მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 981 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ობოლი ბიჭი იყო, თვალების შუქად ქცეული. ისე ანთებული თვალები ჰქონდა, თავისი ხელით დაჭრელებული უთხოვრის გრძელი ჯოხი, ქუდიდან ბოლქვად წინგავარდნილი ქოჩორი და უბეში კიდევ - ლერწმის სალამური.

თორმეტი წლიდან სხვის საქონელს ედგა, ის საქონელი სოფლიდან შორს ეყენათ, ძველ ნამონასტრალში. ორნი ედგნენ - პაპა და ბიჭი. პაპა თითქმის სულ სხვაგან იყო, სულ სთვლემდა, ბიჭი ცეცხლის ენასავით უვლიდა გარს საქონელს, ხმა ჰქონდა... თითქოსდა იმ ხმით ჩიტს წასწყვეტდა თავს.

საქონელი რომ დაეყრებოდა, ბიჭიც შემაღლებულზე დაჯდებოდა, ამოიღებდა სალამურს, ფრთხილად გამოისვამდა იღლიაში და დაუკრავდა. სალამურის ხმაზე მოფრინდებოდნენ და ფარფატს იწყებდნენ პეპლები. იმ პეპლებთან ერთად გამოვიდოდა, გამობრძანდებოდა ბობოლა მამისთვალას ქალიშვილი თუთანა - სავსე, სავსე, ფერ-ხორცით, სინათლით, სიხარულით; თვალებიც სავსე ჰქონდა სულ მერცხლური ჟიკჟიკით. გაჩერდებოდა შორიახლოს, ლიცლიცებდა, თონიდან ამომავალი ალმურივით და აჟიკჟიკებდა თვალებს.

მაგრამ დიდი ხნით გარეთ მარტოს ვინ გამოუშვებდა, წუთი და, ხანჯალზე ხელდადებული ძმები ამოუდგებოდნენ აქეთ-იქიდან. სალამური მაშინ კვნესას იწყებდა, პეპლებს ფრთები უდუნდებოდათ. ზოგჯერ ბიჭს გმინვით ასტკივდებოდა სული, მთვრალური ბორიალით ჩავიდოდა სოფელში. დღისით ვერასდროს ჩადიოდა, ყოველთვის ღამე იყო. გვიან შემოდგომის მძიმე ღამეებში მაინც სად ნახავდა თუთანას! მგელივით აწურული იდგა ხოლმე იმათ ღობესთან.

ერთხელ მთლად გაგიჟდა, - გამოდი, დამენახე, უღმერთოო, - და რომ არ იქნა, მაინც არ გამოჩნდა თუთანა, მათ საბძელს ცეცხლი მისცა. გამოცვივდნენ მამისთვალაანი დიდიან-პატარიანად, გამოიფინა მთელი სოფელიც... ვის რა უნდა ეშველა საბძლისთვის! იდგნენ, შეჰყურებდნენ ცეცხლს და ყაყანებდნენ.

მხოლოდ თუთანა იდგა ჩუმად. ის თითქოს რაღაც კეთილ ფიქრსაც კი ფიქრობდა – ლამაზი, ლამაზი, თითქოს ცა არის გახსნილი და იქიდან არის გამოსულიო, მთელ ტანზე ელაციცებოდა, ეფერებოდა ვარდისფერი შუქი...

ბიჭი ხომ... ბიჭიც იქვე იდგა, ჯოხზე ჯიუტად ჩამოყრდნობილი. თუთანა ერთ მხარეს იდგა, ბიჭი - მეორე მხარეს. შეჰყურებდა თუთანას. რამდენჯერმე თუთანამაც გამოაპარა მზერა მისკენ, დააცქერდა კიდეც. ბიჭი ჯოხს ყურთან იხუტებდა და ბედნიერი იყო.

ბობოლა მამისთვალა ვიღაც მისი ქონების მტრებს აბრალებდა საბძლის დაწვას. მუშტაწეული ხაოდა ქვეყნის გასაგონად, - დედასა!... დედასა!... ხაოდნენ მამისთვალას ბიჭებიც. ხან მარჯვნივ გაჰქონდათ ხანჯლები, ხან - მარცხნივ. მერე ისევ მოღობეს, ისევ დაწნეს ახალი საბძელი. გამოზაფხულზე, წვიმიან მარტში, ბიჭმა იმასაც მისცა ცეცხლი. ადიოდა ის ცეცხლი, უყურებდა ბიჭი განათებულ, გაბრწყინებულ თუთანას, გამოიხედავდა ხოლმე თუთანაც და ბიჭი კიდევ ერთხელ იყო ბედნიერი, იმაზე ბედნიერი არავინ იყო ქვეყანაზე...

მაღლიდან ამის მაყურებელი ღმერთი თან წყრებოდა, თან იღიმებოდა.

გაღიმებულმავე ასწია ხელი და თვალცრემლიანი თუთანა ქალაქელ სოვდაგარს გაატანა. ხანჯალმოზიდული ძმები ჩაფრებივით მიჰყვებოდნენ აქეთ-იქიდან. ბიჭი კინაღამ მოკვდა, მიწა ჩაადნო პირქვე მწოლიარემ. სალამურისთვის ხომ იმ დღიდან ხელი აღარ უხლია.

მაგრამ ღმერთმა მთლად არც ის გაიმეტა, იმას კიდევ მამით ობოლი თავთუხა მისცა, კეთილი და რბილი, რბილად მოჰფინა თავთუხამ მისი ნაშიერი მიწას. ბიჭი მაინც შუბლშეკრული დადიოდა, პატარა რამ და ფეთქდებოდა. მაშინ ადგა ღმერთი და ეს სახელიც დაასართა - სოფელს „ტყვია“ დაარქმევინა. სიჭარმაგეშიც კი, წინწახრილს, კისერგამაგრებულს, დაუძახებდნენ, - ტყვიავ! - მოუბრუნდებოდა და ისეთი თვალებით გამოიხედავდა, ვინც არ იცნობდა, ისიც კი მაშინვე ხვდებოდა, რატომ ეძახდნენ „ტყვიას“.

ერთხელ, ეს უკვე ჩვენს დროში, უკვე შებერებულნი, თუთანა და „ტყვია“ ერთმანეთს შეხვდნენ, „ტყვიამ“ გაბედა და უთხრა, - ესა და ესა მაქვს ჩადენილი, რომ შენ დამენახეო. - ეგ მე მაშინვე ვიცოდიო, - რაღაც ნაღვლიანად გაეცინა თუთანას.

„ტყვია“ იმ ღამეს შეფიქრიანებული დაბრუნდა შინ. სადღაც დამალული სალამური ამოიღო, დაჯდა და ტკბილად დაუკრა. შვილები და შვილიშვილები გაკვირვებისგან გაშეშდნენ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ