მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 162 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

არსებობენ ჭვრეტით ნატურები, სავსებით უმოქმედონი, რომელნიც ზოგჯერ, რაღაც იდუმალი, აუხსნელი იმპულსის ბიძგით, ჩაიდენენ ხოლმე სავსებით მოულოდნელ ქმედებას.

ადამიანი რომელიც ცუდი ამბის შეტყობის მიშით, სულმოკლეობით შეპყრობილი, საათობით დააბოტებს კართან და ვერ ბედავს შინ შესვლას, რომელიც კვირეთა მანძილზე არ ხსნის წერილს, ან ნახევარ წელიწადს ვერ იწყებს საქმეს, რომლის აუცილებლობაც მან ჯერ კიდევ გასულ წელს შეიგნო, - უეცრად გრძნობს რომ რაღაც უხილავი, დაუთრგუნავი ძალა უბიძგებს მას ქმედებისაკენ, როგორც ისარს, მშვილდიდან გატყორცნილს.

მორალისტი და ექიმი, ყოვლისმცოდნეობის პრეტენზიის მქონენი, ვერ ხსნიან, თუ საიდან იშვის ეგზომ ანაზდად ასეთი შმაგი ენერგია განცხრომის მოყვარე, მცონარე სულებში, ან ვით ხდება, რომ ადამიანები, რომელთაც არ ძალუძთ აღასრულონ სავსებით უბრალო და აუცილებელი საქმეც კი, უეცრად ჰპოვებენ თავისთავში ესოდენ ჭარბ გაბედულებას სავსებით უაზრო და ხშირად უკიდურესად სახიფათო ქმედების ჩასადენად.

ჩემმა ერთ-ერთმა ნაცნობმა, სავსებით უბოროტო მეოცნებემ, ხანძარი გააჩინა ტყეში, რათა ენახა, მართლაც ისე იოლად ეკიდებოდა ხეებს ცეცხლი, როგორც ამბობენ, თუ არა. ათგსის მოეცარა მას ხელი ამ საქმეში და მეთერთმეტეჯერ გაუმართლა. თან კარგადაც გაუმართლა.

მეორე კაცი სიგარას მოწევს თოფისწამლით სავსე კასრის გვერდით, რათა დაინახოს, დარწმუნდეს, გამოსცადოს თავისი ბედი, თავისი ძალა, რათა გარისკოს, შეიგრძნოს სიმძაფრე შიშისა, - ერთი სიტყვით, - დაუფიქრებლად, კაპრიზით ან უსაქმობით.

ამგვარ ენერგიას ჰბადებს ჩვენში მოწყენა და მეოცნებეობა. ის ადამიანები, რომლებშიც იფეთქებს ხოლმე ასეთი ენერგია, უმეტესწილად, როგორც აღვნიშნე, ყველაზე მეტად უზრუნველი და ზანტი მეოცნებენი არიან კაცთა შორის.

ზოგი იმდენად მორცხვია, რომ თვალებს დაბლა ხრის მამაკაცის შემოხედვაზეც კი და დიდი ძალისხმევა სჭირდება თავისი სუსტი ნებისა კაფეში შესასვლელად ან თეატრის ღია კარში კონტროლის გასასვლელად, სადაც კაპელდინერი მინოსის, ეაკის ან რადამანთისის მსგავს გარდანქეშანად ეჩვენება მას. მაგრამ იგივე კაცი უეცრად მივარდება, კისერზე ჩამოეკიდება გზადმიმავალ მოხუცს და გადაკოცნის მას განცვიფრებულ გამვლელთა თვალწინ.

რად იქცევა იგი ამრიგად? იმის გამო, უთუოდ იმის გამო, რომ მოხუცის სახე საოცრად ესიმპათიურა მას. როგორც ჩანს, ასეა, მაგრამ უფრო ბუნებრივია დავუშვათ რომ მან თავადაც არ უწყის, რად იქცევა ასე.

მე არაერთხელ გავმხდარვარ მსხვერპლი მსგავსი შეტევებისა, მსგავსი ლტოლვებისა და მომსვლია აზრი რომელიღაც ვერაგი დემონების შესახებ, ჩვენში რომ შემოსახლდებიან და გვაიძულებენ ხოლმე თავიანთი უკიდურესად აბსურდული ბრძანებების აღსრულებას,

ერთ დილას გამომეღვიძა ამრეზილს, მცონარებით დაღლილს, თან მეჩვენებოდა, რომ ამჯერად მზად ვიყავი რაღაც დიადი საქმის ჩასადენად; ამასთან, ჩემდა საუბედუროდ, ფანჯარა გამოვაღე.

გთხოვთ დაუკვირდეთ, რომ მისტიფიკაციის სული სრულიადაც არ გახლავთ შედეგი წინასწარი გააზრებისა და ანგარიშისა, იგი უეცარი ზეშთაგონების შედეგია, მას ბევრი აქვს საერთო იმ აღტყინებასთან, ექიმები ისტერიულს რომ უწოდებენ, ხოლო უფრო გათვითცნობიერებული ხალხი - სატანურს. ამგვარ წინასწარ განწყობას იწვევს ჩვენში დაუთრგუნავი ლტოლვა ყოველნაირი სარისკო და უკუღმართი საქციელის ჩადენისაკენ.

პირველი გამვლელი, ქუჩაზე რომ შევნიშნე, აღმოჩნდა მეშუშე, რომლის გამყივანი ხმა მოსწედა ჩემს სმენას პარიზის ჩახუთულ, ჩაზრქელებულ ატმოსფეროში. სხვათაშორის, ვერ ამიხსნია, თუ რად მომიცვა ასეთმა უეცარმა, დესპოტურმა სიძულვილმა ამ უბრალო, საცოდავი კაცისადმი.

„ჰეი! ჰეი! - მოვუხმე მას, ამასთან ფარულად ისიც მსიამოვნებდა, რომ ჩემი ოთახი მეექვსე სართულზე იყო, ხოლო მეშუშეს ფრიად გაუჭირდებოდა ამოსვლა ვიწრო და დაგრეხილ კიბეზე და თავის მყიფე ტვირთს რამდენჯერმე მიახლიდა კიდევაც კედელს.

ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა „იგიცა. მე გულდასმით დავათვალიერე მისი შუშები და შევძახე:

„როგორ? მაშ თქვენ არ გქონიათ ფერადი მინები? არ გქონიათ ვარდისფერი, ცისფერი, მეწამული მინები? მაგიური, სამოთხისდარი მინები? ო, შე უსირცხვილოვ! და ამის შემდეგ შენ კიდევ ჰბედავ ღარიბ-ღატაკთა უბნებში ხეტიალს და თან არ დაგაქვს ისეთი მინები, რომელნიც ცხოვრებას ოდნავ უფრო ლამაზ ფერებში მაინც გვაჩვენებენ?“ და ამ სიტყვებით კინწისკვრით ჩავუძახე მას იმავე კიბეზე, რომლითაც ამოვიდა, იგიც ჩაბარბაცდა ძირს ბურტყუნითა და ბორძიკით.

მე კი აივანზე გამოვედი, დავტაცე ხელი ყვავილების ქოთანს და როდესაც მეშმუშე კვლავ გამოჩნდა ქუჩაზე, პირდაპირ ვტყორცნე ჩემი ჭურვი, მოვახვედრე ძგიდეს მისი ტვირთისას, იგი მიწახე გაიმხლართა და დაემსხვრა მთელი თავისი ავლადიდება, რომელიც ზრიალითა და ლიწინ–ლიწინით გაიფანტა, თითქოს მეხი დაეცაო ბროლის სასახლეს.

მე კი, ჩყმივ სიშმაგით მთვრალმა, მივაძახე მას გააფთრებით:

„ცხოვრება ლამზ თფერებში “უნდა ჩანდეს! ცხოვრება ლამაზ ფერებში უნდა ჩანდეს!“

ასეთი ნერვიული გამოხდომები ფრიად სახიფათოა და ხშირად ძვირადაც გვიღირს ხოლმე, მაგრამ განა დაგიდევთ თუნდაც მომსვრელ და სამუდამოდ ამომგდებ წყევლას იგი, ვინც ერთ წამში ჰპოვა სიამის მთელი უსასრულობა?

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ