მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 174 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ოთახი ოცნებისდარი, ნამდვილი სულიერი სავანე, რომლის შეგუბული ატმოსფერო ოდნავ შეფერილა ცისფრად და ვარდისფრად.

აქ სული ზანტად სთვლემს მცონარების არომატულ ემბაზში, სინანულითა და წადილით სავსე ემბაზში, - ო, ეს მიმწუხრი, მოცისფრო-მოვარდისფრო მიმწუხრი, ოცნება ვნების სიამტკბილისა მხის დაბნელებისას.

უცხოდ ნახელოვნები ავეჯის ფორმები გაწელილან, მოთენთილან სევდისმომგვრელად. თითქოს ოცნებობენ, სომნამბულურ ყოფას განიცდიან თითქოს, როგორც მცენარე, ან მინერალი. ქსოვილები მუნჯურად მეტყველებენ, როგორც ყვავილნი, როგორც ზეცა, როგორც მზე ჩამავალი.

კედლებზე - არავითარი მხატვრული სუროგატი; წმინდა ოცნებასთან შედარებით, უანალიზო აღქმასთან შედარებით, განა ღვთისგმობა არ არის ყოველგვარი განსაზღვრული ხელოვნება, ყოველგვარი პოზიტიური ხელოვნება? აქ სუფევს კმაყოფილება, სიცხადე და წარმტაცი ბუნდოვანება ჰარმონიისა.!

უნატიფესი არომატი მსჭვალავს ოდნავ ნოტიო ჰაერს, მთვლემარე სულს ანანავებს. სიტფო გრძნეული.

ფარდების მუსლინი თოვლივით თეთრ ტალღებად ეშვება ფანჯრებსა და ლოგინზე. ამ სარეცელზე განისვენებს სათაყვანო კერპი, ოცნების დედოფალი. საიდან გაჩნდა იგი? რომელმა ჯადოსნურმა ძალამ დასვა ამ ტახტზე, ოცნებათა და ვნებათა ტახტზე, რამ მოიყვანა? ეგ სულ ერთია. იგი აქ არის, აქ, ვიცანი, ვიცანი!

აი მისი თვალები, ბინდში ცეცხლივით მოელვარე, ცბიერი თვალები, ამაზრზენი თვალები; ვიცანი ეს თვალები და მათი საშინელი სივერაგე!

გიზიდავენ, გიმონებენ, ნთქავენ მზერას უბირი კაცისას. ხშირად ვუთვალთვალებდი მე ამ შავ ვარსკვლავებს, აღტაცებას და ცნობისწადილს რომ აღძრავენ სულში.

რომელმა კეთილმა დემონმა მომმადლა ეს სიმშვიდე, ეს იდუმალება და ნელსურნელება? ჰოი, ნეტარებავ! განა შეედრება „ყოველივე ამას, თუნდაც თავის უბედნიერეს გამოვლინებაში ის, რასაც, ჩვეულებრივ, სიცოცხლეს ვუწოდებთ? განა რა საერთო აქვს მას ამ უზენაეს ცხოვრებასთან რომელიც მე ამჟამად შევიცანი, რომლითაც ვნეტარობ ყოველ წუთს? ყოველ წამს? თუმც, არა, არა, სადღაა წუთი, სადღაა წამი! დრო გაჰქრა, მარადისობა სუფევს, განცხრომათა მარადისობა!

მაგრამ აჰა, კარზე გაისმა თავზარდამცემი, მძიმე რახუნი და თითქოს ჯოჯოხეთურ სიზმარში მომეჩვენა, რომ ვიღაცამ ნიჩაბი მაძგერა მუცელში, აჰა, სულთამხუთავმაც შემოაბიჯა. ეს სასამართლოს აღმასრულებელი მოსულა ალბათ, რათა სული ამომხადოს კანონის ძალით, ან ურცხვი ხარჭა თუ მომდგომია კარს, თავისი უტიფარი მოთხოვნებით, რათა ჩემი ცხოვრების წამება გააათკეცოს თავისი ყოფის ტრივიალური წვრილმანებით, ან რომელიმე რედაქტორმა თუ გამოგზავნა კაცი და ხელნაწერის გაგრძელებას მოითხოვს ჩემგან.

სამოთხისდარი ოთახი, სათაყვანო კერპი, ოცნების დედოფალი, სილფიდა, როგორც იტყოდა დიდი რენე - მთელი ეს გრძნეულება თვალის დახამხამებაში შთანთქა სულთამხუთავის უხეშმა რახუნმა.

ჰოი, საშინელებავ! გამოვფხიზლდი! გამახსენდა! ო, ეს ხუხულა, ეს საუფლო მუდმივი სევდის და მოწყენისა, - ეს ჩემი ბინა! აი უხეირო ავეჯი, დამტვრეული და დალეწილი; ჩამქრალი, ჩაფურთხებული ბუხარი; მოჟამული ფანჯრები, დამტვერილ მინებზე - წვიმის ზოლები დაფანტული, დადღაბნილი ხელნაწერები; კალენდარი, რომელზედაც ფანქრითაა აღნიშნული საბედისწერო ვადები!

ვაჰმე უცხო სამყაროს ნელსურნელება, რომლითაც ვტკბებოდი და ვნეტარებდი ესოდენ მწველად, უცებ შესცვალა თამბაქოს ბოლის ოხშივარმა და რაღაც შმორიანმა სუნმა; ირგვლივ სიღარიბეა და მიუსაფრობა.

ამ სულისშემხუთველ, მოწყენითა და ზიზღით, სავსე სამყაროში ერთადერთი ნაცნობი საგანიღა მიღიმის: ლაუდანუმის შუშა, ძველი, ვერაგი საყვარელი; ალერსსაც რომ გპირდება და ღალატსაც, როგორც ყოველი საყვარელი, ვაგლახ!

დიახ, დრომ ისევ განამკვიდრა თავისი უფლებები; დრომ ისევ იწყო განმგებლობა; და ამ საზიხღარ ბებრუხანასთან ერთად დაბრუნდა მთელი მისი ეშმაკეული ამალა: მოგონებები, სინანული, კრუნჩხვები, შიში, მოწყენა, კოშმარები, მრისხანება და ნევროზები.

–. ჰოდა, წამები ახლა საზეიმოდ ღაღადებენ მთელი''ხმით, და ყოველი მათგანი, გამოფრინდება თუ არა საათიდან, ხმამაღლა აცხადებს: „ეს მე ვარ, ცხოვრება, აუტანელი, უწყალო ცხოვრება“,

არის მხოლოდ ერთადერთი წამი ადამიანის ცხოვრებაში, რომელსაც მოაქვს კეთილი ხარება, კეთილი ხარება, ყველას, ყველას გამოუცნობ შიშის ზარს რომ სცემს.

დიახ, დრო გამეფდა ისევ, კვლავ გამოაცხადა მან თავისი სასტიკი დიქტატურა. კვლავ ხარივით მიმერეკება იგი თავისი ორმაგი შოლტით და დამჩხავის: ჰა, გადაადგი, ჯაგლაგო, ფეხი! გაიხვითქე ოფლში, მონავ! იცხოვრე, იცხოვრე, წყეულო!

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ზვიად გამსახურდია


პოეზიის გვერდი • • • პოეზია - შარლ ბოდლერი • • • შარლ ბოდლერის პოეზია/პროზა

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ