მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 186 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მე კარგად ვიცნობდი ბენედიქტას, მას რაღაც იდეალური ატმოსფერო თან ახლდა მუდამ. მისი თვალები აღვიძებდნენ ჩემში წყურვილს ყოველივე დიადისას და მშვენიერისას. ისინი აღძრავდნენ ნდომას დიდებისას და გვარწმუნებინებდნენ უკვდავებას.

თუმც ეს საუცხოო ასული ფრიად მშვენიერი გახლდათ, დიდხანს რომ ეცოცხლა, და ჩვენი გაცნობის შემდგომ რამდენიმე დღეში მიიცვალა. მე ჩემი ხელით მივაბარე იგი მიწას გაზაფხულზე, როდესაც ტურფად ჰყვაოდნენ ყვავილნი და გაზაფხული საკმეველს აკმევდა სასაფლაოზეც. დიახ, ჩემი ხელით დავფლე იგი, მაგრად ჩავჭედე კუბოში, რომელიც სურნელოვანი და ულპოლველი ხისაგან იყო გამოთლილი და კიდობანს უფრო ჰგავდა ინდოეთიდან ჩამოტანილს, ვიდრე კუბოს.

და ამ დროს, ანაზდად, მზერა გამიშტერდა, გაოგნებული დავაცქერდი იმ ადგილს, სადაც დავფლე ჩემი საუნჯე, რადგან პაწაწინა არსება შევნიშნე მანდ, რომელიც საოცრად ჰგავდა მიცვალებულს. და ეს პაწაწინა არსება რაღაც ველური გახელებით ტკეპნიდა ახალდაყრილ მიწას, ისტერიულად ხარხარებდა და ჰკიოდა: „ნამდვილი ბენედიქტა მე ვარ, მე ყველასათვის ცნობილი კანალია! შენ დაისჯები შენი სიშმაგისთვის და სიბრმავისთვის და იცოდე, ამიერიდან მე შემიყვარებ, მე, დიახ, აი, ასეთს, როგორსაც მხედავ!“

„არა, არა, არა“, - შევღრიალე ველური ხმით და, ჩემი უარისათვის უფრო მეტად ხაზგასასმელად, ჯიუტად დავკარი მიწას ფეხი. ფეხი მუხლამდე ჩამეფლო საფლავში და ამგვარად, ხაფანგში გაბმული მგლის მსგავსად ალბათ სამუდამოდ, დავრჩი იდეალის აკლდამაზე მიჯაჭვული.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ