მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 780 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ჩვენებური კალმოსნები ხშირად საზოგადოებრივ საქმეებს დათვურ სამსახურს უწევენ.  აი ერთი ამისი ცხელ-ცხელი მაგალითი. „სახალხო გაზეთის“ ამა წლის 88 ნომერში ინკოგნიტო ავტორი, ერთ თავის პატარა წერილში მკითხველებს შემდეგი საოცარი სტრიქონებით უმასპინძლდება:

„ამ უკანასკნელ დროს გაზეთებში ძლიერ გახშირდა ლაპარაკი სოფლის მასწავლებლის შესახებ, მათ ბევრი რამეში ადანაშაულებენ სკოლაში სამშობლო ენის შესახებ. ბრალი უფრო მშობლებს უნდა დაედოთ, ვიდრე მასწავლებლებს. მშობლები ხშიარდ ამბობენ სკოლისადმი საყვედურს, რომ იქ რუსული ენის სწავლებას ნაკლები ყურადღება ექცევა, ვიდრე ქართულის ენისას, რომელიც გამოუსადეგარი არისო. საქართველოს იმ კუთხეშიც კი, რომელიც კულტურულად, დაწინაურებულად ითვლება, სხვა მხარეებთან შედარებით, გურიაში, ხშირად შეხვდებით ამის მაგალითს: ქართული ენა და „დედა-ენის“ კითხვა მე კაი ხანია კარგად ვიცი, მაგრამ ეს ჩემთვის გამოუსადეგარია, ბავშვს სკოლაში იმიტომ ვაბარებ, რომ ორიოდე რუსული სიტყვა ისწავლოსო“.

ეს ნათქვამი რომ ნახევრობით მაინც მართალი იყოს, გურია დაწინაურებული აღმოჩნდებოდა არა კულტურით, როგორც ბრძანებს ავტორი, არამედ საარაკო სისულელით, რადგანაც ყველა ხალხს მშობლიური ენა მიაჩნია განათლების და განვითარების დედა-ბოძად და სკოლებში მის ფართოდ განვითარებაზე დაუცხრომლად ზრუნავს. საბედნიეროდ,  ჩვენი კალმოსნის  ეს მსჯელობა პიტალო სიცრუეს, ცილისწამებას წარმოადგენს. და აი, ამისი შეურყეველი საბუთებიც. კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლოს წლებში ბევრი თხზულება იბეჭდება ქართულ ენაზე და ჩვენი ლიტერატურა დღითი-დღე მდიდრდება, მრავალი დაბრკოლების საწინააღმდეგოდ. აბა, ახლა გამოიძიეთ, კითხეთ გამომცემლებს და წიგნის მაღაზიებს, სად უფრო მეტი ახლად გამოცემული წიგნები იყიდება, და დარწმუნდებით, რომ პატარა გურია სამჯერ მეტ ქართულს წიგნს ყიდულობს, ვიდრე საქართველოსი სხვა დიდი კუთხეები. თუ გურულებს ქართული წიგნები გამოუსადეგრად მიაჩნიათ, მაშ, რად ხარჯავენ თავისი ღარიბი ჯიბიდან უკანასკნელ გროშებს ქართულის წიგნების შესაძენად? აი, სწორედ ამისთანა შემთხვევაზეა ზედგამოჭრილი ანდაზა: "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო."

მეორე ფაქტიც ბრწყინვალედ ამტყუნებს ავტორის სიტყვებს. ზოგ გურულს, გამოჩენილს ინტელიგენტს და სოციალ-დემოკრატს, რუსი ქალი ჰყავს ცოლად და აბა, იკითხეთ, იგი თვითონაც რუსდება და შვილებსაც არუსებს, თუ ცოლს აქართველებს? აღმოჩნდება უკანასკნელი. ცოლს ბეჯითად ასწავლის ქართულს და შემდეგ თხოულობს მისგან, რომ შვილებსაც მხოლოდ ქართულად ელაპარაკოს პირველ წლებში მაინც. ამას ვერ დაიკვეხებს ყველა ქართველი ნაციონალისტი, მყვირალა პატრიოტი, ვერ დაიკვეხებს იმის გამო, რომ მათ შორის მოიპოვება არა ერთი იმისთანა მაგალითი, რომ რუსი ცოლი ქმარსაც არუსებს და შვილებსაც გადაგვარების და გადაშენების გზაზე აყენებს.

რასაკვირველია, ნიჭიერ გურიაში შეიძლება მოიპოვებოდეს ზოგიერთი რეგვენი, რომელსაც არ ესმოდეს, რომ მშობიურის ენის და წიგნის უარყოფა, გამოუსადეგარია, საკუთარი თავის უარყოფაა, საკუთარი თავის გათახსირებაა, მაგრამ ჩვენ რომ ამის გამო გურულებს საზოგადოდ სირეგვენე დავაბრალოთ, დავემსგავსებით იმ სულელს მოგზაურს, რომელიც, როცა ესპანიის ქალაქს ბარსელონას მიუახლოვდ და ერთ კოჭლს შეხვდა ქალაქის პირას, ცხენი ფიცხლავ უკან გამოაბრუნა და თავის მოგზაურობაში ჩასწერა: ქალაქი ბარესლონა იმითია შესანიშნავი, რომ მისი მცხოვრებლები ყველანი კოჭლები არიანო. ნამდვილად კი ბარსელონაში თითო-ოროლას გარდა, კოჭლი სრულიად არ მოიპოვებოდა.

სამწუხაროდ, ავტორის სიცრუე მარტო სასაცილო როდია. მას შეუძლია დიდი ვნება მოუტანოს ჩვენს ბედკრულს ხალხს, სახელდობრ: ხელი შეუწყოს ჩვენი სახალხო სკოლის უკიდურესად დაჩაგვრას. ამისთანა ცნობებს სამოსწავლო ბიუროკრატიის შავრაზმელი ნაწილი ზეციური მანანასავით მოელის, მაშინვე თარგმნის და გზავნის იქ, სადაც იჭედება ყოვლის შემავიწროებელი ჭახრაკები.

ამ სიცრუის ძალით ვოსტორგოვებს, ვალია მარკოვებს, გიორგიევსკებსა და ბნელეთის სხვა გმირებს სრული საბუთი ეძლევათ უკანასკნელად შეავიწროვონ ჩვენებურ სკოლებში ქართულის წიგნის სწავლება, სრულიადაც გააუქმონ იგი და ასე იმართლონ თავი: თვითონ ქართველს ხალხს მიაჩნია გამოუსადეგრათ ქართული წიგნის სწავლება და ცოდნა, იყოს ნება მისიო.

მაგრამ ამ სიბნელის შორეულ გმირებს, უსათუოდ დაასწრებს გურიის სახელოვანი “განმანათლებელი” და იმ მასწავლებლებს, რომელთაც კარგად, სინდისიერად აქვთ დაყენებული მშობლიური ენა სკოლებში, მოსთხოვს: შეამცირეთ გაკვეთილები და ქართული წიგნის სწავლება, რადგანაც ამას გურული ხალხი გამოუსადეგრად თვლის და ეს მასწავლებლები ან უნდა დამორჩილდნენ ანტიპედაგოგიურ და კანონის საწინააღმდეგო განკარგულებას, ან არა და გამოეთხოვონ თავის საყვარელს სკოლას და ადგილი დაულოცონ ყურმოჭრილ ყმებს, რომელთაც აქამდე რცხვენოდათ თავისი მონობისა, ახლა კი შეუძლიათ თავი მაღლა ასწიონ და თქვან: ჩვენ ვასრულებთ ხალხის ნებას და სამარცხვინოს არაფერს ჩავდივართო.

ჩვენ გვერდით მცხოვრებმა სომხის ერმა, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, მოიპოვა სრული უფლება - ასწავლოს თავისი ღვიძლი ენა ყოველ დღე და ყველა საგნები ამ ენაზე არამც თუ ერთ-კლასიან სკოლებში, არამედ ორს კლასშიაც მთელის რვა წლის განმავლობაში და ჩვენ კი ხელს ვუწყობთ ქართულის ენის და წიგნის მოსპობას ერთკლასიან სკოლაში.

მოდი და გულ-ამოსკვნით ნუ იტყვი უკვდავ პოეტთან ერთად: „ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი!“

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ