(ფსიქოლოგიური ეტიუდი)
"Nº თეატრის ზალაში ოცდახუთ მარტს გამართული იქნება სალიტერატურო და სამუსიკო საღამო. მონაწილეობას მიიღებენ ქქ. N° N° და ბბ. N° N° და სხვანი. სალიტერატურო განყოფილებაში სხვათა შორის მონაწილეობას მიიღებს ჩვენი საყვარელი ყმაწვილი მწერალი სვიმონ დავითიშვილიც."
უკანასკნელი სიტყვა, ძლიერ მარტივი ყეელასთვის, ფრიად ძლიერი და მწვავე შეიქმნა პატარა, კეკლუცი თვრამეტის წლის ნატალიასთვის, როდესაც ამოიკითხა გაზეთში.
სვიმონ დავითიშვილი დიდის ასოებით აწყობილი განცხადებაში, გაზეთის პირევლ გვერდზედ, პირველად ათამაშდა ნატოს თვალში, შემდეგ გავრცელდა, გადიდდა, გაგანიერდა და უზარმაზარი შეიქმნა. უღონო იყო თვალი მოეშორებინა იმისთვის და აზრი სხვაზედ გადაეტანა რაზედმე. სიცილი, ტირილი, აღტაცება, ჭმუნვა და მრავალი გულის თქმა წამის წამ იცვლებოდა ნატალიას პირისახეზედ.
- ოცდა ხუთს! დღეს რა არის? ხუთშაბათი. მაშ კვირას?.. დიახ, დიახ, კვირას ოცდა ხუთია. კვირამდინ სამი დღეა. სამი დღე... რა საშინელი მანძილია! სად მოვიპოვო საკმაო მოთმინება?... ნეტა რას წაიკითხაეს, რას იტყვის ახალს? რა გამოხატულობა ექმნება იმის პირისახეს? როგორ მიიღებს იმას საზოგადოება?.. ოჰ, აღტაცებით! საზოგადოებას ის უყვარს, მაშ რად არის იმისი სახელი აფიშაში დიდის ასოებით აწყობილი. დიახ, დიახ, საზოგადოებას ის უყვარს, დაუღალავად ტაშს დაუკრავს... მაგრამ რომ შეკრთეს, აირიოს... ხმამ რომ უმტყუნოს? მეტყველება რომ არ დანებდეს?.. არა. ეს შეუძლებელია. ის არ გამოვიდოდა სცენაზედ, რომ თავის იმედი არა ჰქონდეს.
მე დარწმუნებული ვარ იმის გამარჯვებაში. მე გულით ვილოცებ იმის გამარჯვებისათვის... მე ისე მსურს იმისი გამარჯვება, რომ მგონია, ეს სურვილიც საკმარისია, რომ იმან გაიმარჯოს... ოჰ, მაშინ მე რა მომივა?.. გონებას დაეკარგავ? გავუცინებ? ცრემლებს გადმოვყრი? არა. მე არც ერთის ნება არა მაქვს. მე მხოლოდ ჩემს ხელებს ერთმანერთს მაგრა გადაჭდევ, კბილებს მოვუჭერ და ჩემს თავს ნებას არ მიეცემ რამე დავიმჩნიო... და თუ ის მომიგონებს და მოვა ჩემთან, რას ვეტყეი მაშინ? - არაფერს, სიტყვის თქმა ჩემგნით შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ რაც უნდა ვუთხრა მართალი თუ ტყუილი, სულელური თუ ბრძნული, ყოველივე გაამხელს ჩემი გულის პასუხს და ეს ხომ შეუძლებელია... შეუძლებელია, იმიტომ რომ მე არ ვიცი ის როგორ მიიღებს... იქნება... არა... არა...
ამ ფიქრებში იყო ნატალია მთელი სამი დღე. ნაზი წაბლისფერი თვალები არა ჩეეულებრივის შუქით უბრწყინავდა; ყოველი სახის ასო, რაღაცნაირის მგრძნობიარების მოძრაობით ჰქონდა სავსე. ის ხან იღიმებოდა თავისათვის, ხან ჩაფიქრებული იყო, ხან მთელის საათობით სდუმდა და ხან ხმა შეუწყვეტლივ ჭიკჭიკებდა. მადა სრულიად დაჰკარგოდა, არავითარი საქძე ამ სამ დღეში თვალი არ ენახა. უსაგნოდ, უმიზეზოდ შედიოდ-გადიოდა და ყოველ იმის მოძრაობას მოუთმენლობა ეტყობოდა.
აი გათენდა კვირა დღეც. დღეს ნატოს ფერსაც ძალზედ დაეტყო დაღალულობა და სამი დღის უძილობა. გარეგანმა მღელვარებამ თითქო იკლო და შინაგანი გრძნობა უფრო ჩაღრმავდა. ცქრიალა, მხიარული ბავშვი ნატო უცებ დედაკაცად იქცა. მის ხუმრობით დაწყებულ ტრფიალებას დარბაისლური ფერი მიეცა. მისი სატრფო განსაცდელში იყო, პირველად სახოგადო ასპარეზზედ უნდა გამოსულიყო და ამ შემთხვევამ ნატოს თვალში იგი გმირად აქცია.
საღამოს ექეს საათზედ, ნატო დიდის ყურადღებით შეუდგა არა მოულოდნელის შემთხვევისთვის მორთვას, თავისი საუკეთესო კაბა გადმოიღო, დიდის მოფიქრებით და გულისხმიერებით შეახამა თვისი მორთულობა და სარკეშიც, არა ჩვეულებრივ, დიდხანს ათვალიერა თავისი სახე.
- ნეტა ერთის საათით, რამდენისამე წამით მშვენიერებად მაქცია, ამოიოხრა ნატომ. - მხოლოდ იმ წამების განმავლობაში, როდესაც ის სცენაზედ იქნება, რომ ჩემმა სიმშვენიერემ ძალა გაუორკეცოს, სიტყვა დაუტკბოს, გონებას სიმახვილე მიუცეს და გრძნობას სითბო შემატოს.
ოჰ ეს წყეული ჩემი პაწია ტანი! რა იქნებოდა იმ დალოცვილ ღმერთს ცოტაოდნად წამოსადეგი გავეჩინე... მაგრამ ამეების სამაგიეროდ მე ცოტაოდენი, არა - ცოტაოდენი კი არა, განუსაზღვრელი სიყვარული მაქვს მისი. განა ეს საკმარისი არ არის, რომ ჩემმა სურვილმა, იმას გამარჯვება მოუტანოს?..
ნატო თუმცა მთელის თვისი არსებით მიეშურებოდა თეატრში, მაგრამ მინც დაუგვიანდა. თეატრის დარბაზი მთლად გატენილი იყო, როდესაც ნატო მოღიმარი, მშვენიერი ტრფიალების ეშხით, გემოვნებით მორთული, გულის საშინელის ძაგაძუგით დაეშვა თავის სკამზედ.
რა მშვენიერი რამ იყო დღეს ეს თეატრი ნატოს თვალში, რა ტკბილი სახეები აქვთ ყველა აქ მყოფთ ქალსა და კაცსა! რა მშვენივრად არიან დართულნი, რა სასიამოვნო გულმხურვალება, რა ბრწყინვალედ ანათებს ზეიდგან გადმომყურე ბრჭყვიალა ხომლი!
ფარდა აიხადა. ვიღაცამ იმღერა, შემდეგ ლექსები წაიკითხეს, მერე ფორტოპიანზედ დაუკრეს, კიდევ წაიკითხეს და პირველი განყოფილება გათავდა. ნატო ყველას აღტაცებით ტაშს უკრავდა, თუმცა გაგონებით, ძნელი სათქმელი იყო, გაიგონა რამე თუ არა.
ხალხი აირია. ყველა კარში მიეშურებოდა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპავად და ერთმანერთის აზრის გასაზიარებლად. ნატალია კი თითქო დაეკრა თავის ალაგს და მთელ თავის ძალღონეს იკრეფდა საშინელის მღელვარების შესამაგრებელად. რამდენისამე წამის შემდეგ სვიმონი გამოვა, გამოვა პირველად სცენაზედ... ოჰ, გულო, დასცხრი, ნუ გეშინის, ის უთუოდ თავს იჩენს და თუნდა კიდეც არ ივარგოს, ვითომ რაო! განა ის ჩემ თვალში ამ შემთხვევით დამცირდება?.. არა, ის რაც არის ისევ ის იქნება ყველგან და ყოველთვის, რა შემთხვევაშიაც უნდა იყოს... მაგრამ იმის გამარჯეება რა რიგად მინდა... ტაში, რომელსაც იმას დაუკვრენ, საუკეთესო მუსიკა იქნება ჩემის ყურისათვის. ქება რომელსაც იმას უძღვნის საზოგადოება, დამაგვირგვინებელი იქნება ჩემის უსამზღვრო თაყვანისცემისა მის წინაშე...
იმის კითხვის შემდეგ, რომ სრული სიჩუმე, ან შტვენა გაისმას თეატრში? მე დედამიწაში ჩაძრომას ვარჩევ მაშინ, მაგრამ არა... მე მივალ, მაგრა ხელს ჩამოართმევ, ტკბილად ჩავხედაე ჩემ ძვირფას შავთვალებში და ნუგეშსა ვცემ... შემდეგისთვის გავამხნევებ.
სანამ ნატალია ამ მწვაე ფიქრებში იყო და ცახცახით ფარდის ახდას მოელოდა, გაისმა ზარის წკრიალი, ხალხი შეიკრიფა და დალაგდა დარბაზში, უცებ ფარდას წინ გამოდგა ვიღაცა საღამოს გამართველთაგანი და ხმამაღლა, მკაფიოდ სთქვა: „ავათმყოფობისა გამო სვიმონ დავითიშვილი დღეს კონცერტში ვეღარ მიიღებს მონაწილეობასო “.
ნატალიას წამოხტომა უნდოდა, თითქო კიდეც უნდა შეეკივლა, მაგრამ ორთავ ამ განზრახვას დედაკაცური მორცხვობით დასძლია და უძრავად დარჩა თავის ალაგზედ; მხოლოდ ორივ ხელები თვალებზედ მიიფარა, რომ იმისი გულსაკლავი სახის გამომეტყეელება არავის დაენახა.
- ავად არის ის! ავად არის, რითი? სადამდინ ძლიერია მისი ავათმყოფობა? შეუწყვეტლივ ეკითხებოდა ნატო თავის თავს. ავად არის - ეს სიტყვები გულის ძარღვებს გაწყვეტას უპირებდა, თვალებიდგან ნაპერწკლებს აყრევინებდა.
სამი დღის უძილობა, სამი დღის ზნეობრივი ტანჯვა, იმის მოლოდინით, თუ თავს როგორ იჩენდა საყვარელი კაცი, რა იყო იმასთან შედარებით, რაც ამან რამდენსამე წამში ტანჯვა გამოიარა იმისი შიშით, თუ რა მდგომარეობაშია იმისი ჯანმრთელობა.
„ღმერთო, მაცხოეარო, საიდგანმე მომივლინე იმისთანა ადამიანი, რომ სვიმონის ამბავი ვკითხო“, სიმწარით ბუტბუტებდა ნატალია - ნუთუ შესაძლებელია ამ ჯოჯოხეთით გულში დაეყო რამდენიმე ხანი. მე ვიცი საცა ისა სდგას... განთიადზე გავიპარები, მეკარეს ვკითხავ იმის ამბავს... მაგრამ განა ეს შესაძლოა, გასათხოვარი ქალი, ყმაწვილ კაცთან, რატომ?.. არა!.. მაშ რა ექნა?
კონცერტი გათაედა. ხალხი აიშალა. ზალაში ჟრიამული ასტყდა: ტაში, სიცილი, ბრავოს ძახილი ერთმანეთში ირეოდა. ხალხი გარედ გასასვლელად მიეშურებოდა. ნატოც ადგა, იმას თავსბრუ ეხვევოდა, დერეფანში გავიდა. იქ საშინელი ჭყლეტა იყო პალტოების ჩასაბარებლად. ნატოს მუხლთ ეკეცებოდა, თვალთ უბნელდებოდა და კედელს მიეყუდა. „ჰო ღმერთო, ღმერთო, თითქმის ხმამაღლა ამოიკვესნა იმან, ნუთუ ისე უნდა წავიდე, რომ იმისი ამბავი ვერ შევიტყო, ოჰ, არ შემიძლიან, საცაა წავიქცევი... მიშველეთ, თვალთ მიბნელდება.
ნატო წაბარბაცდა „ბატ. ნატალია, რა დაგმართვიათ. ხელი მიბოძეთ“. ეს სიტყეები ვიღაცამ წაუბუტბუტა ნატალიას და ღონიერის მკლავებით შეიმაგრა ქალი წაქცევისაგან.
...სვიმონ, შენა?!. განა ავად არა ხარ? ამ ორ სიტყვაში ნატალიამ გადასცა სვიმონს მთელი თავისი გულის მწუხარება, სიხარული, ბედნიერება, წარსული, აწმყო და მომავალი.
სვიმონმა მხოლოდ თავი ძირს დაიღო და ნეტარების ნიშნად მოწიწებით ნატოს ხელს ემთხვია.