ხატების გამოსახვა შეიძლებოდეს. ამ პარადულ გალერეაში ჩვენ ვერ ვნახავთ კუთხეს ინტიმური საუბრისათვის. აქ კი, აი, აქ უნდა დავსახლდე, ჩემი ცხოვრების ნატვრა რომ ავისრულო“.

შემდეგ, გრავიურის დეტალების დათვალიერებისას, განაგრძო ფიქრი: „ზღვის პირას - მშვენიერი ქოხი, ამ უცნაური, ელვარეფოთლებიანი ხეებით გარშემორტყმული, რომელთა სახელწოდებაც ამჟამად აღარ მახსოვს... ჰაერში გამოუცნობი, დამათრობელი სურნელება.. ქოხში ძლიერი არომატი ვარდისა და მუშკისა... ჩვენი პატარა კარმიდამოსაგან მოშორებით მოქანავე გემების ანძები მოჩანს.. ჩვენი ოთახი ჭილობებითაა მოგებული, სავსე ყვავილთა დამათრობელი სურნელით, მუქი და მძიმე ხის სკამები პორტუგალური როკოკოსია, ჩემი სატრფო აქ წამოწვებოდა საჩრდილობლის ქვეშ და მოსწევდა დაბანგულ თამბაქოს.

ვარდისფვრი სინათლე ძლივს აღწევს შტორებში ჩვენი სამყოფლის გარეთ - სინ'თთლით დამთვრალი ჩიტების ჟღურტული, პატარა ზანგის გოგონების ტიტინი... ღამღამობით კი, თითქოსდა ჩემი ოცნებების აკომპონიმენტად მოისმის მუსიკალური ხეების ფილაოების საწყალობელი პანგი. აი ის გარემო, რომელსაც მე ვეძებდი, რაღად შინდა სასახლე?“

მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ფართო ქუჩაზე მან შენიშნა კოხტა, ქათქათა სასტუმრო;: ჭრელფარდებიანი ფანჯრიდან ორი მცინარე სახე მოჩანდა. მას მამინვე გაუელვა აზრმა: „რა თავზეხელაღებული მაწანწალები არიან ეს ჩემი ფიქრები, რად დაეძებენ ასე შორს იმას, რაც აქვეა, ყურის ძირში. სიხარული და ბედნიერება პირველ შეხვედრილ სასტუმროშივე გელოდებიან, სადაც ამდენი სიამეა, მოგუზგუზე ბუხარი, ელვარე ფაიანსები, კარგი ვახშამი, ძველი ღვინო და ფართო ლოგინი; უხეში, მაგრამ სუფთა თეთრეული, - რაღა მინდა მეტი?“

ხოლო როდესაც იგი შინ მიბრუნდა ისეთ დროს, როცა გარეგანი ცხოვრების ჟრიამული აღარ ახშობს ჩვენში სიბრძნის შეგონებას, უნებლიეთ გაიფიქრა: „დღევანდელ ოცნებებში მე სამი სამყოფლო მქონდა და სამივეში თანაბრად ვნეტარებდი. რად უნდა გაიტანჯო თავი ადგილგადანაცვლებით, თუკი სულს ძალუძს მოგზაურობა ასეთი სიმსუბუქით? ან რა საჭიროა გეგმების განხორციელება, თუ ეს გეგმები თავად ამდენ სიამეს გვანიჭებენ?“

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ