მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 170 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ზაფხულის დილაა. მზე ჯერ არ ამოსულა. სოფლის წყაროსთან ხელკოკიანი ქალები და ნახირში გასარეკი ძროხები დგანან. ძროხები გულგრილად იცოხნებიან, ქალები მილიდან ნეკის სიმსხოდ ჩამომავალ წყალს მისჩერებიან.

მოდის ერთი შუახნის ქალიც - გამხდარი, გასნეულებული, შავყვითელი. პატარა პირწამტვრეულ სურას ლოდზე მიაყუდებს:

- დილა მშვიდობისა, ქალებო-ო! - იტყვის გაგრძელებით, ლოდზე დაჯდება და მოსახვევის ბოლოებს მოიშლის, თითქოს დასცხომოდეს.

- მშვიდობა მოგცეს, გაგიმარჯოს, როგორა ხარ, ანანო! - მიუგებენ აქეთ-იქიდან.

- კარგად, გენაცვალეთ, კარგად.

ქალი მოსახვევს უკან გადაიწევს და შეჭაღარავებულ თმას დამჭკნარი ხელისგულებით ისწორებს საფეთქლებთან.

- მოდი, შენ აავსე, ანანო!

- არა, რასა ბრძანებთ, ქა, მე სად მეჩქარება, შინ ვინა მყავს, ბიჭი იყო და გათენებისასვე წავიდა

- იყო, ქალო?

- იყო, დედა ენაცვალოს. გასუქებულია, დავაჟკაცებული, ყელგავსებული. აი, ბეჭები! ხალათში არ ეტევა. ცოტა ხანიც, დედი, ცოტა ხანიც და მერე სულ შენთან ვიქნებიო. სახლს დავადგათ, წითელი ჟეშტით გადავხუროთ, ეზოც კარგად შემოვღობოთო. მხრებამდე ვერც კი ვწვდები, დედა ენაცვალოს იმასა. დავსვი, ფეხები დავაბანინე. ბროლი, ქალო, ბროლი! მამაჩემსა ჰქონდა სწორედ ეგეთი ფეხები. ჩავუახლე კვეწრცხები, სულ ახალთახალი კვერცხები, ერბოში, იმისთვისა მაქ შენახული სათუთად. შენაო, დედიო, შენ უნდა სჭამოო, მე დამიდგა. თითონ მომიტეხა პური, მე არა მშიაო. მე შენ შიმშილის ქვეყნიდან ხო არა გგონივარ მოსულიო. ეცინებოდა, სულ თეთრი სიკეთის ვარდები გადასდიოდა სახეზე. დადის, დადის, მალმალე გადაისვამს ხელს ქოჩორზე. დარჩი-მეთქი, დედა გენაცვალოს, შვილო, ჩავჭიდე ხელი. აი, მაჯები, ორ ხელს ძლივს შემოუწვდენ, ქალო! არაო, დედიო, რომ არ წავიდე, არ შეიძლებაო. ეგრე კი არ არის, იქაც დიდი საქმე მაბარიაო. ძალით გამაშვებინა ხელიიმ ჯიუტმა. გამაშვებინახელი და წავიდა სიცილ-სიცილით. ნეტავ შენს დედასაო, იტყოდით.

ქალები ბედავენ და ბოლომდე ვერ გაუბედავთ მისკენ ხედვა. მილთან რო ჩაცუცქულა და წყალს სურას უმარჯვებს, ის ჩაჰბუტბუტებს შემღვრეულ გუბეს.

- ვაი, შე საცოდავო,შენა.

აავსებს სურას, ტილოს საცობს გაუკეთებს, დაიწვენს მხარზე და მიდის ჩუმი დუდუნით:

- შენ საცოდავო, შე გამწარებულო.

 

* * * * * * *

 

ერთნი მიდიან, მეორენი მოდიან.

ახალმოსულები რიდით, შორიდან უვლიან ქვაზე ჩამომჯდარ ანანოს და შეშინებულები უყურებენ გვერდიდან.

- როგორა ხარ, ანანო, როგორ! - გამოერევა გამბედავი ვინმე.

- კარგად, ქალებო, ლარგად.

- იყო შენი ბიჭი?

- იყო, დედა ენაცვალოს, იყო - ისწორებს და ისწორებს შეჭაღარავებულ თმას ანანო. - იყო და ისევ წავიდა. მალე სულ ერთად ვიქნებითო. მოვალო და სულ ერთად ვიქნებითო. სახლს დავადგათო, წითელი ჟეშტით გადავხუროთო, გასუქებულა. დავაჟკაცებულა, აი, მხარ-ბეჭი, ხალათში არ ეტევა. ნეტავი შენს დედასაო, იტყვი.

- მიდი, აავსე, შენი ჯერია, ქალო, ანანო!

- თქვენ აავსეთ, გენაცვალეთ, თქვენ აავსეთ: მე სად მეჩქარება. ბიჭი თუ მოვა, საღამომდე არ მოვა. თქვენ აავსეთ, კეთილებო, კაცები გელოდებიან შინა.

ქალები კოკებს და სურებს აავსებენ, შეწუხებულნი უქცევენ გვერდს ანანოს და მიდიან და მიდუდუნებენ:

- შე საწყალო! შე საცოდავო!

- მაგის ქმარმა არ გაიხაროს მაგის ცოდვითა!

- დედის გულის გამჩენო! დედის გულისა!

- აავსეთ, გენაცვალეთ, თქვენ აავსეთ. მე ჯერ არ მე ჩქარება. ვიჯდები აქ, დავიწვი სიცხით შინა. - ყველას უთმობს ანანო და თან ისწორებს და ისწორებს თმას შუბლთან, საფეთქლებთან, ხანდახან საკინძესთანაც დაინიავებს ხელს.

ქალები კი მოდიან და მიდიან. ყველა ანანოზე ლაპარაკობს.

 

* * * * * * *

 

- ამასწინათ ექიმთან ვნახე, ქალო. ჩვენ ჭკუაზე გადასული გვგონია და იცით რას ეუბნებოდა ექიმსა? ძილის წამალი მომეცი, ძილის წამალი მომეცი, თორემ აღარ მეძინება, ბიჭს ვეღარ ვხედავ და ვიღუპებიო. ტიროდა, ტიროდა, სულ თხილის სიმსხო ცრემლები ჩამოსდიოდა.

- დედის გულის გამჩენი, დედის გულის გამჩენი უნდა დაიწვას ქვეყანაზედა.

- ეეჰ!

მძიმე დუმილი ეუფლება ყველას.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ