მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 175 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

რა ზეაღმტაცი დღეა! დიდი პარკი განაბულა მცხუნვარე ხვატზი, ვით სიჭაბუკე სიყვარულის მეუფებაში.

ყოვლისმომცველი ექსტაზი მდუმარებს; წყალნიც კი თვლემენ თითქოს. სიჩუმის ორგია გაშლილა აქ, კაცთა ზეიმებს როდი ჰგავს იგი.

თითქოს თანდათან ძლიერდებაო ნათელი ცისა და ელვარებენ ირგვლივ საგნები: მთვრალი ყვავილები იდაგვიან თითქოს ვნებისგან ეჯიბრებიან თითქოს ცადაქნილს სილურჯით და ფერთა სიუხვით; თითქოს ხვატისგან საჩინოქმნილან არომატები და მიიწევენ სამზეოსკენ მსუბუქ კვამლივით.

მაგრამ აი, ამ საყოველთაო ნეტარებაში შევნიშნე მწუხარე არსება.

ვეება ვენერას ფერხთით თვალი ვკიდე ერთ-ერთ იმ შმაგთაგანს, ერთ-ერთ იმ ბუფონს მოხალისეს, ხელმწიფეებს რომ ართობს ხოლმე სინდისის ქენჯნისას და მოწყენის წუთებში. იგი კვარცხლბეკზე მოკუნტულიყო, ქანდაკების ფერხთით, ბრჭყვიალა, სახუმარო კოსტიუმში გამოწყობილი, თავზე რქებით და ზანზალაკებით და აღეპყრო თვალნი უკვდავ ქალღმერთისკენ.

და ეს თვალნი ღაღადებდნენ: „მე, კაცთა შორის უკანასკნელი, მარტოსული უდიდესი, უმეგობრო და უსიყვარულო, უმდაბლეს პირუტყვზე მეტად საბრალო, შენ გევედრები! განა მეც უკვდავი მშვენების ჭვრეტად და შეგრძნებად არ ვარ შობილი? ჰოი, ქალღმერთო! მოიღე მოწყალება! გადმოხედე წყალობის თვალით ვაებას და სიშმაგეს ჩემსას!“

მაგრამ გულქვა და შეუვალი ვენერა გასცქერის შორეთს მარმარილოს ცივი თვალებით.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ