მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 2012 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სივრცე შექსპირთან.

დედამიწა ცას უყურებს და მის ბნელ და ლაჟვადისფერ სახეებს - ეჭვსა და სასოებას, აკვირდება.

სიცოცხლე მოდის და იკარგება სიკვდილით.

მთელი სიცოცხლე საიდუმლოა, ამოუცნობი სივრცე დაბადებასა და აგონიას, თვალის პირველ გახელასა და საბოლოო დახუჭვას შორის.

ეს საიდუმლო შექსპირს აწუხებს.

მის პიესებში ჩიტები ჭიკჭიკებენ, მცენარეები ყვავილობენ, ცა იღრუბლება, გულს უყვარს, სული იტანჯება, ცხელა, ხან ცივა. დღეს ღამე ცვლის, დრო გადის.

ტყეები მეტყველებენ, ხალხი ლაპარაკობს და მარადიული ოცნება ფარფატს აგრძელებს.

შექსპირთან ყველაფერია და ყველაფერი შექსპირზეა: ხის წვენიც და სისხლიც, სიცოცხლე თავისი ყველა ფორმით, იდეებით და ქმედებებით, კაცობრიობა და ადამიანი, მომაკვდავები, მარტოსულები, ქალაქები, რელიგიები, ბრილიანტი და მარგალიტები, ნეხვი და მძორი, მომავალთა და წარმავალთა ნაბიჯების ხმა.

ეს გენიოსი მკვდრების თავიდანმშობელი დედამიწაა.

შექსპირი მოჩვენებებსაც უყვართ. შექსპირი დანტეს ძმაა..

შექსპირი, პირველ რიგში, წარმოსახვაა.

ყველა მოაზროვნემ იცის, რომ წარმოსახვა სიღრმეა.

გონების ვერცერთი სხვა უნარი ვერ ჩაწვდება იმ სიღრმეებს, რომლებსაც წარმოსახვა.

ხშირად ჩიხში მოქცეული მეცნიერებაც მას მიმართავს.

ლოგარითმებში, ალბათობების გამოთვლაში, ბგერის ტალღებზე დაკვირვებაში, ალგებრისა და გეომეტრიის გამოყენებაში წარმოსახვა ანგარიშის კოეფიციენტი ხდება და მათემატიკა პოეზიად გადაიქცევა.

მე არ მჯერა სულელი სწავლულების მეცნიერების.

შექსპირის კომედია ცრემლებში იბადება, ქვითინი - სიცილში, პოეტური სახეები ერთმანეთს ერევიან და ეჯახებიან, მასიური ფორმები დიდი მხეცებივით მძიმედ მოძრაობენ, მოჩვენებები ქალებივით ნარნარებენ ან კვამლივით იტალღებიან.

სულები ჩრდილის პეპლებივით თრთიან ბნელ ლერწამში, რომელსაც ვნებას და მოვლენებს ვუწოდებთ.


მთარგმნელი: შორენა ციცაგი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ