მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 313 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- თქვენ ნაწარმოებს ვერ დავბეჭდ აწი...

- რათა, ბატონო რედაქტორო? - გაეღიმა მწერალს.

- უკანასკნელ ხანში ათასი საყვედური მესმის, თქვენი ბელეტრისტიკა მუდამ სიყვარულზეა აგებული, თითქოს სხვა გრძნობა, მიმართულება, აზრი არ ამოქმედებდეს ადამიანსო; მოთხრობა, ლექსი, დრამა, ტრფიალისა და მიჯნურობით გამოწვეულ ცრემლებს აგვიწერსო..

- კაცია და გუნება, ბატონო რედაქტორო! მე ერთს ვაკვირდები, მეორე სხვას რასმეს მიაქცევს ყურადღებას...

- შე დალოცვილო, განა თქვენთვის კი საინტერესო არ არის ადამიანის ყოველმხრივ შესწავლა და დასურათება?

- დიაღაც

- აბა, აგვიწერეთ მკურნალი, ვექილი, მოხელე, გლეხი, თავადი, როცა ისინი, თავის მდგომარეობისადაგვარად, ეწევიან მძიმე ტვირთს ცხოვრებისას.

რედაქტორი და თანამშრომელი დიდხანს სდუმდენ. რედაქტორი რაღაც ხელთნაწერს ასწორებდა; თანამშრომელი კი გაზეთს კითხულობდა და პაპიროსს სწევდა.

რედაქტორმა ხელიდან კალამი გააგდო, სავარძელს მიაწვა და სასოწარკვეთილებით წამოიძახა:

- ოხ, როდის იქნება ქართველმა მწერალმა ქართული ისწავლოს და ის სწეროს, რაც ეხერხება!..

რედაქტორის წინათ ნათქვამი შენიშვნით გულნატკენ მწერალს უხაროდა მისი გაჭირვება.

- წარმოიდგინე ზეგის ნომრის დამატებისთვის, აი ამ მოთხრობის იმედი მქონდა... ავტორი ნიჭიერი ყმაწვილია... ბევრი უნახავს. კიდევ მეტი წაუკითხავს.. მოკლედ დაუწერია... ვიფიქრე, დავბეჭდავ, მეტი რაღა მინდა-მეთქი. როცა ვაჭრულად მოვკიდე ხელი - შენს მტერს... ნახევარი რუსულად არის დაწერილი... ქართული სიტყვები არა სცოდნია, ალბათ. ნახევარი მეგრულ-იმერულით... თან სწერს, რაც არ უგრძვნია, და გამოდის უსიცოცხლო ჩონჩხი და არა ხორცშესხმული სული... სანამ გავიგებდე რისი თქმა ჰსურს, გული წამივა და მერე ასწორე, თარგმნე და შემოსე სხეული შესაფერისად.

- დამიხსენი ერთი, - მცირე სიჩუმის შემდეგ მიმართა რედაქტორმა მწერალს.

მწერალმა გაზეთის კითხვა მიატოვა, ნელა თავი ასწია და გაფანტული დაეკითხა:

- რა ბრძანეთ?

- ერთი პატარა მოთხრობა მომეცი კვირის დამატებისათვის..

- აკი ბრძანეთ, თქვენს ნაწერებს აღარ დავბეჭდაო...

- ეჰ, ნუ ამიხირდები... გთხოვ, ისეთი რამ მომცე, რაშიც არ იყოს სიტყვები: „ტრფიალი, ყვავილი, ბულბული და პირბადრი მთვარე“.

მწერალს გაეღიმა.

- კარგი?

- ვცდი...

- მარა ხვალ ადრე უნდა მომიტანო, რომ აწყობა მოასწრონ...

- თუ მოვახერხე...

შერიგებული რედაქტორი და მწერალი ოთახიდან გამოსვლას აპირებდენ, რომ საჩქაროდ შემოიჭრა სტამბის შეგირდი და რედაქტორს მოახსენა:

- იოსებმა თავი ჩამოიხრჩო...

- რაო? რას ამბობ?

- კი ბატონო!.. მე თვით ვნახე...

- რა მოხდა?

- მუშაობა შევწყვიტეთ. წავედით. ისინი გორდაძის სამიკიტნოში სჭამდენ სადილს.

-ვინ ისინი? - შეაწყვეტინა ამბავი მწერალმა.

- იოსები და ლიზა...

- ჰო, ასოთამწყობი ქალი?

- დიახ... - მერე?

- ...ჩვენ ჭუბაბრიას დუქნისკენ გავუხვიეთ. ლიზაც ჩვენ გამოგვყვა. იოსებმა დაუძახა: „სადილად არ მოხვალო?“ ლიზამ უპასუხა: „მე ამათთან წავალო“... დავშორდით ერთმანეთს... ცოტა კი გამიკვირდა - ლიზა და იოსები ყოველთვის ერთად სადილობდენ...

- მერე? მერე?

- სადილი რომ გავათავეთ, დავბრუნდით... იოსები არსად იყო. მუშაობაც დავიწყეთ. ქაღალდი დაგვჭირდა. საწყობში წავედი. დავინახე ლურსმანზე თოკით ჩამოკიდებული იოსები. კინაღამ გადვირიე... ვიყვირე... მოვარდენ... ჩამოიღეს... ცივი იყო.

- მიზეზი არავინ იცის?

- ამბობენ ლიზა უყვარდაო... რა ვიცი, - ბიჭმა თავი ჩაღუნა.

- ყვარებოდა მერე, ვინ უშლიდა?..

- იჭვნეულობდა თურმე... აი გუშინწინ არქიელის გორაზე უნახავს ჩვენ მიტროფანესთან ერთად... იქვე წალაპარაკებულან...

- ამ სიცივეში არქიელის გორაზე რაღა ეშმაკებმა გარეკეს ისინი?

- მთვარიანი ღამე გახლდათ და გაისეირნეს, უსათუოდ.

კვირის დამატება ვერ გამოვიდა. თვით გაზეთიც ძლივს დაიბეჭდა. მწერალი ნასიამოვნები იყო გაზეთის საქმის აფუშვით, რადგან ვერ მოახერხა ისეთი მოთხრობის დაწერა, სადაც არ ყოფილიყო „არც ტრფიალი, არც ყვავილი, არც ბულბული და არც პირბადრი მთვარე“. 

გაზეთის ქრონიკაში ეწერა, იოსებ გიორგაძეს თავის ჩამოხრჩობის მიზეზი რომანტიული უნდა იყოსო... და პირველ გვერდს გაზეთისას ამშვენებდა შემდეგი სამგლოვიარო განცხადება:

- ასოთამწყობნი გულითადის მწუხარებით აუწყებენ ნათესავთ და ნაცნობთ ამხანაგის იოსებ გიორგაძის უდროოდ და ტრაღიკულად გარდაცვალებას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ