მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 749 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კარადას მოეფარა და თმის ჩამოვარცხნა დაიწყო. მე მხოლოდ მაღლა აწეულ და შიგნით გადაღუნულ მის შიშველ მკლავს ვხედავდი. ივარცხნიდა ნელა, თანაზომიერად, თითქოს რაღაც საკრალურ ცერემონიალს ასრულებდა. სავარცხელი საფულეში ჩადო, საფულე - კაჩხაზე დაკიდებულ წითელ ხელჩანთაში, კიდევ ერთხელ ახედა საათს, - ათი შესრულდა, - დავთარზე დახრილ უფროს ქალს მაჯაზე ხელის დადებით დაემშვიდობა და უკანა კარისკენ წავიდა.

მეც ავდექი, ჩემი წიგნები პორტფელში ჩავაწყვე და გარეთ გამოვედი. ნელა მივდიოდი ზაფხულის ბინდის სილურჯეში. წამომეწია რბილი ნაბიჯებით, ჩემთან შედარებით, დაბალი, დაბალი, მშვიდი. მაგიჟებდა მისი მოძრაობის ეს მუდმივი სირბილე და სიზუსტე. მეჩვენებოდა, რომ თავის სიცოცხლეში, - ორმოცს, ალბათ, გადაცილებული იყო, - ერთი მოუზომელი მოძრაობა არ ექნებოდა გაკეთებული. თვალებიც მშვიდი ჰქონდა, ყურადღებიანი. მეჩვენებოდა, რომ ალერსში იქნებოდა ცეცხლის ალივით უცდომელი.

მივუბრუნდი. და ვკითხე, - დაიღალეთ? - თავი დამიქნია ღიმილით. გრძელ წითელ ჩანთას სადაცაა წამოსდებდა მიწას. ბაღს რომ მივუახლოვდით, გავუბედე, - მოდით, ერთად ვივახშმოთ. თქვენც ხომ მარტო ხართ, მეც!.. - შემომხედა თან სევდიანად, თანაც ალერსიანი თვალებით. თითქოს ჩაცინებაც კი უნდოდა.

- არა, მე დაღლილი ვარ.

- უკეთესად დაისვენებთ.

- არა, გმადლობთ, მე საერთოდა ვარ დაღლილი.

გავჩერდი. ისიც გაჩერდა სამიოდე ნაბიჯზე. რაღაც იმედი გამონათდა, რბილად ასწია ლამაზად ჩამოქნილი ხელი, თითები დამიქნია, - ჩაო!.. - გემუდარებით... - ისევ იღიმებოდა და თვალებს მარიდებდა. - ჩაო!

- მეც ხომ თქვენ... თქვენ ხომ მატყობთ, როგორ მიყვარხართ... - ღრუბელმა გადაუარა სახეზე. მერე ააქნია თავი, გაუნათდა თვალები. თითქოსდა ახლა მაინც უნდა გასცინებოდა.

- არა, მე ძალიან, ძალიანა ვარ დაღლილი, სად შემიძლია ეგეთი რამეები!.. - მიბრუნდა და წავიდა.

ახლა მეჩვენებოდა რომ წამიც, წამიც და, წასკდებოდა ქვითინი, მაგრამ მსგავსი არაფერი გამიგონია, კუთხეს მოეფარა თავდაღუნული, მხრებში ოდნავ მოხრილი.

მე ვიდექი, ვიდექი და მერე ბაღში შევედი. ბაღში, დიდ ხეებზე, ღამის ფრინველები ფაჩუნით ეხუტებოდნენ ერთმანეთს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ