მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 169 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სრულიად არ გამტყუნებ... სრულიად! რა დამნაშავე ხარ? მართალია, ცხოვრება გამიმწარე, დღითი-დღე ვდნები, მაგრამ განა ყვავილები დამნაშავე არიან, თუ მათ ეკალზე ვინძე ხელს სასიკვდილოთ გაიკაწრავს? რა თქმა უნდა, არა!

სწორედ ეკალია დამფარავი დაუპატიჟებელ სტუმართაგან, და ვის მიიწვევს ყვავილი, მისი საქმეა, ანდა ყვავილი გიწვევს, - მიცქირეო... შენ კი ტლანქი ხელებით მოწყვეტას ლამობ... დაგკაწრავს... დაგაღონებს, კიდევ კარგი! დაგჭრის ზოგჯერ სასიკვდილოდ!

ყვავილი მაინც უდანაშაულოა! ნუ ეპოტინები! როცა შეამჩნევ, რომ ნარეკალი ახლავს - გაშორდი. ნუ ებღაუჭები. ანდა თუ უსათუოთ გსურს მოსწყვიტო, ნუ ემდური ბედს: ეკალი ღრმად შევიდა სხეულში, იარა გააჩინა, მთელი სხეული მომიწამლა და სიკვდილზე მიმიყვანაო!

ჭეშმარიტია!

არც მე გემდური. ყვავილს არაფერს ვაბრალებ, პირიქით, მადლიერი ვარ!

ერთხელ ტბაში გედი ასცურდა; ჩემკენ მოიხედა; ჩემი აღტაცებული სახე დაინახა; იამა... და ტბა ჩემზე შეჩერდა.

სიტყვა ვესროლე - დაიჭირა.

გამოვესაუბრე - ტკბილად დამხვდა.

ვეთაყვანე - მითაყვანა.

მერე რა? განა არ იყო საკმაო?!

არა! უსათუოდ ჩემი იყავი! ჩემთვის გაიღიმე! არ დაგავიწყდე! სხვებს გაშორდი! მე გამომყევი!..

კარგია თქვენმა მზემ!

არ ეყოფა განა ეზოს, რომ მერცხალი ერთ-ორს გაინავარდებს მის სივრცეში? როგორ ისურვებს სამუდამოდ მასში დარჩეს? ისურვებს და გულმოკლული დარჩება, რადგან მერცხალი შემოდგომაზე გაფრინდება.

არ ყოფნის ტყეს, რომ ქარი შეაშრიალებს, აახმაურებს, გულზე დახვეულ ნაღველსა და საიდუმლოს წარმოათქმევინებს? დარჩეს მასთან ქარი და უაროს შტოებს შორის?! რა ქარი იქნება, თუ იქ, ამ შტოებს შორის დარჩა?! ჰაერი, და არა ქარი!..

რუ რომ მირიკრიკობს, მიჩხრიალობს სულ კლდის გულზე. განა საკმაო არ არის?! სიცხეში აგრილებს, უფერულ გულს ვერცხლით უჭედს. გაჩერდი, არ დამშორდეო, - განა ეტყვის სალი კლდე? არა! რატომ? რატომ და, ჭკვიანია. რომ გაჩერდეს, ხომ ტბად გადაიქცევა!..

ხელი ხელს ჩავკიდე - უმწვერვალესი სიტკბოება ვიგრძენ, ტუჩი ტუჩს დავაწებე - დავთვრი, ნეტარება უსაზღერო იყო, რად არ დავჯერდი ასეთ წუთებს?

არა მხოლოდ მე, მარტო მე... სხვას არ გაუღიმო, არ აჩვენო ღრმა ვით აზრი და ნათელი ვით ჭეშმარიტება თვალები, სხვას... მარტო მე.

რატომ?

რატომ და, სულელი ვარ

მარტო მე, მხოლოდ მე...

უკაცრავად, ვერ მოგართვეს!

ყვავილი რისი ყვავილია, თუ ყველასათვის წითელი არ არის; საყნოსავად საამო; სახილველად - სანეტარი; ერთიანად - დამათრობელი, გამაბრუებელი.

ეს ვარსკვლავები ჩემი მწუხარებით მოელვარე, სურვილით მგზნებარე თვალებია, შენ რომ ყოველგან დაგეძებენ...

ანდა შეიძლება ობოლ მარგალიტად ქცეული ჩემი ცრემლები იყოს. მოგონების ნიშნად ახლაც გამოგიგზავნი რამდენიც გსურს; წინათ კი ყველა მინდოდა პეშვით მომეხვეტა და შენს კალთაში ჩამეყარა... მძივებად აკრეფდი, ძაფზე ააწყობდი და ყელზე შეიბამდი. არა! უკეთესი იქნებოდა ქოშები აგეკერა. რა საუცხოოდ მოგადგებოდა. მარგალიტების სხივი მხოლოდ მიიქცევდა ყურადღებას, მაგრამ თვალები შენს თლილ ფეხებზე დარჩებოდა ყველას... ყველას...

მაგრამ ის ფეხები ჩემი, მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო!

არ ინებე? იყოს ნება შენი!

მიიღე მაინც ეს თაიგული, ჩემს გულშია გაფურჩქვნილი, ჩემის სისხლით არის ნაკვები და ჩემი ცრემლებით განბანილი.

წითელი იყო იგი, - ო, რა წითელი, - მაგრამ ჩემმა ცრემლებმა ფერი დაუკარგეს.

რა სურნელება ქონდა, მაგრამ შორმა გზამ იმსხვერპლა.

მაინც გეტყვის ჩემს ამბავს, გადმოგცემს, რომ:

სრულიად არ გამტყუნებ... სრულიად! რა დამნაშავე ხარ? მართალია, ცხოვრება გამიმწარე, დღითი-დღე ვდნები, მაგრამ ყვავილები განა დამნაშავე არიან, თუ მათ ეკალზე ვინმე ხელს სასიკვდილოდ გაიკაწრავს?!

რა თქმა უნდა, არა!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ