მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 244 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ხედი სასაფლაოზე, ლუდხანა. „უჩვეულო აბრაა, - გაიფიქრა მოხეტიალე მეოცნებემ, - კარგადაა მოფიქრებული და დალევის იშტაზეც მოყავს კაცი. ჩანს, მედუქნე ჩასწვდა ჰორაციუსსა და ეპიკურეელ პოეტებს, შესაძლოა, ძველ ეგვიპტელთა დახვეწილი ღრმააზროვნებაც არ აკლდეს მას, რომელთათვისაც არც ერთი პირობა არ ჩაივლიად ჩონჩხის ან წარმავლობის სხვა რამ ემბლემის გარეშე“.

ამ სიტყვებით იგი შევიდა ლუდხანაში, დალიაა ერთი ჭიქა ლუდი, თან საფლავებს გადაავლო თვალი და ნელ-ნელა გააბოლა სიგარა. შემდეგ გაიფიქრა, გავისეირნებო სასაფლაოზე, სადაც თვალს ახარებდა სამუხლე ბალახი და მზე უხვად აფრქვევდა სხივებს.

გაუძლისი ხვატი იდგა, მზე მთვრალივით გაშხვართულიყო ყვავილების დიდებულ ხალიჩაზე, რომელსაც უხვად ჰკვებავდა ხრწნადობის სიმსუყე.

ირგვლივ დაუდუმებელი ზუნი იდგა ცხოვრებისა, წვრილ-წვრილ არსთა ცხოერებისა, რასაც დრო და დრო სროლის ხმა ერთვოდა მახლობელ ტირიდან თითქოს შამპანურის საცობები ფეთქდებაო სიმებიანი ორკესტრის ყრუ გუგუნში.

და აჰა, ხვატისაგან გათანგულს, სიკვდილის მწველი არომატების ატმოსფეროში, მოესმა ჩურჩული საფლავიდან, რომლის ქვაზეც იგი ჩამომჯდარიყო: „წყეულიმც იყვნენ თქვენი თოფები, თქვენი სამიზნეები, მოუსვენარო ცოცხლებო, - ამბობდა ეს ხმა, - რამეთუ აროდეს ფიქრობთ გარდაცვლილებზე და არც მათ არამიწიერ განსვენებაზე. წყეულიმც იყვნენ თქვენი ამბიციები, თქვენი ანგარიშები, სულსწრაფო მოკვდავნო, კაცის. კვლაში რომ ცდილობთ დახელოვნებას სიკვდილის წმიდა საკურთხევლის გვერდით.

თქვენ რომ იცოდეთ, რა იოლია მიზანში მოხვედრა, რა იოლია პრიზის მიღება და რა არარაობაა ყველაფერი, სიკვდილის გარდა, - ამდენ ჯაფას არ დახარჯავდით, ამაოდ მშფოთველნო, და ესოდენ ხშირად აღარ განუფრთხობდით ძილს იმათ, ვინც უკვე დიდი ხანია მოახვედრა მიზანს, ერთადერთ ჭეშმარიტ მიზანს ამ ზიზღისმომგვრელი ცხოვრებისას.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ