მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 656 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ნერვები მაქვს აშლილი... - შევჩივლე.

- ძლიერ სასიამოვნოა...

განცვიფრებით შევაჩერდი.

- რა გიკვირთ?! დიახ, სასიამოვნოა... ეს ნიშნავს, რომ თქვენ ადამიანი ბრძანდებით და არა ცხოველი.

ორიოდე ლიტრა ლუდს შეეყვითლებია ისედაც ფერმკრთთალი.

- დიახ, ეს ნიშანია...

მაგრამ ამ ბაასის გადმოცემამდის მოგახსენებთ, თუ როგორ გავეცანი უცნაურ აზრის ადამიანს.

 

* * * * * *

 

მიუნხენში, ლოცბეკის გალერიაში ავგუსტ რიდელის ნახატს - „საკუნტალას“ რომ მივუახლოვდი, ერთი ყმაწვილი ჩემკენ შემობრუნდა და აღელვებით მითხრა:

- შეხედეთ, შეხედეთ რა უმანკოებაა... რა მშვენიერებაა... თვითონ არ იცის, რომ ცა და მიწა მის შესაქმნელად, შეიძლება საუკუნეები ჰქმნიდენ მილიარდ უმსგავსოებს... შეხედეთ, კიდევ იტყვის ვინმე, რომ გაცრცვილი ტანი სქესობრივ ვნებათა აღმძვრელიაო... არა! იგი ლოცვას იწვევს... სიყვარულს...

- დიახ, ეს ნიშანია, რომ თქვენ ადამიანი ხართ... რაა, ბატონო, ადამიანი? Prosit. - მან მოსვა ლუდი. ვისაც უნდა ყოველი სულიერი, უსულო არსება და წარმოსადგენი აზრით ახსნას, ვისაც შეუგნია ჰარმონია ფერადებისა და ხმისა, ვინც სილამაზეს ეტრფის, ვისაც უკეთესი ცხოვრების გეგმა შეუქმნია და მის მისაღწევად არაფერს ზოგავს - ის არის ადამიანი! ახლა მიბრძანეთ, სად ჰპოვებთ ჰარმონიას? ოპერაში - ძვირად; მუზეუმში - იშვიათად. ცხოვრების შეცვლა კი არა, სადილის დროის შეცვლა არ შეგვიძლია, რადგან პირველ საათზე ყველგან სამზარეულოში აქრობენ ცეცხლს. ჰა, ჰა! ნერვები ნუ აგეშლებაო!.. არ აეშლება, ვისაც ცხოვრების აშლა ვერ შეუმჩნევია..

- გიოტე? - დავეკითხე მე.

გიოტემ თვალი აარიდა ცხოვრების აშლას. მან შეისსწავლა ჰარმონია, სილამაზე და მედიდურად სამუდამოდ უარიყო, ხელის ჩაქნევით, ირგვლივ არსებული... და ეს ექიმობა ნერვებიან ავადმყოფისა სრულიად გულზე მრევს. როგორ? ვეცადო ჩემი გრძნობა, აზრი, ჩემი შეხედულება დავამსგავსო სხვისას. გარდავიქმნა თავი ისე, როგორც არის უმრავლესობა. ნერვებით ავადმყოფი ყოველთვის უკეთესი უმრავლესობაზე, უფრო ფხიზელი, გონიერი, ნაზგრძნობიერი. ყოველ შემთხვევაში, რა დამტკიცება არსებობს, რომ უმრავლესობა უფრო კარგია. სასარგებლოა და სასურველი. ავადმყოფს შეუქმნია უმაღლესი დარგები, ღირებულებანი. ავადმყოფს უკეთ შეუსწავლია და შეუთვისებია ისინი, თუმცა თქვენც, მაგარძარღვებიანო, აღმერთებთ, მაგრამ თქვენ აღმერთებთ იმ წუთების ზეგავლენით, როცა ავად იყავით ნერვებით - წამსა სულიერ თანასწორობის დარღვევისას. მე მტკივა სხვისი სატკივარი და ვტირი; მე მახარებს სხვისი სიხარული და ვიცინი - რამეთუ მე ავადმყოფი ნერვების პატრონი ვარ, თქვენ კი, საღნერვებიანნო, თქვენ სილა ხართ!

ეს იყო მეორე, უკანასკნელი და დაუვიწყარი შეხვედრა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ