მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 161 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჟურნალ „ცისფერ ყანწებში“ გ. ტაბიძის ლექსების: „მთაწმინდის მთვარის“, „ლურჯა ცხენების“ მოთავსებამ სალიტერატურო კრიტიკაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზეპირი გადმოცემით (პოეტი გ. ლეონიძე), გ. ტაბიძის ლექსები ჟურნალში მისი ნებართვის გარეშე დაიბეჭდა. ამ აზრმა წერილობითი დასაბუთება ჰპოვა, რომლის მიხედვით „სიმბოლისტებს ამ ფაქტით სურდათ საკუთარი ლიტერატურული ორდენის ავტორიტეტის ამაღლება… ეს აქტი კი გალაქტიონის სურვილის გარეშე მოხდა“ (დ. ბენაშვილი - „გ. ტაბიძე, კ. ნადირაძე“, 1961 წ. გვ 7-8).

ქართველმა საზოგადოებამ ჟურნალის გამოსვლამდე დიდი ხნით ადრე გაზეთებში მოთავსებული ცნობით იცოდა, რომ ჟურნალში მონაწილეობას მიიღებდა გ. ტაბიძე. მაგალითად, ქუთაისის გაზეთები: „მეგობარი” 1916 წ. №106, 108, 111 და ასე შემდეგ; „ახალი კოლხიდა“, 1916 წ. №73, 81, 91 და ა. შ. იუწყებოდნენ: „იბეჭდება და 14 თებერვალს გამოვა ალმანახი „ცისფერი ყანწები“… პოეზია: გ. ტაბიძე“… და ა. შ.

ამიტომაც იყო, როდესაც საზოგადოებამ ჟურნალის ნამდვილი სახე შეიტყო, სასტიკი პროტესტი გამოუცხადა გ. ტაბიძეს და სხვა ზოგიერთ ქართველ მწერალს (იხ. გაზ. „სამშობლო“, 1916 წ. №304, 305, 341;  „ახალი კვალი“, 1916 წ. №4 და ა. შ.) საზოგადოების გულის წყრომამ და ჯანსაღმა კრიტიკამ ჩამოაშორა გ. ტაბიძე „ცისფერყანწელთა“ სალიტერატურო ჟურნალს (და ჯგუფსაც).  გ. ტაბიძე ტ. I. ლექსები, 1966, თბილისი, 457 გვ.

„მერი“ ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა „თეატრსა და ცხოვრებაში“ 1915 წ. მალე ისე პოპულარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა. გ. ტაბიძე, ტ. I. ლექსები, 1966, თბილისი, 457 გვ.

„მე და ღამე“, ჟურნალი „ოქროს ვერძი“, 1913.

„ქალი და ხელოვნება“, ჟურნალი „ოქროს ვერძი“, 1916.

გალაკტიონმა მითხრა „ლურჯა ცხენები“ „ცისფერ ყანწებში“ ჩემი სურვილის გარეშე დაიბეჭდაო. ეს ლექსი მისი ბინიდან უნებართვოდ წაეღო პაოლო იაშვილს თავის ჟურნალისათვის და თანაც ზოგიერთი სტრიქონი, თუ სიტყვა შეესწორებინა.

„დაბეჭდვამდე წამიკითხეს ჩემი ლექსი, ძლიერ შევწუხდი, ვთხოვე პაოლოს, არ დაებეჭდა. თითქოს დამეთანხმა, მაგრამ მაინც დაბეჭდა, ოღონდ ნაწარმოების თავდაპირველი სახე აღადგინა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ამ ლექსის მიხედვით მომნათლეს კრიტიკოსებმა „ცისფერყანწელად“, მაგრამ მათ დაავიწყდათ, რომ ამ დროს მე უკვე ვიყავი ჩემი გახმაურებული პირველი წიგნის ავტორი. გარდა ამისა, მრავალი სხვა ნაწარმოებიც მქონდა გამოქვეყნებული ჟურნალ-გაზეთებში. ახალგაზრდა პოეტები ჩემს სახელს ამოეფარნენ“.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - კოლაუ ნადირაძე  • • •   კოლაუ ნადირაძის პოეზია

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ