მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 533 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ბიჭსა და გოგოს (სხვა ბიჭსა და გოგოს) ერთმანეთი უყვარდათ. ბიჭიც ქარხანაში მუშაობდა, გოგოც. გოგოს მამას, ქარხნის ყოფილ მუშას, ახლა ფრონტზე მყოფს, ქარხნის მახლობლად, ხევში, პატარა ვენახი ჰქონდა. ვენახში ნამტვრევი ქვითა და ტალახით აშენებული ქოხი იდგა. შიგ ძველი, დატკეპნილი თივა ეყარა.

ღამის ცვლის შემდეგ ბიჭი და გოგო ერთმანეთს ხვდებოდნენ და მალვით ჩადიოდნენ ქოხში. ბიჭი გოგოს უკითხავდა „ვეფხისტყაოსანს“, მერე - „კრაზანას“. გოგო აღტაცებული უსმენდა. დაუჯერებელია, მაგრამ ერთმანეთისთვის მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ ნაკოცნი, როცა შეჰფიცეს, შენს მეტი არავინ მენდომება სიკვდილამდეო.

რამდენჯერაც კი ბიჭმა მერე კოცნა მოინდომა, გოგო ისე გააფთრდა, თითქოს ეკლებიც გამოესხა სხეულზე.

ერთხელ, ერთ ჩამოჯანღულ ორშაბათს, ბიჭმა კითხვა შეწყვიტა და თქვა:

- დაიწყო.

გოგო ვერ მიხვდა, რა დაიწყო.

- გამაცია.

გოგო შეშინებული უყურებდა.

ბიჭი გაფითრდა, ხელები ჯერ იღლიებში ამოიწყო, მერე მუხლებშორის მოიქცია, - მუხლებით, დაჭიმული მკლავებით, მოღუნული მხრებით კანკალის შეკავებას ცდილობდა. მაინც ისე აკანკალებდა, კბილები უკაწკაწებდა.

გოგო ეცა, ხელების ორთქვლა და სრესა დაუწყო. ბიჭს ეცინებოდა. კანკალს მაინც ვერ იკავებდა. მაშინ გოგომ ბიჭის ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელები უბეში შეიწყო, ზემოდან მკლავები დააჭირა. ბიჭის თითები გოგოს პატარა ჩვილ ძუძუებზე ამოძრავდა. გოგო გონს მოვიდა და უკან გახტა. და ბიჭი დამშვიდებული იყო, აღარ კანკალებდა. გაბუტულებივით ისხდნენ, ასევე გაბუტულებივით წამოვიდნენ. ბიჭს მადლიერებით ეღიმებოდა, გოგო საყვედურით ამოხედავდა ხოლმე ქვემოდან.

ის ბიჭი და გოგო ცოლ-ქმარი გახდნენ. არც ბიჭს და არც გოგოს არასოდეს დავიწყებიათ ის დღე. გაიხსენებდნენ და საცოდავად კარგები, ლამაზები ეჩვენებოდათ ერთმანეთი, შვილებმა, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდნენ ამ დღისა. ამიტომ იყო, რომ ვერც ასეთ რამეებს ხედავდნენ მშობლებისას...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ