მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1125 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ფე­დე­რი­კო შინ ბრუნ­დე­ბო­და. ეზ­ო­ში შე­სულს მო­ზე­ი­მედ შე­ახ­ტა სახლის სა­და­რა­ჯოდ და­ტო­ვე­ბუ­ლი ბე­ბე­რი მე­ძე­ბა­რი ძუკ­ნა.

სა­მი მხრი­დან დახ­შუ­ლი ეზო ბოს­ტანს ეს­აზ­ღ­ვ­რე­ბო­და, მის მიღ­მა კი, და­ბა­ლი სახ­ლე­ბის იქ­ით ვიწ­რო ვა­კე გადაჭ­ი­მუ­ლი­ყო, რო­მე­ლიც დამ­რე­ცად უერთ­დე­ბო­და ჰორ­ი­ზონ­ტ­ზე აღ­მარ­თულ მომ­რ­გ­ვა­ლებული ბორ­ც­ვე­ბის­გან შემ­დ­გარ ქედს. ღრუბ­ლე­ბით დაფა­რუ­ლი მთვა­რე მას მქრქა­ლი და ბინ­დი­ა­ნი შუ­ქით ან­ა­თებ­და.

ფე­დე­რი­კო სრუ­ლი­ად მარ­ტო ცხოვ­რობ­და თა­ვის დიდ­სა და უკ­აც­რი­ელ სახ­ლ­ში. საქმის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად იგი შინ გვერ­დი­თი კა­რი­დან შე­დი­ო­და ხოლ­მე, სა­ი­და­ნაც ორი უბ­ად­რუ­კი სა­თავ­სო­სა და ერ­თი სა­კუჭ­ნა­ოს გავ­ლით ბო­ლოს­და­ბო­ლოს აღ­წევ­და სამზარ­ე­უ­ლომ­დე, რო­მე­ლიც ელ­ექ­ტ­რო­ნა­თუ­რით აღ­ჭურ­ვი­ლი პირ­ვე­ლი სა­თავ­სო იყო.

ფე­დერიკ­ომ მძი­მე კლი­ტე მო­არ­გო სა­კეტს ოხვ­რი­თა და წუ­წუ­ნით სოფ­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დაუძლე­ვე­ლი მოწყე­ნი­ლო­ბის გა­მო, რო­მე­ლიც გვი­ა­ნი ვახ­შ­მის მა­უწყე­ბე­ლი კედ­ლის საათ­ის გუ­ლის­წამ­ღე­ბი რეკ­ვით ცა­რი­ელ­სა და მარ­ტო­ო­ბით სავ­სე სა­ღა­მოს პირ­დე­ბოდა.

ძუკ­ნა­საც უნ­დო­და შინ შეს­ვ­ლა, ამ­ი­ტო­მაც გა­ღე­ბა არ აც­ა­ლა, ლოდ­სატყორ­ც­ნი­დან გა­მოს­რო­ლი­ლი ქვის სის­წ­რა­ფით მი­ვარ­და კარს და წი­ნა თა­თე­ბი და­უ­ში­ნა. მაგ­რამ იქ ფე­ხებ­ში გა­ებ­ლან­და პატ­რონს და მის­გან და­ტუქ­სულ­მა უეც­რად გა­იხ­სე­ნა სად­ღაც გა­და­მა­ლუ­ლი გა­მომ­შ­რა­ლი და ლაპ­ლა­პა ძვა­ლი, უკ­ან გა­მო­იქ­ცა, სა­მა­ლა­ვი­დან გამოჩხ­რი­კა თა­ვი­სი გან­ძი და ხმა­უ­რი­ა­ნად და­ატ­რი­ა­ლა ყბებ­ში.

პირ­ვე­ლი სა­თავ­სოს გავ­ლი­სას ფე­დე­რი­კოს ყუ­რად­ღე­ბა ჩუმ­მა ჭრა­ჭუნ­მა მი­იპყრო. თაგ­ვიაო, გა­ი­ფიქ­რა, რად­გან იქ­ა­უ­რო­ბას არ აკლ­დ­ნენ. მარ­თ­ლაც, რო­ცა ას­ან­თი აანთო, ერთ მსუ­ქან ვირ­თაგ­ვას მოჰკრა თვა­ლი, რო­მე­ლიც აქ­ეთ-იქ­ით აწყ­დე­ბო­და და კედლის გას­წ­ვ­რივ მი­იჩ­ქა­რო­და ძველ­სა და ხმა­რე­ბი­დან გა­მო­სულ ავზ­ში და­სა­მა­ლა­ვად.

ფე­დე­რი­კომ გა­იხ­სე­ნა, რო­გორ სძულ­და ძაღლს ვირ­თხე­ბი (ჯერ კი­დევ ბავ­შ­ვო­ბა­ში ხომ თვი­თონ და­ათ­რევ­და მას სხვენ­ში თაგ­ვე­ბის გა­მო­სა­დევ­ნად და ძაღ­ლიც, პატ­რონის სა­ა­მებ­ლად, ზო­მა­ზე მე­ტად გა­მო­ი­ჩენ­და ხოლ­მე თავს) და გა­დაწყ­ვი­ტა თა­ვი შეექ­ცია ამ ღა­მე­უ­ლი ნა­დი­რო­ბით.

ძაღლს მო­უხ­მო, მაგ­რამ გა­რეთ მი­სი ღრღნის ხმა­ური კად­ნი­ე­რად არღ­ვევ­და ღა­მის დუ­მილს. ფე­დე­რი­კომ ბო­ლოს­და­ბო­ლოს მო­ა­ხერ­ხა თავისი ხმა საკ­მა­რი­სად და­ეტ­ვირ­თა მომ­თხოვ­ნე­ლო­ბით, თა­ნაც იმ­დე­ნი სა­სი­ა­მოვ­ნო დაპ­ი­რე­ბაც გა­უ­რია მო­წო­დე­ბა­ში, რომ ძუკ­ნა იძ­უ­ლე­ბუ­ლი გახ­და შე­ეწყ­ვი­ტა თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა და ერთ­თა­ვად აგზ­ნე­ბუ­ლი გა­მოქ­ცე­უ­ლი­ყო.

ფე­დე­რი­კომ მი­უ­თი­თა იმ ადგი­ლი­სა­კენ, სა­დაც ვირ­თაგ­ვა ეგ­უ­ლე­ბო­და და საქ­მის გა­სა­ად­ვი­ლებ­ლად რამ­დენ­ჯერმე ძლი­ე­რად დაჰკრა ხე­ლი ავ­ზის თავ­სა­ხურს. შე­ში­ნე­ბულ­მა ვირ­თაგ­ვამ სას­წ­რაფოდ მი­ა­ტო­ვა თა­ვი­სი სა­მა­ლა­ვი.

პა­ტა­რა ბრჭყა­ლე­ბის მღელ­ვა­რე ჩქამ­მა მო­ნიშ­ნა მისი ტრა­ექ­ტო­რია იატ­აკ­ზე ძაღ­ლის თა­თებს შო­რის, რო­მელ­მაც ვერ შეძ­ლო მი­სი ჩავლება და თვალ­თა­ხედ­ვის არ­ი­და­ნაც და­კარ­გა ვირ­თხა. და თუმ­ცა ად­ა­მი­ა­ნის ყნოს­ვა ვერ­ა­ფე­რია ძაღ­ლის გეშ­თან შედა­რე­ბით, კა­ცის თვა­ლი ძაღ­ლის თვალ­ზე ბევ­რად მახვილია:

ფე­დე­რი­კოს ყვე­ლა სა­ფუძ­ვე­ლი ჰქონ­და ევ­ა­რა­უ­და, რომ ვირ­თაგ­ვა (არ­ა­ვინ იცის, რა­ტომ სხვა მხა­რეს არ გაქ­ცე­უ­ლა) იმ რკი­ნის სკივრს ქვეშ შე­ი­ყუ­ჟა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ იატ­აკ­ზე კი არ იდ­გა, არ­ა­მედ აბ­ა­ნოს ძვე­ლი კედ­ლი­დან შე­მორ­ჩე­ნილ ხის ძელებ­ზე.

ძაღ­ლი ახ­ლოს მი­იყ­ვა­ნა და ბე­ბერ­მა ძუკ­ნა­მაც იმ­ის მა­გი­ერ, რომ სკივ­რის გარ­შე­მო ფხა­კუ­რი და­ეწყო, სულ მთლად და­ძა­ბუ­ლი გა­ი­რინ­და სკივ­რი­დან მო­შო­რებით სწო­რედ იმ გზა­ზე, რო­მელ­საც ქვე­ში­დან გა­მოქ­ცე­უ­ლი ვირ­თაგ­ვა უნ­და დად­გო­მოდა. ფედე­რი­კომ წიხ­ლე­ბი და­უ­ში­ნა სკივრს და ხის ძე­ლე­ბიც შე­არ­ყია, მაგ­რამ სუ­ლიერი არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

ფე­დე­რი­კომ იფ­იქ­რა, შევ­ც­დიო, და გარ­თო­ბით უკ­ვე საკ­მა­ოდ გაბეზ­რე­ბუ­ლი სა­თავ­სოს სიღ­რ­მე­ში გა­ე­შუ­რა. იქ­ი­დან გა­ი­გო­ნა, რო­გორ ფხა­კუ­რობ­და და წკმუ­ტუ­ნებ­და ძაღ­ლი იმ­ის უტ­ყუ­არ ნიშ­ნად, რომ სკივ­რის ქვეშ მარ­თ­ლაც იმ­ა­ლე­ბოდა ვირ­თაგ­ვა.

ძაღლს აქ­ამ­დე პატ­რო­ნი­სათ­ვის მი­ენ­დო თა­ვი­სი მო­ვა­ლე­ო­ბა, ამ­ი­ტო­მაც დუმ­და და მის­გან ელ­ო­და მოქ­მე­დე­ბას, მაგ­რამ რო­გორც კი და­ი­ნა­ხა, რომ ფე­დე­რიკო უომ­რად სტო­ვებ­და ბრძო­ლის ველს, მო­უს­ვენ­რო­ბა გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა.

საქ­მის ამგ­ვარმა შე­მობ­რუ­ნე­ბამ ფე­დე­რი­კოს კვლავ გა­უღ­ვი­ძა საბ­რ­ძო­ლო ჟი­ნი და უკ­ვე ად­ა­მისდრო­ინ­დე­ლი შან­დ­ლით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­აბ­რუ­ნა ძველ გზა­ზე.

შან­და­ლი მი­წა­ზე დად­გა და ერ­თი მხრი­დან წა­მოს­წია სკივ­რი: ეშ­მა­კი ცხო­ვე­ლი მართ­ლაც ქვეშ იყო მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი და მის გარ­შე­მო ატ­ე­ხი­ლი ხმა­უ­რის მი­უ­ხე­და­ვად სიც­ოცხ­ლის ნი­შან­წყალს არ ამჟ­ღავ­ნებ­და.

სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მოყ­ვა­ნილ­მა უც­ებ ვერ შეძ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა და გი­ჟუ­რად აწყ­დე­ბო­და აქ­ეთ-იქ­ით ხის ძე­ლებს შორის: ასე მტრის თა­თე­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვას მა­ინც შეძ­ლებ­და, რად­გა­ნაც ძაღლს სა­მოქ­მე­დო არ­ის შეზ­ღუ­დუ­ლო­ბა ხელს უშ­ლი­და, სა­ბო­ლო­ოდ და­პატ­რო­ნე­ბო­და თა­ვის მსხვერპლს.

ორ ცხო­ველს შო­რის ცხა­რე ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, ვირ­თაგ­ვას გამ­ყი­ვა­ნი წრი­პი­ნის თან­ხ­ლე­ბით. ეს მის ვე­ე­ბერ­თე­ლა მტერ­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენ­და, რად­გა­ნაც იგი უფრ­თხილ­დე­ბო­და თა­ვი­სი ლა­შე­ბის სველ და­უც­ვე­ლო­ბას და ვერ ბე­დავ­და მსხვერპლისთ­ვის პი­რის დავ­ლე­ბას, არ­ა­მედ დრო­დად­რო მრის­ხა­ნედ და­უღ­რ­ჭი­ა­ლებ­და კბი­ლებს ცხვირ­წინ, მე­რე კი მსწრაფლ უკ­უ­იქ­ცე­ო­და.

ამ­რი­გად, ხის ძე­ლებს შო­რის მომწყვდეული და ამ ძე­ლე­ბით და­ცუ­ლი ვირ­თაგ­ვა, რომ­ლის ყვე­ლა­ზე მოწყ­ვ­ლა­დი ად­გი­ლე­ბი ძაღლის­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იყო, მხო­ლოდ უშ­ვე­ლე­ბელ დრუნჩს ებრ­ძო­და.

ბო­ლოს­და­ბო­ლოს, რო­ცა მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად აუტ­ა­ნე­ლი გახ­და, ვირ­თაგ­ვამ მარ­ჯ­ვე ილ­ე­თით მო­ატყუა ძუკ­ნა და ეზ­ოს­კენ გა­ვარ­და.

ძაღ­ლ­მა წამ­ში დას­ძ­ლია მარ­ცხით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­ოგ­ნე­ბა, ელ­ვის უსწ­რა­ფე­სად გამ­ო­უდ­გა უკ­ან და მის­მა ნახ­ტომ­მა სან­თ­ლის ალი ჩა­აქ­რო.

ძაღ­ლის თა­თე­ბის ორი დარტყმა ვირ­თაგ­ვას მრა­ვა­ლი ნა­ბი­ჯის ტო­ლი იყო, ამ­ი­ტო­მაც ეზ­ო­ში დევ­ნა დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა.

ფე­დე­რი­კო, მომ­ხ­და­რის უბ­რა­ლო მოწ­მე, გა­რეთ გა­მო­ვი­და. ძუკ­ნას სხე­უ­ლის შუა ნაწილ­ში და­ევ­ლო პი­რი ვირ­თაგ­ვი­სათ­ვის და ძლი­ე­რად აქ­ნევ­და მას ჰაერ­ში, ერ­თი მხრივ, მო­სახ­რ­ჩო­ბად, მე­ო­რე მხრივ კი, რა­თა თვით მოძ­რა­ო­ბის ძა­ლით შე­ე­შა­ლა ვირ­თაგვის­თ­ვის დრუნ­ჩის ნაზ კან­ზე კბე­ნა.

ცო­ტა ხნის შემ­დეგ მი­წა­ზე აგ­დებ­და ვირ­თაგვას, თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბის შე­დეგ­ზე და­საკ­ვირ­ვებ­ლად.

სულ მთლად დამ­ტ­ვ­რე­უ­ლი და დაჟე­ჟი­ლი ვირ­თაგ­ვა წა­მი­ე­რი უძ­რა­ო­ბის შემ­დეგ ცდი­ლობ­და გვერ­დ­ზე გა­ხო­ხე­ბას და ძაღ­ლიც კვლავ კბი­ლებ­ში იმწყ­ვ­დევდა. მაგ­რამ ეს ძუკ­ნას ცინ­ცხა­ლი მგრძნო­ბე­ლობის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მძი­მე მო­მენ­ტე­ბი იყო, რად­გან ვირ­თაგ­ვა თა­ვის სი­ცოცხ­ლეს ძვირ­ად უფ­ა­სებ­და და პი­რაღ­მა დაგ­დე­ბუ­ლი - რაც მი­სი საბ­რ­ძო­ლო პო­ზი­ციაა - შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იც­ავ­და თავს ხე­ლე­ბით (ვირ­თაგ­ვას თა­თე­ბი ხომ მარ­თ­ლაც მომ­ჩ­ვა­რულ ხე­ლებს ჰგავს) და კბი­ლე­ბით.

გა­მო­რიცხუ­ლი არც ის არ­ის, რომ რა­ღაც ზიზ­ღის მაგ­ვა­რი აბრ­კო­ლებ­და ძაღ­ლის გა­დამ­წყ­ვეტ მოქ­მე­დე­ბას, ან სუ­ლაც ნერ­ვებს უშ­ლი­და ვირ­თაგ­ვას პა­ტა­რა, ხე­შე­ში ბეწ­ვე­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დინ­გი.

აქ ფე­დე­რი­კომ შე­ნიშ­ნა, რომ ვირ­თაგ­ვა გაქ­ცე­ვი­სა და ბრძო­ლის მცდე­ლო­ბი­სას უკან რა­ღაც გრძე­ლი და მქრქა­ლად მო­ლაპ­ლა­პე ჭიპ­ლა­რის მაგ­ვარს მი­ათ­რევ­და, რო­მელიც ხან სხე­უ­ლის გარ­შე­მო ეხ­ვე­ო­და, ქვე­ვით, ხა­ნაც ეზ­ოს მტვერ­ში იგ­ან­გ­ლე­ბო­და, ასე რომ ცო­ტა ხან­ში სრუ­ლი­ად და­კარ­გა თა­ვი­სი მწი­რი ელ­ვა­რე­ბა.

ფე­დე­რი­კო და­ი­ხარა და მთვა­რის სუსტ ნა­თელ­ში და­აკ­ვირ­და სა­განს. აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ეს ნაწ­ლა­ვი იყო და გა­ი­ო­ცა მი­სი სიგ­რ­ძე და სიწ­ვ­რი­ლე.

ში­შით მო­ცუ­ლი გა­იქ­ცა უკ­ან, რა­თა ეზ­ო­ში შუქი აენ­თო: ნამ­დ­ვი­ლად ნაწ­ლა­ვი იყო, თუმ­ცა უკ­ვე ძნე­ლად საც­ნო­ბი და მტვრი­ა­ნი.

ცხო­ვე­ლის სხე­ულს არ სწყდე­ბო­და და სწო­რედ რომ ჭიპ­ლა­რის მსგავ­სად გა­მო­დი­ო­და მისი მუც­ლი­დან. ახ­ლა, გაქ­ცე­ვის ერთ-ერ­თი მცდე­ლო­ბი­სას გა­მოშ­ვე­რილ ქვას მო­ე­დო და ორ­ად გაწყ­და, თუმ­ცა­ღა უგრ­ძე­სი ნა­წი­ლი კვლა­ვაც დას­თ­რევ­და სხე­ულს და იმ­ე­ორებ­და ყო­ველ მის კრუნ­ჩხ­ვას.

ვირ­თაგ­ვა უკ­ვე სრუ­ლი­ად და­მარ­ცხე­ბუ­ლი იყო და უც­ნა­ურ პო­ზა­ში იწ­ვა, უკ­ა­ნა მხარ­ეს მუ­ცელს იყო დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი, წი­ნა მხრით კი გვერ­დ­ზე გა­წო­ლი­ლი­ყო, ისე რომ წინა ხე­ლე­ბი მი­წის ზე­და­პი­რის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­ეშ­ვი­რა, უკ­ა­ნე­ბი კი სა­სო­წარ­კ­ვეთით გა­ე­ფარ­ჩხა.

მთე­ლი სხე­უ­ლი აგ­ო­ნი­ის კრუნ­ჩხ­ვებს მო­ეც­ვა, პი­რი კი გამ­წა­რე­ბით ყლა­პავ­და ჰაერს. ფე­დე­რი­კომ ვერ გა­უძ­ლო ამგ­ვარ სა­ნა­ხა­ო­ბას და ძაღ­ლი შე­ა­გუ­ლიანა ვირ­თაგ­ვას მო­საკ­ლა­ვად. ოღ­ონ­დაც უკ­ვე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბულ­მა ძუკ­ნამ ვე­რა­ფერი გა­ი­გო: მას შემ­დეგ რაც მტე­რი და­მარ­ცხე­ბუ­ლია რა აზ­რი აქვს, კი­დევ ერთხელ ჩააგ­დო საფ­რ­თხე­ში სა­კუ­თა­რი ყე­ლის სირ­ბი­ლე?

ფე­დე­რი­კო ას­ტა­მის მო­სა­ძებ­ნად გაეშუ­რა, რომ ასე მო­ეკ­ლა თაგ­ვი. თა­ვის გა­ჩეჩ­ქ­ვა არ ის­ურ­ვა, რად­გან სის­ხ­ლის შხე­ფების შე­ე­შინ­და, სხვა­გან კი გრძნობ­და, რომ ვირ­თაგ­ვას მსუ­ქა­ნი და რბი­ლი ხორ­ცი ადვი­ლად იჩ­უ­ტე­ბო­და დარ­ტყ­მის ქვეშ: ვირ­თაგ­ვას თით­ქოს­და სულ არ ჰქონ­და ძვლე­ბი. იგი გა­ნაგ­რ­ძობ­და კრუნ­ჩხ­ვას, რო­მე­ლიც თით­ქოს­და უკ­ვე ცნო­ბი­ე­რი იყო, და დრო­დადრო ხე­ლით მი­წას ფხაჭ­ნი­და.

მი­სი ოდ­ნავ გად­მო­კარ­კ­ლუ­ლი, შა­ვი და პირ­ქუ­ში თვალები ყო­ველ­გ­ვა­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბის გა­რე­შე იყ­უ­რე­ბოდ­ნენ. გვერ­დ­ზე გა­წო­ლი­ლი ისე ჩან­და, თით­ქოს­და რა­ღაც უგრ­ძ­ნო­ბელ­სა და სის­ხ­ლი­ან უძ­ლუ­რე­ბა­ში იყო ჩა­ვარდნილი. და მა­ინც, მი­სი სხე­უ­ლის უკ­ა­ნა ნა­წი­ლი გა­საქ­ცე­ვად მზად­ყოფ­ნას გა­ნა­სა­ხიერებ­და.

ფე­დე­რი­კო ამ სხე­უ­ლი სრულ­მა უმ­ან­კო­ე­ბამ გა­ნაც­ვიფ­რა. მას­თან ბრძო­ლას გან­აგ­რ­ძობ­და და დახ­რ­ჩო­ბა მო­უნ­დო­მა. ამ­ი­ტო­მაც შე­მო­ატ­რი­ა­ლა ას­ტა­მი და ყელ­ზე დააჭ­ი­რა. უშ­ე­დე­გოდ: ყე­ლი ის­ე­ვე ნებ­დე­ბო­და ძა­ლას და ის­ე­ვე იჩ­უ­ტე­ბო­და, რო­გორც დან­არ­ჩე­ნი სხე­უ­ლი.

რბი­ლი ხორ­ცის სქე­ლი ფე­ნის ქვეშ არც ხერ­ხემ­ლის სი­მაგ­რე იგრძნო­ბო­და. მხო­ლოდ კა­ნი იჭ­ი­მე­ბო­და და აშ­იშ­ვ­ლებ­და უკ­ვე ჩა­მო­კი­დე­ბულ ულ­ვა­შებს შო­რის პა­წა­წი­ნა კბი­ლებს, რად­გა­ნაც და­ჭე­რი­სას თა­ვი უკ­ან იწ­ევ­და და პა­ტა­რა პირი სამ­კუთხად იღ­ე­ბო­და რა­ღაც­ნა­ი­რი გა­მო­უთ­ქ­მე­ლი მხი­ა­რუ­ლე­ბის ნიშ­ნად.

ვირ­თაგვა ახ­ლა ჩვილ ბავშვს ჰგავ­და, სა­ტირ­ლად რომ ემ­ზა­დე­ბა, ოღ­ონ­დაც მწუ­ხა­რე­ბის გარ­ე­შე. ფე­დე­რი­კოს ის­ე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, თით­ქოს ვირ­თაგ­ვა ნე­ბივ­რობ­და.

იმედ­და­კარ­გულ­მა კვლავ ძაღლს მო­უხ­მო, რო­მე­ლიც ბო­ლოს­და­ბო­ლოს მი­უხ­ვ­და სურ­ვილს: ამ­აზ­რ­ზენ­მა ტკა­ცუნ­მა დე­და­მი­წა­ზე ჩვე­ნი ვირ­თაგ­ვის სტუმ­რო­ბას ბო­ლო მო­უ­ღო, ძაღ­ლ­მა მას თა­ვის ქა­ლა ჩა­უმ­ტ­ვ­რია.

ბრძო­ლა სრუ­ლი­ად უს­ის­ხ­ლო იყო. მარ­თ­ლაც, სის­ხ­ლის არც ერ­თი წვე­თი არ ჩან­და არც მი­წა­ზე, არც ვირ­თაგ­ვას ბეწ­ვ­ზე, არც მი­სი პი­რი­დან მო­ე­დი­ნე­ბო­და. ფე­დე­რი­კომ კუდ­ით ას­წია იგი. კუ­დის წვე­რი ბრძო­ლი­სას გა­იც­რი­ცა და ბალ­ნი­ა­ნი რგო­ლე­ბის მიღმა ხერ­ხე­მა­ლი გა­შიშ­ვ­ლე­ბო­და.

ფე­დე­რი­კო შუქ­ზე და­აკ­ვირ­და ვირ­თაგ­ვას: მუ­ცელ­ზე ძაღ­ლის ეშ­ვით და­ტო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­ხე­ვი­დან რა­ღაც ხმე­ლი, და­ნა­ო­ჭე­ბუ­ლი სო­კოს მსგავსი იყო გა­მოშ­ვე­რი­ლი და ნაწ­ლა­ვის ნარ­ჩე­ნი. სის­ხ­ლის კვა­ლი არც აქ ჩან­და.

ფე­დე­რი­კომ ცხო­ვე­ლი ეზ­ოს შუ­ა­გულ­ში და­ას­ვე­ნა, ისე რომ დი­ლას მო­სულ მო­ახ­ლეს და­ე­ნა­ხა და, იქ­ნებ, შე­ში­ნე­ბო­და. მე­რე ძაღლს და­უ­ძა­ხა სტვე­ნით და შინ შე­ვი­და.

მას შემ­დეგ რაც სა­ლა­თი შეკ­მა­ზა, წყა­ლი მო­ი­ტა­ნა, ყვე­ლა ზედ­მე­ტი შუ­ქი ჩა­აქ­რო და კი­დევ ათ­ას­ნა­ი­რად შე­ი­წუ­ხა თა­ვი, ბო­ლოს­და­ბო­ლოს სა­ვახ­შ­მოდ მი­უჯ­და სუფ­რას. ერ­თი რამ დაგ­ვა­ვიწყ­და - წიგ­ნი. ამ მარ­ტო­სუ­ლი ვახ­შ­მის თა­ვა­პირ­ვე­ლი პირობა იყო ფრან­გუ­ლი მას­ლა­ა­თი წარ­მოდ­გე­ნილ თა­ნა­მო­სა­უბ­რეს­თან.

ახ­ლაც, რო­გორც კი კარ­ტო­ფი­ლის პირ­ვე ნა­ჭერს დას­წ­ვ­და ჩან­გ­ლით, ფე­დე­რი­კომ წა­მო­იწყო: ah, oui, Monsieur, je vous l’assure, c’est un spectacle dont vous devriez vous  régaler… ას­ე­ვე გა­ნაგ­რ­ძობ­და გა­მო­ტე­ნი­ლი პი­რით, თან მა­გი­დის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ის­რო­და მზე­რას.

ოღ­ონ­დაც ვირ­თაგ­ვა­ზე მო­უ­ლოდ­ნელ­მა აზრმა გამ­ს­ჭ­ვა­ლა მი­სი გო­ნე­ბა, აზრ­მა კი არა, ში­ნა­გან­მა მი­წის­ქ­ვე­შა გრძნო­ბამ, რაღა­ცამ, რაც უეც­რად და უც­ნა­უ­რად და­უ­კა­კუ­ნა შიგ­ნი­დან, მი­ა­ნიშ­ნა, რომ ჩას­ძი­ე­ბოდა, და ას­ე­ვე სწრა­ფად გან­ქარ­ვ­და.

ფედერიკომ გა­ნაგ­რ­ძო ლა­პა­რა­კი, ში­ნა­გა­ნი ხილვა რამ­დენ­ჯერ­მე გან­მე­ორ­და, თა­ნაც სულ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბო­და: შე­საძ­ლოა დიდ დროს გა­ევ­ლო, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი სულ რა­ღაც რამ­დე­ნი­მე წამ­ში ფე­დე­რი­კო უკ­ვე მის კარის სი­ახ­ლო­ვეს დას­ვე­ნე­ბუ­ლი ვირ­თაგ­ვას თით­ქ­მის ფი­ზი­კურ­მა აღქ­მამ მო­იც­ვა. და თუმ­ცა მა­დი­ა­ნად ჭა­მა არ შე­უწყ­ვე­ტია, მა­ინც მო­ე­ძა­ლა სევ­და, სიბ­რა­ლუ­ლი და განსა­კუთ­რე­ბით კი - ყო­ველ­გ­ვარ ხი­ლულ მი­ზეზს მოკ­ლე­ბუ­ლი წუ­ხი­ლი.

მა­გი­დის ძირს ძაღ­ლი მო­ად­გა და საჭ­მე­ლი სთხო­ვა. ამ­ჯე­რად გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოპყ­რო­ბის იმედი ჰქონ­და თა­ვი­სი წე­ღან­დე­ლი სი­ყო­ჩა­ღის წყა­ლო­ბით, და მარ­თ­ლაც, სხვა გზა არ იყო ფე­დე­რი­კოს აუც­ი­ლებ­ლად უნ­და და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა იგი. პატ­რონ­მა რამ­დე­ნი­მე ნუგ­ბა­რი ლუკ­მა და­უ­დო და თა­ნაც ალ­ერ­სიც არ და­ი­შუ­რა, რა­თა პი­რუტყ­ვის სამ­სა­ხური და­ე­ფა­სე­ბი­ნა.

ვახ­შ­მის შემ­დეგ, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, კითხ­ვას შე­უდ­გა. იმ­ხა­ნად ერ­თი თა­ვი­სი სეხნი­ის თავ­გა­და­სა­ვალს კითხუ­ლობ­და, სა­თა­უ­რად “სან­ტი­მენ­ტა­ლუ­რი აღზ­რ­და”, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და წი­ნა­ღა­მემ­დე. ახ­ლა კი ერ­თობ მტკნა­რი ეჩ­ვე­ნა ყვე­ლა­ფე­რი, თა­ნაც კითხ­ვის­გან მხო­ლოდ გუ­ლის­რე­ვის გრძნო­ბა გა­მოჰქონდა და მო­უს­ვენ­რო­ბაც უზ­ო­მოდ იზრ­დე­ბო­და.

წიგ­ნ­ში ეძ­ებ­და თა­ვი­სი წი­ნან­დე­ლი მწველი შეგ­რ­ძ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სო­ბას და, რო­გორც ეჩ­ვე­ნე­ბო­და, მხო­ლოდ რა­ღაც უს­ას­რულოდ მსუ­ბუქ­სა და სუსტს პო­უ­ლობ­და. მო­ითხოვ­და, რომ მწე­რალს გა­მო­ეყ­ვა­ნა იგი უფსკრუ­ლი­დან, მაგ­რამ მწე­რალს სა­კუ­თა­რი თა­ვის ამ­ო­საყ­ვა­ნად ძლივს ყოფ­ნი­და და სად­ღაც თა­ვის­თ­ვის ფხა­კუ­რობ­და.

არ­ა­ფე­რი იძ­ლე­ვა სის­ხ­ლი­სა და ხორ­ცის უფ­რო ძლი­ერ შეგ­რ­ძ­ნე­ბას, ვიდ­რე შიგ­ნეულო­ბა და მი­სი თბი­ლი სიმ­ყ­რა­ლე. ფე­დე­რი­კო გრძნობ­და, რო­გორ ახრ­ჩობ­და ვირ­თაგ­ვას ნაწ­ლა­ვი, რო­გორ ყელ­ში ამ­ოს­დი­ო­და მი­სი ხორ­ცი. ამ ქო­ნი­ა­ნი ხორ­ცის გე­მო და სუ­ნი მი­სი არ­სე­ბის პი­რო­ბად ქცე­უ­ლი­ყო და ფე­დე­რი­კოც მას პირ­და­პირ და უშ­უ­ა­ლოდ სისხლით იგ­ე­მოვ­ნებ­და.

და­სა­ძი­ნებ­ლად წას­ვ­ლა იფ­იქ­რა, მაგ­რამ რო­გორ და­ი­ძი­ნებ­და, როცა კა­რებ­თან მოკ­ლუ­ლის გვა­მი იდო? ის კი არა, მო­ეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ვირ­თაგ­ვას სუ­ლი მის გარ­შე­მო და­ფარ­ფა­ტებ­და, თით­ქ­მის ხი­ლუ­ლი და ხელ­შე­სა­ხე­ბი, ოდ­ნავ სა­ში­შა­რი და ოდ­ნა­ვაც მოწყა­ლე, თა­ნაც მის სა­კუ­თარ სულს ებ­მო­და ღრმა და და­ურ­ღ­ვე­ვე­ლი კავში­რით.

ამ მკვლე­ლო­ბის გა­მოს­ყიდ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ასე უპ­ა­ტი­ე­ბე­ლი და უზ­ღა­ვი უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­მა­რა­დი­სოდ.

ცუ­დად ეძ­ი­ნა. სიზ­მ­რა­დაც ზუჩ-მუ­ზა­რა­დი­ა­ნი ვირ­თაგ­ვე­ბის ერ­თი გრძე­ლი მწყობრი იხ­ი­ლა, ხე­ლით რომ შავ თოკს ეჭ­ი­დე­ბოდ­ნენ, წინ უვ­ლიდ­ნენ და მოხ­დე­ნი­ლად თავს უკ­რავ­დ­ნენ.

ერთ­მა სა­შუ­ა­ლო ზო­მის ვირ­თაგ­ვამ წინ გა­დად­გა ნა­ბი­წი და მთე­ლი მწყობ­რი გა­ა­ჩე­რა, ნაღ­ვ­ლი­ა­ნად შე­ხე­და ფე­დე­რი­კოს და მძი­მე ად­ა­მი­ა­ნუ­რი ხმით უთხრა: კე­თი­ლი, შე­გინ­დობ. ამ­ის შემ­დეგ ყო­ვე­ლი­ვე დას­რულ­და ყუ­რის­წამ­ღე­ბი წრი­პი­ნითა და რაღაცნა­ი­რი ფერ­ხუ­ლით, რო­მე­ლიც ღა­მე­ულ სივ­რ­ცე­ში იკ­არ­გე­ბო­და.

“ვიპოვ­ნი! აუც­ი­ლებ­ლად ვი­პოვ­ნი მას!” - თა­ვის თავს ეუბ­ნე­ბო­და ფე­დე­რიკო და გა­ხა­რე­ბულ­მა იმ­ით, რომ ხელთ გზამ­კ­ვ­ლე­ვი ეჭ­ი­რა, შორს ჰაერ­ში გა­დატყორცნა წვრი­ლი ნაწ­ლა­ვი (სწო­რედ ეს იყო შა­ვი თო­კი, რო­მელ­საც ეჭ­ი­დე­ბოდ­ნენ ვირ­თაგ­ვები), პირ­ქუ­ში ჰორ­ი­ზონ­ტის­კენ.

მაგ­რამ ნაწ­ლავს ბო­ლო არ უჩ­ან­და და ფე­დე­რი­კო­საც, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ბნე­ლი ხე­ო­ბე­ბის თავ­ზე დაფ­რი­ნავ­და, ბოლ­ოს­და­ბო­ლოს სუნ­თ­ქ­ვა შე­ეკ­რა და გა­მო­ეღ­ვი­ძა.

ვირ­თაგ­ვას პა­ტა­რა გვამს რიჟ­რა­ჟი დაჰნა­თო­და. ამ ნა­თე­ბას მქრქა­ლად ირ­ეკ­ლავდა მი­სი პა­ტა­რა, გად­მო­კარ­კ­ლუ­ლი და უკ­ვე ჩამ­ქ­რა­ლი თვა­ლე­ბი. კე­თილ­სინ­დი­სი­ერი მო­ხე­ლე­ე­ბის იერ­ი­თა და იმგ­ვა­რი და­სი­ე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში რომ შეგხ­ვ­დე­ბა ზამ­თ­რის დი­ლას, მის გარ­შე­მო მრა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნი ჭი­ან­ჭ­ვე­ლა ირ­ე­ო­და.

ეზო­ში მდგა­რი აკ­ა­ცი­ე­ბი მა­თი დღის და­საწყის­ში თით­ქოს­და ყე­ლის ჩაწ­მენ­დას ცდილობ­დ­ნენ. ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით თით­ქ­მის გა­მომ­შ­რა­ლი ეგ­დო ნაწ­ლა­ვის ნაგ­ლე­ჯი. თხრილში ჩა­წო­ლი­ლი ძაღ­ლი დი­ლის ნი­ავ­ზე თრთო­და.

ფე­დე­რი­კო ღა­მის პე­რან­გ­ში გა­მო­ვი­და ეზ­ო­ში, მი­წი­დან აიღო ვირ­თაგ­ვა, ჩა­მო­აფერთხა ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი და ხე­ლახ­ლა შე­ათ­ვა­ლი­ე­რა: ამ­ოგ­ლე­ჯი­ლი ში­გა­ნი სულ დამ­ტ­ვერი­ლი იყო, საბ­რა­ლო ცოცხა­ლი ხორ­ცი. ფე­დე­რი­კომ ულ­ვა­შე­ბი გა­უს­წო­რა, ზურ­გით მკერდზე მი­ი­ხუ­ტა და ბავ­შ­ვი­ვით და­უწყო რწე­ვა. თან ლო­ყა მი­ა­დო და ბეწ­ვ­ზე ეფ­ე­რე­ბოდა.

ძაღ­ლის ნაკ­ბი­ლა­რი შე­ნიშ­ნა, უბ­ეწ­ვო ად­გი­ლი პა­წა­წი­ნა მხარ­ზე. ზედ სა­ლო­კი თითი გა­და­უს­ვა, თით­ქოს­და ტკი­ვი­ლის და­სა­ა­მებ­ლად. “ჩე­მო თა­გუ­ნავ! ჩე­მო პატ­ა­რა საბ­რა­ლო თა­გუ­ნავ!” - კვნე­სო­და და კვნე­სით ჩა­დი­ო­და ბოს­ტ­ნისკენ მი­მა­ვალ კი­ბე­ებ­ზე ჩა­დი­ო­და ვირ­თაგ­ვას გვამს ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი.

ბოს­ტან­ში უცნაური სა­გა­ლო­ბე­ლი აღ­ავ­ლი­ნა და საქ­მეს შე­უდ­გა, რო­გორც პა­ტა­რა გო­გო­ნა, რო­მე­ლიც თა­ვის თო­ჯი­ნას ას­აფ­ლა­ვებს. და­ი­ჩო­ქა, პა­ტა­რა ორ­მო ამ­ოთხა­რა, იქ სა­თუ­თად ჩა­ასვე­ნა ვირ­თაგ­ვა და მი­წა მი­ა­ყა­რა. “მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, ჩე­მო საბ­რა­ლო თაგუ­ნავ!” - გა­ი­მე­ო­რა და დიდ­ხანს დარ­ჩა და­ჩო­ქი­ლი და მი­წის პა­ტა­რა გორ­აკს დაშ­ტე­რე­ბუ­ლი.

მო­პირ­და­პი­რე სახ­ლის ფან­ჯ­რი­დან მას ვი­ღაც გლე­ხის ქა­ლი უყუ­რებ­და სა­ო­ცა­რი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით. წა­მოდ­გა და თა­ვის გრძელ ღა­მის პე­რანგში ღირ­სე­უ­ლი ნა­ბი­ჯით გა­ე­მარ­თა ში­ნი­სა­კენ, თან მა­ღა­ლი ხმით გა­ლობ­და სა­ეკ­ლესიო ხმა­ზე, რო­გორც სტი­ქა­როს­ნო­ბის დრო­ი­დან იყო მიჩ­ვე­უ­ლი.

ეს სრუ­ლი­ად არ ნიშ­ნავს, რომ ფე­დე­რი­კო გა­გიჟ­და. ვგო­ნებ, მის­გან პრო­ვინ­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო ად­ვო­კატ­თა­გა­ნი დად­გა და თა­ვის ძაღ­ლ­თა­ნაც ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მეგ­ობ­რო­ბა.

მაგ­რამ ერ­თი სი­სუს­ტე კი და­ე­მარ­თა: ხან­და­ხან, მა­ში­ნაც, რო­ცა თმე­ბი უკვე შე­ე­ვერ­ცხ­ლა, და­ხე­ტი­ა­ლობ­და თა­ვი­სი სახ­ლის უკ­აც­რი­ელ ოთ­ა­ხებ­ში, სა­კუჭ­ნაოებ­ში, სა­თავ­სო­ებ­ში და იძ­ახ­და: მო­დით, პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბო, მო­დით, გულ­ში ჩა­გი­ხუ­ტოთ!..

პა­ტა­რა თა­გუ­ნე­ბიც, რო­ცა მათ­თან შეხ­ვედ­რის ბე­დი გა­უ­ღი­მებ­და, ინ­ტე­რე­სი­თა და ოდ­ნა­ვი ში­შით უყ­უ­რებ­დ­ნენ მას თა­ვი­ან­თი მრგვა­ლი მო­ლაპ­ლა­პე თვა­ლე­ბით და მის წინ იწ­ყებ­დ­ნენ შლი­გინს შო­რე­უ­ლი მე­ხის მაგ­ვა­რი მსუ­ბუ­ქი გუ­გუ­ნით.

 


– მთარგმნელი: ნოდარ ლადარია –

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ