მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 43 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ხშირად ულაპარაკია თამაზა მასთან, მაგრამ ასე ნათლად ჯერ არასდროს. ქალს თითქოს არ  ესმოდა მისი ნათქვამი. როცა ქვეშეცნეულში იძირებოდა, მაშინ ბრმა მის არსებაში რაგაც სიზმარეულს ეხებოდა, რომელიც ნათელს ჰfენდა ამ  საიდუმლოს. ამ  დგომარეობიდან ამოყვინთვისას იკარგებოდა ეს შეხება, თუმცა სავსებით არა: ბუნდოვანი შეგრძნება ახლა სადღაც მის შიგნით არსებობდა. უცხო ნაყოფივით, რომლის სურნელი აბრუებდა.

 

„მაგრამ რას ნიშნავს წინადადება: ნაყოფი, რომელიც მე  ვშვი, მზე იყო“, ხმადაბლა იკითხა მან.

 

 

 

 

 

 

 

...ფრთა მოელვარე მერცხალი, რომელიც ბრუნდება... „რა მშვენიერია იმის დანახვა, როგორ ბრუნდება მერცხალი თავის ძველ ბუდეში. მე  ვიცნობდი ერთ მოხუცს, რომელსაც ასეთი მერცხლის გამოცნობა შეეძლო. ის  ელაპარაკებოდა ფრინველს“.

დუმილი. თამაზი მოჯადოებული შესცქეროდა ქალს. კითხვა განაგრძო. ახალი სახეები ამოტივტივდა: შვიდასი ძროხა ნაპირთან. ცვარი ჯერ კიდევ ასველებს ბალახს. ნისლი მიცურავს მდინარეზე — შვიდასი ძროხის სუნთქვა. ძროხები თავს ხრიან წყლისკენ: თეთრები, რუხები, შავები, ჭრელები, ჭროხები, ყავისფერები. ხარბად ხვრეპენ წყალს. ერთი თავს მაღლა სწევს და  უკანასკნელ ყლუპს აკეთებს. თუ  ზეცას უყურებს? შემდეგ მეორე სწევს თავს, მესამე, მეოთხე, ყველა, ძროხები — შვიდასი ძროხა — მტრედისფერ ზეცას უყურებენ, რომელიც თანდათან ნათდება. ძროხები მზის მოახლოებას გრძნობენ.

„რა მშვენიერია!“ თქვა ქალმა, „ბევრჯერ მინახავს ასეთი სურათი. არ  ვიცი, რა უფრო თავბრუდამხვევია — ძროხების ცივი წყლით სავსე ფაშვები , ტუ ამომავალი მზის სხივებით სავსე მათი დიდი თვალები“.

სიჩუმე . თამაზი მოჯადოებული შესცქეროდა ქალს. კითხვა განაგრძო.

...ცხენი ისე მიაქროლებდა ქალს, როგორც ირემი გადაიწყობს რქებს სირბილისას, რათა დაჯახებისაგან დაიცვას.

„ერთხელ ვნახე ასე მორბენალი ირემი“, თქვა ქალმა. „რა საოცარი რამ იყო“.

დუმილი. თამაზი მოჯადოებული შესცქეროდა ქალს. კითხვა განაგრძო. სხვა სახეები წამოვიდა :...მთის წვერზე ცის თაღი მოჩანს, ღამეული რუხი, სულ ახალი ნარიჟრაჟევი და  მკრთალად განათებული.

ფეხქვეშ გართხმული ნისლი ნელ-ნელა ქრება. შორეული ნარინჯისფერი ელვარება ძოწისფერში გადადის.

უეცრად იპობა გაბრწყინებული შორეტი და  ჩნდება მრგვალი სისხლიანი გული. გული ირწევა. დედამიწა მასთან ერთად ტორტმანებს. ისეთი გრძნობაა, თითქოს ყველაფერი იღუპება. ჟრჟოლა და  ანაზდად: გულში, შენს გულში, სხვა იბადება – ახალი ჯერ გამოუცდელი, უცნობი სიხარული. მზის გული აღარ ქანაობს და  შენი გული მშვიდდება...

„ასეთი გული შენ  გაქვს“, უთხრა ქალმა თამაზს. კაცი ბედნიერი იყო.

ლექსებში ქალი თავის თავს სჭვრეტდა, მაგრამ ის  ქალი უცხო და  შორეული არსებაც იყო მისთვის. ეს ის  უცნაური სეგრძნება იყო, როცა საკუთარი თავი სხვად გეცხადება და  მაინც როგორღაც ახლობლად. ის  თავის თავს გრძნობდა ამ  ლექსებში, მაგრამ ისე, როგორც საკუთარ დას. წიგნი ქმნიდა ელემენტს, რომელიც თითქოს ჯადოსნურად ატრიალებდა მისი ბედის ბორბალს. ქალი გრძნობდა ამას.

თამაზი სიხარულით ავსებულიყო. „ერთხელ კიდევ წაიკითხე ის  ადგილი მზის შესახებ“, სთხოვა ქალმა ცოტა ხნის შემდეგ. თამაზმა წაიკითხა, რბილად, მოგუდული ხმით. როცა დაამთავრა, ქალმა იდუმალად და  ჩუმად იკითხა: „ნაყოფი, რომელიც ვშვი, მზე იყო? “ „შენ ეგვიპტელი ქალღმერთის ნეითის სიტყვა გაგახსენდა?“ გაოცებით ჰკითხა თამაზმა.

„უეცრად მომაგონდა, რა ეწერა მისი ქანდაკების კვარცხლბეკზე საისში? “ „მე ვარ ის, რაც არის, რაც იყო და  რაც იქნება. არავის აუხდია ჩემი საბურველი. ნაყოფი, რომელიც მე  ვშვი, მზე იყო“. „რას უნდა ნიშნავდეს აქ საბურვლის ახდა? “
„ადამის მიერ დედაკაცის შეცნობას. ნეითის საბურველი, რომ  არავის აუხდია, ეს იმას ნიშნავს, რომ  ის  ჯერ არავის კუთვნებია — არც კაცს, არც ღმერთს“.

„მაგრამ ლეგენდის მიხედვით ნეითი ხომ ავხორცი იყო?“ იკითხა გაოცებულმა ქალმა.

„სწორედ ეგ არის საიდუმლო“, უპასუხა თამაზმა, „ნეითი ნებდებოდა და  მაინც ხელშეუხებელი რჩებოდა“.

„ეს გამოუცნობია ჩემთვის“, წაილუღლუღა ქალმა.

„კაცი მხოლოდ ზედაპირს ეხება ქალისას, ამიტომ... “ „...ნეითი ხელუხლებელი დარჩა“, დაამატა ქალმა.

„სწორედაც“.

ხშირად ულაპარაკია თამაზა მასთან, მაგრამ ასე ნათლად ჯერ არასდროს. ქალს თითქოს არ  ესმოდა მისი ნათქვამი. როცა ქვეშეცნეულში იძირებოდა, მაშინ ბრმა მის არსებაში რაგაც სიზმარეულს ეხებოდა, რომელიც ნათელს ჰfენდა ამ  საიდუმლოს. ამ  დგომარეობიდან ამოყვინთვისას იკარგებოდა ეს შეხება, თუმცა სავსებით არა: ბუნდოვანი შეგრძნება ახლა სადღაც მის შიგნით არსებობდა. უცხო ნაყოფივით, რომლის სურნელი აბრუებდა.

„მაგრამ რას ნიშნავს წინადადება: ნაყოფი, რომელიც მე  ვშვი, მზე იყო“, ხმადაბლა იკითხა მან.

„არ ვიცი“, კიდევ უფრო ნაზად უპასუხა თამაზმა.

დუმილი ჩამოწვა. ვერც ერთი ვერ  ბედავდა სიტყვის თქმას. თამაზი ჩუმად გამოიპარა და  ისევ თავის ხალიჩაზე წამოწვა.

მზის სხივები ფოთლებზე იდო. მათი სიმშვიდე უფრო გაღრმავდა. ჩქამი არ  ისმოდა. არც ერთი ფოთოლი აღარ ვარდებოდა ძირს, წყაროს ჩუხჩუხიც თითქოს შეწყდა. მზე ბრიალებდა, თითქოს სურდა დაეფერფლა ალმოდებული გული ჰაერს საშიში წინათრგრძნობა ავსებდა. „ნაყოფი, რომელიც მე  ვშვი, მზე იყო“. ეს მზე იყო ნეითმა, რომ  შვა? მცხინვარე ნაყოფი? ეს ცეცხლოვანი ნაყოფი? — ეკითხებოდა თამაზი საკუთარ თავს, თითქოს მისი ბედი ამ  კითხვაში მდგომარეობდა. ვერ  იპოვა ახსნა. მზემ დაადამბლავა, გათანგა, და  ახლა მზისგან დაკბენილივით იწვა. „ნაყოფი, რომელიცმე ვშვი მზე იყო“. ეს ნათქვამი ქალსაც ტანჯავდა. მაგრამ ის  არ  ეძებდა ახსნას: ის  მზეშიგადადიოდა. მზე იწოვდა მას, სვამდა, ისრუტავდა. ის  ნებდებოდა და  ნეტარებით ეძლეოდამზის სისხლიან ბაგეებს.

რაც ათასობით წლების წინ მოხდა, ამ  წუთებში მეორდებოდა. ღვთიური ელემენტი წუიაღს ეძებდა, ბნელს.

ბნელი წიაღი განაბული ელოდა თესლს, ცეცხლოვანს. მონატრევული თესლი და  დამყოლი საშო: მარადიული კაცი და  მარადიული ქალი. ყვალგან: მცენარეში, ყვავილში, ცხოველში. სამტვერე პარკუჭები მტვერს გამოყოფდნენ, იგი უფრო შორს გადაჰქონდათ. ბუტკო იღებდა მტვერს და  თავის შიგნით ინახავდა.

სამტვერე პარკუჭი ასხივებდა, ბუტკო ისრუტავდა. ყვალგან: მამაკაცური და  დედაკაცური ელემენტი. იგი გრძელდებოდა შექმნისათასწლეულების წინათ დაწყებულ სურნელში. თესლი-ღვთაებრივად მოუსვენარი, წიაღი-მიწიერად მშვიდი. თესლი-თავისთავად თუ  თავისით მოძრავი, წიაღი-განაბული, უძრავი. ორივე ბრმა და  მხედველი: თესლის თვალი-ნდომა, წიაღის თვალი-მოსინჯვა. თესლი-ცეცხლოვანი აღმაფრენა, წიაღი-ყველა გრძნობის მოკრებით გალურსვა. მამაკაცი-ჩქარი, აგზნებული; დედაკაცი-ზანტი, წამქეზებელი. ულაყი ბობოქრობდა, ფაშატი ჭიხვინებდა. მზე თესლს ასხივებდა, დედამიწა შიშვლდებოდა.

ღვთაებრივი ხდებოდა.

ქალმა ჩაყვინთა მზის ცხელ წიაღში. სათითაო გრძნობა ჩამქრალი იყო, ყველა გრძნობა ერთად მოქმედებდა, ქალის არსება ერთადერთი გრძნობა იყო: ის  იყო ფაქიზი მემბრანა უნატიფეს დინებათა. მემბრანა იყო: ხედვა უთვალოდ, შეხება უსხეულოდ. ეს ქალი აღარ იყო ერთი დედაკაცი, იგი ის  დედაკაცი იყო. მისი ძუძუები უთავდაპირველესს გრძნობდნენ, რომლისთვისაც იგი იყო წიაღი-ბნელი, განაპული წიაგი. მთელი მისი სხეული სველი პლაზმა იყო, ღვთიური ნაყოფის მისაღებად გამზადებული. თვალები აეხვა, ტანი გაენაბა.

თამაზი მზედაკრულივით დადამბლავებული იწვა. უეცრად ქალმა თვალი შეავლო. თამაზი შეკრთა. ეს ის  წამი იყო, როცა მიქელანჯელოს ადამი ენთება, როცა მას , გათანგულს, ღვთიური ხელი უახლოვდება.

თამაზმა შეხედა ქალს და  გაოცდა: ეს არ  იყო მისი თვალები, ეს უცხოს თვალები იყო, ბნელი, ხარბი, სასტიკი. იგი შიშმა მოიცვა: ქალში მთელი სქესი ცოცხლობდა. ის  იყო ნაწილი, ნატეხი კოსმიური წიაღისა; მაგრამ ამ  ნაწილში მარად იგივე წიაღი მეორდებოდა. ქალი მეტი იყო, ვიდრე კერძო არსება და  ამიტომ უფრო უკვდავი... თამაზს გააჟრჟოლა. ახლა მიხვდა, რატომ ახლდა მის სიყვარულს მუდამ უძირო სევდა. ის, კაცი, მხოლოდ თესლი იყო, მარცვალივით განმხოლოებული-მხოლოდ პიროვნება, როგორც ასეთი, წინასწარვე განწირული. დედაკაცი მიწიერში, მარადიულში იმყოფებოდა, იგი არ  იცნობდა ამ  სევდას, მისი არსება ლოდინი იყო, ცეცხლოვანი სურვილით სავსე...

ქალმა ერთხელ კიდევ შეხედა კაცს. კაცი დაბარბაცდა: ქალის მზერაში წამით ამორძალი შეამჩნია, რომელიც მზად არის თავის რჩეულს ვნებიანი გატაცებით მოკვეთეს თავი... ძრწოლამ შეიპყრო კაცი... უკანასკნელი საიდუმლო შეისუნთქა. თესლი ღვთიური ძალაა, მაგრამ შექმნისას ღმერთი მცირდება, როგორც მცხრალი მთვარე. თესლი ღვთიური სისავსისაკენ ილტვის, — მაგრამ ძალები ღალატობენ: თესლი იღვრება და  სიკვდილს ისუნთქავს. წიაღი იმღვრევა და  ბობოქრობს. კაცური ცეცხლი იფერფლება, ქალი იტანჯება და  სიცარიელეს გრძნობს. ბრაზი იზრდება და  ქალი — გაცოფებული, ბობოქარი, გახელებული მენადა-კლავს კაცს, რათა მეორე წუთს მის თავს ემთხვიოს.

კაცმა შეხედა ქალს. იგი წამომართულიყო. ველური ნესტოებით ისრუტავდა შორეულ სივრცეებს. ის  იყო ძუ, მიწისა და  მიწის სუნთქვის შეკრული ძალა. კაცი უძრავად იდგა. კვლავ სტანჯავდა ნეითის ნათქვამი: „ნაყოფი, რომელიც მე  ვშვი, მზე იყო...“ როგორ? ღვთიური სხივი მოხვდა მეორეს, ბნელს, გაურკვევლს, წიაღს, დედაკაცი. ამით დაიწყო ღმერთის ცხოვრება. მაგრამ ღვთიურს უნდა შეეწირა თავისი ძალის ნაწილი.

სიბნელიდან სინათლე წარმოისვა. წიაღმა შვა მზე. გველს არ  შეუცდენია პირველი ადამიანები. „თუ იმ ხის ნაყოფს იგემებთ იქნებით, როგორც ღმერთები“. ევამ იგემა, ადამმა იგემა — და  იყო დაბადება და  ღვთიური საქციელი. შექმნის საიდუმლომ აუციმციმა თვალი. და  განა ეს თვალი მზე არ  არის? თამაზი უცებ მიხვდა, რომ  ქართული „მზე “ „მზერიდან“ არის ნაწარმოები. მზე ანათებდა როგორც მზერა, როგორც სამყაროს დედაკაცმა პირველმა დედაკაცმა შვა ეს ნაყოფი, სისხლით სავსე გული, შეუდარებელი მზე. ეს იყო ის, რასაც ეგვიპტელი ქალღმერთის გამოცხადებას ნიშნავდა. და  ეს ცოდნა ახლა ამ  ქალშიც იყო: მის არსებაში ღვიოდა მზე ვითარცა ნაყოფი.

თამაზმა ჩრდილიდან მზიურ ველებს გადახედა. სხივები მარცვლებივით ელვარებდნენ. ხიდან დიდი, ყვითელი ძალზე დაღარული ფოთოლი ჩამოვარდა მიწაზე: მზის სხივები ჩამოიტანა თან. სიჩუმეში იყო განაბვა. ახლომახლო კვლავ მოისმა ანკარა წყაროს ჩუხჩუხი: მისი რაკრაკი მიწის განაყოფიერების უთვალავ წამს აღრიცხავდა.

თამაზი ყველაფერს მოეშვა. ახლა მხოლოდღა კაცი იყო: მიქელავჯელოს ადამში უცნობმა ძალამ გაიღვიძა. შეხედა მზეს და  იგრძნო თვითონაც ნაწილი იყო მზის. ამ  გრძნობაში ჩაიძირა, მიხვდა, რომ  ეს ნაყოფი ხვთიური წარმოშობის უნდა ყოფილიყო ახლა მხოლოდღა კაცი იყო: თვითონნაც ნაწილი იყო მზისა . ამ  გრძნობაში ჩაიძირა: მიხვდა, რომ  ეს ნაყოფი ღვთიური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, ხორციელი ცხოვრების ნეტარებამ მოიცვა. შორეულ აღმაპრენას შეერტო.

ქალი ცამომდგარიყო და  მუხას მიყდრნობოდა თითქოს მის ახალგაზრდა ტანს ხესთან შეზრდა სურდა. ახალი გრძნობით აღიქვამდა ხის ნელ ზრდას. ის  იყო მოლოდინი გახსნილი ყვავილის ჯამისა, რომელიც მზად არის დილის მზის სხივების მისაღებად. მისი მაგარო ბარძაყებიხის ქერქს ეხებოდა. ნელა სუნტქავდა: მკერდი სურვილიტ ევსებოდა. დაბურვილი თვალები ვეღარაფერს ხედავდა.

ტამაზი ჩაკარგა წარსულში, ტავისი სიყმაწვილე გაიხსენა...ზაფხულობით ან  მდინარეზე იყო ან  მინდორში
სხვა ბავშვებტან ერტად. იქ იყვნენ ხარები, ძროხები, ცხენები და  სხვა პირუტყვი. ყველას თავისი სახელი ჰქონდა-ბავშვებსაც, პირუტყვსაც. ბავშვები ცურავდნენ და  პირუტყვსაც აცურავებდნენ ტამაშობდნენ და  ხარობდნენ. ხარები ბობოქრობდნენ ძროხები ისევ ცოხნიდნენ, შორს ცხენების ჭიხვინი მოისმოდა. ბავშვები ტიტვლები იყვნენ ხშირად სველ ქვიშაში ეფლობოდნენ და  ცხელ ღორღზე წვებოდნენ. ხანდახან დაწოლილებიც იყვნენ მშრალ ქვიშაზე ტამაზი მათთან ერტად იწვა გაჭიმული. მზით გაბრუებულმა ერტხელ ჩათვლიმა. სხეული სცველი სილით ჰქონდა დაფარული, სილა გაშრა მცხუნვარე მზეში. მისი მამაკაცობაც სილით იყო დაფარული ბიჭს ჩაეძინა და  ძილში ჩაიკარგა. თითკოს შორიდან მოესმოდა მდინარის ჩხრიალი, სავსებიტ მინებდა ტკბილ ხმოვანებას. ეს წამი ყველაფერს შეიცავდა, ტვალები დაეხუჭა. უეცრად იქ სადაც მამაკაცობის ნიშანია ენიტ გამოუტქმელი ნეტარება იგრძნო. ტიკოს ბნელიდან მომავალი რაღაც ცოხლდებოდა. რაღაც იბადებოდა, იზრდებოდ ნელა, ჩუმად, ბიჩმა ტავი აწია და  სილას შეხედა: სილა მიწის ბელტივით აიწია, თითკოს ტხუნელა მიიკვლევდა გზას. ეს იყო ფალოსის უმანკო გამოხედვა, ბედნიერი წამი. ბიჭმა ცოტა დაირცხვინა და  გადატრიალდა, პირქვე. თავმა იგრძნო მიწა... თამაზი ამ  ადრეულ მოგონებას მიჰყვებოდა, თითქოს სავსე იყო თესლილს მარცვლებით, რომლებიც ყვაოდნენ. სხეული გასწორდა და  შინაგანი წვა იგრძნო. სიყვარული-ერთადერთი სჩუქარი ამ  მიწაზე გაიფიქრა. რა ტკბილია სიცოცხლე, როცა მომწიფებული ხარ სიყვარულისთვის.

მზე კულავ აცხუნებდა, ამოუწურავად. დედაკაცი კვლავ კაკლის ჩრდილში იწვა. მისი სხეული იყო მოლოდინი, ღვთიურ დუმილში ჩაძირული. სხეული ვეღარ არჩევდა: ის  ავსებს დუმილს, თუ  დუმილი მას.

სადღაც შორს , ხავსით დაფარულ, ბმელ სიღრმეებში ნელა ყვაოდა რაღაცა და  უმანკოდ წყდებოდა – ბუნდოვნად, მტვლემარე თითქოს მეორეს ელოდა, ასევე ბუნდოვანს, მაგრამ თვლემიდან გამოღვიძებულს, რომლის ცეცხლოვან შეხებას შეეძლო მზის ტვალად გადაექცია იგი.

თამაზი მიუახლოვდა ქალს. დედაკაცის სხეულმა იგრძნო მამაკაცის ნაბიჯები, რადგან მიწა იყო-მშრალი და  მწყურვალი. კაცი მიუახლოვდა, დაიხარა და  მუხლზე დაეშვა. ქალის ბაგეები შეეგებნენ მხურვალე კოცნას.

თითქოს ეს ლოცნა მზის ნაწილი ყოფილიყოს. მზე ხარობდა.

გატყავებული ცხენი კოჯორში, თბილისიდან ათი კილომეტრის დაშორებით დიდი მუხის ძირას მონადიმეთა პატარა ჯგუფი შეკრებილიყო. მარად ახალგაზრდა მზე მხიარულად ჩახჩახებდა.

აღმოსავლეთით გახუნებული მინდვრებია აზერბაიჯანის მზით გადამწვარ ტრამლებში გადიოდა; იქიდან ზოროასტრის სუნთქვა აღწევდა-ცეცხლის თაყვანის ცემა. სამხრეთ აღმოსავლეთით სომხეთის ველები მოჩანდა, მათ ჯერ კიდევ ბიბლიის სურნელი ასდიოდა. თვალს იტაცებდა გარეშემო გადაშილილიუკიდეგანო ლანდშაფტი. ისე იყო, თითქოს ღმერტს ჯერ არ  დაესრულებინა შექმნა. ძალიან შორს, ფართო ხეობის თავზე ქორივით გაწოლილიყო ვეება მუქიმოლურჯო ლანდი: თუ  ცას გაჰხაედავდით, მოლივლივე ღრუბელს შეამჩნევდით; ჩრდილი თითქოს არ  მოძრაობდა. გაღმა აზეულის ციხე აღმართულიყო-აბობოქრებულ და  ანაზდად გაქვავებულ ოკეანეში გაჩხერილი ანძებდამსხვრეული გემი. სერზედ მდუმარედ იდგა უძო, მიტოვებული პატარა საყდარი – შემოქმედის მიმარტ აღვლენილი ლოცვა. საყდრის სამხრეტ-დასავლეთით ფრიალო კლდეები აშვერილი, თითქოს მიწა ტელურულ ვაკხანალიას გადაეღალოს. შიშველი კლდეები აქა-იქ ისე იმზირებოდნენ, როგორც მზით შეტრუსული აქლემების მოსასვენებლად შეჩერებული ქარავანი. დიონისე ისევ ლაღობდა: მისი დამათრობელი სურნელი დღესაც ასდის ქართულ მიწას, ხოლო მენადების კივილი ჰაერში მიმოქრის.

ქართველები სუფრას უსხდნენ. თვალი, რომ  ქვეყანას, მზეს, მთებს, ხეებს, ცხოველებს, ადამიანებს უცქერს, გულს სიხარული ეფინება და  სურს შემოქმედა ქება-დიდება შეასხას. გულის თრობაა, რასაც ქართველი ლხინში განიცდის. სტუმრისათვის გაშლილი სუფრის მოცეკვავეს, მომღერალს, პოეტს, ორატორს. აქ ერთმანეთის გახარებაა მხოლოდ მთავარი — „განა ბედნიერება არ  არის, რომ  გხედავ? რომ  ვცოცხლობთ? რომ  გვხვდები და  მხვდები?“ — აი, ეს არის საქართველოს გულითადობა. სუფრის მეთაური , თამადა, უზღვება ლხინს. ასე იყო ამჯერადაც კოჯორში, შუა ივლისში.

მძიმე დროება იყო, მაგრამ ქართულ მიწას არასოდეს ტოვებს წყალობა. საიდანღაც ყველაფერი ეშოვნათ: კახური ღვინო, თუშური ყველი, ბლომად ბოსტნეული, Sამფურზე წამოცმული მწვადი, ყვერულები, ხილი.

სხვას რაღას ინატრებს კაცი? აღმოსავლური ორკესტრი, „საზანდარიც“, მოეწვიათ – დაირა, ჭიანური, თარი, დიპლიპიტო. აქ მოლხენის ხელოვანი იყო ყველა: პოეტი, მსახიობი, მოფარიკავე, ტურფა ქალები, აქ იყო თამაზიც, აქ იყო ნატაც. მოქეიფენი იმ კაკლის მახლობლად მოკალათებულიყვნენ, თამაზმა და  ნატამ გუშინ მზისგან, რომ  შეაფარეს თავი, რათა იმავე მზით დამთვრალიყვნენ. ნატას უბრალო ტილოს თეთრი ტილოს კაბა ემოსა, შიშველ ტერფებზე თეთრი ტილოს ფეხსაცმელები ჩაეცვა. ეს უბრალოება კიდევ უფრო ამკვეთრებდა მის სილამაზეს. ხალიჩაზე იჯდა: ხორბლისფერ-ოქროსფერი სხეული ჩამოსხმულ ბრინჯაოსავით ელვარებდა ქათქათა სითეთრიდან.

სტუმრები მხიარულად აღეგზნება ბახუსის ნატარების პირველ ტალღას, ნელა და  ტკბილად, რომ  მსჭვალობს სხეულს. ერთს უკვე სიტყვის წარმოთქმა სურდა, როცა უეცრად მოსახვევში ავტო გამოჩნდა. „ნიკო, ნიკო!“ დაიყვირა ერთმა პოეტმა და  მანქანისკენ გაექანა. მანქანა გაჩერდა. „მობრძანდით“, ერთხელ კიდევ შესძახა პოეტმა. სუფრაზე სიჩუმე ჩამოწვა. პოეტი ახალ სტუმრებს წამოუძღვა – ნიკო ბრეგაძეს და  ვიღაც უცნობს.

ისინი ჩამოსხდნენ.

ნიკოს იცნობდნენ: ხელმძღვანელ თანამდებობაზე იყო საქართველოს ცენტრალორ კომიტეტში — იქნებ ეს იყო უხერხულობის მიზეზი: მონადიმეთა შორის არც ერთი კომუნისტი არ  იყო. პოეტმა, რომ  მოსულები სუფრაზე მიიპატიჟა, ამაში არაფერი იყო გასაკვირი. ქართული ადათის მიხედვით, ყოველი გამვლელი ღმერთის გამოგზავნილია, მაშასადამე, სასურველი თანამეინახე. მაგრამ აქ სხვა რამ იყო კიდევ: ეს მზით გარუჯული პოეტი, ნიკო ბრეგაძე და  მისი თანამგზავრი — ლატვიელი, გვარად ბერზინი, ამჟამად ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის განყოფილების გამგე – სამივენი თავგადაკლული მონადირეები იყვნენ.

შესაძლოა, ამან გადაწყვიტა მოპატიჟება. პოეტსა და  კომუნისტს შორის უფსკრული იყო, მაგრამ ნადირობისას ამას ვერ  ამჩნევდნენ. ფეხით ხშირად უვლიათ ერთად წვიმასა და  ქარში, ხშირად გაუთევიათ ღამე რომელიმე მიტოვებულ ქოხში, ბევრი გაჭირვება გადაუტანიათ ერთად — და  საოცარია: ამ  მეგობრობაში დავიწყებული იყო რევოლუცია, კლასობრივი ბრძოლა, ბოლშევიზმი, კომინტერნი, კოლმეურნეობები და  ყოველივე ამნაირი. საბჭოური ცხოვრებიდან თუ  რამ დარჩა მათ შორის, ეს იყო შეუდარებელი საბჭოთა ანეკდოტი. ნადირობისას მხოლოდ მონადირეებად გრძნობდნენ თავს.

ქვეშეცნეულად პირველყოფილი სამყაროს სიღრმეში შედიოდნენ. აქ კაცი მარტოა სტიქიათა პირისპირ, ხოლო იარაღად ხის ან  ქვის ნივთები აქვს მხოლოდ. ტყე ამ  მონადირეთათვის უბრალო ტყე კი  აღარ იყო, ფეხით, რომ  სერავენ მოხეტიალენი; არამედ პირველქმნილი ტყე, საცა ადამიანი სულ მარტოა ბედს მინდობილი. სიცოცხლე ამ  ტყეში კვლაა, რადგან კვლა თავის დაცვას ნიშნავს აქ. ყოველდღიურ ცხოვრებაში იქნებ იმას დაეწყვიტა გული, უნებლიეთ ერთი ჭიანჭველისათვის, რომ  დაედგათ ფეხი; აქ კი  კვლა პირველყოფილი ადამიანის სიხარულს ჰგვრიდათ. ძველმა ინსტიქტებმა გაიღვიძეს მათში, ცხოველური გრძნობა გაუმახვილდათ. ჩიტის აფრენის გუმანით გამოცნობა, ნადირის კვალზე განაბვა — ეს ყველაფერი იდუმალ წყაროსავით ჩქეფდა მათში. ცალკეულის ბედი, უხსოვარი დროის ადამიანის გამბედაობაიყო მთავარი. მონადირება — თუნდა ხოხბის, თუნდა ჯიხვის, მწყრისა ან  კურდღლის — ცხოველურ აღტაცებას იწვევდა მათში. ნადირობის დროს პირველყოფილი ადამიანები იყვნენ ეს სამნი. აქ აღარ არსებობდა არავითარი კულტურის ფორმა — მხოლოდღა პრიმიტიული. აღარ არსებობდა სოციალური განსხვავებანი — მხოლოდ ერთი საერთო წარმომავლობა. რევოლუცია აშიშვლებს ადამიანებს, ათასწლოვან ქერქს აძრობს; შიშველი ადამიანი ერთბაშად გრძნობს თავის თავდაპირველ ძირებს.

ნიკო ბრეგაძეს უჩვეულო სახე ჰქონდა. მექსიკის სიმბოლო ფრთიანი გველია. ეს სიმბოლო დამოხატულიყო მის შესახედაუბაში: თითქოს არწივად ქცეულიყო გველი. აქ ორივე ელემენტი ძლიერი იყო, ზემოქმედებაც ორგვარი. გველის მზერა თრგუნავდა, არწივი ამაღლებდა. ეს სახე ნაცნობი იყო სტუმართათვის. ისინი უცნობს ათვალიერებდნენ. გასაოცარი მასში იყო ზანტი სიმშვიდე: არც ლაპარაკში, არც სიარულში აჩქქარება არ  ეტყობოდა. რაც კაცს თვალში ეცემოდა კიდევ, ეს იყო მისი სიმყარე: მთელი მისი არსება ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს არასოდეს გამოეცადოს ეჭვი ან  შიში. მისი ელემენტი ცივი იყო, სითბო უცხო იყო მისთვის. სახე უძრავი, ქვისა. ამ  უძრაობას სუფთად გაპარსული, მზით გარუჯული თავი უფრო ამკვეთრებდა. სიტყვა ძუნწი იყო. თუ  ვინმეს გაუღიმებდა, ეს ღიმილი გვერდზე გახედვისთანავე კვდებოდა და  ლამის რისხვაში გადადიოდა. თვალები — უმოძრაო, შუშის; მკვლელის ბასილისკური მზერით.

მალულად აკვირდაბოდნენ ეს თვალები სტუმრებს.

ნადიმი გაგრძელდა. პოეტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ბუნების ყველა სიამაყე იყო მა; ს ლექსებში.

მცხუნვარე მზე, მიწის ბელტი, და  მობალახე ხარის ძალა, მდინარეზე ასული ნისლი და  ნაცრისფერი განთიადი, მოფარიკავის ხმლის პირი და  გმირული ბრძოლა, ასტარტეს თეძოები და  სიყვარულის ავხორცობა. ეს ყველაფერი უკავშირდებოდა სახელს „საქართველო“. საქართველოს სისხლი და  მიწა აღანთებდნენ პოეტთ. სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა: ქართული რასა მცირერიცხოვანია, მისი ისტორია — ათასწლეულების ხნისა, მისი სტიქია აღმოსავლური. ბერზინს არ  ესმოდა ქართული. დროდადრო ნიკო უთარგმნიდა ლექსების ადგილებსა და  სახეებს. ბერზინი შუბლს იჭმუხნიდა, ჩერდებოდა: ლექსები მის გულს თითქოს არ  ეკარებოდა. ყველაფერი იყო ამ  ლექსებში. ოღონდ არც ერთი სიტყვა რევოლუციაზე. ეს არც ნიკოს მოეწონა: არწივი მის სახეზე ახლა გველს გადაეყლაპა. პოეტმა, ისინი, რომ  სუფრასთან მოიპატიჟა, ნათელმხილველივით იგრძნო ეს და  შეცბუნდა. უცნაური იყო; პოეტებმა ლექსის წარმოთქმისას თავდაჯერება დაკარგეს; ერთს ენა დაება, მეორეს წინადადება დაავიწყდა, მესამის ცეცხლოვანი პათოსი უეცრად ჩაქრა. მზისგან გაშავებული პოეტი შეეცადა უხერხულობის გაფანტვას, რიტმულად მწყობრად აგებული ლექსი წაიკითხა — „ლენინ“. ნიკოს და  ბერზინის სახეებზე კმაყოფილება გამოჩნდა. მაინც იდუმალი უნდობლობა ჩრდილავდა მას. ორივვემ ზუსტად იცოდა: რევოლუციისაგან განზე გამდგარს ლენინზე უფრო ეადვილება წერა, ვიდრე მიწის კოლექტივიზაციაზე. მეორე პოეტმა დაიწყო ლექსის კითხვა „ოქტომბერი“. ძლივს წარმოთქვა ნახევარი, რომ  დაიბნა და  მოულოდნელად კითხვა შეწყვიტა. ეს იმ წამს მოხდა, როცა ბერზინმა თავისი შუშის თვალების ბასილისკური მზერა მასზე შეაჩერა. ერთმა სტუმარმა ღვინით სავსე ჭიქა გადმოაპირქვავა და  ნატას ტანსაცმელზე გადაასხა. მეორეს ბოთლი დაუვარდა ქვაზე.

„უბედურების მომტანი უნდა იყოს ეს უცხო“, ჩაილაპარაკა ერთმა.

„ავი ფეხი უნდა ქონდეს“, დაუმატა მეორემ. „გაუხმეს ის  ფეხი“, დაიჩურჩულა პირველმა. ბერზინმა თვითონაც არ  იცოდა, ავი ფეხი ჰქონდა თუ  არა. სინამდვილეში ავადმყოფი ფეხი ჰქონდა: მუხლში არ  ეხრებოდა.

საერთო მხიარულება დაირღვა; ნატა გაწითლდა და  მოსვენება დაკარგა. რაღაც აფრთხობდა, როცა ბერზინის თვალი მის მზერას ხვდებოდა. თამაზი შინაგანად გრძნობდა გამოწვევას, უფრო ღიზიანდებოდა.

ნერვიულად ეწეოდა სიგარეტებს, ეს კარგს არაფერს მოასწავებდა.

ქართული სუფრა ერთიანობას მოითხოვს, ის  ვერ  იტანს განზე დგომას, ნიკოც და  ბერზინიც, ორივე სვამდა, მაინც განზე იდგნენ — ფხიზლები რჩებოდნენ. ნიკომ ოგრძნო, რომ  მასაც უნდა ეთქვა რამდენიმე სიტყვა.

თავის სიტყვაში მიუთითა — ოღონს სიცილით, — რომ  კარგია, როცა ამდენ პოეტურ სურათს პოულობენ რევოლუციისათვის, ბერზინმაც ილაპარაკა, მოკლედ, ცივად, აქ არ  იყო გაღიმება, მხოლოდ სიმაგრე.

„ერთი რამ არის საკვირველი“, თქვა მან, „ასე მგონია, აქაურ მიწას რევოლუცია ჯარაც არ  შეჰხებია“.

მძიმე პაუზა.

„რა თქმა უნდა, არ  შეჰხებია“, გამოეხმაურა ერთი ახალგაზრდა, „ეს მიწა, რომელზეც აახლა ვქეიფობთ, სამი საუკუნის წინ ცეცხლლოვანი რაშებით გადათქერა ქართველმა სარდალმა გიორგი სააკაძემ. მის ნაკვალევზე ფესვს ვერ  გაიდგამს რევოლუცია“.

ახალგაზრდა კაცი გაგრძელებას აპირებდა. უეცრად თამაზის მზერას შეეჩეხა და  გაჩერდა. ნასვამი იყო, მაგრამ მიხვდა, რომ  შეტოპა. თავისი პასუხით სიტყვა გააწყვეტინა რუსილად მოლაპარაკე ბერზინს.

ბერზინი დარჩა, როგორც იყო — გილიოტონის დანასსავით ცივი. ბასრმა, ძლივს შესამჩნევმა რისხვამ იელვა დანის ფოლადზე; წამით გაიღღიმა, ღიმილი იქვე გაქვავდა და  დაიღრიცა.

დუმილი ჩამოწვა. ახალგაზრდა კაცს ლევანი ერქვა, ოცდა ხუთი წლისა ძლივს იქნებოდა. ქართულ რასას მასში ნამდვილი ვაჟკაცის სახე გამოეკვეთა. პროფესია არ  ჰქონდა, არც სჭირდებოდა. სიცოცხლის სიხარული ტალღასავით მოაქვს მზის სხივს. ლევანი თვითონ იყო ცოცხალი ტალღა. რა საჭიროა მზის ხოტბა, თუკი მზის გულში ცხოვრობ? იგი არ  წერდა ლექსებს. რა საჭიროა მაცნიერებით თავის დამძიმება, თუკი ციცაბო კლდეზე ჯიხვს უცქერ და  ხელში ისარი გიჭირავს? ლევანი სწავლაზე არ  გადარეულა. უბრალოდ ზარობდა იმით, რომ  ცოცხლობდა. ის  ადამიანთა ნარჩევი იყო, ლამაზი და  ჯიშიანი. ათასწლეულებს ემუშავათ მისი შექმნისათვის. ხანდახან ფილმებში თამაშობდა, როგორც ფეოდალური ტიპების შესანიშნავი შემსრულებელი. აქ გაეცნო და  დაუმეგობრდა თამაზს. ახლა კი  აგერ იჯდა გამომწვევად.

უხერხული დუმილი, რომ  დაერღვია, ერთმა ჯგუფმა სიმშერა წამოიწყო, მაგრამ უგუნებობბა სიმშერაშიც შეიმჩნეოდა. უეცრად წამოდგა ერთი და  თქვა: „სააკაძის რაში შეუდარებელი სურათია ფეოდალური ეპოქისა. ვგონებ, ასე უნდა გავიგოთ ჩვენი მეგობრის სიტყვები. ქართული მიწა დღემდე ამ  სულით არის გაჟღენთილი, და  გასაგებია, რომ  რევოლუციის გუთნის გატანა აქ უფრო ძნელი იქნება, ვიდრე საბჭოეთის სხვა რომლეიმე მხარეში“. მოსაუბრემ მარჯვედ შეატრიალა ლევანის სიტყვები, მაგარამ ყველა გრძნობდათ ეს თავის მართლება უფრო იყო, ვიდრე განმარტება. ბრეგაძე კვლავ მოღუშული იყურებოდა და  ამას ზედ ესეც დაერთო: ლევანმა ვაშლი ააგდო ჰაერში, პისტოლეტი ესროლა და  შიგ შუაგულში მახვედრა. ბრეგაძემ შუბლი მოჭმუხნა: მის ფიქრებში ვაშლი სხვა რამემ შეცვალა. ატმოსფერო დაიხუთა. მხოლოდ ლევანის განსაკუთრებული ხიბლი შველოდა ცოტათი. ისეთი თავდაჯერებული გაარტყა აგდებულ ვაშლს, ისეთი ლაღი და  მხიარული იყო, რომ  სხვებიც აიყოლია. ბერზინი უნდობლად ეკიდებოდა მხიარულებას, თუმცა ამ  კაცში რაღაც მოსწონდა; ეს აბრაზებდა კიდეც. უეცრად თამაზს შეხედა, რომლის თითები გამეტებით სრესდნენ სიგარეტის კოლოფს. ბერზინი გაახარა ამ  მოუსვენრობამ: უცთომლად იგრძნო რჩეული მეტოქე თამაზში. თამაზმა აირიდა ბერზინის მზერა; ბერზინის სიტყვებმა გააღიზიანა და  კიდევ: ხანდახან ბერზინი ნატამაც იგრძნო ბისილისკური მზერა. ამ  კაცის თვალები აშინებდნენ მას, სახეზე ჩრდილმა გადაურბინა. თამაზის მიმინოსებრ თვალს ეს არ  გამოეპარვია, ბოღმამ ლამის დაახრჩო. ყვველამ იგრძნო დამძიმებული ატმოსფერო. მასპინძლები ცდილობდნენ, როგორმე გაეხალისებინათ განწყობა, უაზროდ დარბოდნენ აქეთ-იქით. ამაოდ ცდილობდა თავის შეკავებას თამაზი. ახლა ცეკვა წამოიწყეს, მაგრამ ერთი მოცეკვავე მორს წამოედო და  დაეცა. სიცილი.

ეს შემთხვევ მოცეკვავის ნასვამობით ახსნეს, თუმცა მთლად ასეც არ  იყო, საქმე. კვლავ ქეიფი, მაგრამ ახლა თვით ბახუსსაც დაჰკრავოდა ხალისი. მაშინ ისევ ლაპარაკი დაიწყეს, ლაპარაკობდნენ ბევრს და  ზერელედ.

სიტყვა „რევოლუცია“ ხშირად გაისმოდა, უმეტესად ყურით მოათრევდნენ. ორივე კომუნისტი ზუსტად გრძნობდა სიყალბეს. ბრეგაძე და  ბერზინიც ლაპარაკობდნენ. რევოლუცია იმდენჯერ ახსენეს, რომ  ლევანმა ბოლოს მაინც ვეღარ მოითმინა და  შესძახა: „ღვთის გულისათვის, ამიხსენით, რას უნდა ნიშნავდეს ეს რევოლუცია? “ „თქვენ მაინც ვერ  გაიგებთ“, უპასუხა აღელვებულმა ბრეგაძემ.

„რაო?“ დაიყვირა ლევანმა რისხვით.

თამაზმა შეატყო, რაღაც ხდებოდა, მზერა ესროლა ლევანს. ლევანმა თავი დაიოკა, მაგრამ გამოწვევა თვითონ თამაზმა აიტაცა და  ახლა თავის მხრივ იკითხა: „რარაა ის  რავოლუცია, რომელიც ასე ძნელი გასაგებია?“ თამაზის კილო დამცინავი იყო. ბერზინმა ეს მყისვე შეატყო. ახლა რუსულად საუბრობდნენ და  ისიც იერიშზე გადავიდა.

„რევოლუცია ძნელი გასაგებია მისთვის, ვინც რევოლუციონერი არ  არის“. „კეთილი და  პატიოსანი“, უპასუხა თამაზმა, „ოღონდ ერთი რამ ამიხსენით. ახლახან ბრძანეთ, რომ  რუსეთში ბავრმა მწერალმა გაიგო რევოლუცია , მე  გეტითხებით: რამდენია მათ შორის რევოლუციონერი? “ „ჰმ, ჰმ... რაოდენობის დასახელება ძნელია... მე  ვფიქრობ, ბევრი “ „ჭეშმარიტი რევოლუციონერია? “ „ჰმ, ჰმ... ჭეშმარიტი რევოლუციონერი... შეიძლება ცოტა, მაგრამ... “ „კარგით, ამაზე ნუ  ვიდარდებთ... მხოლოდ ერთი რამ მინდა ვიცოდე: ხომ არ  გაგონდებათ რომელიმე მოსკოველი პოეტის ან  მწერლის მხატვრული სახე, პლასტიკურად, რომ  გადმოსცემდეს რევოლუციურ კატალიზმას? “ „ასეთი სახეები იმდენად ბევრია, რომ  ძნელია რომელიმე ერთი გაიხსენო “. „ალექსანდრე ბლოკის „თორმეტნი“, ჩაურთო ერთ-ერთმა პოეტმა.

„მე არ  მწამს ისეთი რევოლუცია, რომლის სათავეშიც ქრისტე მოაბიჯებს“. მკვეთრად მიუგო თამაზმა.

შემდეგკვლავ ბერზინს მიუბრუნდა. მე  მსურს რევოლუციის ნაღდი, უტყუარი სახე დავინახო.

ბერზინი შეყოყმანდა, ის  კარგად ერკვეოდა თანამედროვე ლიტერატურაში, იცნობდა მრავალ სურათს, რომლებსაც რევოუციის არსი უნდა გამოეხატათ; მაგრამ ამ  წუთს ვერც ერტს ვერ  დაასახელებდა. გრძნობდა, რომ  ამ  გაღიზიანებულ კაცს მაინც ვერ  დაარწმუნებდა, ამიტომ სხვა გამმოსავალი არჩია. თავი ისე დაიჭირა თითქოს დამარცხებულიყოს და  თავის დასაძვრენად თამაზს შეკითხვით მიმართა: იქნებ თქვენ თვითონ გაიხსენოთ რომელიმე?

თამაზი გაება ხაფანგში, დაუფიქრებლად მიუგო: მე  ვიცი ერთი მაგრამ არა ლიტერატურიდან.

თამაზს წამით დაავიწყდა, რომ  ბერზინს სწორედ ლიტერეტურიდან სთხოვდა მხატვრული სახის დასახელებას. მაგრამ სურატმა, რომელიც ახლა ამოუტივტივდა, ერთბაშად მოიცვა მისი სული; მთვრალივით იყო ატაცებული. გრძნობდა , ეს სურათი, უთუოდ უნდა გამოემჟღავნებინა.

ბრძანეთ, სთხოვა ბერზინმა გამარჯვებულის კილოთი. სხვები ბერზინს შეუერთდნენ. თამაზმა დაიწყო: ეს ერთი ცხენის ისტორიაა.

ისევ ცხენი, თქვავიღაცამ სიცილით, თამაზმა შუბლი შეიჭმუხნა.

ეტყობა სააკაძის ცხენის შთამომავალია, წაიჩურჩულა ბრეგაძემ ირონიულად.

გაჩუმდით, დაიძახა ყველამ.

თამაზმა დაიწყო თავისი მოთხრობა. პოლტავის თუ  ვორონეჟის გუბერნიაში რევოლუცია მძვინვარებდა. მთელი სოფელი, განურჩევლად ყველა, დიდი და  პატტარა, კაცი და  ქალი, აღმდგარიყო და  ჯოხებით, კომბლებით, ცულებიტ, ბარებით, იარაღით ერთი მემემულის სახლს ტავს დასხმოდა. ეს უკანასკნელი თავისი ოჯახიტ უკვე გახიზნულიყო. გაბოროტებული გლეხები სასახლეში შეჭრნენ და  რბევა დაიწყეს. რაც ხელში ხვდებოდატ, ყველაფერს ანადგურებდნენ. ყოველი ნივთი მათს მრისხანებას აღვიძებდა.

უცნაურია, მხოლოდ ცოტამ თუ  აიღო ძვირფასი ნივთები თავისთვის; ცოფმორეულნი განადგურერბის ჟინს შეეპყრო უპირატესად. გლეხების ერთი ჯგუფი ტავლისკენ გაემართა. კარი ჩამოგლიჯეს და  შიგ შეცვივდნენ; ცხენები დაფრთხნენ. ოცამდე ცხენი გავოიყვანეს; მათგან ერთი განსკუთრებით გამოირცეოდა: მთლად თეთრი, ლაქების გარეშე, კოხტა, ნატიფძარღვიანი. მისი ყოველი ასო მიწის სიხარული იყო, ყოველი კუნთიგანხორციელებული მზის ტალღა, მისი თვალები ცეცხლს აფრქვევდნენ. გლეხებს თვალები აემღვრათ, ერთ ხანს გაშეშდნენ მისი მშვენებით. ერთმა აღვირით თავისკენ მოქაცა ცხენი. ცხენი ყალყაზე შეხვდა ხეპრულ საქციელს. ბრბო ავისმომასწავებლად გაირინდა, უეცრად ვიღაცამ დაიყვირა გახელებით „ჯიშიანია! “.

მესამემ, მეოთხემ, მეხუთემ გაიმეორეს ეს სიტყვა. ბოლოს მთელი მასა უთავბულპდ ღრიალებდა: „ჯიშიანია, ჯიშიანო!“ შური და  რისხვა გამოყმუოდა ამ  შეძახილში. აბობოქრებული მასა წინ გაიჭრა, თუმცა არ  იცოდა, რა სურდა. ხელები ამოძრავდნენ, ბაგეებს მიეყინა შეძახილი, ტუჩების კუთხეში დუჟი აქაფდა, თითქო ბრბო რაღაცას ელისო, უეცრად ცხენმა გველცემულივით დაიჭიხინა უცნაურად, ყალყზე შედგა, ადგილიდან მოწყდა და  გაჭენდა. გლეხები გაეკიდნენ, ცოფისაგან გონებადაბინდულნი. ცხენი გრძნობდა, რომ  სიკვდილი მოსდევდა, გიჟივით მიქროდა. ღობესტან მიიმწყვდიეს და  ალყა შემოერტყეს. ცხენი ნახტომისტვის მოემზადა, მაგრამ სწორედ ამ  დროს ვირაცამ აღვირს ხელი ჩაავლო; ცხენი შეშინდა, წინა ფეხებით ღობეზე ჩამოეკიდა. ცხოველს მთელი ტანი უთრთოდა. როყიოდ დაიყვირა ერთმა: „ტყავი გავაძროთ წყეულ პირუტყვს“. პირველს მეორე აჰყვა“. ტყავი გავაძროთ!“ მრავალი ხმა ღრიალებდა, ერთმანეთში არეული. ბოლოს ყველამ ერტად დაიყვირა: „ტყავი გავაძროთ!“ ბრბო ყმუოდა; შიში და  სიძულვილი მოისმოდა ამ  გაშმაგებულ ღრიანცელიდან. ელვის სისწრაფით გააჩინეს დანები, ცელები, ნამგლები. ხელები თითქოს სიგიჟეშსი იმყოფებოდნენ. „ჯიშიანი, ჯიშიანი!“ თავიდან აყმუვლდა ბრბო, აყმუვლდა ისე ყურისწაღებამდე, თითქოს რაღაცისა ეშინია და  ამ  უცხო ყმუილში გამოგუდვას ლამობსო.

„ცხენი ცოცხლად გაატყავეს “, დაასრულა ალმოდებულმა თამაზმა“. ეს არის პროლეტარული რევოლუცია“...

უეცრად თით ქოს რაღაც გაახსენდაო, ჰგაუბედავედ დაუმატა: „ამ ცხენში ხალხმა მათრობელი ნაყოფი იხილა, ჩაგვრის სიმბოლო — და  მთელი ბოღმა, ასწლეულობით დაგროვილი, უეცრად მასზე გადმოანთხია. ეს არის რევოლუციური შურისძიების სისხლიანი სურათი“. თამაზი დაჯდა აგზნებული.

„სწორია, ასეა!, ბრავო, თამაზ!“ დაიძახა ყველამ.

თამაზმა მოკლედ მოჭრა სათქმელი. მის სიტყვებში რისხვის ცეცხლი გიზგიზებდა. იმ ადგილას, საცა გლეხები ყვიროდნენ, „ჯიშიანია, ტყავი გავაძროთო“, სიბრაზისაგან ენა დაება.

‘ბრავო თამაზ!“ უყვიროდა ყველა.

თამაზი თავდახრილი იჯდა. ნატამ თვალი გააპარა მისკენ და  შეეშინდა: ამ  წუთს თამაზს — შეეძლო გამოღადრული ყელიდან სისხლი დაელია. ნატა შებრუნდა.

სუფრა კვლავ ახალისდა. თამაზის სიტყვებში რევოლუციის ნამდვილი სახე იყო მოცემული, ამან ყველა აღაფრთოვანა: სახე რევოლუციისა, რომელშიც წილი არ  გიდევს.

სტუმრები წამოიშალნენ.

თამაზი, დაღვრემილი, მოშორებით მიაბიჯებდა. ახლა სტანჯავდა თავის სიტყვათა ცეცხლი. ხომ არ  გასცა ამ  ცეცხლმა? შორიახლოს ბრეგაძე და  ბერზინი მიდიოდნენ. მათი საუბარი პასუხს სცემდა ამ  შეკითხვას.

„კარგად ლაპარაკობდა, არა?“ ჰკითხა ბრეგაძემ ბერზინს.

„ლაპარაკით კი... “ „ბატონო? “ „ვერ გამოიცნობდი, ხალხთან ერთად მძვინვარებდა ცხენის გასატყავებლად თუ  გამხეცებულს თვითონ ხალხის მოხრჩობა სურდა“.

„შენ უფრო მეორე გგონია“, გაიცინა ბრეგაძემ.

„ეს უფრო ჰგავს სიმართლეს“, მიუგო ბერზინმა.

სტუმრაბი დაიშალნენ, გაღმა სამყურების მინდორი ჩანდა.

„აბა, ვინ იპოვის ოთხფოთლიანს?“ დაიძახა ერთმა.

ყველამ დაიწყო ძებნა; თამაზმაც, ვერავინ იპოვნა. მოულოდნელად გამოჩნდა ბერზინი, ხელში ოთხფოთლა ეჭირა, ნატას მიუახლოვდა, თავაზიანი თავის დაკვრით გადასცა. ნატას გაუკვირდა, თუმცა გამო ართვა: მკერდზე დაიბნია. თამაზმა დაინახა ეს, ტუჩზე იკბინა.

როცა ნატასტან მარტო დარჩა, სიტყვის უთქმელად მოაშორა ოთხფოთოლა მის მკერდს. ნატა ხედავდა, როგორ სათითაოდ აძრობდა ფოთლებს და  ნელა ფანტავდა. ქალი შეშინდა, მაგრამ ისიც მასავით დადუმდა.

აქ დაზღვეული არავინაა ბერზინს ამიერკავკასიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელობა ჰქონდა დავალებული. ძირითადად ლიტერატურას, კინოს და  თეატრს განაგებდა. მარქსისტული ხაზი ლენინური გაგებით ყველგან უნდა გატარებულიყო. ამ  თავისთავად არცთუ იოლ ამოცანას ამიერკავკასიის თავისებურებას აძნელებდა: მოსკოვური მიდგომა აქ არ  გამოდგებოდა. ტვით ამიერკავკასიასაც ვერ  მოეკიდებოდა, ვერ  განიხილავდა როგორც ერთგვაროვან რასმე, რადგან საქართველო სხვაგვარად არის მოწყობილი, ვიდრე სომხეთი, ეს კიდევ სხვანაირად, ვიდრე აზერბაიჯანი, ამ  სამიდან თითოეული განსხვავებულ მოპყრობას მოითხოვდა. ეს იცოდა ბერზინმა. ფრთხილი მოსინჯვით უახლოვდებოდა ყოველივე ახალს. გულმოდგინედ ცდილობდა ყველა თავისებურებას ჩასწვდომოდა. მისთვის ცოცხალი ადამიანი სქემაზე მეტს ნიშნავდა. მასთან ყოველ შეხებას გულისყურით ეკიდებოდა. ამით ძირფესვიანად განსხვავდებოდა სხვა კომუნისტთაგან. არც კოჯრის ლხინს ჩაუვლია უკვალოდ: ბევრი რამ შეიტყო ქართველთა ზნე-ჩვეულებასა და  ხასიათზე. კიდევ იყო რაღაც, ამას, რომ  უკავშირდებოდა: ნატას გაცნობა, რომელმაც, ჩანს, თავგზა აუბნია.

ბერზინს მატერიალისტურ მრწამსში დედაკაცს ფიზიოლოგიურად შემოსაზღვრული ადგილი ეკავა; მეტი არაფერი. ეს ქალი კი  — ბერზინმა ეს გულისტკივილითაც კი  შენიშნა — მეტი იყო. ნუთუ ისიც მოდუნდა და  რომანტიულ ქსელში გაება? არა, ასეტი უბედურება შეემთხვა რეალისტ ბერზინს? მის გამშრალ ტუჩებს რაღაცამ გადაურბინა, ღიმილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ღიმილი გაქრა, როცა თბილისში ნატა მეორედ ნახა.

ეს დედაკაცი უცხო ნისლში იყო გახვეული, რომელსაც ბერზინი დაფეთებული ნადირივით ისრუტავდა.

ახლა წამდაუწუმ მასთან შეხვედრას ნატრობდა, მაგრამ ცნობილი კომუნისტის ურთიერთობა უბრალო სტენოგრაფისტთან ხალხს ააფორიაქებდა — ეს კი  არ  უნდა დაეშვა. ამრიგად, მხოლოდ შემთხვევას მიენდო — გაფაციცებით, ბრმად. თეატრში, მთავრობას ლოჟიდან ფოიეში გამოსული, რამდენჯერმე შეეფეთა ნატას.

ერთხელ თავი დაუკრა მხოლოდ, მეორედ საუბარი გაუბა. ქალი შეშინებულ ჩიტს ჰგავდა: რაღაც დამრთგუნველი ჰქონდა ამ  კაცის მზერას. არც პირველად, არც მეორედ ნატას ბერზინისათვის ოდნავი უხერხულობაც კი  არ  შეუტყვია. მესამე შეხვედრა თითქმის თხუთმეტ წუთს გაგრძელდა; ამან შეაკრთო ქალი. თავისი ნების წინააღმდეგ ბერზინის ახალ წიგნზე ალაპარაკდა.

„წაიკითხეთ? ჰკითხა ბერზინმა“. „ჯერ არა “ „იქნებ არ  გაქვთ? “ „არა, არა მაქვს “ „შეიძლება გაჩუქოთ? “ „დიდად მადლობელი ვიქნებოდი“. „როდის მოგართვათ?“ ქალი შეცბა ამას არ  მოელოდა.

„ძალიან გთხოვთ ნუ  შეწუხდებით!“ დაბნეულმა მიუგო.

„ოდნავადაც არ  შევწუხდები!“ ქალს შერცხვა. უარის თქმა გვიანღა იყო.

„თუ თქვენთვის მოსახერხებელი, ზეგ სარამოს“, უნდომლად უთხრა.

„სიამოვნებით!“ მიუგო ბერზინმა და  მისამართი ჩაიწერა. მთელი ორი დღე ნატა უგუნებოდ იყო, რატომ ვერ  უთხრა უარი? ნუთუ ამდენი ძალა ჰქონდა ამ  ქვის კაცს? ქალი არც ისე ნორჩი იყო, ოცდაშვიდი წლისა, ქვრივი, ბევრი რამ გამოეცადა, მაგრამ ასეთ ძალას ჯერ არსად წასწყდომოდა. თამაზის ძალას სითბო არბილებდა, ეს კი  ბოლომდე ცივი იყო. ქალი დაღონდა. კიდევ კარგი, თამაზი არ  იყო თბილისში – მოსკოვს მიევლინათ სცენარებისათვის. სიშორე გამბედაობას ჰმატებდა. კიდევ იყო რაღაც, რაც ნატას გულმა საშველად იხმო — სამყურას ფოთლის ამბავი. რატომ ააძრო მაშინ თამაზმა ოთხფოთოლა, რატომ დაფლითა და  დაფანტა? ეს როგორ დაემართა თამაზს, ძლიერს თავდაჯერებულს? ნუთუ იეჭვიანა? ნატას მაშინ ეწყინა.

ახლა უნებურად იმ წყენას აღვივებდა.

დათქმულ საღამოს მოვიდა ბერზინი, ნატას თავისი წიგნი გადასცა. ქალს გაეწყო სტუმრისთვის სუფრაჩაი, ცოტაოდენი ხილი. ბერზინი უზრუნველად ჩამოჯდა ტახტზე, თითქოს აქაურობის ხშირი სტუმარი ყოფილიყოს; თუმცა ფამილარობას მაინც ვერავინ დააბრალებდა. საუბარი არ  აეწყო — ნატამ ჯერ დაძლია შიში. ბერზინი სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და  საუბარი შეუმჩნევლად სამოქალაქო ომის ეპიზოდზე გადაჰქონდა. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა. ნატა ყურადღებით უსმენდა. რამდენიმე მოთხრობის შემდეგ ერთი მატარებლის ამბავი წამოიწყო მარჯვედ. ნამდვილი ეპოსის ნაწყვეტივით ჟღერდა ნაამბობი.

ეს მატარებელი იმ დალუქული ვაგონის ღვიძლი შვილი უნდა ყოფილიყო, რომელმაც თავის დროზე გერმანიის მიწა გადასერა, რათა რუსეთში რევილუციის ცეცხლი დაენთო. დალუქული ვაგონი რევოლუციონური ტვინით იყო გატენილი-ლენინითა და  მისი ერთგული ხალხით. ეს მატარებელი კი  რევოლუციურ ენერგიას აევსო. იმ ხანად ომის ფრონტი რვა ათას კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ჯარი მოწყდა მოსკოვს, რევოლუციის გულს, რომლის ფეთქვას ფრონტებამდე უნდა მიეღწია. ეს გულისცემა მატერიალურ ძალასავით უნდა გადასცემოდა ჯარს-აი, რა ტვირთს დაატარებდა ის  ფანტასტიკური ეშელონი. გამარჯვების ნებით გაცოცხლებულს მოჰქონდა ცეცხლი, რევოლუციის ვნება და  სუნთქვა.

იმედისა და  აღმაფრენის გასაღვიძებლად მისი გამოჩენაც კმაროდა. მატარებელში იყო სამდივნო, ტელეგრაფი, სტამბა, რადიო, ელექტროცენტრი, ბიბლიოთეკა, აბანო; ასევე გარიჟრაჟი ბენზინით, მანქანებით, ტანკებით, სადაც მატარებელი ვერ  გაივლიდა, იქ მანქანებით და  ტანკებით გადიოდნენ ას კილომეტრამდე მანძილს. მოსკოვთან კავშირი წუთით არ  წყდებოდა; პირდაპირი ხაზი მუშაობდა დღისით და  ღამით. მოსკოვის ღამე – მტრის შურის ძიება – ამ  მატარებელში დაგროვდა. გაზეთი გზაში გამოდიოდა ანტენა დააყენეს და  უნაპირო რუსულ სტეპებში – თოვლის ნამქერის, მარტოობის და  დარდის სამეფოში – ნაუენიდან, ეიფელიდან იღებდნენ ცნობებს. მატარებელი ჯარს ამხნევებდა. მის სიმამაცეს აორკეცებდა. თუ  რომელიმე ქვედანაყოფი გასაჭირში ჩავარდებოდა. ტროცკი – ის  ახლდა მატარებელს — თათბირს იწვევდა.

მასში კომისრები, წითელგვარდიელები ადგილობრივი პარტიული ჯგუფი და  პროფკავშირების წევრები მონაწილეობდნენ. დაძაბულ შრომაში ერთის ინტუიცია მეორეს ედებოდა. ერთობლივი გარჯა შობდა გამოსავალს – გასაჭირში ჩავარდნილთა მოულოდნელ ხსნას. ჩექმები, ტყავის ქურთუკები, იარაღი, თამბაქო, ასანთი, თეთრეული – ყველაფერს ამას მატარებელი აწვდიდა არმიას. ოღონდ კი  ცეცხლი არ  ჩამქრალიყო: ხშირად ერთ მბჟუტავ ნაპერწკალს ძალუძს ცეცხლი ჩაქრობას გადაარჩინოს. თუ  პოლკის გაძლიერება იყო საჭირო, სანდო მუშებს და  თავგამეტებულ კომუნისტებს გზავნიდნენ — დასუსტებული პოლკიც კვლავ პოულობდა იერიშისთვის საჭირო ძალას. მატარებელშიც იყო ორასი – სამასი ნაცადი მეომარი. ამ  რეზერვს ბევრჯერ გადაუწყვეტია უმძიმესი ბრძოლის ბედი. ხანდახან მატარებელი ჯარს ადგილობრივი გლეხებით, პარტიზანებით და  პატიმრებით შევსებაში ეხმარებოდა. სამარა, ჩელიაბინსკი, როსტოვი, ნოვოჩერკასკი, კიევი, ჟიტომირი – საჭირო დროს ყველგან ჩნდებოდა ეს კოლექტიური გმირი. მატარებელმა ოცდატექვსმეტი გზობა გააკეთა, ათეულ ათასობით კილომეტრი მოტოვა უკან. კიევიდან თუ  ვიატკიდან, ციმბირიდან თუ  ყირიმიდან – ყოველი მხრიდან შველას ითხოვდნენ. მატაარებელიც მუდამ მზად იყო.

ნატა დაძაბული უგდებდა ყურს ბერზინის ნაამბობს. დედით რუსი იყო და  დაუვიწყარი რუსულ; ი სტეპები აგონდებოდა. იმ სტეპებს სერავდა ლეგენდარული მატარებელი, რომლის ამბავსაც ჰყვებოდა ბერზინი. იგი არ  იყო მჭერმეტყველი, მაგრამ მის სიტყვებს არ  აკლდა დამაჯერებელობა. თხრობისას ხშირად ჩერდებოდა.

ნატას თვალწინ დაუტრიალდა უმაგალითო უმი, რომელშიც ძმები ერთმანეთს ხოცავდნენ. მატარებლის პათოსმა გაიტაცა — ეს ომი გარდაუვლად მიაჩნდა. მეტიც: ზოგჯერ ეჩვენებოდა, რომ  სამართალი მატარებლის მხარეს იყო – ისე ემოქმედა ბერზინის მოხერხებულ სიტყვებს, სიმტკიცე, სიმშვიდე, შეურყევლობა, შეუპოვრობა – ეს ყველაფერი გამოსჭვიოდა მის ნაამბობში. ბენზინი მატარებლის ცხოვრების მრავალ ეპიზოდს გადმოსცემდა, — ყველგან ტროცკის დემონური აჩრდილი მოჩანდა, თუმცა კი  იმ მხარეს მხოლოდ გაკვრით ეხებოდა. გასაოცარი რწმენა და  საშინელი ნებისყოფა ერთდროულად დაინახა ნატამ ბერზინში. იმ მატარებლის ნაწილი ხომ არ  იყო იგიც? გაიფიქრა ნატამ. ქალის ეჭვი გამართლდა: ამბის დასასრულს სასხვათაშორისოდ ბერზინმა ხმადაბლა თქვა, რომ  თვითონ ამ  მატარებლის მგზავრი და  მებრძოლი იყო.

ნატა შეკრთა, ეს, რომ  გაიგო ეს, რომ  გაიგონა თვალებში ჩახედა ხელშესახებად ცხადად დაუდგა თვალწინ ის  მატარებელი და  მისი ხალხი — ცივი, პირქუში, მტკიცე. ქალი შიშმა შეიპყრო. აკვირდებოდა ამ  კაცს და  მასში ორად ორ ელემენტს აწყდებოდა: ჟინს და  ნებას, პირველს – ცხოველისებრს, მეორეს რკინის. სულის კვალიც არ  იყო. ქალი გაფითრდა: რაღაც ეზიდებოდა მისკენ, რაც სძულდა. ბერზინი მიხვდა, რომ  შთაბეჭდილებები მოახდინა. ერთბაშად წამოხტა და  დაემშვიდობა ქალს. ნატა დაიბნა თამაზისგან თითქმის ყოველი დღე იღებდა წერილს. ყოველ წერილში იყო მონატრება , ტკივილიც, რადგან ნატასგან იშვიატად ისმოდა რამე, ისიც არაფრისმთქმელი. და  ეს ნაშინ, როცა წერილების წერა სწორედ ნატას შეეძლო. თამაზი იტანჯებოდა, მაგრამ არც ერთ წერილში ეჭვის ნატამალიც არ  გამკრთალა. ეს ახარებდა ნატას. ხსირად უთქვამს თამაზისთვის: უკანასკნელ ატომამდე წრფელი უნდა იყო, რომ  სავსებით გამოხატო შენი გრძნობა წერილში. განა ნატა ახლა წრფელი არ  იყო: იყო მაგრამ ბერზინტან შეხვედრა აამღვრია მისი არსება. ანკარა წყაროსაც შეიძლება იგივე შეემთხვეს – ფიქრობდა ის. აქ არ  ყოფილა აალება – გრძნობითსურვილის უტყუარი ნიშანი. პირიქით, ბერზინი უსქესო არსებად ეჩვენებოდა. აქ სხვა რამ მოქმედებდა – უცხო ძალა. ხანდახან ისიც კი  ეჩვენებოდა, რომ  ეს ძალა ბერზინს სულაც არ  ეკუთვნოდა, მით უფრო სახიფათო ჩანდა ეს კაცი. მან დაატყვევა ნატა თავისი უცხო გვარობით . ქალი ბუნდოვნად გრძნობდა, რომ  ძალის უკან ბერზინში რაღაც სხვაც იმალებოდა. ის  არ  ცდებოდა: ბერზინი ერთ დროს ხარკოვის გპუ -ში მოღვაწეობდა, მაშინ ბევრი სისხლი დაღვარა. ამ  სისხლს ხომ არ  გრძნობდა ქალი?

დაგლეჯილი ღმერთის ხორცად ქცეული ნაწილი თამაზი დარდს შეეპყრო. დარადს ავადმყოფობასავით გაედაგ ფესვი მის სულში. ბაქოსთან მომხდარ სამგზავრო შემთხვევას ახალი ტკივილი დაემატა: ნატას მაგიდაზე ბერზინის წიგნი დახვდა — „თეადტრი საბჭოეთში“. გველის ნაკბენივით დაუარა ტანში, როცა ავტორის გავრი წაიკითხა. ნელა აიღო წიგნი, გადაფურცლა, მიძღვნის წარწერას შეეფეთა. გაფითრდა. მდუმარედ იდგა, გაუნძრევლად, მაგიდას მიყრდნობილი. ნატამ შეამჩნია, როგორ იკბინა თამაზმა ტუჩზე; მიხვდა რაოდენ აღელვებას იოკებდა. ქალი მოელოდა შეკითხვას, თუ  საიდან გაჩნდა ეს წიგნი – კაცი დუმდა. სულ სხვა რამეზე იწყეს ლაპარაკი. თამაზს აღარ შეუხედავს წიგნისთვის. ქალი გრძნობდა კაცის გულს, მის ანთებულ სიხარულს განშორების შემდეგ.

იმასაც ხედავდა, რომ  შხამი ჩაეწვეთა სიხარულს. ახლა წუხდა, რომ  არ  დაუძვრა ბერზინათან შეხვედრას.

მაშინ არც ეს წიგნი იქნებოდა მაგიდაზე და  არც წუხილი ვაჟკაცის შუბლზე. მიუახლოვდა თამაზს და, თითქოს სურს, დარდი გაუქარვოს, მარჯვენა ხელი ალერსიანდ გადაუსვა შუბლზე. თამაზმა ხელის გულზე აკოცა. ქალმა გაბრუებული მზერა მიაპყრო. კაცს ბედნიერების ბანგმა წამით დაავიწყა ტკივილი, მაგარმ წიგნი არც ახლა უხსენებია არც ერთი სიტყვით. უეცრად მოაგონდა, რასაც ბუნდოვნად გრძნობდა მგაზავრობის დროს. ნატას წერილების კილო სხვაგავარი იყო, ვიდრე საერთოდ. გრძნობა არ  შესცვლია — ეს დანამდვილებით იცოდა; მაინც რაღაც უცხო უნდა შეხებოდა ქალს.

თამაზი იტანჯებოდა. ისეთ სულიერ მდგომარეობაში ქალაქის ვიწრობებს გაურბოდ ხოლმე. ცდილობდა ბუნების წიაღში ცოტა ხნით მაინც გათავისუფლებულიყო ქალაქის ტვირთისგან, სადაც მხოლოდ ნიღბებს ხვდებოდა. სეთი ცდა სხვა დროს მუდამ გამარჯვებით თავდებოდა. დღეს კი  ისე იყო, თითქოს მოძრაობის უნარიც დაეკარგა; ტახტზე იწვა და  წამოდგომა არ  უნდოდა. ჭერა არ  შეეძლო. ღაღაც წიგნი აიღო; მხოლოდ მეოცე გვერდზე შეამჩნია, რომ  გონებით სხვაგან იყო. წიგნი გვერდზე გადადო. ჩხოვრება მწარე იყო, უხალისო. თანდათან გაუფერულება, დაჭკნობა თუ  დაჟანგება — ეს იყო სიცოცხლის ხვედრი.

უეცრად დაკაკუნება მოესმა. ადგა, კარი გააღო. პეტროვი შემოვიდა. ეს პეტროვი პარიზში ნახა ომისწინა წლებში. შოციალისტ — რევოლუციონერების მემარცხენე ფრთას ეკუთვნოდა. გულკეთილი ფუნჩულა რუსული სახიდან ცბიერი მონგოლური თვალები იმზირებიდნენ. რბილი ნაბიჯები, ნაზი არსება, მოკრძალებული სიტყვები, მუდმივ თანდათან გაუფერულება, დაჭკნობა თუ  დაჟანგება — ეს იყო სიცი ღიმილი და  უხმო მოალერსე ხელები — ეს იყო მთელი პეტროვი. Oოღონდ ხანდახან, ძალზე იშვიათად, მის სახეს რაღაც რისხვისა თუ  სუსხის მაგვარი გადაურბენდა. ორი დღის წინ შეხვდა ქუჩაში თამაზს. თამაზმა ვერ  გაიხსენა, მთლად გამოცვლილიყო. პეტროვმა კი  მყისვე იცნო. მოსკოვში მუშაობდა საგარეო ვაჭრობის კომისარიატში და  თბილისში, როგორც თვითონ თქვა, გასაკუთრებული მისიით იყო მოვლინებული.

თამაზი გაახარა ამ  შეხვედრამ, თუმცა შეუმცდარი ალღო სიფრთხილისკენ მოუწოდებდა. მისი გონება სხვანაირად სჯიდა. ადამიანები, რომ  თვრამეტ წელს არ  ნახავენ ერთმანეთს, მათ ურთიერთობებიც იცვლება.

 

თითოეული ადრიანულ გულითადობას ელის და  ხედავს, რომ  ის  აღარსადაა. ეს ორივემ შეამჩნია; მაგარ პეტროვი მიჩვეული იყო ასეთებს და  დიდად არ  შეწუხებულა. Pარიზში პეტროვს თავისუფლად მოაზროვნეებს მიაკუთვნებდნენ. თამაზთან საუბარში გამოჩნადა, რომ  ახლაც არაფერსში ჩამორჩებოდა ევროპულ კულტურას. მთელი დღე ერთად გაატარეს. მასთან საუბარი თამაზისთვის ინტელექტუალური სიხარული იყო. თუცა რაღაც ანტიპათიას ვერფრით ძლევდა თავის თავში. პეტროვი მრავალ პრობლემას ეხებოდა, მუდამ რევოლუციასთან კავშირში. თამაზს ბაქოსთან მომხდარი ეპიზოდი ახსოვდა და  უფრო გულღია იყო პეტროვთან. რევოლუციას არ  უარყოფდა, პირიქით, თანამედროვე სამყაროს გარდაქმნისათვის აუცილებლადაც კი  მიაჩნდა. მაგარმ, რომ  არ  უარყოფდა, ეს არ  ნიშნავდა, რომ  ეთანხმებოდა; ყოველ შემთხვევაში, მის დასაცავად არ  გამოდიოდა. თამაზი შეეცადა თავი აერიდებინა საბოლოო განაჩენისათვის და  ძალზე მარჯვედ შეატრიალ საუბარი. ეს თავშეკავებულობა პეტროვისთვის საცნაური არ  უნდა გამხდარიყო; მის დასაფარავად თამაზმა ხერხს მიმართა: გულუბრყვილოდ აჩვენა თავი, თითქოს არ  ესმოდა აღძრული საკითხები. პეტროვი მიხვდა. ფარული ორთაბრძოლა გაჩაღდა. დღეს ბრძოლა გრძელდებოდა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ