მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 244 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

გუშინ, ბულვარზე, ბრბოში მიმავალმა წამიერი შეხება ვიგრძენი იდუმალი არსებისა, რომელთან შეხვედრასაც მუდამ მიველტვოდი და რომლის ხატებაც მყისვე შევიცანი, თუმც აროდეს მენახა იგი. უთუოდ მასაც იგივე სურდა, ვინაიდან გვერდით ჩავლისასს მრავალმნიშვნელოვნად ჩამიკრა თვალი. მეც მაშინვე მივსდიე ამ წამყოფას, ფეხდაფეხ ავედევნე მას და მალე ორივენი აღმოვჩნდით უცხო ნათლით გაჩახჩახებულ მიწისქვეშეთში, რომელიც ისეთი სიმდიდრითა და ფუფუნებით ბრწყინავდა, პარიზის ვერც ერთი სრა-სასახლე რომ ვერ დაიკვეხნის. გასაოცარი ის იყო, რომ მე არაერთხელ ჩამივლია ამ ჯადოსნური სადარნოს გვერდით და არასოდეს შემიმჩნევია მისი კარიბჭე.

აქ მეფობდა სულზე უტკბესი ბანგით გაჟღენთილი ატმოსფერო, წამიერად რომ გვავიწყებს მოსაწყენ ციებ-ცხელებას ამა სოფლისას და სულიც ეწაფებოდა იმ ბუნდოვან ნეტარებას, რომელსაც ალბათ განიცდიან ლოტოსის მჭამელი მოგზაურნი, მარადიული დღის ნათლით გაბრწყინებულ ჯადოსნურ კუნძულზე მოხვედრილნი, სადაც ჩანჩქერთა რულისმომგვრელ ჟღურტულში ერძნობენ, ვით იბადება მათში სურვილი თავიანთ ცოლ-შვილთან და პენატებთან არმიბრუნებისა, ზღვის აქოჩრილ ტალღებზე ხეტიალის შეწყვეტისა.

ქალთა და მამაკაცთა უცნაური სახეები რიალებდნენ ირგვლივ, საბედისწერო მშვენებით გაბრწყინებულნი და მე მეჩვენებოდა თითქოს ოდესღაც მენახა ეს სახეები, ოღონდ ვერასგზით ვერ გავიხსენე, როდის და რომელ მხარეში. ეს სახეები უმალ დაძმურ სიმპათიას აღმიძრავენ, ვიდრე იმ უნდობლობას, რომელიც, ჩვეულებრივ, იღვიძებს ჩვენში უცნობ ადამიანებთან შეხვედრისას.

რაიმე განსაკუთრებული გამოთქმით რომ განმესახღვრა ის გამომეტყველება, რომელიც ასხივებდა მათ თვგალთაგან, ვიტყოდი, რომ არასოდეს მინახავს თვალები, რომლებშიც ელავდა ასეთი უკიდურესი ზისღი მოწყენისადმი, ასეთი დაუცხრომელი წყურვილი ცხოვრების შეგრძნებისა.

მე და ჩემი მასპინძელი ინახად დავსხედით კარგი ძველი მეგობრებივით, ვჭამდით და ვსვამდით, ნაირ-ნაირ საუცხოო ღვინოებს შევექცეოდით და, რაც არანაკლებ საოცარია, რამდენიმე საათში მე შევამჩნიე, რომ იგი ჩემზე არანაკლებ ნასმურევი იყო. დროდადრო ვწყვეტდით სმას და ამ ზეადამიანურ სიამოვნებას - ბანქოს თამაშს ვეწაფებოდით. აქვე უნდა ვაღიარო, რომ მე ბანქოში გავათამაშე და წავაგე ჩემი სული, ჭეშმარიტად გმირული უზრუნველობით და თავქეიფობით. სული ხომ ესოდენ ხელშეუვლები რამ არის, ხშირად სავსებით უსარგებლოა და ზოგჯერ ზედმეტ ტვირთადაც გვაწევს, ასე რომ მის დაკარგვას სულაც არ შევუმფოთებივარ, ალბათ უფრო მეტად შემაშფოთებდა სეირნობისას სავიზიტო ბარათის დაკარგვა.

ჩვენ დიდხანს ვეწეოდით რაღაც განსაკუთრებულ სიგარებს, რომელნიც თავიანთი შეუდარებელი გემოთი და არომატით აღვიძებდნენ სულში სევდას აროდესნახული ქვეყნებისას, წყურვილს აროდესგანცდილ შვებათა და ამ განცრომისაგან გაბრუებულმა, ანახდად წამოვავლე ხელი სავსე ფიალას და ფამილარულად, დაურიდებლად შევძახე:

„ეს თქვენი უკვდავი დღეგრძელობისა იყოს, ბებერო თხა!"

წარმოიდგინეთ, ამგვარი მიმართვისას შოკის მსგავსი არაფერი შემიმჩნევია მისთვის.

ჩვენ ვსაუბრობდით აგრეთვე სამყაროზე, მის შექმნასა და მომავალ წარხდომაზე, ჩვენი საუკუნის დიად იდეაზე - ე. ი. პროგრესსა და სრულყოფის უნარზე, საერთოდ ადამიანური თვითმოტყუების ყოველგვარ ფორმებზე, ამ თემაზე მისმა ბოწყინვალებამ მრავალი მოსწრებული, მახვილგონიერი კალამბური ბრძანა, იგი საოცარ აუმღვრევლობას და სიმშვიდეს ინარჩუნებდა თვით უკიდურესად თავშესაქცევი ამბების მოყოლის დროსაც კი, თან განმაცვიფრა ისეთი დახვეწილი ფრაზებით და დიქციით, ოომელთა მსგავსიც არ შემხვედრია კაცთა მოდგმის თვით უსაჩინოეს სიტყვის ოსტატებთანაც კი.

მან განმიმარტა უაზრობა სხვადასხვა ფილოსოფიური სისტემისა, რომელნიც დღემდე ბატონობენ ადამიანთა აზროვნებაში, შემდეგ კეთილი ინება და გამანდო რამდენიმე ძირეული ჭეშმარიტება, რომელთა არსს და უპირატესობასაც მე ვერავის ვამცნობ ამქვეყნად. იგი სულაც არ უჩიოდა იმ ცუდ სახელს, რომელიც მისმა პერსონამ დაიმკვიღრა მთელს ქვეყანახე და მარწმუნებდა, რომ იგი თავადაც დიდადაა დაინტერესებული ცრუმორწმუნეობის აღმოფხვრით და აღიარა, რომ ერთადერთი შემთხვევა ჰქონდა, როცა შეეშინდა თავისი ძალაუთლების შერყევისა და ეს იყო მაშინ, როდესაც ერთმა მქადაგებელმა, თავის თანამოძმეებზე მეტად გამჭრიახმა, წარსთქვა ეკლესიის ამბიონიდან: „საყვარელნო ძმანო ჩემნო, როდესაც თქვენი თანდასწრებით აქებენ და ადიდებენ განათლების მიღწევებს, გახსოვდეთ, რომ ეშმაკის ყველაზე ვერაგული ფანდი ის არის, რომ იგი ცდილობს დაგარწმუნოთ თავის არარსებობაში!"

ამ სახელოვანი ორატორის ხსენებაზე სიტყვამ მოიტანა და ჩვენ შევეხეთ აკადემიების საკითხს:

ჩემმა უჩვეულო თანამოსაუბრემ განმიცხადა, რომ იგი ხმირად წარმართავს ხოლმე ახალგაზრდობის აღმზრდელთა კალამს, სიტყვას თუ აზრს და რომ თითქმის ყოველთვის პირადად, თუმც უხილავად, ესწრება ხოლმე აკადემიურ სხდომებს.

მისი კეთილგანწყობის ამგვარი გამოვლინებით გაკადნიერებულმა ვკითხე, როგორ ბრძანდება უფალი ღმერთი, როდის შეხვდით-მეთქი მას უკანასკნელად. მანაც მომიგო ოდნავ უზრუნველი ტონით, თუმცა საკმაოდ გულდაწყვეტილად: „შეხვედრისას ვესალმებით ხოლმე ურთიერთს, როგორც ორი ხანდაზმული ჯესტლმენი, რომელთაც თანდაყოლილი ზრდილობის გრძნობა საბოლოოდ მაინც ვერ ავიწყებს ძველ შუღლს“.

მის ბრწყინვალებას, ვგონებ, აროდეს უბოძებია ესდენ ხანგრძლივი აუდიენცია უბრალო მოკვდავისთვის და მეც ვშიშობდი, ბოროტად არ მესარგებლა ასეთი პატივით. ბოლოს, როდესაც უკვე შემცივნებულმა ცისკარმა შემოიჭვრიტა ფერგამკრთალ მინებში, ამ ყოელად წარჩინებულმა პერსონამ, რომლისთვისაც ამდენ პოეტს შეუსხამს ხოტბა და რომლის განდიდებასაც არაცნობიერად ემსახურება ამდენი ფილოსოფოსი, განმიცხადა: მე მსურს, რომ თქვენ კეთილი მოგონება დაგრჩეთ ჩემზე, მსურს აგრეთვე დაგიმტკიცოთ, რომ მიუხედავად ყოველივე იმ აუგისა, რასაც ამბობენ ჩემს შესახებ, მე ხშირად კეთილი ვარ, როგორც მიწოდებთ ხოლმე თქვენ. იმ აუნაზღაურებელი დანაკლისის საფასურად, რომელიც თქვენ განიცადეთ სულის დაკარგვით, მე დაგაჯილდოებთ ყოველივე იმით, რასაც მიიღებდით ჩემგან იმ შემთხვევაში, ბანქოს თამაშის დროს ბედს თქვენთვის რომ გაეღიმა. კერძოდ - მე მოგცემთ საშუალებას იმისას რომ მთელი ცხოვრების მანძილზე დაამარცხოთ და განიქარვოთ ხოლმე ეგ მეტად თავისებური დაავადება - მოწყენა, წყარო ყოველთა თქვენთა სნეულებათა და ამავე დროს თქვენთა უდღეურ წინსვლათა მიზეზი.

ამიერიდან მე დაგეხმარებით ყოველი სურვილის ასრულებაში; თქვენ იბატონებთ თქვენთა მსგავსთა უბადრუკ სულებზე; გარემოცული იქნებით ლიქნითა და თაყვანისცემით, ფული, ოქრო, ბრილიანტები, საზღაპრო სასახლეები - თავისთავად მოზღვავდებიან თქვენს კარზე და შეგევედრებიან, გვეუფლეთო, თქვენ კი ხელის განძრევაც არ დაგჭირდებათ მათ მოსახვეჭად. მრავალგზის გამოიცვლით სამშობლოს და ისე ხშირად იმოგზაურებთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც ეს თქვენს ფანტაზიას მოეპრიანება. მოუყირჭებლად დაეწაფებით ვნების სიამტკბილეს იმ საოცნებო მხარეებში, სადაც ქალნი ისევე სურნელოვანნი არიან, როგორც ყვავილნი და ასე შემდგომ, და ასე შემდგომ. დაასრულა მან თავისი სიტყვა და გამომისტუმრა კეთილგანწყობილი ღიმილით.

იმ ხალხმრავალი შეკრების წინაშე თავის დამცირებას მოვერიდე, თორემ მზად ვიყავი ფეხებში ჩავვარდნოდი ამ დიდსულოვან მოთამაშეს, რათა ამით მაინც გამომეხატა მთელი ჩემი მადლიერება მისი ამ არნახული სიუხვის გამო. მაგრამ მასთან განშორების შემდეგ თანდათანობით კვლავ დამეუფლა დაუთრგუნავი უნდობლობა. უკვე ვეღარ ვბედავდი დამეჯერებინა ასე სასწაულებრივი გაბედნიერება და, რა დავწექი, ძველი სულელური ჩვეულებისამებრ, ლოცვას ვბუტბუტებდი და ნახევრად ცნობამიხდილი ვამბობდი: „უფალო, შეასრულებინე ეშმაკს თავისი დანაპირები!“

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ