მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 177 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

(ვუძღვნი ჯურხათ ივანეს...)

 

* * * * * * *

ლექსო, ამოზრდილო ჩემივ სულის აკვიატებული ნისლებიდან, ვერ გაიხარებ, სანამ დაცოტავებული სამშობლო არ გაგიღებს ყრუდ ჩაგმანულ გულის კარს, არ ჩაგიხუტებს, არ ჩაგიგვირისტებს ნახევრად დაკარგულ გრძნობასა და გონებაში...

სიტყვავ, დაბადებულო მიმწუხრის ჟამს, ანუ ჟამსა უჟამოსა.. დედაბრის დაღვრანჭილი ხელის მტევანივით დაჭიმულია შენი სულის მფეთქავი ზამბარა, გაწყვეტის პირზეა მისული მოთმინების ვარვარა ჯაჭვი...

გესმის, რა ავისმომასწავლებლად ზმუიან სხვისი უღელიდან გამოქცეული, აპეურაწყვეტილი ლაბა-ხარები?!.

წინაპართა სამარხებიდან როგორ გულისწამღებად, სმენის დახშობამდე გაჰკივიან აქობამდე საეჭვოდ ენაჩაკმენდილი მიკოტები!...

საოცარია პირდაპირ, მოყმისა და ვეფხვის ბალადიდან ვეფხვიც რო გამოპარულა დაკარგული სამშობლოს მოსაძებნად... გეყურება? ეს მოყმის დედაა, საბრალო, ასე რომ სტირის გაუთავებლად...თურმე , ვეფხვის დედას დაეძებს (სამძიმრის სათქმელად კი არა), დაეძებს, რათა შვილი ლექსში დააბრუნებინოს ისევ. ვეფხვი და ლექსი ხო ერთარსებანი არიან ოდითგან, ორთავენი ხო თითო ნახტომით ჰქმნიდნენ სამშობლოს...

ლექსო, ამოჭიატებულო ჩემივ სულის მწუხარებიდან,

მოდი, ნუ დაუჯერებ მოყმის საბრალო, თვალცრემლიან დედას!...

 

* * * * * * *

 

...ნუ, ნუ სტირი, ჩემო უდღეურო, პაწია ლექსო! დიდი ლექსებიც კი შენსავით განიცდიან ხანდახან გაქრობამდე მისულ უმწეობის შიშს... იყუჩე წამიწამ და თუ ვერ გაჰქვეყნდები, მოთმინებას მაინც ისწავლი... საუკუნისათვის დაბადებული ლექსებიც ზოგჯერ საუკუნობით ითმენენ ხოლმე ჩრდილში დგომას...

აბა, როგორ გეგონა? უცებ რომ წამოჭიატდი, თანაც პირველობის სურვილით?.. ეგრე არაა, ჩემო ძმობილო, პოეზია ხომ მოთმინებაა, მოთმინებაა და მოთმინება - უპირველესად!..

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ