მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 246 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(საშობაო მოთხრობა)

 

შობის წინა ღამე იყო. დეკემბრის ქარს ზუილი გაუდიოდა და ორად ჰკუნტავდა ქუჩაში გამვლელ-გამომვლელს, მაგრამ სიცივეს არავინ ეპუებოდა და ქალაქში დიდი მოძრაობა იყო. დუქან-ბაზარი გაჩაღებული და სხვადასხვა ხორაგეულობით გამოტენილი იყო. მედუქნეები ფაცა-ფუცით, შეუყენებლიე სწონიდნენ ნავაჭრს და მაინც ვერ ასდიოდნენ დიდ ძალს მუშტარს.

დიდი და პატარა, ღარიბი და მდიდარი მიეშურებოდა ბაზარში, რომ ხეალინდელ დღეს, შეძლებისდაგვარად, რიგიანად დაჰხვედროდა. დედაკაცები აივნებზე ჰბერტყდნენ საფენს, გვიდნენ კარ-მიდამოს, საჩქაროდ კრეფდნენ სარეცხს, უკანასკნელ ღილს აკერებდნენ საშობაო ტანსაცმელს.

ერთ ვიწრო და ჭუჭყიან ქუჩაში, ფრანგების უბნის დაახლოვებით, ხელის-ოდენა ეზოში ათამდე მდგმური ფუსფუსებდა.

- ქა, ქალიავ, ცოტა იქით გაიქნიე ხალიჩა, ხახა მტვრით გამომიტენე, - ამაყად უთხრა ნენემ თავის მდგმურს და გაფენილ სარეცხს დაუწყო კრეფა.

- სადღა ჯანდაბას წავიღო, შე დალოცვილო! შენი მშვენიერი ეზო მეტი კი არ არის და თავზე ხომ არ დავიბერტყავ ერთი წლის გამტვერიანებულ ქვეშაგებს.

- მშვენიერი რატომ არ არის, დედავ და თვალო, მშვენიერი თუ არ არის, შენ რად მოხვედი ჩემთან, მე ხომ არ დამიპატიჟნიხარ, საცა მშვენიერი იყოს, იქ წაბრძანდი, უკან-კი არ გამოგყვე! აგერ მეორე თვეა და შენგან ქირა ვერ გამომიტანია.

- ოჰ, ოჰ, ქირა, ვინ იცის, ათი თუმანი იქნება, სულ ოთხი მანათი არ არის. ხვალვე თავში გახლი. მაგისთვის კი ბატონად არ გაგიხდი.

- დახე ამ უცნაურს, რეებს მეუბნება! ქა, მე თვალებ-დამდგარო, სხვა რომ არა იყოს-რა, ათი წლით-აღარ ვარ შენზე დიდი?!

- თვალებ-დამდგარიცა ხარ...

- რა დროს ჩხუბია, ადამიანებო, ხვალინდელ დღეს მაინც პატივი ეცით, სიცილით უთხრა ნენემ, რომელიც ჩაკუნტული ჭის პირას ქვაბებსა ხეხდა.

რა დროს ფულის თხოვნაა, სახლი პატრონო, ნეტა იმოდენა ფული იყოს, რომ ხვალ რიგიანად გავიხსნილოთ... ქა, აგერ დიაკვნებიც მოდიან მოსალოცად, უი თვალებო, ჯერ სახლიც არ დამილაგებია!..

დედაკაცები საჩქაროდ ჩაჩუმდნენ და თავ-თავიანთ ოთახებში შეცვივდნენ. დიაკვნებმა მთელი ეზო ხუთ წამში მოიარეს და ალაყაფის კარებთან ერთ მიკეტილ ოთახის კარებში შესდგნენ. ეკატერინე სად წაბრძანებულა? ჰკითხეს დიაკვნებმა სახლის პატრონს, რომელიც თავის ოთახის კარებში იყო გამომდგარი.

- სად წაბრძანდებოდა, შეილო, აგერ ათი წელიწადია ჩემი მდგმურია და სიონის იქით ფეხი არსად გაუდგამს. უთუოდ დაიძინა.

- რა დროს ძილია, შე დალოცვილო, სიცილით მიუგეს დიაკვნებმა სახლის პატრონს: ჯერ ქათამიც არ შემჯდარა ქანდარაზე.

ამ ლაპარაკზე მდგმურებმა ისეე თავი გამოჰყვეს ეზოში.

- ადამიანო, პირზე თითის დადებით სთქვა სოფიომ: განა არა, - დღეს რომ ათ-თორმეტზე წავიდა, გავოცდი, მინდოდა შემეხედნა, ავად ხომ არ გახდა-მეთქი, მაგრამ ისე გავები საქმეში, რომ სულ გადამავიწყდა.

- დედა შვილობამ, არც წუხელის აუნთია სანთელი! - დაუმატა ქალიამ.

ერთი აყალმაყალი და ღრიანცელი ასტყდა, კარებს მიაწვნენ და კარი შიგნიდან მაგრა იყო მოკეტილი. ვიღაცა პოლიციელთან გაიქცა: გატეხეს კარი, შეანათეს სანთელი და საზარელი სანახავი დაინახეს მეზობლებმა: ლოგინზე გაშეშებული იდვა ეკატერინე და საზარლად დაჭყეტილი თვალები ჭერში ჰქონდა მიქცეული. ცალ მკლავზე გახდილი ჰქონდა ტანსაცმელი და ცალს მკლავზე კი ისევ ეცვა. მარჯვენა ხელით მაგრა მოეჭირა პერანგის გულისპირი და თითქოს გულის ცემის შემაგრებასა ცდილობდა. ყველამ პირჯვარი გადაიწერა და გამოვიდნენ გარეთ.

ქონის სანთლის ნამწვი მკრთალად ანათებდა საბრალოს სადგურს. პატარა ჭუჭყიანი ოთახი დაბალის ჭერით და ნესტიანი კედლებით სუფთად იყო მილაგ-მოლაგებული. შუა ოთახში ძველ, ფეხებდამტერეულ რკინის ფეჩზე თავი თავს მიდებულნი ისხდნენ კატა და პატარა ფინია ძაღლი და თითქო ღრმა მწუხარებას მისცემოდნენ პატრონის ამგვარ უნუგეშო მდგომარეობის გამო. ერთ კუნჭულში პატარა ხის ყუთზე დედალ-მამალი ქათმები ისხდნენ და ტკბილ განსვენებაში იყვნენ. ლიტრით წყალი, ძველი ხის სტოლი და ხისაეე პირგადაკრული ორი სკამი იყო. ამ ღატაკის კაცის სადგურის მორთულობა. გარდა ამისა, ფანჯრის ფიცარზე ეწყო ნახევარზე გაუთავებელი ჩულქი, ძველი გაშავებული დაუჯდომელი და იმის გვერდით ალექსანდრე დიუმას რომანი „მონტე-კრისტო“, რუსულად დაწერილი. იქვე ფანჯარასთან იდგა პატარა ტახტი, რომელზედაც გადასვენებული იყო თვალებდაჭყეტილი, თმებაბურძგნული ბედკრული ეკატერინე, როგორც ამბობდნენ მეზობლები.

ბედკრული იყო მართლაც საცოდავი ეკატერინე: დაბადების დღესვე უკუღმა დატრიალდა იმის ბედის ჩარხი. რა დღესაც დაიბადა, იმის დედ-მამას მოუკედა ხუთი წლის ვაჟიშვილი, ეს ერთად-ერთი ძე ოთხ ასულში, და იმ დღიდგან ეკატერინე შეიქმნა დაწყეელილი და მოძულებული მთელს ოჯახში. არც ძუძუ, არც ალერსი თავის მშობლისაგან არა ჰქონია რიგზე.

- თვალი-კი დაგიდგა, თვალი, ეტყოდა ხოლმე დედა გაიანე გაჯავრებული ეკატერინეს: გამინებიერდი, შენმა მზემ, მშვენიერ დღესა ხარ დაბადებული. მუცელში გაწყალებულიყავ, შე ბედკრულო, რომ დედაშენს შენ გაჩენის დღეს არ დასდგომოდა თვალები?

ზედგინიძიაანთ ოჯახი, სადაც დაიბადა და გამოიზარდა ეკატერინე, ერთი მცირე აზნაურის ოჯახთაგანი იყო, რომელიც უმამულოდ დარჩენილა, ქალაქს შემოჰხიზნებია და დღიურ ლუკმას დიდი გაჭირებით შოულობს. დავით ზედგინიძე, ეკატერინეს მამა, სხვადასხვა ქალაქში მდგომ თავადების კარს იყო და იმათ სუფრის მონარჩენებით არჩენდა თავის კარგა მოზრდილს ოჯახს. ეკატერინეს გარდა, ყვავდა სამი ქალი, ორი ბებერი გაუთხოვარი და, ტუზარიკი ავგული ცოლი, რომლის ყბა თავის დღეში არ დასდგებოდა, დილიდან საღამომდე სტუქსაედა შვილებს, აყვედრიდა ლუკმას მულებს და ძმარს აწვეთებდა ქმარს, რომ შენი ცოლი ვარ და ისე ვერ გამოვსულეარ ეკკლესიაში, როგორც სატახტო აზნაურშვილის ცოლს შეეფერებაო.

- ქმარი, ქმარი! რა ქმარი? გაჰკიოდა გეზელ ქორეით: ისევ სიქვრივე არ მირჩევნიან! მეცოდინება მაინც, რომ ჩემი თავის ანაბარასა ვარ და იმედი აღარაფრისა მექნება. ამოდენა ხნის დედაკაცი ვარ, ერთი, ნაცვამი რა არის, ნაცვამი ხავერდის ქათიბის ყიდვაც ვერ მეღირსა. კვირა-უქმით რომ ეკლესიაში შევდივარ, ბუწუწები მცვივა სირცხვილით. სხვისი ქალი და რძალი მორთულა, ხავერდებსა და აბრეშუმებში გაბვეულან და მე კი გახეხილი, დალაქავებულ ატლასის კლოკითა ვარ. ჰი, მეხი კი დავაყარე შენისთანა პატრონს, ჰო და აი.

- სუ, დედაკაცო, დამშვიდდი, ეტყოდა ტკბილად დავითი გააფთრებულ გაიანეს: ღმერთმა ხომ იცის, ჯანს არა ეზოგავ, როგორც მეძებარი ძაღლი დადის, ისე დავწანწალებ მთელი დღე სხვის საქმეებზე. თვალსა და წარბში შევცქერი ყველას, ეგებ ვასიამოვნო რამე და ჩემი ცოლ შვილი მომატებულის ლუკმით გავახარო-მეთქი, მაგრამ ხომ ხედავ, მეტი არ შემიძლიან.

- კიდეც მაგასა ვჩივი, რომ არაფერი არ შეგიძლია! რასაც გიწყალობებენ, ის არის. სიტყვის თქმა არ შეგიძლია, სიტყვისა. ლეჩაქი უფრო შეგშვენის შენ, ლეჩაქი, უხეირო!..

სამი უფროსი ქალი დედის მხარეს იყვნენ და ისინიც ოჯახის მტარვალებად ითელებოდნენ. ეკატერინე, დავითი და მამიდები ყოველთვის დაჩაგრულები იყვნენ ამათგან და ხმა ამოუღებლივ ეწეოდნენ ჭაპანს. მეტადრე ეკატერინე, როგორც უბედურ დღეს დაბადებული, მომატებულად განწირული იყო ყველასაგან. მამიდებიც-კი მასზე იყრიდნენ რძლის ჯავრს და წამდაუწუმ აგრეხდნენ ხორცებს და უტუტუნებდნენ: შე ძაღლის ლეკვო, შე წუწკის ნაშობო, შენაო!

ეკატერინე იზრდებოდა, ან, უფრო სიმართლე იქნება რომ ესთქვათ, არ იზრდებოდა; წლით-წლამდე სხვა ბავშვებივით ტანს არა ჰყრიდა: რაც რვა წლამდე ტანი აჰყარა, ის იყო და ის, პატარა, გალეული, უშნო, წირპლიანი თვალებით მყუდროზე მიჯდე- ბოდა სადმე და იქ ჩუმად, უსიტყვოდ მიწას სჩიჩქნიდა ჯოხით, ვიდრე ვისიმე მრისხანე ბრძანება არ დაარღვეედა იმის მოსვენებას. მაშინ ეკატერინე აუჩქარებლიე ადგებოდა და შეუდგებოდა ბრძანების ასრულებას,

თაეის დღეში ამ ოჯახში არავის მოსვლია ფიქრად, რომ ეკატერინესთვის ესწავლებინა ანბანი, ან სუფთა ხელ-საქმე,რომლითაც დიდად თავი მოჰქონდათ იმის უფროს დებს და მამიდებს. როდესაც ისინი ქარგებს უსხდნენ, ოქრომკედით ჰქარგავდნენ საფასურით აღებულ ხელსაქმეს, ეკატერინე ქეაბების ხეხითა და ამ გვარი საქმით უფრო იმახინჯებდა ისეც ღვთისაგან უწიშანწყლოდ გაჩენილ პირისახეს. იმისი ტანისამოსი ყოველთვის გრძელი და განიერი იყო, რომელიმე დის ნაცვამი, გახუნებული კაბა. კუჭიც კი ყოველთვის მაძღარი არა ჰქონდა, აქა-იქ ჩუმად თუ ჩაიდებდა ლუკმას პირში, თორემ საოჯახო სუფრაზე ვინ მისცემდა იმას ადგილს.

ასე და ამ რიგად უფერულად მიდიოდა ეკატერინეს სიყმაწვილე, მაგრამ არც შეღერების დროს გაუღიმა ბედმა. ერთად-ერთი ამხანაგი და თანამგრძნობელი მამა მოუკვდა, ოჯახი უფრო გაჭირებაში ჩავარდა და გაიანეს სიბოროტემ უფრო იმატა. მამიდები აქ-იქ ნათესაობაში გაიკრიფნენ, უფროსი დები გათხოვდნენ და მარტო ეკატერინეღა მერჩა დედას თავის გულის საჯერებლად:

- მეხი კი დაგეცეს, მეხი, მაგ უბედური თავში, ეტყოდა ხოლმე გაიანე ქალს, თუ მიუსწრებდა როდისმე ეკატერინეს სარკესთან, ან პირის ბანაზე: მოიპრანჭე, შენმა სიცოცხლემ, ქსნის ერისთავი მოვა შენ მოსატაცებლად. აიღე ეს ხალიჩა, გაბერტყე, მტვრით სავსეა, ის უფრო კარგი ფერ-უმარილი იქნება შენის დურმიშხანა პირი სახისათვის.

თვრამეტ-ცხრამეტის წლის ქალი გახდა ეკატერინე. თუმცა იმის მოწირპლული თვალები სრულიად არ გაწმენდილა ამ შეღერების დროსაც, მაგრამ შეთქვირებული, ასაკში მოსული ქალი გახდა და თავისი საფერი მიჯნურებიც გამოუჩნდნენ: მეზობლად მდგომი ბაზაზი ნიკო ჭონაძე და ივან ივანიჩ ივანოვი, როტმისტრი და კავალერი, როგორც ის უწოდებდა თავის თავს მაშინ, როდესაც იმის თავში ბრწყინავდა დუჟინობით გადაკრული არყის სტაქანი. ნიკო ბაზაზი იყო ერთი, ობოლი, ჩუმი, გამრჯელი ხელოსანი და, რასაკვირველია, გაიანემ დიდად ითაკილა იმისგან ქალის თხოენა.

- ქა, განა რომ აზიზ-ბარუქი არ არის ჩემი ეკატერინე, იმიტომ უნდა გლეხს მივცე! გლეხს უნდა სიძე დავუძახო, ჩემს სხვა სიძეებში ჩავსვა. იმან მე სიდედრი დამიძახოს, მე, გაიანეს, დიდი ზედგინიძიანთ ოჯახის რძალს?! არა, დე ისევ ჩემს სახლში ეგდოს, ჩემი გვერდები ღრღნას. დე ეგრე გაუთხოვარი დარჩეს და ჩემს გვარეულობას-კი გლეხის სიძეობით არ შევარცხვენ.

ეკატერინეს, რასაკვირველია, დაკითხვითაც არავინ დაეკითხა, თუმცა კარგად გრძნობდა, რომ პატიოსან ნიკო ბაზაზს შეეძლო მიეცა იმისათვის პატიოსანი ლუკმა და დამშვიდებული კერა.

ნიკო ზედგინიძიანთ კარის მეზობელი იყო, რამდენიმე წლის განმავლობაში ხედავდა  ეკატერინეს ტანჯვას, დაუფერხებელ შრომას და, მადლობის მაგივრად, გაუთავებელ მის ლანძღვა-გინებას. კეთილი ბიჭი იყო, გული სტკიოდა ამ უსამართლობზე, ცოლის შერთვაც უნდოდა და თანაც მადლი უნდა ექმნა თავის ჭკუაში, მაგრამ გაიანემ ისე დასტუქსა: ისე შეარცხვინა იმის კეთილი განზახვა, რომ ნიკო იძულებული შეიქნა იმ ეზოდან აყრილიყო.

ივან ივანიჩი კი რუსის არმიის აფიცერი იყო, აფიცერი იმ ძველი, წარსულის დროისა, როდესაც ოფიცერს სხვა არა მოეთხოვებოდა-რა გარდა იმისი, რომ სცოდნოდა როტაში სწორედ დგომა, ჯარისკაცების გაწერთვნა და ხმლის რიგიანად ხმარება. ივან ივანიჩი იქნებოდა ასე ორმოცდაათ წელიწადში გადაბიჯებული, ხშირად არაყის სმით მთლად გაწითლებული და ცოტაოდენად დადამბლაეებული მაშინ, როდესაც დაიჭირა ერთი დაცარიელებული ოთახი იმ ეზოში, სადაც ეკატერინეს დედა იდგა.

ივანოვი გალექებული, ღიღინით და ლახლახით, შემოვიდოდა ეზოში და ხშირად მიხლებოდა ხოლმე ეკატერინეს, როდესაც ეს საცოდავი შემოკალთავებული ქვაბებს ხეხდა ჭის პირად.

- Что, дѣвка, хочешь пенсію? - ეტყოდა გაჩუმებულ ეკატერინეს. მოდი ჩემთან, მე შენ შეგირთავ, შენ კაპიტანშა იქნები. ბარინია! არ გინდა? თითქო ხუმრობითა და სიბრალულით ეუბნებოდა ივანოვი ეკატერინეს.

ეს სიტყვები, ცოტა არ იყოს, ჭკუაში დაუჯდა გაიანეს. „კაცი კაპიტანია, ათ თუმნამდე ჯამაგირი ექნება, რა ურიგოა, რომ წირპლიანი ეკატერინე შეირთოს“!

- მაგაზე უკეთესს საქმროს სიზმარშიაც ვერა ნახავ, უთხრა დედამ ეკატერინეს.

- დედა, ბებერია, ლოთია! - წაიტუტუნა ეკატერინემ.

- მეხი-კი დაგაყარე, მეხი, ხმაც ამოიღე. მერე შენ ვინა გკითხავს? ნეტავი მართლა გაამართლოს თავისი სიტყვები და ფეხებს კი არ დაუკოცნი? მაშ რის იმედი გაქვს? როდემდე უნდა მწოვო ტეინი? დღეს ვარ, ხვალ აღარა, რა უნდა ქნა ქვეყანაზე? - რა შეგიძლია? მე შენ გითხრა, შენი დებივით ატლას-ბაფთას შეკერავ , შე მახინჯო, შე უშნო, შენა! თუ ვინიცობაა გაგეხუმროს, გამოგელაპარაკოს, პირი უჩვენე, შენებურად ნუ გაიცხვირები, თორემ ხომ მიცნობ?!..

მართლაც, ივან ივანჩმა თავის ხუმრობა გაამართლა და შექეიფიანებულმა ერთ დღეს ეკატერინეს „პრედლოჟენიე“ გაუკეთა. ეკატერინემ თავი ჩაღუნა და უსიტყვოდ დედის ბრძანებას დაემორჩილა.

ორის კვირის განმაელობაში ქორწილს შემდეგ ივან ივანიჩი თითქო შემოსწყრა ღვინოს და დაუმეგობრდა ეკატერინეს. ამ ორის კვირის განმაელობაში ეკატერინემ პირველად იგრძნო, რომ ადამიანია, რომ ამასაცა აქეს საკუთარი სახლი, ლუკმა და გაიანე თავს აღარ ადგია. თუმცა კარგად არ ესმოდა ქმრის ენა, მაგრამ ჰგრძნობდა-კი, რომ უალერსებს, პატივსა სცემს, ეკითხება ავსა და კარგს.

ამ ორის კვირის განმავლობაში ეკატეირინე პირველად გაიშალა წელში, პირველად დაიძინა გულიანად, მოსვენებით, პირველად შეჭამა თავისუფლად, დაუყვედრებლად ლუკმა თავის ოჯახში. როდესაც ქმარი შინ არ იყო, ეკატერინე რამდენისამე წამით შეაჩერებდა ხოლმე ჩვეულებად გადაქცეულ ოჯახის საქმეს და ეძლეოდა ამ გასაოცარსა და ახალ ფიქრს, თუ როგორ მოხდა ეს მანქანება, როგორ განთავისუფლდა ეს დაბადების პირველი დღიდანვე მონად შექმნილი არსება. იმის უძრავ პირისახეს ღიმილი მოადგებოდა ხოლმე და ხანდახან ღიღინიც უნდა დაეწყო, მაგრამ შიშით მიიხედ-მოიხედავდა და დააშურებდა თავის საქმეს, თითქოს ის იყო გაიანე წამოადგებოდა თავს და დაუშტიალებდა თავის ტარტაროზული ჭყივანა ხმით.

მაგრამ ეკატერინეს ბედნიერება, თუ ბედნიერებად ჩაითელება ეს ორიოდე წამი, რომელიც ბედმა არგუნა ქმრის შერთვის პირველ კვირეებში, დიდხანს არ გაჰყვა. მჯვრის წერიდან მესამე კვირას, ჯამაგირის აღების დროს, ივან ივანიჩი ძლიეს შემოვიდა ეზოს კარებში და იქიდანვე დაიღრიალა: "жена", ოჰ, საშინელი იყო ეს სიტყვა ეკატერინეს ყურისათვის, ამ სიტყვამ სულ დაავიწყა ბედკრულს თავის ოცის წლის მონება მშობლის ოჯახში და მცირე ხნის ბედის ღიმილიც. თავმოხრილი, ფერმიხდილი ეკატერინე - ეახლა ახალს ბატონს და ხელი მისცა შინ შემოსაყვანად.

- კატირინა, გესმის, მე ვარ შენი ღმერთი! ოჰ, ღმერთი, დიახ, ღმერთი, დაიჩოქე, ადექ, დაწექ, გაიცინე, მაღლა, მაღლა! შე ინდოურო, შენა! სიცილიც არ იცი! მოდი... მაკოცე.. წაღები გამხადე. მარშ! აბა: „на-пра-во! на-ле-во! სტოი! ხელები ჩამოუშვი.

ყოველ დღე, ყოველ წამს ეკატერინე თრთოდა, რომ ქმარი არ დამთვრალიყო, მაგრამ ყოველი ღონისძიება ტყული იყო: ივან ივანიჩი თვრეობოდა ყოელთვის, როდესაც-კი გამოფხიზლებული იყო, და გამოფხიზლებული იყო მხოლოდ მაშინ, როცა მკვდარივით ლოგინზე იდო უძრაეად.

წლის თავზე ეკატერინეს გაუჩნდა შვილი, პატარა, სუსტი, კატის კნუტივით ჭყავანა ლიზა. ლიზა იყო ერთად-ერთი ძლიერი შუქი, რომელმაც გაანათა იმისი ბნელი სიცოცხლე, იმისი დავრდომილი გონება, ის იყო ერთი, იმ ნუგეშთაგანი, რომელმაც აზრი მისცა იმის ცხოვრებას, იმის შრომას. ეკატერინე შვილსაც თავისებურად, ჩუმად, უსიტყვოდ, უალერსოდ დასცქეროდა და თვალს ვერ აშორებდა თავისს ნუგეშს.

ივან ივანიჩის სიმთვრალემ, იმისმა ცემა-ტყეპამ თავისი მწვავი მნიშვნელობა დაჰკარგა ეკატერინესათვის, ეკატერინე ყურსაც აღარ იბერტყდა ივან ივანიჩის შესაკავებლად, ზურგს უშვერდა პირუტყვსავით საცემლად და გულით მარტო ლიზასთვის ზრუნავდა. ეკატერინე ყოველთეის ახერხებდა გადაერჩინა ორიოდე გროში, რომ ლიზა მორთული, სუფთად ჩაცმული სჭეროდა ხელში, მაგრამ ლიზა გაჩნდა სნეული სულითა და ხორცით. ღვინით გაჟღენთილმა ივან ივანიჩის ბუნებამ გააჩინა რაღაცა გალურჯებული, ხელ-ფეხ დაგრეხილი, თვალებ-დაბრეცილი არსება. ასეთი იყო პატარა ლიზა ხორცით, ჯანით და სულითა და გონებითაც უკეთესი არ იყო. ორი თვის შემდეგ ბავშვს ბნედა დასჩემდა და თითქმის ყოველ დღე რამდენიმე საათით ეკატერინე გიჟივით დაჭყეტილი თვალებით დასცქეროდა ლიზას დუჟით სავსე ბაგეს და სულის სიმწარით ელოდა იმის მობრუნებას.

მთელი თავის არსებით ეკატერინე შეეთვისა ბავშვს და ყველა ის ფარეზი და ალერსი, რომელიც ბავშვის ხვედრია და რომელსაც თითონ მოკლებული იყო, გაუორკეცა თავის ლიზას. ლიზა ბედკრულ ეკატერინესათვის მშვენიერი, გონიერი და გასაოცარი ბავშვი იყო. ეკატერინე შესტრფოდა იმას დღე და ღამ, შესტრფოდა ყოველთვის, მუდამ სულითა და გულით.

ბავშვი ორის წლის იყო, როდესაც იმისი მამა რუსეთში გადაიყვანეს სამსახურში.

- ეკატერინე! უთხრა შემოდგომის ერთ მოღრუბლულ დღეს ივან ივანიჩმა თავის ცოლს: მოემზადე, იქით კვირას ჩვენ როსტოვს უნდა წავიდეთ. ეკატერინეს გულმა ფანცქალი დაუწყო, თითქოს იმის გულში გაიელვა რაღაც მწეავმა გრძნობამო, იმ გრძნობამ, რომელსაც სამშობლოს მოშორებას ეძახიან. რამდენსამე წამს ეკატერინე უძრავად იჯდა თავჩაღუნული და ვერ გამოერკვია, ეს რა მეხი დამატყდა თავსო, რა რჩებოდა განა აქ! მშობელი, სამშობლო? ამებისა ეკატერინეს არ ესმოდა რა. მშობელიცა და სამშობლოც ეკატერინეს მხოლოდ დედინაცვლობას უწევდა დაბადების დღიდან, მაგრამ ეკატერინეს მაინც გული უწუხდა და რუსეთში წასვლა უმძიმდა.

- შენ თითონ სთხოვე რუსეთში გადაყვანა? მოკრძალებით დაეკითხა ეკატერინე თავის ქმარს.

- შენი საქმე არ არის! გეუბნები მოემზადე-მეთქი! გააგდე ეგ ლაწირაკი, რას აგიიღლიავებია ოცდაოთხი საათი ხელში. ჩაალაგე ბარგი, გესმის თუ არა?

ორის კვირის შემდეგ ეკატერინე გამოეთხოვა ფრანგების იმ ქუჩის კუნჭულს, სადაც გაჩნდა ერთს უბედურ დღეს და საიდანაც თითქმის პირველად დღეს მოუხდა ფეხის გადგმა. დაფეხველი „პერეკლადნოი“ თავამდე სავსე იყო ივანოვიანთ ბარგით და ზედ მერხცლებივით შეკუნტდნენ ეკატერინე და იმისი ქმარ-შვილი.

- მშვიდობით, მშვიდობით, ყორანივით მისჩხაოდა გაიანე პოვოსკას: ვინძლო გაუფრთხილდე პატარა ლიზას, მაგრამ არა აუტეხო რა, შე ბედკრულო.

ერთი წლის შემდეგ, როდესაც ივანოვიანი მოეწყვნენ როსტოვში რის ვაი-ვაგლახითა და გაჭირებით, მოვიდა სხვა ბრძანება და ივან ივანიჩი ახლა სხვა ქალაქში გადიყვანეს რუსეთის სულ სხვა მხარეზე. შემდეგ კიდევ სხვაგან გადაიყვანეს და ამ რიგად ბოლო აღარა ჰქონდა იმის გადაყვან-გადმოყვანას.

ათი წლის განმავლობაში ეკატერინემ დაქსელა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე რამდენიმე რუსეთის პატარა და დიდი ქალაქების გზა. თუმცა ბინა ეცვლებოდა ეკატერინეს, მაგრამ ცხოერება-კი ისევე ერთ გვარი, უფერული და თითქმის პირუტყვული ჰქონდა. ივან ივანიჩი მუდამ მთვრალი იყო და ამის გამო ლანძღვა-გინება და ჩვეულებრივი ცემა-ტყეპა, ღრიანცელი არა სცხრებოდა იმათ სახლში.

- კატირინა, მოგკლავ, მოგკლავ! - დაუღრიალებდა ივან ივანიჩი და ორივე ხელებით წაუჭერდა ყელში ცოლს. გულგახეთქილი ეკატერინე დაეცემოდა მუხლებზე და მუდარით მიაპყრობდა თვალებს თავის მტარვალს. ივან ივანიჩი უცებ დასტკბებოდა, ააყენებდა ეკატერინეს, მიიკრავდა გულზე და დაიწყებდა ტირილს: „საწყალი ჩემი უბედური კატირინა, საწყალი. მე საძაგელი ვარ, მხეცი ვარ, მცემე, პირში შემომაფურთხე, შემომაფურთხე რაღა. არა?.. მაშ ცემა გინდა ჰა! ჰა!" - და ისევ წაუშენდა ბედკრულს უტყვ ქმნილებას.

... საშინელი ზამთარი იყო. ივან ივანიჩმა ისე მოუხშირა ლოთობას, რომ იმისი დაყენება დიდ ქალაქში სამსახურად შეუძლებელი შეიქმნა და ამისათვის გადიყვანეს ჩრდილოეთ რუსეთის სადღაც მივარდნილ სამაზრო ქალაქში. ყოველ ადამიანისათვის ამ ულმობელ ზამთარში შეუძლებელი იქნებოდა ცოლ-შვილით გადასახლება ერთი გუბერნიიდან მეორეში, მაგრამ ივანოვმა დაუყოვნებლივ შეუკვეთა ეკატერინეს აბარგება და ისიც ჩვეულებრივ დაემორჩილა.

ორის კვირის სიარულის შემდეგ ივანოვები მიეიდნენ თავის ბინაზე, ერთ პატარა, მთლად თოვლში ჩაფლულ ქალაქში. დაძრულნი სიცივით, დაღალულნი გრძელი გზითა და საშინელი პერეკლადნოის ჯაყჯაყით შეეხიზნენ რაღაც უცნაურ სადგურს „სასტუმროს", ანუ დუქანხანას.

მეორე დღეს ლიზას ხველა დააწყებინა და ახალ სადგურში გადასვლის დროს უფრო გაუძნელდა. მთელი ზამთრის განმავლობაში გაუმთბარი პატარა ხის სახლის კედლები მთლად ატირებული იყო ნესტის გამო, როდესაც ივან ივანიჩმა დიდი ძებნის შემდეგ ორი ღერი შეშა შეუკეთა დიდ უშველებელ რუსულ ღუმელში. ლიზას ამ მიზეზების გამო ავადმყოფობა უფრო მოემატა და მეხუთე დღეს ის ცოტა გონებაც დაეკარგა, რომელიც არგუნა ულმობელმა ბუნებამ.

ეკატერინე გაშრა, კრიჭა შეეკრა, სუნთქვა შეეხუთა. ერთგული ძაღლივით დღე-და-ღამ გაუხდელი, უსმელ-უჭმელი ლიზას საწოლის გვერდით იჯდა მოკუნტული და გაშტერებით თვალებში ჩასცქეროდა.

ივან ივანიჩი თვრებოდა, ილანძღებოდა, კრიობდა, ტიროდა, იხვეწებოდა, მაგრამ ტყუილად: ივან ივანიჩს არ შეეძლო ცოლი მოძრაობაში მოეყვანა. მესამე კვირას ავადმყოფზე ექიმმა ხელი აიღო, ლიზა სულთ მბრძოლი შეიქმნა. საზარელი სანახავი იყო იმისი ტანჯვა, იმისი უკანასკნელი ბრძოლა მიმავალი სიცოცხლის დასაბრუნებლად. წამდაუწუმ იბნიდებოდა, იქნევდა ხელსა და ფეხს, აბრიალებდა თვალებს, მაგრამ ყველაზე საზარელი მოსასმენი იმისი კვნესა იყო; კვნესა, რომელიც გულს ფატრავს, მშობლის თმებს ყალყზე აყენებს და გონებას ურყევს. კვნესა, რომელსაც ძალუძს გიშრის ფერი თმა მშობლისა ერთი ღამის განმავლობაში თოვლად აქციოს და გაშლილი ყმაწვილი შუბლი მოხუცებულობის ნაოჭებით ააჭრელოს.

ამ კვნესამ ივან ივანიჩიც კი ჩააჩუმა. საბრალო მამა ოთხად მოიკუნტა და ფანჯარასთან მიჯდა. დიდხანს იჯდა აქ ივან ივანიჩი, მაგრამ ბოლოს მაინც გულმა ვერ მოუთმინა, აღარ შეეძლო ეყურებინა ამ საზარელი ტანჯვისათვის და დუქანში წავიდა. სახლში დარჩნენ მარტო მომაკვდავი შვილი და გაშტერებული დედა. პატარა, დაბალი ხის ოთახი, ოდნავ მბჟუტავი სანთელი, ლოგინზე მომაკვდავის ბრძოლა და გარედან თებერვლის ქარის ბზუილი შესაზარ სურათს დაუყენებდა თვალწინ კაცს, მაგრამ ყველაზე შესაზარი იყო დედა, დედა უნუგეშო, მოშორებული ყველას, რაც-კი სანუგეშო აქვს ადამიანს ქვეყანაზე, მოშორებული ნათესავს, სამშობლო ქვეყანას; დედა, რომელიც ჰკარგავს ერთადერთ ქმნილებას, მთელის თავის სიცოცხლის საგანს, აზრს, მნიშვნელობას.

განთიადზე პატარა ლიზა გაიჭიმა, ხელები დაეფშიკა, თვალები ჭერში შერჩა, ორჯერ-სამჯერ გააჟრჟოლა და სული განუტევა. ჭუჭყიან თითბრის შანდალში სანთელი ჩამწვარიყო და მხოლოდ ხანდახან ამოაშუქებდა და გაანათებდა ორ უძრავს ფიგურას: შვილს გაჭიმულს თავის პაწაწინა ლოგინზე და იმის გვერდით დაჩოქილ გაქვავებულ დედას.

„ტრა-ლა-ლა“, "ტრა-ლა-ლა“, ღიღინით შემოაღო ივან ივანიჩმა კარი და შესდგა: ისეთი ღრმად საგრძნობელი იყო. იმის თვალწინ გადაშლილი სურათი, რომ ძალზედ მთვრალი ერთს წამს გამოფხიზლდა. ეს თითქმის პირუტყვად გადაქცეული ქმნილება მოწიწებით მივიდა ცხედართან, ჩუმად ქუდი მოიხადა, საწოლის წინ დაიჩოქა და თაყვანისცემით ემთხვია გამხმარ, წმინდა სანთელივით ჩამოსხმულ თავის პატარა ლიზას ხელს. დიდხანს უყურებდა იმის უსულო, სიკვდილისაგან დამახინჯებულ პირისახეს და რაღასაც ბუტბუტებდა, თითქოს ბოდიშს იხდიდა ამ უდროოდ წუთი-სოფელ გამოსალმებულ არსებასთან, თავის წარსულ ცხოვრებას სძრახავდა და ნანობდა, მაგრამ გვიანღა იყო. იმის უადამიანობის ორი მსხვერპლი უძრავად გაშეშებულიყვნენ და არავითარ თანაგრძნობას არ უცხადებდნენ იმის დაგეიანებულ ბოდიშის ხდას.

- კატია, კატია! - ჩაღრიალებდა ცოლს ივან ივანიჩი, მაგრამ ცოცხლის უმოძრაობამ მეტად შეჰზარა და გააკვირვა. ეკატერინე უძრავად, დიდად თვალებ-გაჭყეტილი, დაჩოქილი იდგა და თავის ლიზას დაჰყურებდა. კატია, დუშკა, გალუბჩიკ! - ჩაჰკიოდა ივანოვი ცოლს, მაგრამ საცოდავი ადამიანი გონზე ვერ მოიყვანა და საშველად მეზობლებს მიმმართა.

მალე ოთახში შემოვიდა სამი-ოთხი ბებერი დედაკაცი, რომელნიც ყველგან და ყოველთვის, ყოველ მხარეს და ყოველ ქეეყანაში მოიპოვებიან და რომელნიც მზად არიან მწუხარეს დაეხმარონ, ამგვარ გაჭირვებაში ხელი მოუმართონ. შემოვიდნენ და სახლს დაუწყეს მილაგ-მოლაგება, მიცვალებულის უკანასკნელის წესის გადახდა.

ბევრს ეცადნენ ეკატერინეს გონებაში ჩაგდებას, მაგრამ ტყუილად: ეკატერინე, როგორც კუნძი, ისე ეყუდა კედელთან, არც ერთი სიტყვა, არც ერთი ცრემლი არავის უნახავს ეკატერინეს თვალზე დასაფლავების დროს. იმის პირი-სახეზე არ გადაუვლია არც ერთს აზრს, არც ერთ სიცოცხლის ნიშანს, მხოლოდ მისი პაწაწკინა, ყოველთვის მოწირპლული თვალები ეხლა ერთი-ორად გაგანიერებული და მოკრიალებული გამოიყურებოდა.

ლიზას საფლავზე საშინლად ღრიალებდა და თმებს იგლეჯდა მხოლოდ მამა, დედა-კი სდუმდა და ეს მდუმარება უფრო საშინელი და გულსაკლავი იყო. სახლში რომ მოიყვანეს ეკატერინე, კარებში წაიქცა და საშინელი ბნედა მოუვიდა. ხუთი საათის განმავლობაში საცოდავად იკლაკნებოდა და პირიდან დუჟი გადმოსდიოდა.

ექვსი კვირა უგრძნობლად, საშინელი სიცხიანი, უსმელ-უჭმელი იწვა ეკატერინე. არც სიკვდილი იყო იმისი და არც სიცოცხლე. ივან ივანიჩი მწუხარებამ სულ გამოიცვალა ხელი აიღო არაყზე და ერთგულად უვლიდა საბრალო თავის ცოლს, განუყრელად იჯდა იმის გვერდით და დიდი მოთმინებით ელოდა ეკატერინეს გამობრუნებას. მეორმეცე დღეს ექიმმა უთხრა, რომ დღეს გათავდება ეს საშინელი მდგომარეობა, ავადმყოფი ან გამობრუნდება და ან საუკუნოდ გამოგესალმებაო.

აპრილის მზემ ცოტაოდენ გაადნო თოვლის სავანე, რომელიც სუდარასავით გადაჰფარებოდა N-ის ქალაქს. ბანებიდან წკრიალით ჩამოდიოდა გამდნარი თოელის წყალი. ნაზი ცრიაგი მზის შუქი მიადგა იმ სახლის ფანჯარასაც, საცა ეკატერინე უძრავად იწვა, შეანათა იმის უაზროდ გაჭყეტილ თვალებს და თითქო სხივი მოჰფინა. ეკატერინემ ექვსი კვირის განმავლობაში გაჭყეტილი თვალები მოხუჭა, შემდეგ ხელი გადაისვა თვალებზე, გაახილა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა. ბრწყინვალე მზის სხივები მხიარულად ანათებდა ეკატერინეს პატარა ოთახს. იმისი თვალი პირველად იმ ალაგს მიაჩერდა, სადაც ლიზას საწოლი იდგა: ეკატერინეს თითქო რიღასაც მოგონება უნდოდა და კიდეც მოაგონდა.

- ლიზა, ლიზა, შვილო! ოდნავ ამოიკნავლა საცოდავმა და ტირილი დაიწყო, ტირილი იყო წყნარი, ხანგრძლივი. გაყვითლებულ, გამხმარ ლოყებზე ნაკადულივით გადმოსდიოდა ცრემლი ცრემლზე და მეტის მწუხარებისაგან გაქვავებულ გულს - ალბობდა და სიცოცხლისკენ იწვევდა. იმის მოახლოვებით სტოლზე თავდაყრდობილი ივან ივანიჩი წყნარად ხვრინავდა.

ეკატერინე გამობრუნდა, გამობრუნდა იმიტომ, რომ იმის მწუხარების ფიალა ჯერ სრულიად გამოცლილი არ იყო. ივან ივანიჩი ისე დიდხანს ეწყობოდა არაყს, ისე მძლავრად ჰქონდა გამჯდარი ალკოჰოლი ძვლებში, ისე მიჩვეული იყო იმის გვამი არაყის ხმარებას, რომ უცებ არაყზე ხელის აღებამ საშინლად იმოქმედა მის ჯანმთელობაზე. ჩასუქებულ, თავ-პირ გაწითლებულ ივან ივანიჩის მაგიერად, ეკატერინე რომ ფეხზე წამოდგა, დაუხვდა საზარელი ჩონჩხი, რომელსაც გაყვითლებული, ფერ-მიხდილი, და- ჭმუჭვნილი პირის კანი პარკივით ეკიდა ლოყებზე.

შიშით შეძრწუნდა საცოდავი ეკატერინე, თავის ქმრის ასეთი ყოფა რომ დაინახა. ივან ივანიჩი თუმცა ფეხზე დადიოდა, მაგრამ დღითი დღე ელეოდა ძალა, მუხლთ ეკეცებოდა და სრული უმადო და უსიტყვო შეიქმნა. ხანდახან კი მიუახლოვდებოდა ეკატერინეს და ცრემლებით სავსე თვალებით ეტყოდა:

- საცოდავო, რად წამოგიყვანე აქ, უცხო ქვეყანაში, რად მოგაშორე შენს მშვენიერ ქვეყანას! მეც მცივა აქ, ჩემო კატია, მაგრამ მე მალე მოვრჩები ამ წუთისოფელს, შენ კარგ პენსიას მოგცემენ, შემწეობაც ითხოვე, მიყიდ-მოყიდე, რაც რომ გაბადია, და წადი, წადი, შე ბედკრულო, შენს თბილს ქვეყანაში, ძვლები მაინც გაითბე სიბერეში.

ეკატერინე ხელს გამოართმევდა და მადლობის ნიშნად ტუჩებთან მიიტანდა ხოლმე.

ეკატერინე ჯერ ორი კვირის ლოგინიდან წამომდგარი არ იყო, როდესაც ივან ივანიჩი, უტანჯველად, ფანჯრის წინ თბილ მზის სხივებზე მიყუდროებული, ჩუმად გარდაიცვალა.

ერთი წლის შემდეგ ამ შემთხვევიდან, ეკატერინე მძიმედ შავებით მოსილი, ოდნავ მოკუზული, სახე-მოღმეჭილი, მთლად გაჭაღარავებული, მოადგა ისევ ფრანგების ქუჩას ქალაქში. მოწიწებითა და გულის კანკალით შევიდა იმ პატარა, ჭუჭყიან ეზოში, სადაც აღიზარდა და აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა: ისევ პატარ-პატარა ოთახები, ისევ ჭუჭყიანი ეზო, ისევ მრავალი მდგმურები ფუსფუსობდნენ ეზოში. მხოლოდ მდგმურები სულ სხვები იყვნენ. ეკატერინემ იკითხა, გაიანე ზედგინიძისა სად არისო, და პასუხი ვერავინ ვერ მისცა. ეკატერინემ, მიუხედავად ამისა, მაინც აქ, ამ ეზოში, დაიჭირა ერთი ცარიელი, პატარა ნოტიო ოთახი თვეში ორ მანათად და დასახლდა.

აი დღეს, როდესაც სამუდამოდ განისვენა ამ შავ დღეს დაბადებულმა, სწორედ ათი წელიწადია მას აქეთ; ამ ათი წლის განმავლობაში ეკატეირინე ცხოერობდა მარტოდ-მარტო. არ გაუცვნია არც მეზობელი, არც მოუკითხია თავის ნათესავები, დები და მამიდები. ამის საზრდო იყო თორმეტი მანათი პენსია და მეგობრები - პატარა ფინია და ჭრელი კატა.

კვირაში ოთხ დღეს ეკატერინე თითქმის განუყრელად ეკკლესიაში ატარებდა, იქ ღვთისმშობლის ხატთან სიონის კანკელის სვეტებსა და სვეტებს შუა მთელი წირვა-ლოცვა დაჩოქილი იდგა და მდუღარებით რაღასაც შეღაღადებდა ზეცას. მლოცველი ხალხი ამ მუდმივ ღაღადსა და ცრემლის ღვრაზე სიბრალულით იტყოდნენ ხოლმე: საბრალო, ნეტა რა საშინელი შეცოდება მიგიძღვის მეუფესთან, რომ შენს მონანებას არა აქვს დასასრულიო?!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ