მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 147 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შინ იყო, შინ ყოფნა უყვარდა. გარეთ იყო, გარეთ ყოფნა უყვარდა. მარტოობაც უყვარდა და ხალხში ყოფნაც უყვარდა.

ჭირში იყო, ჭირში ყოფნაც უყვარდა, დარდიც უყვარდა და უდარდოობაც უყვარდა.

წვიმაში იყო, წვიმაში ყოფნა უყვარდა. მზე იყო, მზეზე ყოფნა უყვარდა.

ჩრდილიც უყვარდა…

მთვარიანი ღამეც უყვარდა და უმთვარო ღამეც უყვარდა.

ვარსკვლავებიც უყვარდა…

საქმე ჰქონდა, საქმეში ყოფნა უყვარდა. უქმად იყო, უქმად ყოფნა უყვარდა.

მთაც უყვარდა და ბარიც უყვარდა.

ტყეც უყვარდა…

ახოც უყვარდა…

კლდეებიც უყვარდა და ნისლებიც უყვარდა.

ქარიც უყვარდა და ქარიშხალიც უყვარდა.

ნიავიც უყვარდა.ფოთლების შრიალიც უყვარდა.

მდინარეც უყვარდა და ჭალაც უყვარდა.

ზღვაც უყვარდა და წყაროც უყვარდა,

ხავსიანი ლოდებიც უყვარდა.

იაც უყვარდა…

ვარდიც უყვარდა…

ენძელაც უყვარდა…

გვირილაც უყვარდა…

შაშვი უყვარდა და მერცხალიც უყვარდა.

თავისუფალი იყო და თავისუფლება უყვარდა.

ტყვეობაში იყო, ტყვეობაც შეიყვარა.

ჩანჩქერიც შეიყვარა…

ცისარტყელაც უყვარდა…

აქ იყო და სიცოცხლე უყვარდა

იქ წავიდა და სიკვდილიც შეიტკბო.

… საფლავის ქვაზე ეწერა: კაცი იყო, სიცოცხლე უყვარდა... ..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ