მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეორგანიზაცია-რეკონსტრუქცია. ამასთან, საიტის ფეისბუქ გვერდი გატეხილია. ვცდილობთ დავაჩქაროთ დაბრუნების პროცედურები. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

საიტების მონეტიზაცია

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5854 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

პერსონა გრატა (ლათინურიდან persona grata - სასურველი პირი) - დიპლომატიურ პრაქტიკაში, დიპლომატიური წარმომადგენელია, რომელთან მიმართებაშიც, მიმღებმა სახელმწიფომ გასცა მისი დანიშვნისა და სახელმწიფოში ჩასვლის თანხმობა.

ელჩებთან, ან საკონსულო წარმომამადგენლებთან მიმართებაში ეს განისაზღვრება აგრემანის ან ეგზეკვატურის მიღების პროცედურით, ხოლო სხვა დიპლომატიური თანამშრომლების მიერ ვიზის მიღება და მიმღებ ქვეყანაში ჩასვლა, ნიშნავს მათ აღიარებას პერსონა გრატად.

პერსონა ნონ გრატა (ლათინურიდან persona non grata - არასასურველი პირი) - დიპლომატი, რომელიც გამოცხადებულია მიმღები სახელმწიფოს მთავრობის მიერ არასასურველ პირად.

ამ შემთხვევაში, აკრედიტაციის გამცემი სახელმწიფო გაიწვევს მას უკან, სამშობლოში და მან უნდა დატოვოს მიმღები ქვეყანა.

დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადები მოტივი შეიძლება გახდეს: მის მიერ მიმღები ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, ქვეყნის კანონების ან ტრადიციების დარღვევა, ან უპატივცემულობა, დიპლომატის იმუნიტეტისა და პრივილეგიების ბოროტად გამოყენება.

ხშირად, ამ ტერმინის უკან იმალება ფორმულირება - „აკრძალული მოქმედებისთვის, რომელიც შეუსაბამოა დიპლომატის სტატუსთან“ - რომლის უკან შეიძლება იდგეს ბრალდება ჯაშუშობაში.

ამასთან, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რომელიც დაფიქსირებულია 1961 წლის ვენის კონვენციით დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, მიმღები ქვეყნის ხელისუფლება არ არის ვალდებული განმარტოს მიზეზები, რომელთა გამოც დიპლომატი გამოცხადებულია პერსონა ნონ გრატად.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

Loading...

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ