მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 753 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- თმა-წვერ-ულვაში შეღებილი მაქვს. შენ ოცი არ შეგსრულებია, მე - ორმოცდათხუთმეტი წლის კაცი ვიქნები. რომ გაგიგონია, ვარდენი გოგაძეს უთვალავ-ურიცხვი აქვს ყველაფერიო ტყუილია. მამაშენზე და შენს ბიძებზე მეტი, რად დაგიმალო, მაქვს, მაგრამ არც ჩემი ოჯახი დუღს და გადადუღს. ჩემს სახლში ჩემს მეტი არავინ არ არის. დედა კი ბრძანდება ჩემთან.

თუ პატარას შეგვიყვარებ, ღმერთი იყოს თამდები, ხელზე საგოგმანებლად გვეყოლები. დაუკვირდი საქმეს: იქნება არ გინდოდეს და ძალას გატანდენ... ოღონდ შენ მითხარი, და მე ისე მოვახერხებ, რომ შენ არაფერ შუაში იქნები ისევ ჩემზე დარჩებიან უკმაყოფილო; ან მზითევს მოვითხოვ დიდს, ან ახლა დავპირდები და მერე არ გამოვჩნდები აქეთკენ... მოიფიქრე...

ვარდენი ადგა.

ოთახში დაიწყო სიარული.

- აბა, რას მეტყვი?

ვარდენი ქალს ჩააჩერდა.

ქალმა ქვემოდან ამოხედა.

შავი, დიდი თვალები წამით შეჩერდა ვარდენზე და ისევ მორცხვად დაეშვა ძირს.

თმა ბზინავდა.

ნაწნავთა შორის მოჩანდა სპილოს ძვლის კისერი.

ვარდენმა მორიდებით გადუსვა ქალს თმაზე ხელი.

- აბა, რას მეტყვი? დამიწუნებ? - თითქმის თხოვნითა და მუდარით დაეკითხა ვარდენი.

- როგორც გენებოს, ბატონო, - სხვა სიტყვა ვეღარ მოახერხა ქალმა.

- მაშ მომეცი ხელი, გეამბორო.

ქალს ხელი არ გამოუწევია, მაგრამ როცა ვარდენმა მოწიწებით თვითონ მოკიდა ხელი, ქალი არ გაჯიუტებულა.

ვარდენი მიუჯდა ახლო, უნდოდა ხელი შემოეხვია. მაგრამ ქალმა გაიწია და მუდარით ახედა ვარდენს.

- არა, ნუ გეწყინება... ვერ მოვითმინე... კარგი, შენს სურვილს მოვუცდი, - ოდნავ შეკრთომით უთხრა ვარდენმა.

ვარდენი ბედნიერი იყო, მთვრალი.

 

* * * * * * *

 

ქალი არაფერს ფიქრობდა, მხოლოდ გრძნობდა სითბოს, და გრძნობდა, რომ ასეთ წამებში სხვასთან სხვა ადგილას კიდევ რასმე იგრძნობდა.

- უი, თვალი კი დამემსო, რას ვხედავ? - წამოიძახა მოხუცებულმა ქალმა, რომელიც ჭვრიტიმალს მისდგომოდა და ვარდენ-ელიკოს მუსაიფს თვალ-ყურს ადევნებდა.

ხელზე კოცნა და ხელის მოხვევა არ მოუვიდა დედაბერს ჭკუაში.

- თვალიმც დაგემსო და ყურიც დაგიდგა!... მიაძახა უკანა კარებიდან შემოსულმა თეთრწვერა კაცმა, გკითხავენ და არ გკითხავენ, რომ უნდა მიეტმასნო, ქვეყნის ამბავი რომ უნდა დაიხვიო ენაზე, რა შენი ღმერთის წყრომა გჭირს?!

- ახლა მაგინებ, რაღა გიჭირს, როცა სამეფო კაცი იშოვე სასიძოდ... მარა მაინც გეტყვი, რომ ჯვარდაუწერელ კაცთან პრაშტი-პრუშტი ვერაფერი მოსაწონია.

- ნუ წააგდე, დედაკაცო, ენა!.. რას როშავ?

 

 

* * * * * * *

 

ვარდენმა ქალი აივანზე გამოიყვანა და სასიდედროს მიმართა:

- ქალბატონო, თქვენი ქალის ხელს გთხოვთ, იმედია, გამაბედნიერებთ.

- დედა, შენი ჭირიმეl თუკი მოგეწონა, ცოლად კი არა, მოახლედ წაიყვანე, მეფის ტოლი კაცი ხარ, დადიანი ვერ დაგიკავებს ქალს... მე და ჩემი ოჯახი შენი მოსამსახურე ვიქნებით. ჩამაკვრევიე გულში, შენ დაგენაცვლე, ჩემი ელიკოს გამაბედნიერებელი კოკობი ულვაშები.

ერთმანეთს გადაეხვიენ.

„კოკობი ულვაშები“ რაღაც განსაკუთრებულად მოხვდა ყურში ვარდენს; დაცინვა არ იყო, მაგრამ სასაცილო კი გამოვიდა. თხელსა და გრძელ ულვაშებს „სიკოკბის“ აღარაფერი ეტყობოდა.

ამიტომ, ცოტა არ იყოს, მკვახედ გაისმა ვარდენის სიტყვები:

- ბატონ იოსებს მოახსენეთ, მობრძანდეს.

- კი, შენ გენაცვალე, ახლავე... უარს გეტყვის თუ რა?.. რისი გეჩქარება? - დაახალა ვარდენს ისევ სასიდედრომ.

ამ დროს საჩქაროდ წინა კარები გაიღო და ელიკოს უმცროსმა ძმამ მხიარულად დაიძახა:

- მამა, მობრძანდი, ვარდენი დალოცვას თხოულობს.

- მოვდივარ.

იოსები უკვე კარებში იყო.

ნელა მოვიდა ვარდენთან და ნელათვე უთხრა:

- გმადლობთ პატივისთვის... ღმერთმა ტკბილად შეგაბეროთ ერთმანეთს.

ბევრი ლაპარაკის თავი არც უწინ ჰქონდა იოსებს, მაგრამ ახლა ხმას სევდაც შერეოდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ