მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 194 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შესაძლოა, უბედური იყოს კაცი, მაგრამ ბედნიერია მხატვარი, რომელიც იწვის თვისი წადილით!

მე მწადს ასახვა მისი ხატებისა, ვინც ესოდენ იშვიათად მევლინება და სწრაფადვე ქრება, ვით წამიერი რამ მშვენება მგზავრის წინაშე, კუნაპეტ ღამეში. დიდი ხანია აღარ ჩანს იგი!

მშვენია იგი, არა თუ მშვენი, - გასაოცარი! შავი ფერი მეუფებს მასში, და ყოველივე მისგან მომდინარე ღამეულ სიღრმით არის აღბეჭდილი. თვალები მისი - გამოქვაბულებია თითქოს, სადაც ბუნდოვნად ციმციმებს იდუმალება, მზერა ელვისებრ კვესავს ბნელეთში.

მე შევადარებდი მას შავ მზეს, წარმოდგენა რომ შეგვეძლოს შავი მზისა, რომელიც აფრქვევს სხივმცხუნვარე ნათელს და სვეს. მაგრამ მისი შემხედვარე უფრო მთვარეზე ვფიქრობ, რომელმაც უდავოდ დაასვა მას დაღი თვისი საბედისწერო; არა იდეალურ, თეთრ მთვარეზე, უვნებო პატარძალს რომ ჩამოჰგავს, არამედ პირქუშ, მთვრალ მთვარეზე, ცას რომ შებმია ქარიშხლიან ღამის სივრცეში და ხტის ღრუბლების კორიანტელში; არა მშვიდ მთვარეზე, უმანკო სულებს ძილს რომ ჰგვრის იდუმალ, არამედ თესალიელი კუდიანების მიერ ციდან ჩამოგლეჯილ, მეამბოხე მთვარეზე, გახედნილ მთვარეზე, შიშით გართხმულ ბალახზე რომ ცეკვავს.

ვიწრო შუბლიდან სიჯიუტე და სიხარბე მოჩანს ნადავლის მძებნელი, აღგხნებულ სახეზე მთრთოლვარე ნესტოები თითქოსდა ხარბად ისრუტავენო არომატს შეუცნობისას და შეუძლებლისას, ფართო პირი გამოუთქმელად ლამაზია გაცინებისას, მოთეთრო წითელი და მომხიბვლელი. მისი მხილველი ოცნებობ რაღაც სასწაულებრივ, დიდებულ ყვავილზე, ვულკანურ ნიადაგზე რომ ხარობს.

არიან ქალები, რომელთა დამორჩილებაც გვწყურია, რათა ვიგემოთ სხეული მათი, მისი თვალების მაცქერალს კი გსურს სიკვდილი, ნელი სიკვდილი.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ