მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1234 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

არ მიყვარს ქალები  რომ თავს მოგაჩვენებენ, მაგრამ მან გზა-კვალი ამირია. გავჩერდი, მინდოდა კარგად შემეთვალიერებინა. ფეხები განზე ჰქონდა გადგმული: მარჯვენა თამამად წინ, მარცხენა - ოდნავ უკან. ცალი ხელი თითქმის შუშას ეხებოდა,  მეორე კი ჩამოეშვა და ზურგისკენ ჰქონდა წაღებული.

თავი  მაღლა აწეული, ტუჩები ოდნავ შესამჩნევ ღიმილს უფარავდა, ქუთუთოები დაეხარა - ვერ გაიგებდი, დაღლილობისა თუ სიამოვნებისგან. პოზა საგანგებოდ იყო შერჩეული.

მე მას ხშირად ვხედავდი, ზოგჯერ დღეში ორ-სამჯერაც. ყოველთვის, როცა გვერდით ჩავუვლიდი, თვალს შევავლებდი-ხოლმე და მეჩვენებოდა, თითქოს მიხმობდა. იყო მომენტები, როცა დაღლილი, სევდიანი და უხალისო ჩანდა.

მალე მის ტანსაცმელს მივაქციე ყურადღება. რა თქმა უნდა, მოდურად ეცვა, არ ჰგავდა იმ უსქესო, თავშეკავებულ და უსიცოცხლო საკიდებს, რომლებიც დახუთულ სალონებში უგემოვნო მუსიკის თანხლებით წარმოადგენდნენ მაღალ მოდას.

იგი სულ სხვა იყო, არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მოდის ახალი სტილის და მიმართულებების დემონსტრირებით, ის ასეთ წვრილმანებზე მაღლა იდგა. სამოსი მხოლოდ ჩრდილავდა მის სილამაზეს - მის სხეულზე  ჯვალოს ტომარაც კი საღამოს კაბას მოგაგონებდათ.

მან იცოდა და კარგად ერკვეოდა ქსოვილის ამოუწურავ შესაძლებლობებში (ეს კი მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნის უდიდესი პორტრეტისტების ხვედრი იყო), ნაკეცის სინატიფესა და ნიუანსებში. პოზის შეცვლისას მისი სხეული საოცრად ერგებოდა თითოეული ნიმუშის უნიკალურ მოთხოვნებს. მისი იდეალური ნაკვთების სინატიფე ნაზად ეხამებოდა სამკერვალო ოსტატობის ცვალებად ახირებებს.

თუმცა, თემას გადავუხვიე. დრო გადიოდა. ისეც ხდებოდა, რომ საერთოდ ვერ ვხედავდი.

მისი ხილვა ჩემი ცხოვრების ნაწილად იქცა, დაძაბული ვიყავი - კიდევ შევხვდებით? გამიმართლდება მოლოდინი? ერთხელ მაინც თუ შემომხედავს? ფიქრობს ჩემზე? გვაქვს მომავალი? მეყოფა გამბედაობა მივიდე მასთან? რაში მჭირდება ფული, რა აზრი აქვს ჩემს ჭკუას და გამოცდილებას, რომელიც მე სამი ქორწინებით დამიგროვდა?

მე ის შემიყვარდა, მე ის მინდოდა, მაგრამ, ამისთვის საჭირო იყო მისი…ყიდვა.

თუ ნებას დამრთავთ, ორიოდ სიტყვას ჩემს შესახებ გეტყვით. მე მდიდარი ვარ. ლონდონში ჩემზე მდიდარი ათი კაცი თუ იქნება, შეიძლება ხუთი-ექვსი, რა მნიშვნელობა აქვს? საშობაოდ ორმოცდახუთის ვხდები. სამჯერ ვიყავი ცოლიანი: პირველი რვა, მეორე - ხუთი, მესამე ქორწინება კი ორ წელს გაგრძელდა.

ბოლო სამი წელია, უცოლო ვარ, მაგრამ თავშეკავება არ მქონია, ორმოცდახუთი წლის კაცისთვის ასეთი ფუფუნება დაუშვებელია. ყოველთვის ვჩქარობ. სპერმის ყოველი ამოფრქვევა ჩემს სასიცოცხლო რესურსს ამცირებს, არ მაქვს იმის დრო, რომ გარჩევებში შევიდე საკუთარ თავთან.

არ მსურს ვიყო ისეთ ქალთან, რომელსაც აქტის მერე ერთი სული აქვს უაზროდ ილაყბოს. მინდა მშვიდად ვიწვე, შემდეგ ჩავიცვა, დავივარცხნო და საქმეს მივხედო. უპირატესობას ვანიჭებ ჩუმ ქალებს, რომლებიც სიამოვნებას აშკარა გულგრილობით იღებენ. მთელი დღეები ვლაპარაკობ ტელეფონით, საქმიან სადილებსა და შეხვედრებზე დავდივარ, საწოლში კი სიჩუმე მინდა.

არ ვარ მარტივი ადამიანი, მაგრამ ცხოვრებაც ხომ რთულია. თუმცა, ამ საკითხში ჩემი მოთხოვნები უბრალო და ადვილი შესასრულებელია. მომწონს ისეთი სიამოვნება, რომელსაც არ ამძიმებს სულელური წკავწკავი და წუწუნი.

ასე იყო უწინ, სანამ მე ის შემიყვარდებოდა და სანამ არ შევიგრძენი სრული და უაზრო თვითდაშლის მტანჯველი სიხარული. მაღაზიას ხშირად ჩავუვლიდი ხოლმე და ვუყურებდი, ერთს შევხედავდი და გზას განვაგრძობდი. არ მახსოვს, როდის გავაცნობიერე რომ შეყვარებული ვარ. 

ეს მონაკვეთი შეუმჩნევლად გადაიქცა ჩემს ცხოვრებად სწორედ ისე, როგორც ცისარტყელას წითელი ფერი გადადის ნარინჯისფერში. და აი, უკვე შეყვარებული მამაკაცი ვარ. სხვა ქალების მიმართ, რომლებიც იქვე ვიტრინაში იყვნენ გამოფენილნი, გულგრილი ვიყავი, ჩემს ჰელენს კი მაშინვე ვპოულობდი, თუნდაც სხვა ადგილას გადაეყვანათ.

ბუნებამ მასში სილამაზის უზარმაზარი მუხტი ჩადო - დახვეწილი შუბლი, იდეალური ცხვირი, ღიმილი, თვალები... საკმაოდ დიდხანს ისიც კი მყოფნიდა ქუჩიდან რომ ვუყურებდი,  მასთან ახლოს რომ ვიდექი. იქამდეც კი მივედი, რომ წერლების წერა დავიწყე, ახლაც შენახული მაქვს. მას ჰელენი შევარქვი (ძვირფასო ჰელენ, რამე მანიშნე... მე ვიცი, რომ შენ იცი”... და ა.შ.). სულ მალე უკვე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული, მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყო, მასთან საწოლში ყოფნა, ჩახუტება მინდოდა.

ვოცნებობდი თუ როგორ გაშლიდა ფეხებს.… ვერ მოვისვენებ, თუ მის  ფეხებშუა არ აღმოვჩნდები. მივხვდი,  მალე დადგებოდა ის დრო, როცა მის ყიდვას გადავწყვეტდი.

შენთვის ადვილია, შენ ხომ მდიდარი ხარ, იტყვით თქვენ, შეგიძლია მაღაზიაც იყიდო და თუ სურვილი გექნება, მთელი ქუჩაც. რა თქმა უნდა, შემიძლია ეს ქუჩაც ვიყიდო და ბევრი  სხვაც, მაგრამ ეს არ არის უბრალო გარიგება, სამშენებლო მიწის ნაკვეთის ყიდვა. ბიზნესში წინადადებას აძლევ, რისკავ, მაგრამ ახლა წარუმატებლობას ვერ დავუშვებდი, რადგან ჰელენი მინდოდა, მე ის მჭირდებოდა.

სულის სიღრმეში მეშინოდა, რომ საკუთარი უგუნურება გამცემდა. დარწმუნებული არ  ვიყავი, რომ გარიგების დროს სიმტკიცეს გამოვიჩენდი. თუ მოუთმენლობა ამიტანდა და მაღალ ფასს შევთავაზებდი, მაღაზიის მმართველი დაინტერესდებოდა და გააკეთებდა დასკვნას, (ისიც ხომ ბიზნესმენია, არა?) რომ თუ საქონელს ჩემთვის ფასი აქვს, ე. ი. სხვისთვისაც შეიძლება ჰქონდეს.

მაღაზიაში ჰელენი  დიდი ხანია რაც მუშაობს, იქნებ მეპატრონემ მისი მოშორება გადაწყვიტოს? ეს აზრი გამუდმებით მტანჯავდა. კარგად მესმოდა, რომ სწრაფი მოქმედება იყო საჭირო, მაგრამ ვშიშობდი.

ბოლოს, ორშაბათზე შევჩერდი - მშვიდი დღე ყველა მაღაზიისთვის, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი რომ სწორად მოვიქეცი. იქნებ შაბათი ჯობდა? ეჭვები მღრღნიდა. ძილი დავკარგე, მეგობრებთან ვუხეშობდი და საყვარლებთან უძლური გავხდი, საქმეს გულს ვერ ვუდებდი. ბოლოს და ბოლოს უნდა ამერჩია და მეც ორშაბათი ავირჩიე.

ოქტომბერი იყო. წვრილად ცრიდა.

მძღოლი დავასვენე და მაღაზიაში მე თვითონ წავედი. აქ მხოლოდ ქალის ტანსაცმლით და სათანადო აქსესუარებით ვაჭრობდნენ. ყველაფერი ავწონ-დავწონე, შევედი და გამყიდველ გოგონას მივმართე. მან მეორეს გადაულაპარაკა რაღაც, შემდეგ  მესამეს დაუძახეს, მან კი მეოთხე გაგზავნა მეხუთესთან, რომელიც ვიტრინების გაფორმებაზე აგებდა პასუხს.

შემატყეს თუ არა რომ მდიდარი ვარ, ჩემს გარშემო მაშინვე ცნობისმოყვარე ბავშვებივით აფუსფუდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ ჩემი თხოვნა საკმაოდ უჩვეულოა - ცოლისთვის საჩუქრად მინდა ვიყიდო ვიტრინაში გამოფენილი პალტო, აგრეთვე ფეხსაცმელი და შარფი, რომლებიც პალტოსთან ერთადაა.  მანეკენიც მჭირდება (ო, ჩემო ჰელენ), რათა ყველაფერი კარგად გამოიყურებოდეს.

მომსახურე გოგონებს ჩემი პატარა ეშმაკობა გავანდე: რაიმე მიზეზს მოვიფიქრებ და ცოლს საძინებელში შევიტყუებ, იქ კი...

წარმოგიდგენიათ? ყველაფერს  ნათლად, ხატოვნად ვყვებოდი და თან მათ ვაკვირდებოდი. უნდა ითქვას, რომ მიზანში მოვარტყი - იგრძნეს რა სიურპრიზის გემო, რომელსაც მე ვითომდა ცოლს ვუმზადებდი, გამხიარულდნენ და ერთმანეთს თვალებით ანიშნებდნენ - წარმოგიდგენია, რა ქმარია?! თითოეულმა ჩემს ცოლად წარმოიდგინა თავი.

რა თქმა უნდა ზედმეტსაც გადაგიხდით, ვუთხარი მე. არა, არა, თქვა უფროსმა, მიიღეთ იგი ჩვენგან როგორც მაღაზიის საჩუქარი. ვიტრინასთან მიმიყვანა. ხელის გულები გამიოფლიანდა, მჭერმეტყველებამ მიღალატა, ენა სასას მიეწება და მხოლოდ ის შევძელი, რომ ხელი ჰელენისკენ გავიშვირე.

“აი, ის” - ჩავიჩურჩულე.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ მე უბრალო გამვლელი ვიყავი, რომელსაც მუდამ ეჩქარებოდა და მხოლოდ თვალს თუ შეავლებდა ვიტრინას, ახლა კი მე შეყვარებულ მამაკაცად ვიქეცი, რომელსაც წვიმაში ხელში აყვანილი საყვარელი ქალი მიჰყავდა მანქანისკენ. გახარებული რაღაცას ვბუტბუტებდი, ჰელენი კი მეკვროდა და ჩემს პიჯაკს ჩაჰფრენოდა.  ფრთხილად მოვათავსე უკანა სავარძელზე, საჭეს მივუჯექი და ძრავი ჩავრთე.

სახლში ყველაფერი მზად იყო. ვიცოდი რომ დასვენება მოუნდებოდა. საძინებელში ხელში აყვანილი შევიყვანე, ფეხსაცმელები გავხადე, გაქათქათებულ ზეწარზე დავაწვინე და ნაზად ვაკოცე.  იმავე წუთს  ჩაეძინა. ორიოდ საათს ბიბლიოთეკაში ვიმუშავე - სამუშაო დამიგროვდა. ახლა უკვე მშვიდად ვიყავი.

ცოტა ხანში ფეხაკრეფით შევედი საძინებელში. ჰელენს მშვიდად ეძინა, ტუჩები ოდნავ ღია ჰქონდა. ჩავიმუხლე და ისევ ვაკოცე. შემდეგ ბიბლიოთეკაში შევბრუნდი და პორტვეინით ხელში ბუხართან დავჯექი. ჩემს ცხოვრებაზე, წარსულ ქორწინებებსა და უკვე გავლილ სასოწარკვეთილებაზე ჩავფიქრდი. მომეჩვენა, თითქოს ყველა გასაჭირი, რომელიც გამოვიარე, აუცილებელიც კი იყო, რათა ეს ბედნიერება მწვეოდა - ახლა მე ჰელენი მყავდა, მას ჩემს საწოლში ეძინა. სხვა არავინ მჭირდებოდა, იგი ჩემი იყო.

საათმა ათი ჩამოკრა, გავიხადე და საწოლში შევუწექი.

ვცდილობდი არ შემეწუხებინა, თუმცა ვგრძნობდი რომ არ ეძინა. კარგია, რომ მაშინვე არ დავეტაკეთ ერთმანეთს. გვერდი-გვერდ ვიწექით და ვსაუბრობდით. მოვუყევი თუ როგორ შევნიშნე პირველად, როგორ შემიყვარდა, როგორ გადავწყვიტე  მაღაზიიდან მისი წამოყვანა. ჩემ სამ ქორწინებაზე, სამუშაოსა და სასიყვარულო ურთიერთობებზე მოვუყევი, არაფერი დამიმალავს.  ჩვენს საერთო მომავალზეც ვილაპარაკე, გამოვუტყდი, რომ მიყვარს. დაუსრულებლად ვლაპარაკობდი. იგი ჩუმი დაძაბულობით მისმენდა, ხელზე მომეფერა და გაკვირვებით შემომხედა.

გავხადე. საცოდავი, პალტოს ქვეშ არაფერი ეცვა - მისი ერთადერთი ქონება მე ვიყავი. მივიზიდე, მის შიშველ სხეულს ჩავეკარი და შეშინებულ თვალებში ჩავხედე... იგი ქალიშვილი იყო. ყურში ვეჩურჩულებოდი, ვარწმუნებდი რომ ნაზი და თავშეკავებული ვიქნებოდი.

ენით ვლოკავდი მის ბარძაყებს, მისი სხეულის საოცარი სურნელი და უბიწოება შევიგრძენი. “ნუ გეშინია - ვეჩურჩულებოდი - ნუ გეშინია’’. ადვილად შევედი, მხოლოდ მისმა თვალებმა გამოხატეს ხორციელი ტკივილი. აქამდე არასოდეს განმიცდია ასეთი აღტაცება და ყოვლისმომცველი ჰარმონია.

ქალიშვილიდან ჰელენი დაუოკებელ საყვარლად იქცა - იგი ორგაზმს ითხოვდა, ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, მე კი არ შემეძლო. მთელი ღამე ვცდილობდი მისთვის ეს სიამოვნება მიმენიჭებინა. ბოლოს, დილის ხუთი საათისკენ, გაწამებული და დაღლილობისგან ჭკუიდან გადასული, საკუთარი მარცხით განადგურებული, მოვშორდი.

ისევ ერთად ვიწექით, მაგრამ ახლა მის მდუმარებაში გამოუთქმელი საყვედური გამოსჭვიოდა. რატომ, რისთვის წამოვიყვანე მაღაზიიდან, სადაც შედარებით კარგად გრძნობდა თავს, რატომ, რისთვის ჩავიწვინე საწოლში და ვეტრაბახებოდი საკუთარი გამოცდილებით. ხელში ხელი ჩავჭიდე - ცივი და ურეაქციო თითები ჰქონდა.

პანიკურმა შიშმა შემიპყრო - ხომ არ მიმატოვებს?!  მას ხომ არაფერი აკავებდა, არც ფული ჰქონდა, არც პროფესია, მაგრამ მაინც შეეძლო წასულიყო, სხვა მამაკაცებიც ხომ არსებობენ? შეეძლო ისევ მაღაზიაში დაბრუნებულიყო. გაუნძრევლად, სუნთქვაშეკრული იწვა.

“ყველაფერი კარგად იქნება, აი ნახავ, ყველაფერი თავისით მოვა” - ამ სიტყვებით მე კვლავ შევედი მასში და ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ავიყოლიე. უკვე ინათა, როცა მან სიცოცხლეში პირველი ორგაზმი განიცადა - ყველაფრის წამლეკავი შინაგანი კონვულსია ოკეანის ტალღასავით გადაევლო და ჩემს მკლავებში ჩაეძინა.

გვიან გამეღვიძა. ჰელენს ჩემს მკლავზე ედო თავი.

ფრთხილად ავდექი, ჩემი მეორე ცოლის მიერ ნაჩუქარი ჭრელი ხალათი ჩავიცვი და სამზარეულოში გავედი ყავის მოსადუღებლად. სულ სხვა ადამიანად ვგრძნობდი თავს. კედელზე დაკიდებულმა უტრილოს ნახატმა, როდენის ცნობილი ქანდაკების ასლმა, გუშინდელმა გაზეთებმა, ყველა ნივთმა ჩემს გარშემო რაღაც უჩვეულო ორიგინალობა შეიძინა.

სიამოვნებას ვიღებდი იმისგან, რომ საფქვავში ყავას ვყრიდი და მაცივრიდან მწიფე გრეიფრუტს ვიღებდი. მთელი სამყარო მიყვარდა - მე ხომ იდეალური მეუღლე ვიპოვე. ჰელენი მიყვარდა და ვიცოდი რომ მასაც ვუყვარდი. თავს კარგად, თავისუფლად ვგრძნობდი.

დილის გაზეთებს თვალი გადავავლე, ტელეფონით რამდენიმე წერილი ვუკარნახე, გავიპარსე,შხაპი მივიღე და ჩავიცვი, შემდეგ  საძინებელში შევიხედე. სიამოვნებისგან გათანგულ ჰელენს ისევ ეძინა. ცოტა ხანში გაეღვიძა, მაგრამ არ ადგა, რადგან ჩასაცმელი არაფერი ჰქონდა. მძღოლს უესტ-ენდში მიყვანა ვუბრძანე და ნახევარი დღე ჰელენისთვის ტანსაცმლის შერჩევასა და ყიდვაში გავატარე.

ცოტა არ იყოს მეუხერხულება დახარჯული თანხის დასახელება, მაგრამ მინდა შეგახსენოთ, რომ ბევრი ვერ შემედრება წლიური შემოსავლის მიხედვით. ლიფები არ ვიყიდე, ვერასდროს ვერ ვიტანდი ამ ატრიბუტს და ვიცი, რომ მის გარეშე მხოლოდ სტუდენტ გოგონებს და ახალი გვინეის აბორიგენებს თუ შეეძლოთ იოლად გასვლა.  როგორც შემდეგ გაირკვა, ჰელენსაც არ ყვარებია  ლიფები.

სახლში  დავბრუნდი და შეძენილი ტანსაცმელი საძინებელში შევიტანე. ჰელენი აღფრთოვანდა, ლამის გაგიჟდა სიხარულისგან.

ერთად ვარჩევდით თუ რა ჩაეცვა. გრძელი, ღია ცისფერი, სუფთა აბრეშუმის საღამოს კაბა შევარჩიეთ. ჰელენი საძინებელში დავტოვე,  მე კი სამზარეულოში გავედი ვახშმის მოსამზადებლად. როგორც კი გავთავისუფლდი, საძინებელში დავბრუნდი და ჩაცმაში მივეხმარე. კაბა იდეალურად მოერგო. ნაბიჯი უკან გადავდგი, რათა ჰელენის ცქერით დავმტკბარიყავი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ტანსაცმლის ტარების მისეულ ნიჭში. უხმოდ ვუყურებდით ერთმანეთს, შემდეგ სახლის დათვალიერება შევთავაზე.

თავდაპირველად სამზარეულოში შევიყვანე და უამრავი მოწყობილობა ვაჩვენე. უტრილოს ნახატზეც მივუთითე (როგორც მერე გაირკვა, პეიზაჟი მაინცდამაინც არ მოეწონა), შემდეგ სააბაზანოში შევედით, ვაჩვენე იატაკში ჩასმული მარმარილოს აბაზანა და ავუხსენი, როგორ უნდა მოეშვა ონკანები რათა ლომების ხახიდან წყალი წამოსულიყო.

ცოტა არ იყოს შევშინდი - ვულგალურად ხომ არ მოეჩვენა მას ეს. ამის შემდეგ სასტუმრო ოთახში გავედით და კვლავ სურათების დათვალიერებებით მგონი გადავღალე კიდეც. ჩემს კაბინეტში შექსპირის პირველი ფოლიო, მრავალნაირი რარიტეტი და ტელეფონები ვაჩვენე. შემდეგ სხდომათა დარბაზს ვეწვიეთ. სიმართლე გითხრათ, ამ დარბაზის ჩვენება აუცილებელი არც იყო, მაგრამ ეტყობა ტრაბახი დავიწყე. ბოლოს ერთ დიდ ოთახში შევედით.

ოთახი საკმაოდ მოხერხებული და ეგზოტიკურია, მე აქ ვისვენებ ხოლმე. მაშინვე ვიგრძენი, რომ ოთახი მოეწონა. დიდ,  რბილ სავარძელში ჩავსვი, მშრალი მარტინი დავუსხი, მე კი ისევ ვახშმის მომზადებას მივუბრუნდი.

ის საღამო ყველაზე გამორჩეული იყო იმათგან, რომელიც  მე ოდესმე ქალთან გამიტარებია. მათთვის უამრავ კერძს ვამზადებდი-ხოლმე და უნდა ითქვას, რომ არც თუ  ისე ცუდი კულინარი ვარ, უფრო სწორად, ერთ ერთი საუკეთესო. ჩემი მაშინდელი სტუმარი ქალბატონები ერთგვარ უხერხულობას გრძნობდნენ იმის გამო, რომ  მათ მაგივრად ვტრიალებდი სამზარეულოში, კერძებს ვთავაზობდი და შემდეგ თვითონვე ვალაგებდი სუფრიდან.

მათ უკვირდათ, რომ მე, სამჯერ ქორწინებაში მყოფ შესაშურ კავალერს, ასეთი კულინარული გმირობების ჩადენა შემეძლო, მაგრამ ჰელენი სულ სხვა იყო. ის არ ცდილობდა სამზარეულოში შემოჭრილიყო და ზრდილობისთვის ეთქვა : “იქნებ დაგეხმარო?” იგი სავარძელში გადაწვა, როგორც ეს სტუმარს შეეფერება და ნება დამრთო მოვმსახურებოდი.

საუბარი? ჩემს ადრინდელ ქალებთან საუბარი ყოველთვის ხელს უშლიდა ვახშამს - იყო კამათი, უთანხმოება და მსგავსი რაღაცეები. ჩემთვის იდეალურია საუბარი, რომლის დროსაც ორივე მონაწილეს შეუძლია თავისუფლად გადმოსცეს საკუთარი აზრი გაუთავებელი დაზუსტებებისა და დასკვნების გამოტანის გარეშე. ჰელენში მე აღმოვაჩინე საუცხოო მოსაუბრე. ის გაუნძრევლად იჯდა და მისმენდა.

ბევრი ისეთი რამ მოვუყევი, რაც არავისთვის მითქვამს - ჩემს ბავშვობაზე, მამის სიკვდილისწინა ყვირილზე, დედაჩემის შიშზე, რომელიც მას სექსის წინ ემართებოდა. ლაპარაკობდი მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე, დეკადენსზე, ლიბერალიზმზე, თანამედროვე რომანებზე, ცოლ-ქმრობაზე, ავადმყოფობებზე...

შეუმჩევლად გავიდა ხუთი საათი, რომლის დროსაც ოთხი ბოთლი ღვინო და ნახევარი ბოთლი პორტვეინი დავლიეთ. საბრალო ჰელენი! ხელში აყვანილი საძინებელში შევიყვანე და გავხადე. ძალა მხოლოდ იმისთვისღა შეგვრჩა, რომ ჩავხუტებულიყავით და ღრმა ძილისთვის მიგვეცა თავი.

ასე დამთავრდა ჩვენი პირველი დღე. ბედნიერი  ვიყავი. დროს მხოლოდ ჰელენს და ფულის კეთებას ვუთმობდი. ამ უკანასკნელში ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მივაღწიე წარმატებას - ისე გავმდიდრდი, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა რაიმე სერიოზული თანამდებობის შემოთავაზება. რაღა თქმა უნდა, რაინდის წოდება მივიღე და მე და ჰელენმა გრანდიოზულად აღვნიშნეთ ეს მოვლენა.

თანამდებობაზე კი უარი ვთქვი, რადგან სახელმწიფო სამსახური ჩემთვს ჩემს მეორე ცოლთან ასოცირდებოდა, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მინისტრებს შორის.

შემოდგომას ზამთარი მოყვა, შემდეგ კი ჩემს ბაღში ნუში აყვავდა და მუხების ხეივანში პირველი ნაზი ფოთლებიც გაიშალა. მე და ჰელენი სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით, რომლის დარღვევაც არავის შეეძლო. ფულს ვაკეთებდი და მიყვარდა, მე ვლაპარაკობდი, ჰელენი კი მისმენდა.

მაგრამ ბოლოს, მაინც სულელი აღმოვჩნდი! მარადიული არაფერია ამქვეყნად. ეს ყველამ იცის, მაგრამ ყველას ჰგონია, რომ რაღაც შეღავათს იმსახურებს  ან უპირატესობა მიენიჭება. სიმწრით მინდა გაცნობოთ, რომ ჩემი ბედნიერების დასასრულის მაუწყებელი ჩემი მძღოლი, ბრაიანი გახდა.

იგი იდეალური მძღოლი იყო. მხოლოდ მაშინ იღებდა ხმას, როცა რამეს შეეკითხებოდნენ. საკუთარ წარსულს, ამბიციებს და ხასიათს თავისთვის ინახავდა, ეს კი მე ძალზე მაწყობდა, ვინაიდან არ მაინტერესებდა საიდან გაჩნდა, რა მიზნები ჰქონდა და რად მიაჩნდა თავი.

მანქანა სწრაფად და კარგად დაჰყავდა, ყოველთვის პოულობდა ადგილს პარკირებისთვის, ნებისმიერ საცობში, რომელშიც ძალზე იშვიათად ვხვდებოდა, ყოველთვის ერთ-ერთი პირველი იყო. ლონდონის ყველა ქუჩა და უმოკლესი გზები იცოდა. დაუღალავი იყო, შეეძლო მთელი ღამე ეცადა ჩემთვის მანქანაში და სიგარეტის საყიდლადაც არ გადავიდოდა. მანქანა, ფეხსაცმელები და ფორმა იდეალურ წესრიგში ჰქონდა. გამხდარი, ფერმკრთალი, ყოველთვის სუფთად ჩაცმული იყო. ასაკით თვრამეტიდან ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ჰელენი ჩემი მეგობრებისთვის არ გამიცვნია, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე ვამაყობდი მისით. და საერთოდ, არავისთვის გამიცვნია.

როგორც ჩანს, არც მას უნდოდა ვინმეს გაცნობა, გამონაკლისი არც ბრაიანი იყო.  ჰელენი საკმაოდ მორცხვი იყო, ჩემთანაც კი. ჩემს მძღოლს უფლებას არ ვაძლევდი ოთახში შემოსულიყო, თუ იქ ჰელენი იყო. როცა ჰელენთან ერთად სადმე ვაპირებდი წასვლას, ბრაიანს ვათავისუფლებდი და საჭესთან მე ვჯდებოდი.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მალე ვითარება შეიცვალა და მე გარკვევით მახსოვს თუ როდის დაიწყო ეს. მაისის შუა რიცხვებში სახლში დაღლილი, გაღიზიანებული  დავბრუნდი. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი (თუმცა ვხვდებოდი), რომ ჩემი შეცდომის გამო თითქმის ნახევარი მილიონი ფუნტი დავკარგე. ჰელენი მშვიდად იჯდა თავის საყვარელ სავარძელში, მაგრამ  მე მაინც დავიჭირე მის გამოხედვაში რაღაც სიცივე.

თავი ისე დავიჭირე, თითქოს ვერაფერი შევნიშნე.

ორი სირჩა ვისკის შემდეგ თავი კარგად ვიგრძენი, ჰელენს მივუჯექი და გასული დღის შესახებ დავუწყე მოყოლა. ნახევარი საათიც არ მილაპარაკია რომ მივხვდი - ჰელენი არ მისმენდა, იგი სადღაც შორს იყო.

ეს ჩემთვის იმდენად მოულოდნელი  იყო, რომ გავოცდი, თუმცა ლაპარაკს მაინც ვაგრძელებდი. ბოლოს, ვეღარ მოვითმინე, შუა წინადადებაზე გავჩერდი, ოთახიდან გავედი და კარი გავიჯახუნე.

ჰელენს ჩემთვის არც კი შეუხედავს. გაცოფებული ვიყავი, იმდენად გაცოფებული რომ მასთან ლაპარაკიც არ მინდოდა. სამზარეულოში შევედი და პირდაპირ ბოთლიდან მოვსვი ვისკი.

შემდეგ შხაპი მივიღე.

ოთახში დაბრუნებისას  უკეთ ვიგრძენი თავი. მოვეშვი, ცოტა შევთვერი კიდეც და მზად ვიყავი ყველაფერი დამევიწყებინა. ჰელენიც აღარ იყო დაძაბული. მინდოდა მეკითხა თუ რაში იყო საქმე, მაგრამ ისევ განვლილ დღეზე დავიწყე ლაპარაკი და თითქოს ყველაფერი თავის ადგილას დადგა.  ვახშმიდან ერთი საათის შემდეგ კარზე ვიღაცამ დარეკა. ეს ძალზე მოულოდნელი იყო. კარის გასაღებად წამოვდექი და შემთხვევით ჰელენის შეშინებული გამოხედვა დავიჭირე, სწორედ ისეთი, ჩემთან პირველ ღამეს რომ ჰქონდა. კართან ბრაიანი იდგა.

ხელმოსაწერად რაღაც ქაღალდი მომიტანა, თუმცა სასწრაფო არაფერი იყო და შეეძლო დილამდე მოეცადა. თვალი გადავავლე ქაღალდს და შევნიშნე, რომ ბრაიანი ჩემს უკან, მისაღებისკენ იყურებოდა. “რამეს ეძებთ?” - ვკითხე გაღიზიანებულმა.

“არა, სერ” - მიპასუხა მან. ქაღალდს ხელი მოვაწერე,  კარი დავხურე და უცებ გამახსენდა, რომ ბრაიანი მთელი დღე სახლში იყო, მანქანას აკეთებდა და მე სამსახურში ტაქსით წავედი. როდესაც ეს ფაქტი ჰელენის უცნაურ ქცევას დავუკავშირე, თავი ცუდად ვიგრძენი, კინაღამ გული ამერია და სააბაზანოში შევვარდი. სარკეში ჩავიხედე და დავინახე მამაკაცი, რომელსაც შვიდიოდე თვეში ორმოცდახუთი უსრულდება, თვალების ქვეშ სამი ქორწინების ნაკვალევი და ტელეფონზე გაუთავებელი ლაპარაკისგან ტუჩის კიდეები ჩამოკიდებოდა.

ცივი წყალი შევისხი და ჰელენთან გავედი. “ბრაიანი იყო” - ვთქვი მე. ხმა არ ამოუღია, არც შემოუხედავს. “როგორც წესი, საღამოობით არ მოდის ხოლმე... “ ჰელენს არც ახლა უთქვამს რამე. მაინც რას ველოდი? იმას, რომ გამომიტყდებოდა ჩემს მძღოლთან თავის ინტრიგაში? ჰელენი ჩუმჩუმაა, ადვილად მალავდა საკუთარ გრძნობებს, მაგრამ მეც არ შემეძლო გამემხილა ჩემი ეჭვები - მეშინოდა, რომ მართალი აღმოვჩნდებოდი და ვერ გადავიტანდი თუ ეს დადასტურდებოდა.

გავჩუმდი, რათა მისი ფარისევლობა არ გამეცა ... ძალიან მინდოდა, რომ მას ყველაფერი უაერყო, თუმცა ვიცოდი რომ  სიცრუეს მოვისმენდი. მოკლედ, მივხვდი, რომ მთლიანად მის ხელთ ვიყავი.

იმ ღამეს ცალ-ცალკე დავწექით, სასტუმრო ოთახში გავიშალე საწოლი. არ მინდოდა მარტო წოლა, მაგრამ ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ ჰელენს ეკითხა: “რა მოხდა?” აი, სადამდე მივედი! ველოდებოდი, რომ გაუკვირდებოდა, ჩვენ ხომ ისეთი ბედნიერები  ვიყავით და უცებ მე, სიტყვის უთქმელად, სხვა ოთახში ვწვები.

მინდოდა ეთქვა, ნუ სულელობ, მოდი ჩემთან, ჩვენს საწოლში, მაგრამ მას არაფერი  უთქვამს, ყველაფერი ისე მიიღო, თითქოს  ასეთ სიტუაციაში აღარ შეეძლო ჩემთან წოლა. მისი სიჩუმე მომაკვდინებლად ადასტურებდა ჩემს ეჭვს, თუმცა, რჩებოდა ძალზე მცირე ალბათობა იმისა, რომ ის გაბრაზდა ჩემს ფხუკიანობაზე და მეტი არაფერი.

სრულ გაურკვევლობაში ვიყავი. იქნებ ბრაიანი საერთოდ არ უნახავს, იქნებ ყველაფერი მომეჩვენა? მაგრამ არა, ჩვენ სხვადასხვა საწოლებში ვწევართ და რეალობაც სწორედ ესაა. რა უნდა მექნა? ან რა უნდა მეთქვა? თავში ყველა ვარიანტს ვატრიალებდი, სწორ სიტყვებს ვეძებდი, მრავლისმთქმელ პაუზებს ვაკეთებდი, რეპლიკებს ვიგონებდი... ნეტა რას აკეთებს ამ დროს ის? ისიც ფხიზლობს და ყველაფერ ამაზე ფიქრობს თუ მკვდარივით სძინავს? რომ მიმატოვოს?! წარმოუდგენელია, მან მე დამაკაბალა!

ადამიანის ენა ვერ გამოთქვამს, თუ რა მდგომარეობაში ვიყავი მომდევნო დღეებში. ეს იყო საშინელი, კოშმარული დღეები, თითქოს შამფურზე მწვავდნენ, რომელსაც ჰელენი ატრიალებდა.

ახლა უკვე საბოლოოდ გადავბარგდი სასტუმრო ოთახში, სიამაყე უფლებას არ მაძლევდა ჩვენს საწოლს დავბრუნებოდი, ბოლოს და ბოლოს ხომ მას უნდა აეხსნა ჩემთვის ყველაფერი?! ჩვენ თითქმის არ ვლაპარაკობდით, გავცივდით, თვალს ვარიდებდით ერთმანეთს. მეგონა ჩემი სიჩუმე როგორღაც იმოქმედებდა მასზე და რამეს მეტყოდა, მაგრამ ვცდებოდი.

ღამ-ღამობით საკუთარი ყვირილი მაღვიძებდა, დღისით კი ამ სიტუაციიდან გამოსავას ვეძებდი. სამსახურიც ბევრ დროს მოითხოვდა - ხშირად მიხდებოდა ქალაქიდან შორს გამგზავრება და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ დროს ჰელენი და ბრაიანი ერთად იყვნენ.

ზოგჯერ სასტუმროდან ან აეროპორტიდან სახლში ვრეკავდი, მაგრამ ყურმილს არავინ იღებდა. მეჩვენებოდა, რომ ამ მომენტში ჰელენი საძინებელში სიამოვნების პიკს უახლოვდებოდა და ვგიჟდებოდი. როდესაც მე, დაღლილი და უბედური, სახლში ვბრუნდებოდი, მეჩვენებოდა რომ ბრაიანი სულ ახლახანს იყო აქ.

განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ ვხედავდი, რომ საწოლი ისე არ იყო ალაგებული, სააბაზანოში სხვა სურნელი იდგა, ვისკის გრაფინი ოდნავ გვერდზე იყო გაწეული.

ჰელენი თავს მაჩევნებდა, თითქოს ვერ ამჩნევდა ჩემს წინ და უკან სიარულს ოთახებში,  არ ესმოდა ჩემი მწარე ქვითინი სააბაზანოში. შეიძლება შემეკითხოთ, თუ რატომ არ გავაგდე მძღოლი? პასუხი მარტივია - მეშინოდა, რომ ჰელენი მასთან ერთად წავიდოდა.

ბრაიანისთვის არაფერი მიგრძნობინებია. ჩემს ბრძანებებს იგი კვლავინდებურად მლიქვნელური  ღიმილით ასრულებდა. მის საქციელში ვერანაირი ცვლილება ვერ შევნიშნე, თუმცა ძალიანაც არ ვაკვირდებოდი. ვფიქრობ, იგი მაინც ხვდებოდა, რომ მე ყველაფერი ვიცოდი. თავს იმ ილუზიით ვიმშვიდებდი, რომ ძალაუფლება ჩემს ხელთ იყო.

მაგრამ ყოველივე ეს ბუნდოვანი, მეორეხარსხოვანი წვრილმანებია. მთავარი ის იყო, რომ თითქოს ნაწილებად ვიშლებოდი და ჭკუას ვკარგავდი. ყველაფერთან ერთად თმების ცვენაც დამეწყო, პირიდან არასასიამოვნო სუნი ამომდიოდა, მარცხს მარცხზე განვიცდიდი.

მივხვდი, რომ ჩემი სიჩუმე უაზრობა იყო, სიტუაციაც შეიცვალა. როცა სახლში ვიყავი, ჰელენი მთელი დღე სავარძელში იჯდა, ზოგჯერ ღამესაც ასე მდუმარე ატარებდა. ხშირად სახლიდან დილით ადრე გავდიოდი, ის კი ისევ სავარძელში იჯდა და ხალიჩას მისჩერებოდა, გვიან საღამოს მოსულსაც იგი ხშირად ასეთივე მდგომარეობაში მხვდებოდა.

ღმერთია მოწმე, მინდოდა დავხმარებოდი,  მაგრამ მის გარეშე ამას ვერ შევძლებდი. თითქოს გონების ბნელ საკანში ვიყავი ჩაკეტილი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი.

ამ კოშმარის მესამე კვირას სიჩუმე დავარღვიე. საკითხი ასე იდგა: ან ყველაფერი ან არაფერი. მთელი დღე ჰაიდ-პარკში დავეხეტებოდი, ვცდილობდი გონება და ნებისყოფა მომეკრიბა, რათა ღირსეულად გადამელახა წინააღმდეგობა.

საღამოსთვის ვემზადებოდი. სახლში ბოთლის მესამედი ვისკი დავლიე და ფეხისწვერებზე შევედი საძინებელში, სადაც ჰელენმა ბოლო ორი დღე გაატარა. კარზე დავაკაკუნე და ისე რომ პასუხისთვის არ დამიცდია, შევედი. ტილოს პერანგში ჩაცმული ჰელენი საწოლზე იწვა.

ფეხები ფართოდ ჰქონდა გაშლილი, თავი ბალიშზე ედო. გული აჩქარებით მიცემდა. “ჰელენ... - დავიწყე მე და თითქოს ყელში რაღაც გადამცდა, ჩავახველე - ასე  გაგრძელება აღარ შეიძლება, უნდა ვილაპარაკოთ”.

პასუხის გაცემა არ ვაცადე, მაშინვე ყველაფერი ვუთხარი. ვუთხარი რომ  ყველაფერი ვიცი და მის წინ მუხლებზე დავეშვი. “ჰელენ, ორივესთვის ჩვენი გრძნობები იმდენს ნიშნავდა! უნდა ვიბრძოლოთ, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი სიყვარული”.

სიჩუმე.

თვალები დახუჭული მქონდა, მეჩვენებოდა თითქოს სულმა მიმატოვა და სადღაც სიბნელეში მიექანებოდა. შემდეგ ჰელენს შევხედე და მის თვალებში მშვიდი, დაუფარავი ზიზღი დავინახე. ყველაფერი დამთავრდა  და სწორედ ამ მომენტში შევიგრძენი ჩემში ორი მონათესავე, ველური სურვილი - დაუფლებისა და განადგურების სურვილი. სწრაფი მოძრაობით პერანგი გავაძრე,  ზემოდან მოვექეცი და უხეშად შევუდე.

ცალი ხელი ყელში წავუჭირე, მეორეთი კი ბალიში დავადე სახეზე.

გავათავე თუ არა, იგი მოკვდა. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია სიამაყით. ვიცი, რომ სიკვდილი მისთვის სიამოვნების უმაღლესი გამოვლინების გაელვება იყო. არ გადაგღლით საკუთარი აღტაცების მოყოლით. სრულიად გარდავიქმენი, უცებ ვერ გავიაზრე ჩემი საქციელის შემზარავობა - ჩემი საყვარელი, ძვირფასი, ნაზი  ჰელენი მკვდარი და სამარცხვინოდ შიშველი იწვა ჩემს წინაშე. გონება დავკარგე.

მომეჩვენა, თითქოს უამრავი დრო გავიდა, ვიდრე გონს მოვიდოდი.

გვამი დავინახე და ისე რომ მიბრუნება ვერ მოვასწარი, ზედ ამერია გული. მთვარეულივით გავედი სამზარეულოში და ნაკუწებად ვაქციე უტრილოს ნახატი. როდენის ქანდაკება ნაგავში მოვისროლე.

გადარეულივით დავრძწოდი ოთახებში და ყველაფერს ვამსხვრევდი, რაც ხელში მხვდებოდა. მხოლოდ ერთხელ გავჩერდი, ისიც იმიტომ, რომ ვისკის ბოთლი გამომეცალა. 

ვერმეერი, ბლეიკი, რიჩარდ დადი, პოლი ნეში, როტკო - ვხევდი მათ ტილოებს, ფეხებით ვდგებოდი ზედ, ვაფურთხებდი და ვაშარდებდი... ვცეკვავდი, ვმღეროდი, ვიცინოდი... მთელი ღამე ვქვითინებდი და ვტიროდი.

 

მთარგმნელი: ზაალ გოზალიშვილი

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ