მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 131 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ცა. ნაჭერ-ნაჭერ ღრუბელი. თეთრი. ნაზი.

ზღვა. ტორტმანი.

სასაფლაო. რკინის მოაჯირი. ძეგლი. სკამი.

მყუდროება. სიგრილე.

ზის ქალი. მოწყენილი სახე. მუხლებზე წიგნი. კითხვა მიუტოვებია. ფიქრს გაუტაცნია. ბურუსშია თითქმის.

ქალს სამარიდან ესმის ხმა:

“ეხლა გაზაფხულია. ჰყვავის იასამანი. შენს მიერ დარგული? მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი? ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი? შეიძლება, შეიძლება, მაგრამ მე... მცივა... მცივა...

მაშინ კი შემოდგომა იყო. ჰყვაოდა ჩემში იმედი, შენს მიერ დარგული. მამშვენებდი შენ, სათაყვანო ძეგლად ჩემს მიერ გარდაქმნილი. გიგალობდა გული ჩემი, ვით ბულბული - იადონი...

ჭეშმარიტად თბილი, მზესხივიანი იყო შემოდგომა.

ეხლა, ამ გაზაფხულზე, ჰყვავის ვარდი, შენს მიერ დარგული, მამშვენებს ძეგლი შენს მიერ შექმნილი, ჰგალობს ბულბული შენს მიერ აქ მოყვანილი... და... დგება მკვდრეთით შენი გული, ჩემს მიერ დასევდიანებული.

მე კი მცივა... მცივა...”

ქალი დგება, მიხედ-მოიხედავს, ნელ-ნელა მიდის.

მისდევს ხმა სამარიდან...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ