მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5610 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

კონსული (ლათინურიდან  consul) - თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება მუდმივ წარმომადგენლად სხვა სახელმწიფოს რომელიმე ქალაქში ან ოლქში, ორ სახელმწიფოს შორის დაწესებული საკონსულო ურთიერთობების ფარგლებში, საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.

საკონსულო ფუნქციები განისაზღვრება 1963 წლის ვენის კონვენციით, საკონსულო ურთიერთობების შესახებ, ასევე ორმხრივი საკონსულო კონვენციებითა და შიდასახელმწიფოებრივი კამონმდებლობით.

როგორც წესი, კონსული იღებს ზომებს მაქსიმალურად განახორციელოს და დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების ყველა ის უფლება, რომელთაც მათ მიმღები ქვეყნის კანონმდებლობა ანიჭებს.

იგი აწარმოებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების აღრიცხვას, უწევს მათ აუცილებელ იურიდიულ კონსულტაციას, გასცემს, ვადას უგრძელებს, ან შეაქვს ცვლილებები მოქალაქეების კანონით დაწესებულ დოკუმენტებში (პასპორტი, მოწმობა და სხვა დოკუმენტები), გასცემს, აუქმებს ან ვადას უგრძელებს ვიზებს საკუთარი ქვეყანაში, ახორციელებს ნოტარიულ მოქმედებებს, ასევე საკონსულო დოკუმენტების ლეგალიზაციას, რომელიც გაცემულია სახელმწიფოს მიერ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

კონსულის ინსტიტუტი დაიბადა მე-11 საუკუნის მიწურულს. მისი შექმნის ძირითადი მიზეზს წარმოადგენდა ევროპელი ვაჭრების ინტერესების დაცვა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ვაჭრობის განვითარებასთან ერთად ამ ინსტიტუტმა ჰპოვა შემდგომი გავრცელება და უკვე მე-18 საუკუნის ბოლოს შეიძინა ის ნიშან-თვისები,რაც შენარჩუნებულია და მოქმედებს დღევანდელობაშიც.

განასხვავებენ საშტატო კონსულებს - სახელმწიფო ჩინოვნიკებს, რომლებიც ინიშნებიან სხვა ქვეყანაში საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად და არასაშტატო (საპატიო) კონსულებს, რომლებსაც შეიძლება წარმოადგენდნენ მიმღები ქვეყნის მოქალაქეებიც და ამ მოვალეობას ასრულებდნენ საკუთარი სურვილით.

უკანასკნელ დროს, არასაშტატო, საპატიო კონსულების დანიშვნის პრაქტიკა თანდათანობით იკლებს.

კონსული და მისი თანამშრომლები შედიან საკონსულო კორპუსის შემადგენლობაში, მიმღებ ქვეყანაში. საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, მათზე ვრცელდება საკონსულო პრივილეგიები და იმუნიტეტი, როგორც წესი ანალოგიური დიპლომატიური პრივილეგიებისა.

საკონსულოს თანამშრომლები, რანგის მიხედვით იყოფიან - გენერალურ კონსულებად, კონსულებად და ვიცე კონსულებად.

დიპლომატიურ წარმომადგენლობებში (საელჩოებში), ჩვეულებრივ, საკონსულო ვალდებულებებს ასრულებს საელჩოს რომელიმე თანამშრომელი, რომელიც ხშირად ხელმძღვანელობს სპეციალურ საკონსულო განყოფილებას. ეს თანამშრომელი შეიძლება იწოდებოდეს როგორც კონსული.

საკონსულო სამსახურის თანამშრომლები წარმოადგენენ საკადრო დიპლომატებს და მსახურობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ