მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 731 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მატარებელი გასალკდევებულ, ყვითელი მთების დამრეცებს მავთულზე გაბმული ძაღლივით ყეფითა და გნიასით მისდევს, ხან მოსცილდება, მკვეთრად უგანებს, გეგონება გადატრუსული ნაპირების ლაჯებში ამოდებულ მტკვარს უნდა გადაახტეს, ხანაც ისე ახლოს ჩაუქროლებს, ლამის გახუნებული ბალახით ჩამოკონკილ გორებს ათახთახებული ფერდი ფერდზე გაუხახუნოს.

ლიანდაგის ორივე მხარეს ბლანტი უდაბნოსფერი ჩაგუბებულა, სიცხით დამეჭეჭებული, დაფშხალული კლდეები სიცოცხლის ნიშანწყალს არ ამჟღავნებენ.

"ეტყობა, ესეც ღვთის წყალობაა - შემოსულ მტერს რომ არ ეგუმანა, ამ წებოვანი სიყვითლის მიღმა სამოთხე, ანკარა წყაროები, ხვავიანი ბაღ-ვენახები, პურეულით თავდამძიმებული მინდვრები, ტყეები და ეკლესია-მონასტრები რომ იმალებოდა, - ფიქრობს ფანჯარასთან მიმჯდარი ბიჭი, - ჰო, მარბიელის თვალის ასახვევად გადახრუკა უფალმა გზის ორივე მხარე!" - დაასკვნა და სმენას ხეობაში ალაფის იმედით შემოჭენებული ცხენოსნების თქარათქური მისწვდა, მტვრით, ოფლით, დაუნდობლობით გაგლესილმა, აღმოსავლურმა, ნუშისთვალა სახეებმა შემოანათეს და ფლოქვებიდან აძრული მტვერი შეაფრქვიეს.

დაიკვნესა ნალდაკრულმა სამშობლოს ქვამ - მრისხანე წინამძღოლის შემართულმა მარჯვენამ შეაჩერა ნიაღვარი, აღვირით მიწას მოწყვეტილმა ულაყმა ფეხები ჰაერში შეათამაშა.

ცხენიდან გადმოხრილმა წინამძღოლმა ბიჭს აზიიდან მოყოლილი ცხელი სუნთქვა და ხანგრძლივად ნამგზავრის ზინზლის სუნი შეაფრქვია.

დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ეჯიბრებოდნენ, რომელი რომელს გატეხავდა მზერით. ჩაგუბებულმა ცრემლმა აავსო, გაალიპლიპა უპეები, ერთი თვალის დახამხამება და... იძალავა, გაქვავდა, გახევდა, ცრემლი ისევ შიგნით ჩაეწურა... თანდათან დაეწმინდა მხედველობა, მოუშვა სიმწრით მომუჭული თითები - ბიჭის წინ იგივე სახეა, ნუშის ჩენჩოსავით უწამწამო ქუთუთოებით, ოღონდ ეს სახე ტკბილად უღიმის, ამოზიდულ ყვრიმალებზე თხელნაჭუჭა კანი გადაჰკვრია და ვაგონის ჯაყჯაყზე საათის ქანქარასავით ირხევა...

ბიჭმა გაკვირვებით შეათვალიერა, ან ცხენი, ან ლაშქარი რა უყოვო, არც მორკალური მახვილი, არც ნარბენი ულაყის ოხშივარი.

ტლანქ ტუჩზემოთ, აქეთ-იქით გაქცეულ საულვაშეზე მეჩხერი ღინღლი ჩახვევია, ჩახუჭუჭებია და ვერცხლგადაკრული კბილები უბზინავენ.

კაცი მარტო არ იყო - ვაგონის მეორე მხარეს, სკამებზე, მრავალსულიანი ჯალაბი დაებანაკებინა, თვითონ კი, სამიოდე წლის გოგოს, მუხლზე ძლივს ამაგრებდა, თან ბიჭს შეჰღიმოდა, თავისი ნამატით თავს აწონებდა.

- მკითხეთ რამე? - გამოერკვა ბიჭი.

- ჰო, ცოლი გყავს?

- მყავს.

- შვილები?

- არა... ველოდები.

- ქალი სამსეა?

- ჰო, სავსეა! - გაეცინა ბიჭს.

- აგე, ჩემები, ორი კიდევ სახლშია!

- თითქოს ცხენიდან გადმოხრილმა წინამძღოლმა ჩაიქირქილა.

ხეობას ქარი დაჰყაშყაშებდა, ლოკავდა რუხ-კვამლისფერ კლდეებს, ზუზუნით მოითარეშებდა დიდ და მცირე თავშესაფარ ქვაბებს, წიოდა ჭრილობებივით პირშეუკრავ ნაპრალებში - იფიქრებდი, მარბიელთა სული გაცოცხლებულაო, მოსდევდა ხეობას, მტვრის გრაგნილებს ახვევდა და ფხრეწდა მტკვრის გაღმა-გამოღმა.

მხოლოდ თხემის პირზე ამოყრილი, მბზინავი აბზინდა ბალახის მოლურჯოოქროსფრად მოკამკამე კუნძული უძალიანდებოდა, უმკლავდებოდა გადარეულ ქარს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ