მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 227 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩემ ცხოვრებაში ბევრი საჩუქარი მიმიღია ძვირფასი ღირებულებით, დაუვიწყარი მნიშვნელობით, ზოგი საყვარელ არსებას მოუცია, ზოგი პატივსაცემ პირს; ზოგი მაგონებს ტკბილ ნეტარებას, ზოგი ჭირ-ვარამიან დღეს; ზოგი ცრემლნარევი ღიმილით გადმოუციათ, ზოგი კი სიცილისაგან ათრთოლებულ ხელს შეუპარებია... ზოგს მამადლიდნენ, - შეხედე შენთვის, თუ რამე მშურსო; ზოგი კი თითქოს მოწყალებას მთხოვდა, წაიღე სამახსოვროდო.

მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს... სამ შაურს.

სოფლიდან ქალაქში გამომისტუმრეს - სასწავლებელში მიმაბარეს. ყველაფერი მეუცხოვა ქალაქში. მაკვირვებდა, რომ ვერავინ მიცნობდა; მწყინდა, რომ განსაკუთრებულ პატივს მაშინაც კი არ მცემდენ, როცა გაიგებდნენ, თუ ვინ ვიყავი. არ მაკმაყოფილებდა საქმიანი საუბარი. მაკლდა ალერსიანი სიტყვა. სიცხე მაწუხებდა; მტვერი მაწვალებდა. ერთი სოფლისკენ გაქცევა ყველაფერს მერჩია და გულში ხშირად ვიმღერდი:

„ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

მათკენ გავფრინდებოდე!“

ერთ საღამოს მაღაზიის ფანჯარაში გამოფენილ სურათებს შევაჩერდი - ნაღვლიანად შევცქეროდი; ერთი მათგანი ძლიერ მომეწონა. ყიდვაც არ შემეძლო და... უფრო მომენატრნენ ჩვენები, ვიცოდი, რომ რომელიმე ჩვენგანი აქ ყოფილიყო, რამეს მაინც მიყიდდა და მაჩუქებდა.

უეცრად მხარზედ ვიღაცამ ხელი დამადვა.

მოვიხედე.

ჩვენი სოფლელი მღვდელი!

მიამა!

- როგორ არიან ჩვენები? – დავეკითხე საჩქაროდ მამა იორდანეს.

- კარგად ბრძანდებიან... შენ როგორა ხარ?

- ასე... გვარიანად.

- არ მოგწყინდა სწავლა? - გამეხუმრა მღვდელი.

- არა, - მოვიცრუე მე. - არაფერი დაუბარებიათ?

- დედამ შემოგითვალა, კარგად ისწავლე: მალე ჩამოვალ, და არ მოიწყინოო.

- ხილი არაფერი გამოუტანებიათ?

- ჩემთვის არა! მაგრამ ამ დილას ბიჭს გამოატანეს, და ჯერ არ მიგიღია?

მე უკვე გაქცევას ვაპირებდი, რომ ჩვენებური ფელამუში მეგემნა.

- მოიცა, მოიცა! - შემაჩერა მღვდელმა და გადიწია ანაფორა.

კაბის ჯიბიდან ამოიღო დიდი, გალაქიანებული ქისა, უხერხულად გახსნა, დიდ ხანს ეძებდა და, როგორც იქნა, სამშაურიანი ამოიღო.

მე მღვდელს შევჩერებოდი. კარგად არ ვიცოდი, ვგრძნობდი კი რისთვისაც ამოიღო და გამომიწოდა ჟანგიანი საშშაურიანი, მაგრამ არ მინდოდა შემემჩნევინებინა, რომ მივხვდი.

- წაიღე, ხილი იყიდე! - ღიმილით მითხრა მღვდელმა.

- არა! არ მინდა...

- რატომ? რათ გრცხვენია.

- ფულს საჩუქრად არ ვღებულობ! - მოკლედ მოვუჭერი პატივსაცემ მღვდელს.

ეს წინადადება ოდესღაც ჩემი უფროსი ძმისგან გამეგონა და მოხარული ვიყავი, რომ ვისარგებლე.

დღეს მართლის თქმა სჯობია: მაშინ კარგად არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა ჩემი ამაყი სიტყვები.

- უკაცრავად, უკაცრავად! - მოხუცი მღვდელი დაიბნა და ვაი-ვაგლახით ამოღებული ვერცხლის ფული საჩქაროდ სადღაც გააქრო... - ნახვამდის! – გამომემშვიდობა მღვდელი და ხელი გამომიწოდა.

ქართული ანდაზა - „შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო“ სწორედ ჩვენ მღვდელზე მართლდებოდა. ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივ ხელზე მას არავინ ჰკოცნიდა, ახლა რაღამაც წამძლია და პატივისცემით, სიყვარულით ხელზე ვემთხვიე.

მთელ ქალაქში ამ ერთ არსებას სურდა ჩემთვის ესიამოვნებინა შეძლებისა დაგვარად, და მე ვერ მივუხვდი.

ჩემი ხელზე კოცნა შეუგნებელი ბოდიში იყო.

დაგლოცოს უფალმა! - სიყვარულით მითხრა მღვდელმა და მხარზე ხელი დამკრა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ