მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 878 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

თეთრეული ორშაბათს გარეცხე და ქვების გროვაზე გადაფინე;

ფერადი სარეცხი სამშაბათს გარეცხე და გასაშრობად თოკზე ჩამოკიდე;

შუაგულ მზეზე თავშიშველმა არ იარო;

გოგრის მაჭკატები კარგად გაცხელებულ ტკბილ ზეთში შეწვი;

შენი საცვლები მაშინვე ჩაალბე, როგორც კი გაიძრობ;

თუ მოხდენილი პერანგის შესაკერად ბამბის ქსოვილს ყიდულობ, დარწმუნდი, რომ ზედ რეზინი არა აქვს, რადგან ასეთი ფორმას დაკარგავს გარეცხვის შემდეგ;

მარილიანი თევზი მთელი ღამით დაალბე წყალში, სანამ მოამზადებ;

მართალია, რომ საკვირაო სკოლაში ბენნას მღერი?

საჭმელი ისე ჭამე, რომ სხვას მადა არ დაუკარგო;

კვირაობით ეცადე, ქალბატონივით იარო და არა იმ გომბიოსავით, რომელსაც თანდათან ასე ემსგავსები;

აღარ იმღერო ბენნა საკვირაო სკოლაში;

ნავსადგურის ვირთხა ბიჭებსაც ნუ გამოელაპარაკები, მათ გზასაც ნუ მიასწავლი;

ქუჩაში ხილი არ ჭამო - ბუზები აგედევნებიან;

მაგრამ მე კვირაობით ბენნას სართოდ არ ვმღერი, მით უმეტეს, საკვირაო სკოლაში;

აი, ასე უნდა დააკერო ღილი; აი, ასე უნდა გააკეთო ღილ-კილო იმ ღილისთვის, რომელიც ეს-ესაა დააკერე;

აი, ასე უნდა შეუკეცო კაბას ბოლო, როცა ხედავ, რომ ჩამოშლის პირასაა, რათა იმ გომბიოსავით არ გამოიყურებოდე, რომელსაც, ვიცი, თანდათან ემსგავსები;

აი, ასე უნდა გააუთოო მამაშენის ხაკის პერანგი, ნაკეცი რომ არ ჰქონდეს; აი, ასე უნდა გააუთოო მამაშენის ხაკის შარვალი, რათა ნაკეცები არ დაემჩნეს;

აი, ასე უნდა გაზარდო ოხრა - სახლისგან მოშორებით, რადგან ოხრის ხემ წითელი ჭიანჭველები იცის;

როცა დაშინს ზრდი, დარწმუნდი, რომ წყალს საკმარისად უსხამ, თუ არ გინდა, ჭამის დროს მისი ნაყოფი ყელზე დაგადგეს;

აი, ასე უნდა გამოგავო კუთხე, აი, ასე უნდა დაგავო მთელი სახლი; აი, ასე უნდა დაგავო ეზო;

აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც ნაკლებად მოგწონს; აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც საერთოდ არ მოგწონს; აი, ასე უნდა გაუღიმო მას, ვინც მთლიანად მოგწონს;

აი, ასე უნდა გააწყო ჩაის სუფრა; აი, ასე უნდა გაშალო სადილის სუფრა; აი, ასე უნდა გაშალო სადილის სუფრა, როცა პატივსაცემი სტუმარი გყავს; აი, ასე უნდა გააწყო ლანჩის სუფრა; აი, ასე უნდა გააწყო საუზმის სუფრა;

აი, ასე უნდა მოიქცე მამაკაცთა თანდასწრებით, რომლებიც კარგად არ გიცნობენ და ამდენად, შენში იმ გომბიოს დაუყოვნებლივ ამოცნობა გაუჭირდებათ, რომლის შესახებაც გაფრთხილებდი;

ყოველ დღე ჩაიბანე, მაშინაც კი თუ მხოლოდ შენი გამონადენით დაგესვარა;

არ ჩაიცუცქო მარმარილოს ბურთულებით სათამაშოდ - ბიჭი კი არა ხარ;

არ დაკრიფო სხვისი ყვავილები - შეიძლება, რაღაც შეგეყაროს;

შაშვებს ქვები არ ესროლო, იმიტომ რომ შესაძლებელია, ისინი სულაც არ იყო შაშვები;

აი, ასე უნდა გააკეთო პურის პუდინგი;

აი, ასე უნდა გააკეთო დუკონა;

აი, ასე უნდა დაამწნილო წიწაკა;

აი, ასე უნდა დაამზადო გაციების უებარი წამალი;

აი, ასე უნდა დაამზადო კარგი წამალი იმისთვის, რომ ბავშვი მუცლიდან მანამდე მოიცილო, სანამ ბავშვად იქცევა;

აი, ასე უნდა დაიჭირო თევზი; აი, ასე უნდა გადააგდო უკან ის თევზი, რომელიც არ მოგეწონება და ამგვარად, ცუდიც აღარაფერი დაგემართება;

აი, ასე უნდა შეაბა კაცი; აი, ასე შეიძლება, შეგაბას კაცმა;

აი, ასე უნდა გიყვარდეს კაცი და თუ რაღაც კარგად ვერ იქნება, სხვა გზებიც არსებობს, ხოლო თუ მათაც ვერ გიშველეს, სულაც არ იქნება ცუდი, რომ თავი მიანებო;

აი, ასე უნდა გადააფურთხო ჰაერში, თუ გრძნობ, რომ ამის გაკეთება გინდა და აი, ასე სწრაფად უნდა გაიქცე, რათა შენ თვითონ არ მოგხვდეს;

აი, ასე უნდა გაიტანო თავი;

პურს ხელი ყოველთვის მოუჭირე, რათა დარწმუნდე, რომ ახალია;

მაგრამ თუ მეპურე ნებას არ დამრთავს, რომ პურს შევეხო?

შენ რა, გინდა, თქვა, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ისეთი ქალი იქნები, რომელსაც მეპურე პურთან ახლოს არ გააკარებს?

 


– მთარგმნელი: ირმა ტაველიძე –

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ