მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 198 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ვუძღვნი ედუარდ მანეს

 

ჩემი ერთი მეგობარი მეუბნებოდა: ილუზიები, როგორც ჩანს, ისევე აურაცხელია, როგორც ადამიანთა ურთიერთობანი ან ადამიანთა მიმართებანი საგნებთან, ხოლო როდესაც ილუზია ქრება, ანუ როდესაც ვხედავთ ადამიანს, ან ფაქტს ისეთად, როგორიც არის იგი სინამდვილეში, ჩვენგან დამოუკიდებლად, უცნაური გრძნობა გვეუფლება, რომელსაც ართულებს ნაწილობრივ გულისტკივილი გამქრალ აჩრდილზე, ნაწილობრივ - სასიამოვნო განცვიფრება ახალი რეალური ფაქტის წინაშე.

თუ არსებობს აშკარად ჩვეულებრივი მოვლენა, ყოველთვის ერთგვაროვანი, მოვლენა რომლის არსის განსახღვრაშიც შეუძლებელია შეცდომა, - ეს არის დედობრივი სიყვარული. დედის წარმოდგენა დედობრივი სიყვარულის გარეშე ისევე ძნელია, როგორც სინათლის წარმოდგენა სითბოს გარეშე. ამიტომ განა ბუნებრივი არ არის, დედის ყველა სიტყვაში, ყველა ქცევაში ბავშვის მიმართ სწორედ დედობრივი სიყვარულის გამოხატულება დავინახოთ? თუმც მოისმინეთ ეს პატარა ამბავი, რომელშიც მე გავხდი მსხვერპლი ამ უცნაური და ძალზე ბუნებრივი ილუზიისა.

როგორც მხატვარი, მე ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდები სახეებს, ფიზიონომიებს შემხვედრი ადამიანებისას. თქვენ იცით, რა სიამოვნებას გვანიჭებს ეს უნარი, რომლის წყალობითაც თავად ცხოვრება ხდება ჩვენთვის უფრო მძაფრი და შინაარსიანი, ვიდრე სხვა ადამიანთათვის. შორეულ კვარტალში, სადაც მე ვცხოვრობ, სადაც შენობები დღესაც დაშორებულნი არიან ურთიერთისაგან ბალახით დაფარული, ფართო ტრამალებით, ხმირად მინახავს ერთი ბავშვი, რომლის სახეც აღბეჭდილი იყო მგზნებარებით და ანათებდა ცოცხალი გონიერებით. მან პირველ შეხედვისთანავე განმაცვიფრა სხვა ბავშვურ სახეებს შორის.

მე მას ხშირად ვხატავდი ხან ბოშის ბიჭად, ხან ანგელოსად და ხანაც მითურ ამურად. ვხატავდი მოხეტიალე მუსიკოსად ვიოლინოთი ხელში, ხანაც ეკლის გვირგვინით თავზე, დალურსმული ხელებით, ხანაც ეროსის ჩირაღდნით ხელში. ეს მშვენიერი ბიჭუნა იმდენად მომწონდა, რომ ბოლოს მივმართე მის მშობლებს, რომელნიც ფრიად გაჭირვებულნი იყვნენ და ვთხოეე მოეცათ ჩემთვის ბავშვი, თანაც დავპირდი, რომ კარგად ჩავაცმევდი, დავხურავდი, მივცემდი ხოლმე ცოტა ფულს და არ დავაკისრებდი სხვა მოვალეობებს გარდა ფუნჯის რეცხვისა და ჩემი ზოგიერთი სხვა დავალების შესრულებისა. როდესაც ბავშვი მოწესრიგდა, იგი კიდევ უფრო გამშვენიერდა და ჩემთან ცხოვრება მისთვის სამოთხე იყო იმასთან შედარებით, რისი ატანაც უხდებოდა მას მამის ქოხში.

მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს პატარა კაცუნა მაოცებდა ზოგჯერ თავისი უცნაური, ასაკისათვის შეუფერებელი დეპრესიის გამოვლინებით, მან მალე გამოავლინა აგრეთვე ჭარბი მიდრეკილება ტკბილეულობისა და ლიქიორისადმი. ერთხელაც, როდესაც დავრწმუნდი, რომ მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, მან კიდევ ერთხელ ჩაიდინა ასეთივე პატარა ქურდობა, მე დავემუქრე, მშობლებთან დაგაბრუნებ-მეთქი. შემდეგ გამოვედი სახლიდან და დიდხანს ვიყავი გარეთ საქმეებზე.

რაოდენ შემზარა როდესაც შინ მობრუნებულმა ვიხილე ჩემი ონავარი პატარა მეგობარი აი, ამ კარადაზე ჩამოკიდებული. ფეხები თითქმის ეხებოდნენ იატაკს; სკამი რომელსაც, როგორც ჩანს, ფეხი ჰკრა, იქვე ეგდო. თავი კრუნჩხვისაგან განზე მოქცეოდა; დაბერილი სახე და საშინელი, დაჟინებული მზერა ფართოდ გახელილი თვალებისა თავდაპირველად ჰქმნიდნენ რაღაც ილუზიას სიცოცხლის ნიშანწყლისას. მისი ჩამოხსნა ყულფიდან არც ისე იოლი აღმოჩნდა, როგორც თქვენ ფიქრობთ. საკმაოდ გამაგრებულიყო. შემზარა იმის გაფიქრებამ, რომ არსებობდა საფრთხე მისი იატაკზე ჩამოვარდნისა. ცალი ხელით სხეული მეჭირა, მეორე ხელით კი თოკს ვჭრიდი, მაგრამ საქმე ამით არ გათავებულა. პატარა ბოროტმოქმედმა გამოიყენა ძალზე წვრილი თოკი, რომელიც ღრმად შეჭრილიყო მის სხეულში და ახლა ყელის გასათავისუფლებლად საჭირო იყო წვრილი მაკრატლით მომესინჯა თოკი, დაბერილ კისერში რომ ჩასვლოდა ღრმად.

მე დამავიწყდა თქმა იმისა, რომ თავდაპირველად ვღრიალებდი, მიშველეთ-მეთქი; თუმცა არც ერთმა მეზობელმა არ მოინდომა ჩემი შველა, მათ გამოავლინეს ცივილიზებული ადამიანის თვისება, რატომღაც თავს რომ არიდებს ჩამოხრჩობილი კაცის საქმეებში ჩარევას. ბოლოს გამოჩნდა ექიმი, რომელმაც განაცხადა, ბავშვი უკვე რამდენიმე საათის გარდაცვლილიაო. უფრო გვიან, როდესაც გავხადეთ მას დაკრძალვის წინ, გვამი იმდენად გაქვავებულიყო, რომ ვერ მოვუხარეთ ხელ-ფეხი, რის გამოც იძულებული გავხდით, შემოგვეჭრა მასზე ტანსაცმელი.

რა თქმა უნღა, ყოველივე უნდა მომეხსენებინა კომისრისათვის, რომელმაც გამომცდელად შემომხედა და მითხრა: „ცუდადაა საქმე! - ვინაიდან, როგორც ჩანს, მას ჰქონდა პროფესიული ჩვევა, ყოველი შემთხვევისათვის, მართალის თუ მტყუანის შეშინებისა.

რჩებოდა ერთადერთი უკანასკნელი მოვალეობის აღსრულება, რის გაფიქრებაც კი მზარავდა ტანში: უნდა შემეტყობინებინა მშობლებისათვის. ფეხები უკან მრჩებოდა, როდესაც გადავწყვიტე წასვლა. ბოლოს, როგორც იქნა, მივედი, მაგრამ ჩემდა განსაცვიფრებლად, დედამ მომისმინა ყოველგვარი ცრემლის გარეშე... მე მივაწერე ეს უცნაურობა ამ საშინელ ტრავმას, მის მიერ განცდილს და გამახსენდა გამოთქმა „ყველაზე სამინელი მწუხარება მუნჯი მწუხარებაა!" რაც შეეხება მამას, მან მხოლოდ ოდნავ ჩლუნგი დაფიქრებით გამოსცრა: „ბოლოს და ბოლოს, როგორც ჩანს, ასე სჯობდა! მაგის ბოლო მაინც ეგ იყო“.

ამასობაში გვამი ჩემს დივანზე ესვენა და მე ვამთავრებდი მოსამსახურე ქალის დახმარებით უკანასკნელ სამზადისს, როდესაც ჩემს სახელოსნოში შემოვიდა დედა გარდაცვლილისა: მას უნდოდა, როგორც თქვა, დაეხედა შვილის გვამისათვის. რა თქმა უნდა, მე არ შემეძლო დამემალა მისთვის ვარამის გადმოღვრა, ამ უკანასკნელ ნუგეშზე უარის თქმა...

შემდეგ მან მთხოვა მეჩვენებინა ის ადგილი, სადაც ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო.

„ო, არა, ქალბატონო, - მივუგე მე, - ეს ჯოჯოხეთური ტანჯვა იქნება თქვენთვის!“ უნებლიედ შევავლე თვალი იმ ავბედით კარადას და შემზარა იმ ამბავმა, რომ მის კარზე ისევ მოჩანდა ლურსმანი და მასზე დაკიდებული თოკი. გასანადგურებლად მივვარდი მომხდარი ამბის ამ საშინელ კვალს, მაგრამ იმ წუთში, როდესაც ვაპირებდი მათ გადაგდებას ფანჯრიდან, საბრალო ქალი მეცა ხელში და იკივლა: „ო, არა გევედრებით! დამიტოვეთ ეგ მე!“ - „როგორც ჩანს, შეიშალა სასოწარკვეთილებისაგან, - გამიელვა, - ვინაიდან ნაზი გრძნობა აქვს თვით იმისადმიც კი, რამაც სიცოცხლე მოუსწრაფა მის ვაჟს და სურს შეინარჩუნოს იგი საშინელ და ძვირფას რელიქვიად“". ასე რომ, დედა დაეპატრონა ლურსმანს და თოკს.

ბოლოს და ბოლოს დამთავრდა ყველაფერი! კიდევ დამრჩენოდა მცირედი სამუშაო, რასაც გულმოდგინედ შევუდექი, რათა თანდათან გავთავისუფლებულიყავ ამ პატარა გვამის ტირანიისაგან, რომლის აჩრდილიც ყველგან დამდევდა და არ მაძლევდა მოსვენებას თავისი ფართოდ დაჭყეტილი უძრავი თვალებით. მაგრამ მეორე დღეს მივიღე მთელი დასტა წერილებისა: ნაწილი ჩემი სახლის მკვიდრთაგან, ნაწილი მეზობელი სახლებიდან; ერთი პირველი სართულიდან; ერთი მეორედან და მესამიდანაც კი და ა. შ; ერთნი ნახევრად ხუმრობით, თხოვნის სერიოზულობის შესანიღბად, სხვანი თავხედურად და თავაგდებულად მწერდნენ, მაგრამ ყველას მიზანი ერთი და იგივე იყო, სახელდობრ ის, რომ სურდათ მიეღოთ ჩემგან ნაჭერი ამ ავბედითი და სასწაულთმოქმედი თოკისა. თანაც მწერდნენ არა იმდენად მამაკაცები, რამდენადაც ქალები: ამასთან ყველა ისინი - დარწმუნებული იყავით ამაში - როდი ეკუთვნოდნენ უმდაბლეს, უბირ ფენას მოსახლეობისას... მე შევინახე ეს წერილები...

და მაშინ, უეცრად, გამინათდა გონება და მივხვდი, თუ რად მოითხოვდა დედა ასე დაჟინებით ჩემგან ამ თოკს და რა იყო მისი ნუგეში.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ