მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 5603 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

უფლებამოსილება - საერთაშორისო, განსაკუთრებით დიპლომატიურ პრაქტიკაში არის დოკუმენტი, რომელიც ანიჭებს მასში მითითებულ პირს (ან პირებს) უფლებას, გამოვიდეს სახელმწიფოს, მთავრობის, ან სხვა ოფიციალური ორგანოს სახელით, აწარმოოს მოლაპარაკებები, მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში, ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებებსა და შეთანხმებებს, წარმოადგინოს სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციებში და ა.შ.

უფლებამოსილების ტექსტში მითითებულია უფლებამოსილი პირის სრული მონაცემები და აღწერილია მისი უფლებამოსილებები (მოლაპარაკებების გამართვა, ხელშეკრულებებზე ხელმოწერა, კონფერენციებში მონაწილეობა და ა.შ).

დიპლომატიური უფლებამოსილების ტექსტი, როგორც წესი, იბეჭდება სპეციალურ ქაღალდზე, დამოწმებულია ბეჭდით და გამყარებულია საგარეო საქმეთა მინისტრის, ან მისი მოადგილის ხელმოწერით.

ორმხრივი ხელშეკრულებისა და შეთამხმების ხელმოწერის დროს, მხარეთა წარმომადგენლები, ჩვეულებრივ ერთმანეთს წარუდგენენ ხოლმე საკუთარ უფლებამოსილებებს, ხოლო მრავალმხრივი ხელშეკრულებისა და შეთანხმების ხელმოწერის დროს, მხარეთა უფლებამოსილებები ბარდება დეპოზიტარიებს.

კონფერენციებზე, საერთაშორისო ორგანიზაციების ყრილობებზე, ჩვეულებრივ იქმნება კომიტეტი, რომელიც ამოწმებს უფლებამოსილებებს. ამასთან, სახელმწიფოს წარმომადგენლები საკუთარ უფლებამოსილებებს აბარებენ პირს, რომელიც წარმოადგენს ორგანიზაციის მთავარ ადმინისტრატორს (გენერალურ მდივანს, გენერალურ დირექტორს და ა.,შ).

კომიტეტის მოხსენება, უფლებამოსილებების შემოწმების შესახებ, ჩვეულებრივ, დღის წესრიგის პირველი პუნქტებიდან ერთ-ერთს წარმოადგენს.

საყოველთაოდ მიღებულ პრაქტიკად ითვლება, როცა სახელმწიფოს მეთაურებს, მთავრობის მეთაურებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების მეთაურებს (საკუთარი კომპეტენციის ჩარჩოებში) აქვთ უფლება, აწარმოონ მოლაპარაკებები და ხელი მოაწერონ საერთაშორისო შეთანხმებებს, დამატებითი უფლებამოსილებების გარეშე.

უფლებამოსილების გაფორმება, სპეციალური წერილების სახით, მიღებულია თანამედროვე ბიზნესის პრაქტიკაშიც, როგორც წესი, იმ შემთხვევებში, როცა მოლაპარაკებებს აწარმოებენ არა ფირმის ხელმძღვანელები, არამედ მათი თანამშრომელები ან წარმომადგენლები.

უფლებამოსილება ან სპეციალური წერილი (მინდობილობა) ფორმდება აგრეთვე იურისტებზე, რომლებსაც მიჰყავთ მოლაპარაკებები ფირმის სახელით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ