მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 474 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

იყავით მარტო, თუ გსურთ ამაღლდეთ და გარემოს მწიკვლმა და ტალახმა არ გააბინძუროს თქვენი სიმშვენიერე… იყავით მარტო, ვით დაგვიანებული იალქანი ბინდისას მოარული ლურჯ ზღვაზედ.

თქვენი თვალები ვერას იხილავენ ათას თვალთა შორის, თუ არ სულის სიღრმეში… ჩაღრმავდით და სინათლე დღისა მოიშორეთ სამუდამოდ, რომ მის ავადმყოფობამ არ გადაგადვათ უკურნებელი სენი…

ჩამოწვა ღამე მძიმე კალთებით და ათასმა სულმა იწყო ძებნა მიუწვდომელის… და ვერ პოებდენ მას… ვერც ოდეს იხილავენ თუ არ იქ, რომელსაც ვერვინ მიწვდება გარდა შენისა.

ვისაც გსურთ ამაღლდეთ და მზეს დაუტოლდეთ - იყავით მარტო… ვისაც გსურთ სიდიადე და გრძნეულება - ჩაღრმავდით თქვენს სულში და იყავით მარტო…

მზე სულისა, უცხოველესი ცაზედ მოარულ მზეზედ, გაგათბობთ თქვენ და შეგმოსავთ ვარდის ფერ სხივებით…

სამყარო თქვენი იყიდის ათას სამყაროს მიწისას და მზე თქვენი დაჩრდილავს მზეს ცისას. სამყარო თქვენი დიდებული იქნება და ვერრა გრიგალი ქვეყნისა ვერ შეარხევს თქვენ ყვავილთა ნაზ ღეროთაც…

ზურმუხტი ღამეები დაბადე შენს სულში და ფერშემკრთალი მთვარე გუნდი და გუნდ ვარსკვლავებით…

ყვავილოვანი მდელოები გადიშლებიან იქ და ნიავი ნელი დაუალერსებს დაცვარულ ფოთლებს…

შენს სამთავროს დაათრობენ ლამაზი ტუჩები - უტკბილესი ღვინოსა და თაფლზედ…

ყველა ამას შენ შექმნი სულის სიღრმეში, მოშორებული დღის ავადმყოფ სინათლეს…

ვისაც გსურთ შვება იპოვოთ - იყავით მარტო.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ