მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6042 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

სახელმწიფო დროშა სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენს. არსებობს დროშის საერთაშორისო პროტოკოლი, რომელიც მკაცრ დაცვას საჭიროებს (განსაკუთრებით მაშინ, თუ უცხოელი სტუმრები არიან მოწვეული).

ყოველგვარი უპატივცემულობა, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს საზღვარგარეთის ქვეყნის სახელწიფო დროშის მიმართ, შეიძლება განხილული იქნას, როგორც შეგნებული შეურაცხმყოფელი მოქმედება, რომელიც მიმართულია ამ კონკრეტული ქვეყნის მისამართით.

არსებობს ქვეყნები, რომელთა პროტოკოლის თანახმად, გადაბრუნებული დროშა ომის მდგომარეობას სიმბოლიზირებს.

რამოდენიმე სახელწიფო დროშის ერთდროულად გამოფენის შემთხვევაში, დროშების ქსოვილის ზომები უნდა იყოს ერთნაირი. დროშები აღმართული უნდა იყოს ერთმანეთის გვერდით, ერთ დონეზე.

არ შეიძლება ერთი ფლაგშტოკზე (დროშის აღსამართავი ლატანი) ორი დროშის აღმართვა - ერთი მეორის ქვემოთ. საპატიოდ ითვლება მწკრივში პირველი ან ცენტრალური ადგილი.

საერთო წესების თანახმად, სტუმარი ქვეყნის სახელმწიფო დროშას უფლება აქვს დაიკავოს უფრო საპატიო ადგილი, ანუ ის უნდა იყოს პირველი, თუ გამოიფინება ორი დროშა და შუაში, თუ დროშა რამოდენიმეა.

ყველაზე ხშირად, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო დროშებს, ერთდროულად გამოფენის შემთხვევაში, განათავსებენ ანბანის მიხედვით, რომელიც შაეესაბამება სახელმწიფოების სახელწოდებას (ლათინური ანბანის, ან იმ ქვეყნის ანბანის მიხედვით, სადაც ხდება დროშების გამოფენა).

სახელმწიფო დროშის აღმართვა ხდება მზის ამოსვლასთან ერთად, ხოლო დაშვება მზის ჩასვლასთან ერთად. თუ დროშა უნდა ეკიდოს რამოდენიმე დღის განმავლობაში, მას აუცილებლად დაუშვებენ ყოველ საღამოს და კვლვ აღმართავენ ყოველ დილით.

დროშას აღმართავენ სწრაფად, ხოლო უშვებენ ნელა. გლოვის დღეებში ხდება დროშის დახრა, ანუ მას ასწევენ ხოლმე ფლაგშტოკის ნახევარზე.

დროშა არ უნდა ეხებოდეს მიწას, იატაკს, წყალს. გამოკიდებული დროშა უნდა იყოს ყოველთვის საუკეთესო მდგომარეობაში.

არ შეიძლება მცირე ზომის დროშის გამოკიდება მაღალ ფლაგშტოკზე და პირიქით. ოპტიმალურად ითვლება დროშის სიგანისა და ფლაგშტიკის სიმაღლის შეფარდება 1:6. 

ოფიციალური დაწესებულების კედელზე დროშის გამოკიდება ხდება დროშის ქსოვილის დახვეული სახის მდგომარეობით მაგიდაზე მსხდომთაგან ზურგს უკან მარჯვნივ, ხოლო თუ დროშა მაგრდება სპეციალურ ფლაგშტოკზე, მარჯვენა ხელის გასწვრივ.

ზოგიერთ ქვეყანას გააჩნია კარგი ტრადიცია, რომელიც ადრეული ასაკიდანვე აჩვევს მოქალაქეებს საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო დროშის პატივისცემას. მაგალთად, ამერიკის შეერთებულ შტატების სკოლებში, ყოველი სასწავლო დღის დაწყების წინ, ხდება დროშის საზეიმო აღმართვა.

ბევრი ქვეყნის კანონმდებლობა, ითვალისწინებს სასჯელს დროშის მიმართ არასათანადო პატივისცემის გამოხატვის, ან მისი დაცინვის გამო.

სახელმწიფო დროშა ქვეყნის ისტორია, ხალხის გაერთიანებისა და სამშობლოს სიმბოლოა, ამიტომ მის მიმართ ღრმა პატივისცემისა და მოკრძალების გამოხატვა, საკუთარი სახელმწიფოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ