მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 208 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთვარემ მოჩვენებასავით შემოიჭვრიტა ფანჯარაში, დაგხედა აკვანმი მძინარეს და თქვა: „ეს ბალღი მე მომწონს“. მერმე მსუბუქად ჩამოეშვა ღრუბელთა კიბით, უხმოდ შემოცურდა ფანჯრის მინებში, გადაგეფოფრა დედობრივი მზრუნველობით და შენს სახეში შთაღვარა ფერები. შენი გუგები გამწვანდნენ, ღაწვნი შენნი გაფითრდნენ, თვალებიც უცნაურად გაგიფართოვდა მას აქეთ, რაც შენ უჭვრეტ ამ უცხო სტუმარს. მთვარემ ნაზად წაგიჭირა ყელში ხელი და მას აქეთ გახრჩობს ტირილის სურვილი.

ამასობაში გალაღებულმა მთვარემ აღავსო ოთახი როგორც შუქმთოვმა ჰაერმა, როგორც სხივოსანმა საწამლავმა და მთელმა ამ ცხოველმყოფელმა და მღელვარე ნათელმა იწყო ფიქრი და ხმამაღლა ზრახვა: „ამიერიდან შენ სამუდამოდ დაემორჩილები ჩემს კოცნას! ჩემებრ მშვენიერი იქნები შენ, შეიყვარებ ყოველივე იმას, რაც მე მიყვარს, და რასაც ვუყვარვარ მე: წყალს, ღრუბლებს, სიჩუმეს, ღამეს; ზღვას - მწვანეს და უკიდეგანოს; წყალს - უსახოს და ფერადმრავალს; ქვეყანას, რომელსაც ვერასდროს იხილავ, მიჯნურს, რომელსაც ვერასდროს გაიცნობ, ჯოჯოხეთურ ყვავილებს, ბოდვის აღმგზნებ არომატებს; როიალზე გაწოლილ კატებს, ვნებისაგან მიკნავებულებს, ქალებივით რომ კვნესიან ნაზი, ჩამწყდარი ხმით.

შეგიყვარებენ შენ ჩემნი მიჯნურნი და გეთაყვანებიან ჩემი თაყვანისმცემლები, და შენ იქნები დედოფალი მწვანეთვალება ადამიანთა, რომელთაც მე შენს მსგავსად, ყელში ვუჭერ ხელს ჩემი ღამეული ხვევნა-ალერსის დროს. დიახ, შენ იქნები მათი დედოფალი, ვისაც უყვარს მწვანე ზღვა - მშფოთვარე და უკიდეგანო, წყალი - უსახო, ფერადმრავალი, ქვეყანა, სადაც მათ არ უწერიათ ცხოვრება, ქალი, რომელსაც ვერასდროს გაიცნობენ, ავბედითი ყვავილნი, საცეცხლურებს რომ ჰგვანან უცხო კულტისას, სურნელებანი - ნებას რომ ძაგრავენ, ატეხილი მხეცები - სიშმაგის განსახიერება.

ამადაც ვწევარ მე შენს ფერხთით, ჩემო საყვარელო, გათვალულო პატარავ, და ვეძებ მთელს შენს არსებაში ამ ვერაგი ღეთაების არილს, ამ გრძნეული ნათლიდედის, ამ მომწამვლელ დედამძუძისას, რომელიც შხამავს ყველა მთვარეულს."

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ