მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 422 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ორი კვირის განმავლობაში ჩაკეტილი ვიყავი ჩემს ოთახში, იმჟამად (16-17 წლის წინათ), ძალზე მოდური წიგნებით გარემოცული.

მე ვგულისხმობ წიგნებს, რომელნიც წერენ, თუ ვით უნდა გავაბედნიეროთ, გავამდიდროთ და დავაბრძენოთ ხალხები ოცდაოთხ საათში. ამრიგად, მე აღვივსე, უკეთ რომ ვთქვათ - გამოვიტენე სახალხო კეთილდღეობის ამ მესვეურთა ყოველგვარი მონაჩმახით. მათში ერივნენ ისეთნიც, რომელნიც ურჩევენ ყველა უპოვართ მონობას, აგრეთვე ისეთნიც, რომელნიც გვარწმუნებენ რომ ღატაკნი - ტახტიდან ჩამოგდებული მეფეები არიან.

არაფერია გასაკვირი, რომ ყოველივე ამის შემდეგ ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომელიც ახლოს იყო სიგიჟესთან ან გამოლენჩებასთან.

თუმც მეჩვენებოდა, რომ ჩემი ინტელექტის სიღრმეში კიდევ ღიმღამებდა ჩანასახი რაღაც იდეისა, - რაღაც უმაღლესი კლასის იდეისა, იმასთან შედარებით, რომლებსაც შეიცავდნენ ამ ექიმბაშთა რეცეპტები, რომელთა ლექსიკონებიც ის-ის იყო, გადავიკითხე. მაგრამ ეს გახლდათ მხოლოდ იდეათა იდეა, - რაღაც უკიდურესად ბუნდოვანი რამ.

და აი, გამოვედი სახლიდან, ვინაიდან ძალზე მწყუროდა. არაჯანსაღი კითხვა დიდ დოზებში მუდამ იწვევს ხოლმე შესაბამის მძლავრ მოთხოვნილებას სუფთა ჰაერისას და გამაგრილებელი სასმელებისას.

მე უკვე კაბარეს კართან ვიყავი, როდესაც მომეახლა მათხოვარი, მან გამომიწოდა ქუდი, თან შემომხედა ისეთი აუწერელი მზერით, რომელიც დაამხობდა ნებისმიერ სამეფო ტახტს, სული რომ მართლაც ამოძრავებდეს მატერიას, ხოლო მაგნეტიზერის მზერა აჩქარებდეს ნაყოფის დამწიფებას.

იმავე წუთში შიგ ყურში ჩამესმა ჩემთვის ნაცნობი, წყნარი ხმა: ეს იყო ხმა ჩემი თანმხლები კეთილი ანგელოსისა, ანუ კეთილი დღემონისა. თუ სოკრატეს ჰყავდა კეთილი დემონი, მე რად არ უნდა მყავდეს ჩემი კეთილი ანგელოსი, ან რად არ უნდა გავხდე ღირსი, სოკრატეს მსგავსად, გიჟის დიპლომისა, რომელზედაც მსგავსადვე მოაწერდნენ ხელს მახვილგონიერი ლელიუ ან გამჭრიახი ბაიარჟე.

მაგრამ სოკრატეს დემონსა და ჩემს დემონს შორის ის განსხვავებაა, რომ სოკრატეს იგი ეცხადებოდა, რათა დაეცვა, გაეფრთხილებინა, შეეკავებინა; ჩემი კი მაძლევს რჩევებს, შთაგონებებს, მითითებებს. იმ საცოდავ სოკრატეს ამკრძალავი დემონი ჰყავდა; ჩემი დემონი კი უდიდესი წამქეზებელია. ეს არის დემონი მოქმედებისა ან ბრძოლისა.

ჰოდა, მისმა ხმამ მიჩურჩულა: „თანასწორად მხოლოდ იგი უნდა ჩათვალო, ვინც დაგიმტკიცებს ამას, და თავისუფლების ღირსიც მხოლოდ ის არის, ვინც ბრძოლით მოიპოვებს მას“.

მე მაშინვე ვეტაკე მათხოვარს. ვლეწე მუშტი შიგ თვალში, რომელიც წამსვე ბუშტივით წამოებერა. ჩავუმტვრიე ორი კბილი, თან ზედ მივატეხე ჩემივე ფრჩხილი; მაგრამ მე არ მეყო ძალა, რომ უცებ მოვრეოდი ამ ბებრუსანას, ვინაიდან სუსტი აგებულებისა ვიყავ ბუნებით და არც ბოქსში მივარჯიშია ოდესმე. ამიტომ ცალი ხელით ქეჩოში ვწვდი, ხოლო მეორით - ყრონტში და მთელი ძალით ვახათქუნებინე კედელზე თავი. აქვე უნდა ვაღიარო, რომ მანამდის წინდახედულად მიმოვიხედე ირგვლივ და დავრწმუნდი, რომ პოლიციელი არსად იყო.

ბოლოს დაძაბუნებული მოხუცი მიწასე გავშხლართე და ლამის იყო არ ჩავულეწე ბეჭები მძლავრი წიხლით, შემდეგ ვტაცე ხელი იქვე გდებულ მსხვილ კორძიან კეტს და დავურთე მას ჩლუნგი მონდომებით, როგორც მზარეული ბეგვავს საბასტურმე ხორცს.

და უეცრად, ჰოი, საოცრებავ! ჰოი, აღტაცებავ ფილოსოფოსისავ, რომელიც ჰპოვებს დამადასტურებელ საბუთს თავის თეორიისას! მე დავინახე, რომ ეს ნანგრევი გამოცოცხლდა, ფეხზე წამოდგა, ჯერ წელში გასწორდა ისეთი ენერგიით, რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ დაშლილ-დანჯღრეული მექანიზმისაგან, შემდეგ კი მესროლა სიძულვილით აღსავსე მზერა, რაც კეთილ ნიშნად ჩავთვალე და ბოლოს ეს ბებერი გაიძვერა მეკვეთა საშინელი ძალით, ორივე თვალი დამიბუშტა, ოთხი კბილი ჩამიმტვრია და თან ჩემივე კეტით ერთი ლაზათიანად მიმბეგვა. - ამრიგად, ჩემი ენერგიული წამლობით მე სიამაყე გავუღვიძე მას და დავუბრუნე იგი სიცოცხლეს.

მაშინ ვანიშნე მას გამწარებულმა, რომ ჩვენი შუღლი დაძთავრებულად მიმაჩნდა, წამოვდექი კმაყოფილი, ტალანიდან გამოსული სოფისტის პოზით, და მივმართე მას: „ბატონო ჩემო! ჩვენ თანასწორნი ვართ! ნება მიბოძეთ გაგინაწილოთ ჩემი საფულის შიგთავსი და თუ თქვენ ნამდვილი ფილანტროპი ბრძანდებით, გახსოვდეთ რომ ყოველთვის, როდესაც თქვენი თანამოძმენი მოგთხოვენ მოწყალებას, მათ მიმართ უნდა გამოიყენოთ იგივე თეორია, რომელიც, სამწუხაროდ, თქვენს ზურგზე გამოვცადე“.

მანაც შემომფიცა, რომ კარგად ჩასწვდა ჩემს თეორიას და ამიერიდან მუდამ გაჰყვებოდა ჩემს რჩევებს.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ