მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 265 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(ლექსი პროზით)

 

გულგატეხილი, თვალცრემლიანი, სულით უძლური, მოუფიქრებლად მივდიოდი წინ. სად მივდიოდი? რას ვეძებდი? - არაფერს. მივდიოდი მხოლოდ იმისთვის, რომ იქ დარჩენა, სადაც ვიყავი, სწრაფად მოსპობდა ჩემს არსებას და ვიბრძოდი მის დასაცველად.

დილის რაჟრაჟზე, როდესაც ცის მნათობნი ღამის თევით მიბნედილიყვნენ და როდესაც აღმოსავლეთი პირისფერად შეღებილიყო ამომავალი დღის მნათობით, იმ დროს, როდესაც ყველა სულდგმული ხმას იღებს ღვთის სადიდებელად, იმ დროს, როდესაც ყველა სნეული, ყველა უძლური გრძნობს სულის შვებას, მეც დავრდომილი, განთიადის მოწყალებით ღონეშესხმული მივუახლოვდი ტურფა ტაძარს მაღალ მთაზე.

ოჰ, რა მშვენიერი იყო ამ ბრწყინვალე მაისის დილას ეს უდაბნო, მყუდრო ალაგი! თავის სიწყნარით, თავის განმარტოებით, თავის სინაზით და სინარნარით ეს ადგილი ედარებოდა იმ სოფლის წალკოტს, ედემის არეს. ახოვანნი ნიგვზის ხენი ოდნავ იძროდნენ გრილი ნიავით, მთელი მიდამო მორთული იყო მწვანე ბალახით და ჰაერი სავსე ზამბახ-ასკილის სურნელოვნებით. ტკბილად მოუბარი პატარა წყარო ნანასავით დაღუღუნებდა ტაძრის წინ გაშლილ მშვენიერ მდელოს. ფრინველთ ჟღრიამული, ბავშვების შტვენა, ბულბულთ გალობა მალამოს სდებდა თვალთა დადაგულთ ცხარე ცრემლებით და გულს დალახვრულს ნუგეშს აძლეედა.

ტაძარი იყო. მაღალი, წმინდა, სპეტაკი, ვრცელი, მეცნიერების ხელით ნაგები და ნაკურთხი შემოქმედის ბრწყინვალე ძალით. იმის სამკაულს შეადგენდნენ მხოლოდ სული წმინდა და ჯვარცმული კაცთა-მოყვარე.

მე უნებლიედ მუხლთ მოვიყარე, თვალნი შევაპყარ კაცთ-მოყვარეს და აღსავსე მშვენიერებით მივუახლოვდი ცას ნათელ-ღებულს.

ყოველი ჭირი ამა სოფლისა, ვაგლახი, წყურვილი, ნატვრა შემომეცალნენ და ვცან მხოლოდ სულის დიდება.

გაზაფხულის მზის მკრთალი სხივები შუქს აყენებდნენ ჯვარცმულ მაცხოვარს და ანათებდნენ მის გვამს დალურსმულს. ფრინველთ გალობა, ფოთოლთ შრიალი, თითქო დიდების ჰიმნს უგალობდა ტანჯულს ღეთაებას და ჩემს დაკოდილ, სულს დაუძლურებულს წარიტაცებდა მის სადიდებლად.

ასე, ამგვარად ყოველთვის, როცა წუთისოფელი მუხრუჭს უყრიდა ჩემსა გონებას, მივაშურებდი იმ წმინდა მთას, სადაც ვიპოვნე ძველი ტაძარი და სულს ტანჯულს ვაძლევდი შვებას. ყური დამტკბარი ბუნების უძლიერესის ჰარმონიით და თვალნი აღტაცებულნი ტურფა სურათით განისვენებდნენ ბედნიერებით.

ერთს დღეს მშვენიერს ვიდექ ტაძარში მუხლმოდრეკილი და ხელგაპყრობილი ცას შევცქეროდი. იმედი მქონდა, რომ მთელ დღეს სულის სიმშვიდეს და გულის ლტოლვას საზრდოს მივცემდი, მაგრამ შორიდან ამ დროს მომესმა ხმა ხორციელის; ხმა იყო კაცის, მაგრამ თავისის სიტკბოებით და ძლიერებით ექიშპებოდა ანგელოზისას. სმენად გადავიქეც და თვალნი ჩემნი ზეცის მაგივრად კარებს მივაპყარ. რამდენიმე წამის შემდეგ ტაძარში შემოვიდა კეკლუცი ქალი. მშვენიერი იყო ის თვალად, ტანად: მის ნაზ სახეს ჯოჯოხეთური სიმხიარულის ცეცხლი ათბობდა და შავნი თვალნი ვნების ცრემლებით სავსენი ჰქონდა; წიაღი, გრძელი ატლასის კაბა ქალის პირსავით ელავდა მზეზე და ამრავლებდა მის პირისახის ეშხის მორევს. კეკლუცს მოსდევდნენ ყმაწვილნი კაცნი და მხიარულად მის სიმღერას ბასს აძლევდნენ, შესტრფიალებდნენ, ემონებოდნენ და თაყვანს სცემდნენ სიმშვენიერის ეშხით მოსილ ამ ქმნილებას.

კაბის შრიალით ლამაზმა ქალმა მივლო და მოვლო ჩემი ტაძარი, ერთი წამით თვალი მოავლო კაცთა-მოყვარეს, ჯვარზე მიჭედილს და შემდეგ უთხრა თავის დოსტებს: "ოჰ, მშვენიერია ესე ალაგი გულის სამღერლად, ეშხით დამთვრალის აღტაცებისთვის მოტრფიალისა". ამ სიტყვებზე ვნებით შეხედა ერთ თავის მგზავრს და გამობრუნდა.

ორივ ხელები მწუხარებისგან გულზე მივიკარ, შიშის ზარით სავსე თვალებით შევცქეროდი მას, ურცხვ არსებას, მას, დამანგრეველს და შეურაცხმყოფელს ჩემის წმინდათა- წმინდასი.

ის თითქოს შეკრთა ჩემის ვაებით, ერთი წამით ფერი ეცვალა მის ძოწისფერ მშვენიერ ბაგეს. შემდეგ წამს, მწარე ღიმილით მხარს ხელი დამკრა ამ სიტყვებით: რას ეძებ, რასა?... წამო, გამომყე, იმხიარულე, ადიდე ტრფობა, სიმშვენიერე, დიდება, ღვინო! - აი რაშია ბედნიერება ამა სოფლისა.

შემდეგ დასძახა ტურფა დიაცმა:

„სიყვარულო, ძალსა შენსა

ყოველი ჰგრძნობს, არსებს რაცა,

სჯულსა შენსა ყვულა ერჩის:

ბერი, ერი, მეფე, ყმაცა“...

და მიეფარა თვალთა ჩემთაგან თავის ამალით.

უცბად შესწყდა ფოთოლთ შრიალი, ფრინველთა სტვენა, ნისლი მოედო სპეტაკ ტაძარს.

მუხლთ მოვიყარე ჩვეულებრივად, ზეცას მივაპყარ თვალნი ბედკრულნი, მაგრამ ღვთაების სამაგიეროდ მე იქ ვიხილე ვნებით სავსე შავი თვალები და ყურთ მომესმა მწარე ხარხარი მე სატანისა, შეერთებული ტკბილ სიმღერასთან მშვენიერისა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ