მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 315 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- ქალო, მოთმინებიდან ნუ გამომიყვანე!..

- აბა რავა, ჩემი თვალით ვუყურო ჩვენი ოჯახის დაღუპვას?!

- კიდევ თავისას იმეორებს?! გეუბნები, შენი საქმე არ არის... მე ასე მინდა.. გესმის თუ არა?!

- შენი ნებაა, მარა მე ხელი დამიბანია... მე ჩემსას ვიზამ და შენ რავარც გინდა...

- რაო? ..

- რავა და დააქციე, თუ გინდა, ოჯახი.

- ჰო, ჰო, გეყოფა! იცოდე, აწი არ გავიგონო თქვენი კინკლაობა.

- ვაი ჩემი ცოდვა, - წაილაპარაკა გადიამ და თავის გაზრდილს მოშორდა.

ასეთი მუსაიფი გაზრდილსა და გამზრდელს შუა ხშირად ხდებოდა, მაგრამ შედეგი ერთი და იგივე იყო. მხოლოდ დღეს ყოველ მოლოდინს გადააჭარბა გადიამ. ახალგაზდა ქალბატონი ათჯერ კი შემოიჭრა ქმართან და ხან ტირილით, ხან კაპასით შესჩივლა: - გადია აბუჩად მიგდებს... თითქოს განგებ, რასაც ვეტყვი, მის წინააღმდეგს შვრებაო.

ცოლ-ქმარი ნათვლაში აპირებდენ წასვლას.

დედის და დედამთილის გამოგლოვების შემდეგ პირველად გამოდიოდნენ საქვეყნოდ და ყმაწვილი ქალი გულის ფანცქალით ელოდა ამ დღეს; ბრაზმორეული გადია კი დაბურდღუნობდა:

- ცოდვა არ არის, ჩემი გადაბრიალებული ქალბატონის მაგიერ სოფელ-ქვეყანაში ეს გამონწლეული გოგო დეიბუნძღებოდეს?! სირცხვილი არ არის ჩვენი ოჯახის? რა ნახა ამ საცოდავში? გვარიშვილობა, მზითევი, თუ სილამაზე და ახოვანება?! ამბობენ, სანდომიანი სახე აქვს, ტკბილი და ნაზი ქმნილებააო? ღმერთო, დამიფარე! ქალი რავა წიწილას უნდა გავდეს!!! ვაი ჩვენი ბრალი! ვაი ჩვენი ბრალი! ვეჩიჩინეთ, ვეჩიჩინეთ, ნუ ირთავ, ნუ ირთავ-თქო, მარა არც მე დამიჯერა და არც ქალბატონს... ხომ კიდევაც გადაყვა ჯავრს ცხონებული! ერთი თვეც კი ვერ მეითმინეს, გამეიტირეს თუ არა, უნდათ დეიწყონ ქანაობა ნათვლა-ჯვარისწერაში. სახლში აკლიათ სასმელი და საჭმელი თუ? ესახელება ჩვენი გიორგის ცოლობა რატომაც არა! დიახ რომ სასახელოა მაგისთვის, მარა ჩვენ არ გვკითხავს, რა გუნებაზე ვართ?!

- გიორგი, გიორგი!.. - კიდევ ტირილით მიმართა ცოლმა ქმარს.

- რა მოხდა? კიდევ ახალი ამბავია?

- გადია ასალს არ მაძლევს...

- რა ასალია, რა ღვთის რისხვაა?!

- რა ასალია და, ქალბატონის ასალია! ჯერ მკვდარი არ გაცივებულა მიწაში და მისი ასალი ყველას სათრევად უნდა გავხადოთ?!

- როგორ თუ ყველას? გადირიე სწორედ, გადია! ეს ყველა კი არა, ჩემი ცოლია, გესმის მაგ დაბერებულ ყურებში?

- ა, ასე მაგინებს და სასაცილოდ მიგდებს მუდამ... გოგო ბიჭებიც დამცინიან მაგის გამოისობით, - დაიწყო ხმამაღლა ქვითინი ქალმა.

- გამოიტანე ის ასალი და მიეცი ახლავე...

- არ გამევიტან არაფრისთვის!.. ის ჩემი ქალბატონისაა - მისი სულის მოსახსენებლად შევწირე ღვთისმშობლის ეკლესიას... მაგის საჯიჯგნად არ მიკეთებია.

- მალე, ბებრუხანა, სანამ...

ბებერმა მართლაც შეატყო, რომ სახუმარო არაფერი დარჩენილიყო და წავიდა.

ქალი მაინც ტიროდა.

- ნუ ტირი ერთი ბავშივით... წადი და მოგცემს რაღაც უბედური ასალია...

ქალი წავიდა; მაგრამ ტირილ-ტირილით და რაღაც დაკონკილ-დახეული ასალით უკან მოირბინა.

- აი რა მომცა, აი რა მომცა, თან მომაფერთხა სახეში და მითხრა: - შენთვის ესეც კარგიაო!

- ამბაკო, შეუკარი მაგ დედაკაცს ხელი და წაათრიე, სადაც გინდა! - ბრძანა სიბრაზიდან გონებადაკარგულმა გიორგიმ.

- ახლავე, შენი ჭირამე.

ამბაკოს ეხლა დაუდგა წუთი სამაგიეროს გადახდისა: გადია იყო, მის ქურდობასა და წუწკობას რომ ამჟღავნებდა, და ამიტომ ბძანება საჩქაროდ აასრულა.

ხელწაკრული გადია საშინლად ლანძღავდა გაზრდილსაც და მის ცოლსაც.

ამბაკომ გააფთრებული ქალი განგებ მიიყვანა გიორგისთან.

- აი, შე გლახა, შენ, - აგინებდა გადია გაზრდილს - გლახაკი თუ არ იყო, ასეთ საცოდავს და უმგვანოს რა აგარჩევინებდა.. აი შე მტერ-მოყვარეში გამოწყვეტილო! ჭინჭრაქას საბან-ბუმბულში აწვენდნენ და ფუჩეჩ-ფუჩეჩო - შენზეა გამოჭრილი... ვაი ჩემი ცოდვა, რავა დამეკარგა ტყულა ნათევი ღამეები!

- მომაშორე ეს როკაპი, თვარა მოვკლავ...

- მე მოგეკალი, ღმერთია მოწამე, უფრო კარგი იყო, ვიდრე დეგემხო და დეგენგრია ოჯახი, მერე რა ოჯახი. უკან დახიე გვარი, თვარა წინ ვის...

- სად წავიყვანო, ბატონო?

- სად ჯანდაბაშიაც გინდა!

- კაი ადგილს აბა რავა მონახავს მისი ცოლის გადამკიდე! - ჩაუმატა ისევ გადიამ.

- მომაშორე, შე მამაძაღლო... - შეუტია მსახურს გიორგიმ.

- სად წავიყვანო, ბატონო, რა ვიცი?

- წოუყვანე თეიმურაზს. უთხარი, მიჩუქნია მისთვის.

სანამ გულქანს ბიჭი თეიმურაზისას მიიყვანდა, გზაზე შემოხვდა მოხუცი მეზობელი.

ხელები უკვე გახსნილი ჰქონდა, მაგრამ გზაზე უდროოდ მიმავალს გაკვირვებით შეეკითხა:

- რა ამბავია, გადია ბატონო, რა დაგემართა?

- ჩემი გაზრდილი ასე პატივს მცემს - თეიმურაზს აჩუქა ჩემი თავი.

- რაო?

- რაი და, მისი დიდებული ცოლი არ მკადრულობს და გამაგდეს სახლიდან...

- ხუმრობ, გადია, თეიმურაზი ახლავე გაგყიდის. თათრებში... მეეხვიე ისევ შენ გაზრდილს ფეხებში. იქნებ შეგიბრალოს...

- მანამდი არ ოუდგა გვერდები იოსება ბრუტიანის ქალიშვილს, სანამ ფეხებში არ ჩოუვარდე... რაც მოხდება - მადლი ღმერთს!

- უბრალო საქმე არ გეგონოს, თეიმურაზის ხელში ჩავარდნას ჯოჯოხეთში წასვლა გერჩივნოს: ახლა მაინც შვილს ათხოვებს და ყურუშიც არ აქვს სულის მოსახსენებელი.

- არც მაგენთან მქონდა ტკბილი ცხოვრება, რაც რომ ჩემი ქალბატონი გარდიცვალა, მისი ჭირი კი შემეყარა.

- ტყუილა ამბობ მაგას - კაის გაჭმევდნენ და კაის გაცმევდნენ, პატივს გცემდნენ, მარა ეიხირე რაცხა და რავა გეგონა. ქმარი ცოლს შენთვის გამეიმეტებდა?!

- მარტო ჭამისთვის, ჭია კი არ ვარ, აბრეშუმი ვქსოვო... გაზრდილის ბედნიერება მინდოდა და, თუ არ დამიჯერებს, ქვაზე თავი უტეხია! - გაკაპასდა გადია.

- ქალო, შენი თავი აღარ გეცოდება?

- რაღა შერცხვენილი თავი და რაღა სიკვდილი, რაღა უცხვირპირო გოგოს ქალბატონად ყოლა და რაღა სტამბოლში სამზარეულოს ხვეტა. კიდევ უკეთესია, ქე მაინც ვერავინ დამინახავს, და ვერც დავინახავ ნაამაგევი ოჯახის გაპარტახებას და დაცემას.

- კერპი ხარ, კერპი, გადია! ღმერთმა ხელი მოგიმართოს...

 

* * * * * * *

 

თეთრი იალქნები დაბერილა. ზღვა გაშეშებულა; ნავები ოდნავ ტორტმანობენ. მზე ჩადის. სიმსუბუქეა და სივრცე გულის წარმტაცი.

- ჰაალლა! - დაიძახეს და საჩქაროდ დაიწყეს ნავების აშვება...

- ბესია, ბიჭო, ბესია, მეწიე ჩემკენ.

ბესია მიუახლოვდა ნავს.

- ერთი დამავალე... ა, შენი გასამრჯელო, - გადიამ ვერცხლის უზალთუნი მისცა: - რაღაცას გაგატან, ქალბატონს მიართვი და უთხარი, მწარედ შეერგოს შენს მეუღლეს აქედან ნაწოვი-თქო, - და ქალმა უეცრად ამოაძრო იქვე მდგომ მეზღვაურს წელში გარჭობილი ბებუთი, მოიჭრა მარცხენა ძუძუ და ნაპირზე გადმოაგდო.

გადია უსულოდ დაეცა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ