მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 1039 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

- ყველაფერი მაღალ დონეზე! ყველაფერი დახვეწილად.

ერთი დიდი ქელეხის სამზადისში გაგონილი

 

* * * * * * *

 

- ჩვენ იმ წყლებით ვართ მონათლულნი, კავკასიონიდან რომ ჩამოედინება და ამირანის სისხლი ჩამოაქვთ ბარად, - მჭევრმეტყველებდა თამადა.

ქალმა საათს დახედა და თქვა:

- პირველი დაიწყო. მე მივდივარ. შენც წამოდი, - ოდნავ წახრილი გაუყვა გრძლად წასულ სუფრას. თხელი, ჩამოხვეწილი თეძოები ჰქონდა. ლამაზად, მტკიცედ მიდიოდა წახრილიც კი. გაიოზიც მიჰყვა. გარეთ რომ გავიდნენ, ქალი გასწორდა და თავისუფლად ამოისუნთქა. ორივეს უკვირდა, რომ არავინ გამოედევნა. ქალი მანქანასთან მივიდა, ჩაჯდა, გამოიწია და გაიოზისთვისაც გააღო კარი. გაიოზი გაღიმებული ჩაუჯდა.

ქალმა მანქანა აამუშავა და უცებ დაძრა. წელში გამართულს, გრძელი შიშველი მკლავებით ღონივრად ეჭირა საჭე. ისეთი სისწრაფით მიდიოდა, მოსახვევში ბორბლები წიოდნენ. გაიოზი ღიმილით შეჰყურებდა თითქოს ფოსფორით განათებულ მის სახეს და ფიქრობდა: „ამას ნამდვილად რაღაცა აქვს მედეასი. ეს თხელი, პატარა ცხვირი, ეს მკვეთრი ტუჩები... ამას კი ნამდვილად რაღაცა აქვს კოლხი მედეასი!“

ვაკის გადასახვევში მილიციის მოტოციკლი იდგა. იქვე იყო გაჩერებული ორი „ჟიგული“ და რამდენიმე კაცი. მილიციელმა სასტვენი დაუსტვინა. ქალმა ბიჭურად თქვა: „წადი, შენი“... გაიოზმა მაინც გაიხედა გარეთ. მილიციელი მოტოციკლს გადააჯდა.

- გამოგვეკიდა.

- დავაჟეჟინებ უკანალს, - ქალმა სიჩქარეს მოუმატა.

- კიდევ მოგვდევს?

- კი.

- ცოტაც დაინაყოს.

ცოტაზეც ასე იარეს. მერე მოტოციკლი გაუპირდაპირდათ.

ქალს გაეღიმა.

- ეყოფა. ხნიერი ყოფილა.

მანქანა დაამუხრუჭა, გააჩერა. გაჩერდა მოტოციკლეტი. მილიციელმა ქუდი შუბლიდან აიწია. გაიოზმა კარი გააღო. ქალმა ხელი მოჰკიდა, - შენ იყავი, - გადავიდა, ჩქარი მკვეთრი ნაბიჯებით მივიდა მილიციელთან. იქ ისე გაჩერდა, გაიოზს არ დაენახა, რაღაც რომ აჩვენა. მილიციელმა უმწეოდ ახედა, ხელი აუწია. ქალი გამოიქცა, საჭეს მიუჯდა და ისევ სწრაფად წავიდა. ოდნავ გაღიმებულმა მოხედა გაიოზს.

- ჩემთან ამოხვალ?

გაიოზს არაფერი უთქვამს.

მანქანა მაღალი ვერხვებით ჩამობნელებულ ეზოში გაჩერდა. გადმოვიდნენ. ქალმა კარი ჩაკეტა და მშვიდად წავიდა სადარბაზოსკენ.

გაიოზი როგორიღაც უსწორმასწორო ნაბიჯით მიჰყვა. სანამ ლიფტი ჩამოვიდოდა, მოუსვენრად იდგა. ქალი ქვედა ტუჩს იკვნეტდა და პირდაპირ იყურებოდა. ლიფტში რომ შევიდნენ, გაიოზმა აშკარად ათრთოლებული ხელები სახეზე შემოაწყო და ტუჩებში აკოცა. ქალი წამით მიჰყვა, მერე თავი გაითავისუფლა და თქვა:

- მოიცადე.

ქალის ბინას ორმაგი კარი ჰქონდა. ერთი ჩვეულებრივი, ხის, მეორე, შიგნით, რკინის. უხმაუროდ გაიღო ერთიც და მეორეც. ჰოლში შესულმა გაიოზმა ფრთხილად მიმოიხედა. რაღაც უჩვეულოდ მქრქალი ცისფერი შუქი იფრქვეოდა კედლებიდან. „ეს თუა ის რემონტი, ასი ათასი რომ ჯდება“. ქალი ჩაიხარა:

- ამ საზიზღარ ფეხსაცმელს გავიხდი.

გაიოზი მთელი მკლავებით დასწვდა, ქალი გასწორდა, ტუჩები არ დაანება.

- მოიცა, მოიცა, - ჩაუშვა ხელები.

გაიოზი დაემორჩილა, ქალმა ფეხსაცმელი გამოიცვალა და ერთიც უთხრა:

- ქაჯური არაფერი იყოს, კარგი?

- როგორც შენ მიბრძანებ, ლამაზო. - გაიოზმა ვაჭრული წახუმრებით გაშალა ხელები.

- არც ეგეთი რამეები.

- როგორი?

- ძალიან კარგად მიხვდი, რასაც გეუბნები.

გაიოზი მიხვდა, რასაც ქალი ეუბნებოდა, მაგრამ მაინც იუარა.

- ვერ მივხვდი.

- ვერა?

ქალი განჯინასთან მივიდა, ღილაკს თითი დააჭირა. კარი თავისით გაიღო. შიგნით უამრავი სხვადასხვანაირი ბოთლი იდგა. უცებ მობრუნდა.

- სიგნალიზაცია ჩაურთავი დამრჩა.

- აუჰ!

- ჩამომყევი.

- რა ჩამყოლი გინდა?

- მეშინია.

- რისა გეშინია?

ქალმა მხრები აიჩეჩა და კარისკენ წავიდა. კარები გამოაღო, გაიოზს ელოდა. გაიოზს გაეღიმა, ქალს წინ გაუარა და გარეთ გავიდა. ქალმა კარი სწრაფად მოხურა და გადარაზა. გაიოზი კარს მხრით მიაწვა. ძვრა ვერ უყო. იდგა დაფიქრებული. მერე ზარს თითი ფრთხილად დააჭირა. ყრუდ, მაგრამ მაინც შემაშფოთებლად გაისმა ზარის ხმა მიყუჩებულ სახლში. ერთხანს კიდევ იდგა, აქეთ-იქით იყურებოდა. მერე გაეცინა და ნელ-ნელა დაუყვა კიბეს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ