მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 194 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მაშ თქვენ გსურთ შეიტყოთ, თუ რად შემძულდით დღეს? მართალია, თქვენ უფრო გაგიჭირდებათ ამის გაგება, ვიდრე მე - განმარტება ამისა თქვენთვის, რამეთუ თქვენ, ჩემის შეხედულებით, საუკეთესო ნიმუში ხართ ქალური გულქვაობისა.

ჩვენ ერთად გავატარეთ მთელი დღე, რომელიც ესოდენ მოკლედ მოგვეჩვენა. ჩვენ შევფიცეთ ერთმანეთს, რომ ამიერიდან საერთო ახრები გვექნებოდა, ჩვენი ორი სული შეერწყმოდა ურთიერთს ერთსულად. ეს ოცნება არ წარმოადგენს რაიმე განსაკუთრებულს, ოღონდ ეს არის, რომ იგი ჯერ არავის ახდომია ამ ქვეყანაზე.

საღამოს, ოდნავ დაქანცულმა, თქვენ განიზრახეთ ახალ კაფესთან ჯდომა, ახალი ბულვარის კუთხეში, ჯერაც ნანგრევებით რომაა სავსე, მაგრამ უკვე იკვალავს თავის მომავლის პერსპექტივებს; კაფე ბრწყინავდა. გაზიც თითქოს ხარჯავდა მთელს თავის მგზნებარებას თავისი პირველი საჯარო გამოსვლისას და აჩახჩახებდა თვალისმომჭრელად თეთრ კედლებს, ბრწყინვალე სარკეებს, ჩარჩოებსა და ლავგარდანებს, სადაც გამოსახულნი იყვნენ პაჟების ლოყებდაბერილი სახეები ძაღლებთან ერთად, მოღიმარი დამები, ხელხე მიმინოშესმულნი; ნიმფები და ქალღმერთები, რომელთაც თავზე შეედგათ ხონჩები, ნაყოფით, ნამცხვრებითა და ნანადირევით სავსენი, ჰებე და განიმედები, რომელნიც სტუმრებს სთავაზობდნენ სიროფით სავსე პატარა ქვევრებს, ან ფერადი ნაყინისაგან გაკეთებულ ობელისკს - მოკლედ, აქ ნახავდით მთელს ისტორიას და მითოლოგიას ღორმუცელობის სამსახურში ჩამდგარს.

პირდაპირ ჩვენს წინ, ქვაფენილზე, ორმოციოდე წლის მამაკაცი იდგა, სახედაღლილი, ჟღალწვერიანი: მისი ცალი ხელი პატარა ბიჭუნას ჩაებღუჯა, მეორეში კი თოთო ბალღი ეკავა. იგი ძიძის მოვალეობას ასრულებდა და ამჯერადაც გამოეყვანა თავისი შვილები საღამოს ჰაერის სასუნთქად. სამივენი ჩამოძონძილნი იყვნენ. ეს სამი სახე უაღრესად სერიოზული იყო და ექვსივე თვალი თანაბარი აღტაცებით ათვალიერებდა ახალ კაფეს, მხოლოდ ასაკისმიერი ნიუანსები განასხვავებდა მათ.

მამის თვალები ამბობდნენ: „რა სილამაზეა! აჰ, რა სილამაზეა! თითქოს ღარიბ-ღატაკთა მთელი ოქრო ამ კედლებში შეგროვილა“, ბიჭუნას თვალები კი ამბობდნენ: „რა სილამაზეა, აჰ, რა სილამაზეა! მაგრამ ამ სახლში ხომ ჩვენნაირების შესვლა არ შეიძლება!“, პაწიას თვალები კი იმდენად დაებრმავებინა ამ ბრწყინვალებას, რომ ისინი არაფერს გამოხატავდნენ, გარდა უღრმესი, უაზრო აღტაცებისა.

პოეტების აზრით, განცხრომა აკეთილშობილებს სულსა და ასათუთებს გულს ადამიანისას. მათი ეს შეხედულება გამართლდა ჩემზე იმ საღამოს, მე არა მხოლოდ გული ჩამწვა ამ თვალთა ოჯახმა, არამედ სინდისის ქენჯნაც ვიგრძენი ჩვენი ჭიქებისა და გრაფინების შემხედვარემ, რომელნიც დიდად აჭარბებდნენ ჩვენს მოთხოვნილებას. მე თვალებით ვეძებდი თქვენს თვალებს, ჩემო საყვარელო, რათა ამომეკითხა მათში ჩემი აზრი, მე ჩაგხედეთ თვალებში, მშვენიერ, საუცხოო, ნაზ, მწვანე თვალებში, სადაც მკვიდრობს მთვარეული ჯადო - კაპრიზი, და ამ დროს თქვენ ასე მომმართეთ მე:

„აუტანელია ეს ხალხი, თავისი ჭიშკარივით ფართოდ დაჭყეტილი თვალებით! არ შეგიძლიათ, უთხრათ კაფეს პატრონს, მოგვაშოროს ისინი აქედან?“

აი რა ძნელია ურთიერთგაგება, ჩემო ანგელოსო, და რა შეუძლებელია ხანდახან გადაცემა ახრისა, თუნდაც ორ ისეთ ადამიანს შორის, რომელთაც აკავშირებს სიყვარული.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ