მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 199 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თამბაქოს ფარდულიდან გამოსვლამდე ჩემმა ნაცნობმა გულდასმით დაახარისხა თავისი ფული: ჟილეტის მარცხენა ჯიბეში ჩაიწყო პატარა ოქროს მონეტები, მარჯვენაში - წვრილმანი ვერცხლი, შარვლის მარცხენა ჯიბეში - მრავალი მსხვილი სუ და ბოლოს მარჯვენაში - ერთი ორფრანკიანი მონეტა, რომელიც მან საგანგებოდ, გულდასმით დაათვალიერა.

„რა უცნაური და წვრილმანი დანაწილებაა", - გავიფიქრე მე.

ჩვენ შემოგვხვდა მათხოვარი, რომელმაც ხელის კანკალით გამოგვიწოდა ქუდი. არაფერია უფრო ამაღელვებელი, ვიდრე ამ თვალთა სიმჭევრე, რომელნიც, მგრძნობიერი კაცისთვის, მათში რომ კითხულობს სათქმელს, ამდენ სიმდაბლეს და ყვედრებას გამოხატავენ ერთდროულად. იგი ხედავს მათში ისეთ რამეს, რაც უახლოვდება სიღრმით იმ რთულ გრძნობას, გალახული ძაღლის ცრემლიან თვალებში რომ მოჩანს.

ჩემი ნაცნობის სამოწყალო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემსაზე, და მე მივმართე მას:

- თქვენ მართალი ხართ; არაფერია იმაზე სასიამოვნო, როდესაც შენ თავად განიცდი განცვიფრებას, ხოლო ამის შემდეგ მოდის სიამოვნება სხვათა განცვიფრებისა.'

- ეს ყალბი ფული იყო, - მშვიდად მომიგო მან, თითქოს თავს იმართლებსო გულუხვობაში

თუმც ჩემს უიღბლო თავში, მუდამ შეუძლებელს რომ მისტირის (აი, რა დამღლელი უნარი მომანიჭა ბუნებამ), მაშინვე გაჩნდა აზრი, რომ ჩემი ნაცნობის ასეთი ქცევა ალბათ იმით თუ იყო გამართლებული, რომ მას სურდა მოვლენად ექცია ეს შემთხვევა ამ უპოვარის ცხოვრებაში, ან, შესაძლოა, ეცადა: რა შედეგს მოიტანდა, დამღუპველს თუ სხვაგვარს, ყალბი მონეტა მათხოვრის ხელში? ხომ არ აშოვნინებდა იგი ნამდვილ ფულს? ან იქნებ ციხის კარზე მიიყვანდა მას? ვთქვათ, მედუქნე ან მეფუნთუშე დაასმენდა მას, როგორც ყალბი ფულის მფლობელს, ან გამავრცელებელს, მაშინ როდესაც რომელიმე წვრილმანი სპეკულანტის ხელში ყალბი მონეტა მთელ სიმდიდრეს მოუტანდა მას რამდენიმე დღით. ამრიგად, ჩემი ფანტაზია განაგრძობდა მუშაობას, ფრთებს ასხამდა ჩემი ნაცნობის გონებას და გამოჰყავდა ნაირგვარი დასკვნები ნაირგვარი ჰიპოთეზებიდან.

მაგრამ უეცრად მან გამაწყვეტინა ოცნება და გამიმეორა ჩემივე საკუთარი სიტყვები: „თქვენ მართალი ხართ, არ არის უფრო დიდი სიამოვნება, ვიდრე განაცვიფრო ადამიანი იმით, რომ იმაზე მეტი მისცე, ვიდრე იგი მოელის“.

მე ჩავხედე თვალებში ჩემს ნაცნობს და შემზარა, რა დავინახე მათში აშკარა გულწრფელობა. ჩემთვის ცხადი გახდა, რომ მან განიზრახა ერთდროულად ქველი საქმეც ჩაედინა და მომგებიანი აფიორაც: შეენარჩუნებინა ორმოცი სუ და მოემადლიერებინა უფალი ღმერთი; სამოთხეში მოხვედრილიყო ზედმეტი ხარჯების გარეშე; ერთი სიტყვით - უფასოდ ეშოვნა პატენტი მოწყალე კაცისა. მე წეღან მზად ვიყავი მიმეტევებინა მისთვის დანაშაულებრივი სიამოვნების ძიება, რაზედაც მივიტანე ეჭვი; მე რაღაც თავისებურად საინტერესო შტრიხად ჩავთვლიდი, მას რომ გართობა მოპრიანებოდა უპოვართა გაცურებით; მაგრამ მე არასოდეს ვაპატიებ უაზრო ვარაუდს.

ადამიანს აროდეს ეპატიება ბოროტება, მაგრამ არის რაღაც ღირსება საკუთარი ბოროტების შეგნებაში. ყველაზე უფრო გამოუსწორებელი მანკიერება კი არის სიბოროტის ჩადენა სისულელით. 

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ