მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 892 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(გზაზე გაგონილი)

 

- ე, თქვე დალოცვილებო, ყველაფერი ერთად გინდათ... ჩემი შვილი ბზიკივით შეგაკვდება, რომ უთხრა, ქართველი არა ხარო... მე კი 11 წლის ვიყავი, პირველათ რომ საქართველოს სახელი გავიგონე...

- როგორ?

- როგორ და კარგათ... ვიცოდი, რომ მეგრელი ვიყავი, ვლაპარაკობდი მეგრულის გარდა ქართულად, მაგრამ რომ იყო ერთი საქართველო, რომელშიაც შედიოდა იმერელი, კახელი, მეგრელი და სხვა ათასი, მხოლოთ მაშინ გავიგე, როცა გავიგონე სიმღერა:

ოდელია, დელია, საქართველო ჩვენია..

ეტლის მწყობრი ქანაობა ლარივით სწორ გზაზე, მეეტლის ღიღინი და ოდნავ შენელებული სიცხე მუსაიფის გუნებაზე გვაყენებდა მგზავრებს...

- საყურადღებოა ეს შემთხვევა, გვიამბეთ, - შეეპატიჟა ჩემს გვერდში მჯდომი ახალგაზრდა.

თანამგზავრი მთელი თავისი არსებით, სიტყვით, მიხრა-მოხრით, გუნებით და სჯა-ბაასით ცდილობდა გაეფანტა ჩვენი პესიმისტური სულიერი განწყობილება და დაემტკიცებინა, რომ საქართველო ყვავის, ვითარდება, დღითი დღე ჯანსაღდება და დიდებულ მომავლისაკენ პირმცინარი მიდისო.

იგი ვაჭარი უნდა ყოფილიყო, წვრილი ვაჭარი, როგორიც მრავალია ჩვენ მიწა-წყალზე: ბევრჯერ გაკოტრებული, ნახევარი რუსეთის საკუთარის თვალით მნახველი, დაუზარებელი, ცოცხალი, დაკვირვებული და მასლაათის დიდი მოყვარული.

მან მიიხედ-მოიხედა, თითქოს გვკითხავს, მართლა ვთქვა თუ არაო და დაიწყო:

- თერთმეტი წლის ვიქნებოდი მაშინ... ბატონყმობა კიდევ არ იყო გადავარდნილი... ბევრს კი ლაპარაკობდენ ზაფხულობით. ჩვენ, ბავშები, როგორც კი ვიხელთებდით დროს, იმავ წამს ჩავარდებოდით წყალში და ვჭყუმპალობდით... დიდი გახდა-ჩაცმაც არ გვჭირდებოდა. ახლა რომაა, ბაღანას რვა და ცხრა თავი აცვია - ნურას უკაცრავად! - არ გახლდათ! პერანგი და მისი ამხანაგი თუ გვექნებოდა, ნარმის ან „პირკალის!“, დიდი მადლი და წყალობა იყო ღვთისა და დედ-მამის... ჰოდა, ერთ წუთში გევიძრობდით და მერე ვიმღეროდით, ვიცინოდით, ვჭიდაობდით და ვკოტრიალობდით ერთად, გოგოებიც და ბიჭებიც, თუ ღორებივით არა, გოჭებივით მაინც.

- იმე! კაი ამბავი ყოფილა, შენ ნუ მომიკვდე! - ღიმილით შენიშნა ერთმა პატარა ბიჭმა, რომელიც მეეტლესთან კოფოზე იჯდა და თავისთავი ასაკში მოსულ ვაჟკაცათ უნდოდა ეჩვენებინა.

- ნუ იღრიჯები - მკაცრად შენიშნა მგზავრმა. - შენისთანა ცხვირმოუხოცელი ბიჭი ვერაფერს გაბედავდა და ფიქრადაც არ იფიქრებდა... ერთი სოფლის ვიყავით, ერთმანეთში ნათესაობით და მირონით შეკრული.

- მერე? მერე? - მოუთმენლად ჩავერიე, რომ ბიჭთან კინკლაობით ამბავი არ ჩაექრო.

მგზავრმა ერთი კიდევ წყრომით შეხედა ენაყია ბიჭს და გააგრძელა...

- ჩემი ბიძაშვილი ხუტუნია - ნუ იღიმებით, ასეთი სახელი ჩვენში ძლიერ გავრცელებულია ახლაც - სამტრედიაში მეუნაგრესთან შეგირდად იყო მიბარებული. ერთ მშვენიერ დღეს უკანვე დაბრუნდა და როგორც წინათ, თხის სამწყემსად წამოვიდა ჩვენთან. თხებს მივდენიდით და მივიმღეროდით... წყალში არ ჩაგვყვა, ნაპირზე დაჯდა და ღიღინი დაიწყო თავისთვის:

ოდელია, დელია

საქართველო ჩვენია..

არ ვიცი, სიმღერა მომეწონა, თუ სიტყვებმა მიიზიდეს ყურადღება, დავუწყე თხოვნა:

- გაიმეორე და გაიმეორე-მეთქი.

უარზე იდგა.

მაკრატელადან დაწნილს ახალ მათრახს დავპირდი, მაგრამ არაფერი გამივიდა... ჰგავს, ქალაქში შეეჩვია ვაჭრობას... ბოლოს ამოვიღე წითელტარიანი ჯაყვა და შევაძლიე - ოღონდ მასწავლე და მოგცემ-მეთქი, ხელში აიღო, აწონ-დაწონა, ეტყობა მოეწონა (ერთპირიანი იყო, ბავშებს მაშინდელ დროში იშვიათათ თუ ექნებოდა უკეთესი... ერთი შაური ღირდა) და მითხრა:

- თუ ჩივილს არ დაიწყებ - მომპარა და წამართვაო - გასწავლი.

- არა, ღმერთმანი, - დავიფიცე მე.

ხუტუნიამ ჯაყვა ჯიბეში ჩაიდვა და ორჯერ-სამჯერ გაიმეორა:

ოდელია, დელია,

საქართველო ჩვენია.

საღამოთი ხუტუნიას უარესად არც მე ვიმღეროდი. ერთმანეთს ხმა შევუწყვეთ და სიმღერა-სიმღერით ჩამოვედით ეზოებში... რაც ეზოს უახლოვდებოდი ღმერთთან სწორი სჯობს - ქე მენანებოდა გაცემული ჯაყვა და დედის წკეპლისაც ქე მეშინოდა, მარა გულს არ ვიტეხდი.. როგორც კი შევედი ფარდულში, დედაჩემი - აცხონა ღმერთმა, - თითქოს გულთმისანიაო, დამეკითხა:

- რა უყავი, ბიჭო, ჯაყვა?

და როცა ვერაფერი ვუპასუხე, ხელი მტაცა...

უკვე ვემზადებოდი ღრიალი გამემართა, მარა ბაბუამ მიაძახა:

მამაშვილობას, არ გამილახო!.. მაგას კაი სიმღერა უსწავლია და აპატიეო...

დედამ ერთი მუჯლუგუნი მკრა და მიმატოვა.

ბაბუამ თავისკენ მიმიზიდა და მკითხა:

- ვინ გასწავლა, ბიჭო, მა სიმღერა?

- ხუტუნიამ!

- მერე იცი, რას ნიშნავს?

გაჩუმებული ვიყავი...

ბაბუამ ბევრი რაცხა მელაპარაკა. ლევან დადიანის მხლებელი იყო... სოლომონ მეფეც ახსოვდა... მისი ვერაფერი გავიგე, მარა ეს კი ჩამრჩა გულში, რომ მე „მარგალიცა“ ვარ და „ქორთუც“, რომ თუ კაი ბიჭი მინდა ვიყო, საქართველოში უნდა წავიდე და ქართული წერა-კითხვა უნდა ვისწავლო..

ავასრულე კიდეც ბაბუას რჩევა... ასე იყო, ბატონო, ეს ამბავი...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ