მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 200 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

უკვე მეასედ აღმოხდა მზე ზღვის უკიდეგანო ემბაზიდან, ხან ბრწყინვალე, ხან ღრუბლის ბლონდით შემობურული; მეასედ ჩაეშვა იგი ზღვაში ხან ელვარე, ხან მოღუშული, თითქოს ღამეულ განბანის რიტუალს ასრულებსო. მრავალი დღის განმავლობაში ვუკვირდებოდით ცაზე ანტიპოდებს და ვშიფრავდით მათ ზეციურ წერილს. მგზავრები ბუზღუნებდნენ და ოხრავდნენ, თითქოს მიწის მოახლოება ახელებთო. „როდის იქნება, რომ ეს რყევა, ეს ქარი, ჩვენზე უარესად რომ ხრიალებს, აღარ გაგვიფრთხობს ძილს? როდის შევძლებთ ისეთი ხორცის ჭამას, რომელიც მლაშე აღარ იქნება, ჩვენი მატარებელი ელემენტივით? როდის მოვინელებთ საჭმელს ისე, რომ სავარძელთან ერთად არ ვიქანავებთ? - ამბობდნენ ისინი.

იყვნენ ისეთებიც, რომელნიც ფიქრობდნენ თავიანთ კერაზე, დარდობდნენ თავიანთ მოღალატე, კაპას ცოლებსა და მყვირალა შთამომავლობაზე. ისე ხარბად ოცნებობდნენ მორეულ მიწაზე, რომ, ალბათ, ხმელეთზე გადასელისას ცხოველებივით მისცვივდებოდნენ მის ბალახს და დაუწყებდნენ ძოვას.

ბოლოს, გაისმა ნაპირის სიგნალიც; მივუახლოვდით თვალისმომჭრელ, ბრწყინვალე მიწას. თითქოს ცხოვრების მუსიკა გაურკვეველი დუდუნივით სწვდებოდა ჩვენს სმენას, ხოლო უხვად გამწვანებული ნაპირებიდან - ყვავილებისა და ნაყოფთა შორეული არომატი მოდიოდა.

ყველა მაშინვე გამხიარულდა, გამოიკეთეს გუნება. ყველა უსიამოვნება დაივიწყეს, აპატიეს ურთიერთს წყენა, დათქმული დუელები ამოშალეს მეხსიერებიდან, ყოველგვარი ბოღმა ბოლივით განქარდა. ერთადერთი მე ვიყავ დამწუხრებული, როგორც ქურუმი, რომელსაც მოსტაცეს საკურთხეველი; ვერ ველეოდი სევდის გარეშე ამ საოცრად მომხიბვლელ ზღვას, ესოდენ ნაირფეროვანს, თავის საშინელ სიმარტოვეში, ამ ზღვას, რომელიც თავის ლივლივში, მრისხანე ღელვებსა და ღიმილში განასახიერებს კაპრიზებს, აგონიას, წამებას და ექსტაზებს ყოველ სულისას, რომელსაც კი ოდესმე უცხოვრია, ან იცხოვრებს ამ ქვეყანაზე.

ამ შეუდარებელ მშვენიერებასთან გამოთხოვებისას მომაკვდინებელი კაეშანი დამეუფლა, და როდესაც ყველა ჩემი თანამგზავრი იძახდა: „ბოლოს და ბოლოს!“ მე აღმომხდა: „უკვე"? ამასთან ეს ხომ მიწა გახლდათ, მიწა, თვისი გნიასით, ვნებებით, სიმყუდროვით და სიხარულით; მიწა - მდიდარი და დიდებული, წინააღმდეგობებით აღსავსე, რომელიც უხვად გვიგზავნის იდუმალ სურნელს ვარდებისას და მუშკისას, მიწა, საიდანაც ცხოვრების მუსიკა მოდიოდა ჩვენამდე სიყვარულით სავსე გუგუნით.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ