მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2037 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთი ცნობილი და ძველი ლეგენდის მიხედვით, ლიბანის მშვენიერ ჭალებში უხსოვარ დროს სამი კედარი დაიბადა.

როგორც ყველასთვისაა ცნობილი, ისინი ძალზე ნელა იზრდებიან. ასე რომ, ჩვენმა სამმა ხემ მრავალი საუკუნე გაატარა სიცოცხლესა და სიკვდილზე, ბუნებასა და კაცობრიობაზე ფიქრში.

მათ იხილეს, როგორ ჩამოვიდნენ ლიბანის მიწაზე სოლომონ მეფის შიკრიკნი, რასაც ასურელებთან ბრძოლაში ამ მიწის სისხლით მორწყვა მოჰყვა.

მათ პირისპირ ნახეს მოსისხლე მტერნი - იოველი და ილია წინასწარმეტყველი. მათ წინაშე შეიქმნა ალფავიტი და ისინი, ერთად, აღტაცებულ მზერას აყოლებდნენ ჭრელა-ჭრულა ქსოვილებით დატვირთულ, მიმავალ ქარავნებს.

ერთ მშვენიერ დღეს კედრებმა მომავალზე საუბარი გადაწყვიტეს.

- ყოველივე იმის შემდეგ, რის ხილვასაც მოვესწარი, - თქვა პირველმა კედარმა. - სურვილი მაქვს, გადავიქცე ტახტად, რომელზეც კაცობრიობის უდიდესი მეფე დაბრძანდება!

- მე კი მინდა, გავხდე რაღაც ისეთის ნაწილი, რაც სამარადჟამოდ გარდაქმნის ბოროტებას სიკეთედ! - თქვა მეორემ.

- რაც შემეხება მე, - თქვა მესამემ. - ვისურვებდი, რომ ჩემს შემხედვარე ადამიანებს მუდამ გაახსენდეთ ღმერთი!

 გავიდა მრავალი წელი და აი, ბოლოს და ბოლოს, იმ მიდამოებში ტყის მჭრელები გამოჩნდნენ! მათ კედრები მოჭრეს და დახერხეს.

 სამივე კედარს თავისი სანუკვარი სურვილი ჰქონდა, მაგრამ რეალობა არასდროს არ კითხულობს, თუ რაზე ვოცნებობთ.

პირველი კედარი გომურად გადაიქცა, მისი ნარჩენებისაგან კი აკვანი გააკეთეს. მეორე ხისგან უხეში, სოფლური მაგიდა გამოთალეს, რომელიც მოგვიანებით ავეჯით მოვაჭრეს მიჰყიდეს.

მესამე ხის მორების გაყიდვა საერთოდ ვერ მოხერხდა. ისინი ფიცრებად დახერხეს და დიდი ქალაქის საწყობში დააწყვეს.

მწარედ განიცდიდა სამივე კედარი:

„რა კარგი იყო ჩვენი მასალა! მაგრამ ვერავინ შეძლო მისი ღირსეული გამოყენება!“

დრო გადიოდა და ერთხელაც, ვარსკვლავიან ღამით, ერთმა ცოლ-ქმარმა, სხვაგან რომ ვერ იშოვა თავშესაფარი, ღამის გათენება პირველი კედარის მასალისაგან აშენებულ გომურში გადაწყვიტა. ქალი სამშობიაროდ ემზადებოდა. იმ საღამოს მან ბიჭი გააჩინა და აკვანში ჩაფენილ რბილ თივაზე დააწვინა...

და იმწამსვე მიხვდა პირველი კედარი, რომ მისი ოცნება ახდა, რამეთუ იგი დედამიწის უდიდეს მეფეს ემსახურა საყრდენად.

რამდენიმე წლის შემდეგ ერთი სოფლის მოკრძალებულ სახლში ადამიანები ისხდნენ მეორე კედრისაგან დამზადებულ მაგიდასთან. ვიდრე ისინი საჭმელს შეექცეოდნენ, ერთ-ერთმა მათგანმა მაგიდაზე მდგარ პურისა და ღვინის თავზე რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა...

და აქ მიხვდა მეორე კედარი, რომ იმ წამს იგი საყრდენად ემსახურა არა მარტო ღვინის ჭურჭელსა და პურის ლამბაქს, არამედ კავშირს ადამიანსა და ღვთაებას შორის.

შემდეგ დღეს მესამე კედრის ორი ფიცრისაგან ჯვარი შეკრეს. რამდენიმე საათის შემდეგ მოიყვანეს ნაწამები ადამიანი და ლურსმნებით გააკრეს ჯვარზე.

მესამე კედარმა საშინლად განიცადა თავისი წილხვედრი და დაუნდობელი ბედის წყევლა დაიწყო, მაგრამ სამი დღეც არ იყო გასული, რომ მან სრულად გააცნობიერა მისთვის დაკისრებული მისია: ჯვარზე გაკრული ადამიანი სამყაროს კელაპტრად იქცა, ხოლო მესამე კედრის ფიცრებისაგან შეკრული ჯვარი წამების იარაღიდან - უდიდესი ძლევის სიმბოლოდ.

ასე აღსრულდა სამი ლიბანური კედარის ოცნება: როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მათი ოცნებები ახდა, მაგრამ სრულიად სხვაგვარად, ვიდრე მათ ეს წარმოედგინათ.


– თარგმნა გელა დუმბაძემ –

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ