მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 144 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ფერენც ლისტისადმი

 

რა არის თირზუსი? მორალური და პოეტური გაგებით - ეს არის წმინდა ემბლემა ღვთაების მადიდებელი ქურუმის ან ქურუმქალის ხელში, რომელნიც განმარტავენ ღვთაების ნებას და ჰმსახურებენ მას. ფიზიკურად კი ეს არის ჯოხი, უბრალო სარი, ვაზის რტოებით შემოგრაგნილი, სწორი, ხმელი და მაგარი. ამ სარის გარშემო უცხო ტეხილებად თრთიან და იკლაკნებიან რტონი ურჩნი და უდრეკელნი, ყვავილნი ეჟვნისდარნი და თასისმაგვარნი. გამოუთქმელი დიღებულებით სუნთქავს მთელი ეს ნატიფი, მოელვარე სამყარო ფერთა და ხაზთა. თითქოს ტეხილი ხაზი და სპირალი უმიჯნურდებაო სწორს და ცეკვავსო მის გარშემო უტყვი თაყვანებით. ეს ნაზი გვირგვინნი, ეს თასები - სურნელებათა და ფერთა აფეთქება - მისტიურ ფანდანგოს ცეკვავენო თითქოს საღვთო კვერთხის გარშემო.

რომელი კადნიერი მოკვდავი გაბედავს და იტყვის, ვაზის ლერწები და ყვავილნი არიან შექმნილნი კვერთხისათვის, თუ თავად კვერთხი სხვა არარაა, თუ არა პრეტექსტი ვაზისა და ყვავილთა მისთა მშვენების გამოსავლენად? თირზუსი - განსახიერებაა თქვენი განსაცვიფრებელი გაორებისა, ძალუმო და სათაყვანო მაესტრო, ჩვენთვის სანუკვარო მსახურო იდუმალ-მწველი და ვნებიანი ბაკქიური სილამაზისა. არასოდეს, არცერთ ნიმფას უძლეველი ბახუსის მიერ გახელებულს, არ მოუქნეგია თირზუსი თავის გაშმაგებულ თანატოლთათვის ისეთი გააფთრებით, როგორც თქვენ შესძარით თქვენი გენიით მოყვასთა თქვენთა გულები.

კვერთხი - თქვენი ნებაა, პირდაპირი, მტკიცე და უდრეკი; ყვავილები - გაფრენაა თქვენი ფანტაზიისა, თქვენსავე ნებას რომ ემორჩილება, ქალური საწყისი, წარმტაცი პირუეტებით გარს რომ უვლის ვაჟურ საწყისს - სწორი ხაზი და არაბესკა, ჩანაფიქრი და შესრულება, ნების სიმტკიცე, სინატიფე სახვისა, მიზნის ერთიანობა, საშუალებათა მრავალსახეობა, ყოვლისმძლე და განუყოფელი ამალგამა გენიისა - რომელი ანალიტიკოსი გაკადნიერდება იმდენად, რომ დაანაწევროს და გათიშოს ეს ყოველივე?

ძვირფასო ლისტ! ნისლებსა და მდინარეებს მიღმა, ქალაქებში, სადაც როიალები მღერიან თქვენს დიდებას, ხოლო სასტამბო დაზგები ბეჭდავენ თქვენს სიბრძნეს - სადაც არ უნდა ბრძანდებოდეთ, მარადიული ქალაქის სიდიადეში თუ გამბრინუსის მიერ ნუგეშინისცემულ, საოცნებო ქვეყნების ბურუსში, სიხარულისა და შეუცნობი კაეშნის ჰანგთა იმპროვიზებისას, თუ თქვენი ღრმა მედიტაციების ქაღალდზე აღბეჭდვისას, - მარადიული აღტაცების, მარადიული სევდის მომღერალო, ფილოსოფოსო, მგოსანო და არტისტო, - მოგესალმებით უკვდავებაში!

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ