მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 899 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- მე მეწისქვილე ვარ, დამხმარედ ერთი ჭინტაანელი ბიჭი მყავს, საწყალი, საწყალი, რომ ბუზს ერიდება ზედ დაჯდომა.

ჭინტაანი სად არი? სად არი, იქა. სამი თვალი გვიბრუნავს. ჯერ ომი არ დაწყებულა, მაისია, ფშატის ყვავილობა.

იციან თქვენში ფშატის ყვავილობა, იმერელო? არ იციან, ეს ის არის, რომ, სხვა დროს გოგო ძალიან იკატუნებს თავს, მოვა მაისი, აყვავდებიან ფშატები, დადგება იმათი ყვავილის დამბნედავი სუნი და ის გოგო თვითონვე ჩამოგეკიდება კისერზე. ხომ კარგია? დარგეთ თქვენც ფშატები, იმერელო!

მაისია, მაგრამ საფქვავი ბლომადა გვაქვს. ზოგი კოლექტივისაა, სამთოდ, მწყემსებისათვის, ზოგსაც გამართული გლეხობა ფქვავს, მკისთვის, დიდი თოხნებისთვის. ღამეებია, ახალი ხავერდივით. ეს ფშატის სუნი ხომ დგას, ღონივრად მოფშვინავს წყალი, ერთ ამბავში არიან ბულბულები და სუ რაღაცას კრუტუნებს სისხლი. რაღაცა სიტკბო მიაქვს და მოაქვს. გავსხდებით მე და ის ჭინტაანელი ბიჭი დერეფანში, ვუყურებთ მთვარესა და ვარსკვლავებს, ხეების შავ კენწეროებს ცაზე და ვართ.

ჩამოდის ერთ საღამოს ჩვენთან, ჩემ ძველ სახლში, ერთი მთისსოფლელი ქალი, ცოტა ისეთი, თავის გუნებით მაცხოვრებელი, ქმრის მომნელებელი, ყველასთან შეალერსებული, შეცელქებული. ჩემი და ჩემი გნოლას ნადობივით. ჩამოაქვს ორი კაი ნაკრაულა საფქვავი, ყოჩაღად ჩამოხტება ცხენიდან, - ხო კარგადა მყავხართო, ჭირი მოგჭამეთო, თქვენ დამიტირეთო. გაჩაღდა დრასტი და პროშტნი. წვრილი ქალია, ხმელი, მაგრამ ხმელმა წვრილმა რცხილამ იცის ყველაზე მაგარი ცეცხლი! უცბად გავჯეილდით ჩემი ცოლიცა, მეცა, ისიცა. იმან თაფლი მოგვართვა ქილით. ჩვენ ქათამი დავუკალით. ქვევრსაც მოვუხადეთ, გავშალეთ ტკბილი, შემკობილი სუფრა. ვეფერეთ, გვეფერა. დავალევინეთ, დალია. შევაცაცუნე საეშმაკოდ თვალი. იმან უფრო ყოჩაღად - მიჟუჟუნა, მიფოფინა, წელგამართული ზის და მიღიმის, მელაციცება იმ თვალებით.

მერე მე ჩემ საქმეზე წავედი წისქვილში, წავიყვანე იმისი ცხენი, წავიღე საფქვავი, - შენ გემრიელად მოისვენე, გათენდება და დაფქულს მოგართმევ-მეთქი, წმინდად, წმინდად. გავიყვანე ჩემი გნოლა გვერდზე, ჭკვიანურად ვეუბნები: ამ ჩვენს სტუმარს გარეთ გაუშალე, ბალკონში, მთის ქალია, არ დაგვისიცხოს-მეთქი - შენი თქმა მინდაო?! - გნოლამ. ავუკარი ცხენს აღვირი, წავედი - ლაღი, გაძლიერებული, ისეთი მიმაქვს მუხლები, როგორც ოცდაათი წლის წინათ.

ჩავედი ღიღინ-ღიღინით წისქვილში. წისქვილშიც დავუმატე, წინწკალასა ჰქონდა ჩამოტანილი, საწყობში მუშაობდა მაშინ, სამი ჩარექა, სამი ჩარექა და თანაც კარგი მწნილი. რის ძილი, რა წათვლემა! გავალ გარეთ, შევხედავ ცას. ჭუკჭუკებენ ვარსკვლავები, გალობენ, ერთ ამბავში არიან ბულბულები, ისინი უფრო მიმღვრევენ სისხლს.

გადავიდა შუაღამე. - წავალ ჩემი სტუმრის ცხენს მივხედავ-მეთქი, - ვეუბნები საცოდავ ჭინტაანელს. ვენახის თავში მება. წამოვედი, ამოვედი შინ. ქურდივით შევიპარე ეზოში. მუხლები ვეღარ მიჭერს. გადავიხედე ბალკონში, იქა სძინავს იმ ქალს. - ღმერთო! - გადავიწერე პირკვარი. ეგეთი ბაგიბუგი გაუდის გულსა, მეშინიან, იმისმა ხმამ არ გამოაღვიძოს გნოლა შიგნით. შევაღე უხმოდ ბალკონის კარი, ვდგევარ. არ გინდა გაბედვა? გავბედე და დავადე თავზე ხელი, მოვეფერე. მერე ჩავუცურე საბნის ქვეშაც.

აპაჰ! ჩუჩუნს არ შვრება. მარტო მკლავები აიფარა სახეზე სიმორცხვით, ჩაქრა, ჩაიკრა ლოგინში. ერთი სიტყვით - მოხდა სათქმელიც და არსათქმელიცა. გადავუხადე დიდი მადლობა, მევე გავუსწორე საბანი და წამოვედი. მოვდივარ, სულ ყაჭის აბრეშუმივითა ვარ მორბილებული ფეხიდან თავამდის.

ის ჭინტაანელი საწყალი გარეთა ზის. ცხრამეტი წლისაა. შემოდგომაზე ჯარში უნდა წაიყვანონ. ჩამოჰკიდებია თავი გულზე და ეგრე ყვინთავს. შემეცოდა. მოდი, მადლს მოვისხამ, ამისთვის ხომ სამოთხეში მოხვედრა იქნება-მეთქი ესა. ჩავუჯექი, ჩავჩურჩულე, - ესეა და ესე, ხმას არ მოიღებს, წადი, გაიხარე! წავიდა. გიჟივით იყურებოდა უკან. წავიდა და კარგადაც შეაგვიანდა. რომ ჩამოვიდა, ფეხებარეული იყო. მაკოცა. მიეგდო საცალოებზე და ეგრევე ამოსძვრა სული.

მზე რომ უნდა ამოსულიყო, მაშინ გავაღვიძე, ავკიდე სტუმრის ცხენს დაფქული ნაკრაულები. ამოვიდე იღლიაში ღორის ბალახი და ავედი შინ სტვენა-სტვენით, სახეგანათებული, გაბედნიერებული.

გნოლა ეზოსა ჰგვის. ის ქალი ბალკონზე დგას და თმას ივარცხნის. დამინახა, დაიმორცხვა და შინ შევიდა. გახედა გნოლამ და მომიბრუნდა მე, ჩუმი ღიმილით, ჩუმ-ჩუმი ალერსიანი საყვედურით.

- მიწადასაყრელო! მიწადასაყრელო!

გამიშეშდა ის ღორის ბალახი ხელებში.

- რა იყო-მეთქი, ქალო!

- ისე თვეში ერთხელ არ გახსენდები და ხომ ამოგარბენინე წუხელ ორჯერ, ხომ ამოგარბენინე წუხელ ორჯერო!

თავი უნდა მომეკლა, მაგრამ მერე გადავიფიქრე. გნოლას გულისათვის თავის მოკვლა არ ღირდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ